ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოსო გოგაშვილთან მისივე ოჯახის წევრების ციხეში პაემნისთვის შესვლა კანონის სრული დაცვით მოხდა. მოქმედი კანონის შესაბამისად, გამომძიებელს უფლება აქვს ერთჯერადად დაუშვას პიროვნება პატიმართან შეხვედრაზე, რაც ასევე გამოყენებული იქნა პატიმარ გოგაშვილის შემთხვევაში, რაც მან შანტაჟისთვის გამოიყენა.
კერძოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ციხიდან გავრცელებულ ცნობის ფურცელში წერს, რომ 28 ივლისს, ციხეში ის საშხაპეში გაიყვანეს და მას შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაურეკა. გოგაშვილი წერს, რომ გომელაურსა და მას შორის ხმამაღალი და დაძაბული საუბარი შედგა, რა დროსაც შს მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა და რასაც ეტყოდნენ, იმას არ გააკეთებდა მას გაანადგურებდნენ და „ოჯახს ამოუწყვეტდნენ“.
306-ე საკანში შედგენილ წერილის შინაარს არ ადასტურებს შს მინისტრი, რომლის განცხადებით, გოგაშვილთან არ დაურეკავს და მით უმეტეს, ოჯახის ამოწყვეტით არ დამუქრებია. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.
„შეიძლება ათჯერ გაიყვანეს საშხაპეში, არ ვიცი. მე არ ვიცი შიგნით რა ხდებოდა. სად გაიყვანეს საშხაპეში თუ სხვაგან, ეს ჩემი დაწესებულება არ არის, მაგრამ მე რომ მასთან არ დამირეკავს, კომუნიკაცია რომ არ მქონია, ეს 100%-იანი ვიცი. ჩემგან ასეთი რამ - მუქარა არასდროს არ წასულა არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით დავმუქრებოდი.
სოსო გოგაშვილი თვითონ, ძალიან სამწუხაროა, გული მწყდება, გავიცანი 2013 წელს, წამოვიყვანე მე, პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, არ მახსოვს განყოფილების ან ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე იყო გენინსპექციაში. მე მაშინ შს მინისტრის მოადგილე ვიყავი და ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი. ვთხოვე მას, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. დეტალებს აღარ მოვყვები, დიდი დრო რომ არ წავიღოთ. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე.
ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც - დავახლოვდით ოჯახებით და ახლა სამწუხაროდ, ის აცხადებს, რომ თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა კომპრომატებს ჩემზე, ჩვენს გუნდზე და გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. მისი გათავისუფლება თანამდებობიდან მოხდა 2018 წელს. რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის. არაერთხელ დამიცავს ის გუნდისგან. რატომ მოხდა მისი გათავისუფლება ახლა არ ვიტყვი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შს მინისტრის ამ ვრცელი პასუხის შემდეგ, 306-ე საკანში შედგენილი მორიგი განცხადება გავრცელდა. ამჯერად პატიმარი გოგაშვილის წერილში ვკითხულობთ, რომ მან ციხეში შეიტყო, რომ ცუდად შემსრულებელი გომელაური დაუტუქსია მამა-მარჩენალს და ამიტომ, ახლა ამზადებენ გენერალურ შეტევას მის წინააღმდეგ, სადაც არსენალში მისი საუბრის დაჩეხვა და დამონტაჟება შეუყვანიათ.
„ეს ხო უკვე დაანონსებინეთ „ვიტალი ხაზარაძეებს“: რა ალაპარაკებს და ვინ ალაპარაკებს ამას მალე გავიგებთო. ეს მეთოდი უკვე მოძველებული და გაშიფრულია, არანაირ შედეგს არ მოგცემთ, მით უფრო ამას გადაფარავს თქვენი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები. ისე ხომ არ ჯობია „სუკის“ ბებერი „ვოლკის“ ტაქტიკა გამოიყენოთ, გიჟად გამომაცხადოთ ან ფსიქიკურად დაავადებულად, მაგრამ შემდეგ ხომ ციხიდან გაშვება მოგიწევთ ჩემი, მოკლედ შარში ხართ. ახლა არ გამოდგათ „ვიტალი ხაზარაძე“ და არ ათქმევინოთ, აი თავს იზღვევს წინასწარ და პრევენციას აკეთებსო. მარჩენალს პლუს ხუთ კაცში რომ ვიყავი და შინაური ბინძური სამზარეულოს ყველა ხერხი და მეთოდი რომ ვიცი, დაგავიწყდათ?“, - წერს სოსო გოგაშვილი.
ვინ არის სოსო გოგაშვილი, რა დაკვეთას ასრულებს და ვინ არის დამკვეთი? - ცხადია, რომ ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. თუმცა, ცნობილია ვინ იყო გოგაშვილი 2012 წალმდე, იგი მუშაობდა ნავთლუღის ბაზრის ხორცის სექციის ერთ-ერთ დახლზე. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გოგაშვილი ძალოვან უწყებაში იწყებს მუშაობას და მისი კარიეულ ზრდასთან ერთად იზრდებოდა გოგაშვილის ქონებაც. მას შემდეგ, რაც გოგაშვილმა დაკარგა პრივილეგიები და გავლენები, უკვე ოპოზიციური მედიის საშუალებით ხელისუფლების შანტაჟი დაიწყო.
ის, რომ გოგაშვილი დადასტურებულად აწვდიდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფაილებს ოპოზიციურ ტელეარხებს და შესაძლოა - პარტიებსაც, ეს უკვე ფაქტია, თუმცა ჩნდება უფრო და მძიმე სერიოზული კითხვა - გამდიდრებისკენ მიდრეკილი გოგაშვილი ხომ არ აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციებს რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და სხვა ფაქტორებთან ერთად, ამასაც ხომ არ უკავშირდება მისი უეცარი და ოფიციალურ შემოსავლებთან შეუსაბამო გამდიდრება?
როგორც ირკვევა შარშან, ოქტომბრის შუა რიცხვებში, გოგაშვილის ახლო მეგობარი, ოპოზიციური პარტიის ცნობადი სახე, ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში გაემგზავრა. მასთან ერთად გაემგზავრა გოგაშვილის ოჯახის წევრი, სადაც შედგა შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან და იმ ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაახლოებულ პირებთან. გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მზად არის აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით მიაწოდოს ინფორმაცია.
„ყველა წესისა და ტრადიციის გათვალისწინებით ეს ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში არ უნდა მოხვერდილიყო. ეს არის ჩემი ძალიან მოკლე პასუხი. ყველა დანარჩენი ქვეშეკითხვა უბრალოდ ამ ჩემი პასუხიდან გამომდინარეობს. მის დღევანდელ, გუშინდელ და ხვალინდელ ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს დაუშვეს. ეს არის ჩემი ერთადერთი კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კითხვას - ვაჭრობს თუ არა? - გოგაშვილი არის ვაჭარი, მან ვაჭრობის მეტი ცხოვრებაში არაფერი იცის. ვაჭრობა ძალიან კარგი თვისებაა, ოღონდ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში. ამ სისტემაში ვაჭრობა და ვაჭარი სისტემისთვის არის დამღუპველი. ეს არის ბიძგი სახელმწიფო ღალატისკენ და ბიძგი ამ სისტემის ჩამოშლისაკენ. ისევ და ისევ ვუბრუნდები ჩემს ერთდერთ კონკრეტულ პოზიციას - ასეთი ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში არ უნდა მიეღოთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი იძლევა იმის დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გოგაშვილი დამოუკიდებლად არასოდეს არ მოქმედებდა.
„თუ პროცესს მთლიანად გაავანალიზებთ, სისტემაში შემოსვლიდან დღემდე, ეს არის გარკვეული ციკლი იმისა როგორ ეწეოდა ხელისუფლების კომპრომენტაციას და მინდა გითხრათ, რომ ბევრი რამ, რაც მის მიერ ჟღერდებოდა და ჟღერდება, შეიცავს ისეთ უზუსტებებს, რომლის უკან დგას ხელისუფლების მიზანმიმართული კომპრომენტაცია.
შესაბამისად, ეს მეთოლოგია რასაც გოგაშვილი იყენებს, მთლიანი ჯაჭვია იმ შემოტევისა, რომელშიც იმყოფება საქართველო. საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებს ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახური. ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს. მაღალი ალბათობით, გოგაშვილი ამ სპეცსამსახურებისთვის ხელსაყრელი მოქმედებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
მისი თქმით, გოგაშვილმა ხელისუფლებასთან ვაჭრობა დაიწყო მას შემდეგ, რაც გაიყვანეს იმ სივრციდან, სადაც კომფორტულად იყო.
„როგორც კი დატოვა სუს, აი, იქიდან მოყოლებული, დაპატიმრებამდე დიდი ხნით ადრე, როდესაც პირდაპირ ეთერში აანონსებდა ა-ო-ს შექმნას, განაახლა და გააგრძელა ვაჭრობა და აგრძელებს დღესაც. ჩანს, რომ მისი ვაჭრობა არის უნიჭო და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ რიგი პოლიტიკური პარტიებისათვის აღნიშნული პროცესი გამოიყენება მყარ მტკიცებულებათა ბაზად. რეალურად გოგაშვილის და საქართველოში დესტაბილიზაციის მოსურნე პოლიტიკური პარტიის განცხადებები ერთ მიზანს ემსახურება - საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შექმნან უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი. ეს არის წინა ეტაპი იმისათვის, რომ საქართველოში მოხდეს ე.წ. მშვიდობიანი, ან სისხლიანი რევოლუცია - ანუ, გადატრიალება. მის ყველა გამონათქვამს და მოსაზრებას ძალიან კარგად აპიარებენ უცხო სახელმწიფოში, საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებული პოლიტიკური პარტიები და მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, სოსო გოგაშვილის ზედმეტსახელი „ანტრეკოტა“ კარგად ასახავს თუ ვინ იყო და საიდან მოდის. 2013 წლის პოლიტიკური და სოციალური ქარტეხილების ფონზე, ის აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა და შემდეგ მისი თქმით, დაამთავრა ისე, როგორც უნდა დაემთავრებინა, რადგანაც სხვა გამოსავალი თავადაც არ დაიტოვა მისი სიხარბისა და უსაფუძვლოდ გაღვიძებული ამბიციების გამო. ასე ემართებათ მათ, ვინც იყო არავინ და არაფერი და გახდა ვიღაც და რაღაც.
„ე.წ. „მამხილებლის“ მანტია გოგაშვილმა მხოლოდ მაშინ მოირგო, როდესაც მიხვდა, რომ მის ირგვლივ წრე იკვრებოდა. იოლი გამდიდრების მოყვარული გოგაშვილი, ალბათ, ისეთივე ენთუზიაზმით გადასცემდა მის მიერ მოპარულ კონფიდენციალურ ინფორმაციას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებსაც, თუკი ფასზე მორიგდებოდნენ. ისინი კი მსგავს ინფორმაციაში, როგორც წესი, კარგად იხდიან. ალბათ, გამოძიება ამაზეც იმუშავებს.
მე თუ მკითხავთ, გოგაშვილის დაკავება, მინიმუმ ერთი წლით დაგვიანდა. თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასოდეს. დღეს გოგაშვილი, რომელსაც მოსალოდნელი სასჯელის წარმოდგენის შედეგად, სრულიად დაკარგული აქვს ადეკვატურობის განცდა, იქცევა ზუსტად ისე, როგორც კუთხეში მიმწყვდეული მხეცი, რომელიც ხვდება, რომ თავის დაღწევის შანსი აღარ დარჩა“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ნაცებს რომ ყველაფერი შეარჩინეს, ეს ყველაფერი იმის ბრალია
როცა ეს თავის დროზე თანამდებობაზე დანიშნეს, ალბათ თქვა თავისთვის ,.
.....მშია, მწყურია, სოციალურად დაუცველი ვარ .. კაპიკი მენატრება, თვიდან თვემდე ხელფასი არ მყოფნის...რაღაცა უნდა მოვიფიქრო, მაყუთი უნდა
გავაკეთო, თორემ ოჯახიანად შიმშილით მოვკვდებიო --
--მით უმეტეს დაინახა რომ გოთვერნობისთვის და ჩათლახობისთვის, (ანუ მილიონების შეჭმისთვის) ნაცები არ დასაჯეს ......
ჰოოდა თქვა თავისთვის--- ცოტას მეც ავიღებ, რა მოხდა--- იმათ მილიონები წაიღეს და მე რო ,,ცოტა,, ავიღო, ოჯახი შიმშილით რო არ მომიკვდეს,. რააა.... არ შეიძლებაოო?? ...
და ..............აიღო
მაგრამ ცოტა კი არ აიღო ---- არამედ მადა ჭამაში მოდისო და...................... წავიდაააა .......................აიღო და აიღო....
და აი ............................. როცა უკანონობა და დაუსჯელობა ერთის ხახვივით შერჩება ..ამის მაყურებელი მეორე უარეს სჩადის
ასეა........... არ დასჯი ეეერთს??---- მეორე უარეს იზამს ............... არ იქნება კანონი და სამართალიიიიი, იქნება ყოველთვის ასე
ამერიკაში რომ კინგი მოკლეს ზუსტად მაგას ამტკიცებდა და ყვიროდა--- არ იქნება სამართლი არ იქნება მშვიდობაო..... ჩემი ტერმინოლოგიით რომ ვთქოთ, ასე გამოდიოდა---თეთრ კანიანებისთვის ყველაფერი მოსულა და ზანგებისთვის ელმენტარულიც არაოოოო????
და ეს იმდენად სამართლიანი მოთხოვნა იყო რომ ამერიკელები ამ ლოზუნგს ვერ გაექცენ
ანუ ქვეყანამ რომ გამართულად იფუნქციონეროს, საზოგადოებაში რომ რაღაც წესრიგი იყოს, შერჩევითი სამართალი არ შეიძლება
თუ არადა ყველაფერი ჩვენთან რომ არის, ისე იქნება, ანუ სახელმწიფო სახელმწიფოდ ვერასოდეს ვერ შესდგება
და მანამ კანონი და სამართალი ქვეყნის ხერხემალი არ იქნება, ყოველთვის კრუგლი ბარდაგი იქნება
თანამდებობებზე ....ჩემი შვილი...იმის შვილი.... ჩემი უტვინო საყვარელი.... იმის უტვინო საყვარელი.....ჩემი ძმა და ა.შ..
დანაშაულზე კიდე ჩემი შვილი არ დაიჭირეს .....იმის შვილი არ დაიჭირეს...... იმის ძმა არ დაიჭირეს ...................
ბევრჯერ მაქვს მე აქ ნათქვამი ----რუსთავში საწყალ პატარა ბიჭს, 3 ცარიელი შტოფის მოპარვისთვის 12 წელი მისცეს (ერთზე ოთხი წელიო..სამზე
12 მისცეს....ბოკერია ატიურობდა მაშინ)
ამ დროს უგულავას მილიონებზე....????????????.....ჰოოდა ჩვენთან სამართლიანობაზე საერთოდ ლაპარაკიც არა ღირს, იმხელა ბარდაგი ტრიალებს ქვეყანაში..
აი ეს იცის შერჩევითმა სამართალმა
და ეს ამერიკელებმა არ იცოდნეენ??
იცოდნენ........... მაგარამ აქ წესიერი ქვეყანა--სახელმწიფო რომ ჩამოყალიბებულიყო, იმათ ის არ აწყობდათ...იმათ აწყობდათ და აწყობთ რომ აქ კრუგლი ბარდაგი იყოს...ასე იმათი საქმე უფრო იოლად კეთდებოდა და კეთდება
აი ამიტომ მოგვიგონეს ეს კოხაბიტაცია
და ეს უტვინოებიც ადვილად დაითანხმეს ...............დააშინეს---დაკერეს
საწყალი ობოლა ციმაკურიძე იუმორინას კონცერტებზე რო ყვებოდა ხოლმე------ ჩვენ სოფელში ყველა ბიჭი მაყვალაზე გადის პრაქტიკასო.... ზუსტად ისეა საქართველო ...ოპიტნიც და მალადოიც საქართველოში უპრობლემოდ დაგულაობს
მინიმუყმ მინიმუმ...... ის თორმეტ დიდ სახელმწიფოს ჩამოთვლის ხოლმე
რუსეთი
ამერიკა
გერმანია
ისრაელი
ინგლისი
საფრანგეთი
თურქეთი
ირანი
ჩინეთი
ყაზახეთი
სომხები
აზერები
დანარჩენი ჭი--ჭი-სახელმწიფოები თქვენ მიამატეთ
ეს რაც იმათი ხალხია....
ეხლა იმას მიამატეთ ჩვენი აგენტები რომლებიც ნებაყოფლობით მტრობენ ქვეყანას და ნებაყოფლობით გახდნენ სხვა ქვეყნის აგენტები .....
მოკლედ აგენტები გვახვევიაააა.....ნუ იტყვით.... ნაირნაირი კონა ორშაურად, სულო და გულო უცხოელებისთვის
მოკლედ ამ უმუშევრობის ფონზე აგენტობა ერთერთი მოთხოვნადი პროფესიაა საქართველოში....... ტემ ბოლე უნამოსოებისთვის