რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი „ოცნებიდან“ გამოყოფილ 4 დეპუტატს პასუხობს. დეგნანმა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ბრალდებებს „უგუნური“ და „კონსპირაციის უსაფუძვლო თეორიები“ უწოდა. ელჩისთვის გაუგებარია რატომ გახდა ათწლეულების მანძილზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული თანამშრომლობა დღეს მიუღებელი, ხოლო განდგომილ დეპუტატებზე განაცხადა, რომ არ იცის ვინ არიან. არის თუ არა ამერიკის ელჩის პასუხი დამაკმაყოფილებელი და რამდენად ამომწურავი პასუხი გასცა მან 4 დეპუტატის არაერთ ბრალდებას? რატომ გახდა ამ დეპუტატების მხრიდან ისევ ბოლო დროს თავდასხმის ადრესატი და რეალურად რა გავლენას ახდენს ელჩი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე? ამ და სხვა კითხვებზე for.ge-სთან ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საუბრობს.
ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, დიდი ხნის დუმილის შემდეგ, „ოცნებიდან“ გამოყოფილ 4 დეპუტატს პასუხი გასცა. ის ამბობს, რომ მათი მხრიდან წაყენებული ბრალდებები უგუნური და კონსპირაციულია, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება. რამდენად დამაკმაყოფილებელია ელჩის პასუხი?
- ელჩის პასუხები დამაკმაყოფილებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, ეპისტოლური ჟანრის ურთიერთობა მასთან არც ამ 4 პოლიტიკოსს ექნებოდა და არც ანალიტიკოსებს. სამწუხაროდ, ელჩის ყოველი პასუხის შემდეგ სულ უფრო მყარდება პოზიცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ჰქვია. ქალბატონი ელჩი ოპოზიციის ნარატივის გამავრცელებლად გვევლინება. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც რაც ის საქართველოში ელჩად მოავლინეს, მისი, როგორც ელჩის პოზიცია არ გვინახავს. ის სამწუხაროდ მხოლოდ ოპოზიციის ნარატივს იმეორებს და კონკრეტული, მცირე რადიკალური პოლიტიკური ჯგუფის იდეების გამხმოვანებლად ჩამოყალიბდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყნის აყირავების ყველანაირი რესურსი ამოეწურა. მათ სამაშველო რგოლად ბოლოს არასამთავრობო სექტორი ჩართეს, ესეც ჩამოეშალათ. ამიტომ, ერთადერთი, რაც რჩებათ, ეს არის რომ რუსთაველზე ტრიბუნაზე გამოიყვანონ ამა თუ იმ ქვეყნის ელჩები. არ შეიძლება ამერიკის ელჩმა ხელისუფლებასთან მიმართებაში ისაუბროს ისეთი ტერმინოლოგიით, როგორიც თუნდაც „გავრილოვის ღამე“. ეს პოლიტიკურად გაუგებარი ტერმინია. არ შეიძლება ამერიკის ელჩი იმ დონემდე დავიდეს, რომ რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს რიგით დეპუტატთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების მქონე ისტორია, ტერმინად გამოიყენოს, ხოლო ეს ხელისუფლებას დაუპირისპიროს იმის ნიშნად, რომ საკუთარ წარსულს უნდა გადახედოს.
ამერიკის ელჩი აცხადებს, რომ ათწლეულების მანძილზე როგორც ამერიკა, ასევე დასავლეთი საქართველოსთან სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის თანამშრომლობენ. აქამდე ამაზე პრობლემა არ ყოფილა, ამიტომ მას უკვირს ახლა რაშია საქმე? თქვენი აზრით, რას დავობს ეს 4 დეპუტატი და რატომ შეიძლება ხელისუფლებას ამაზე ახლა პროტესტი ჰქონდეს?
- სასამართლო ხელისუფლება, ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანაში, ეს არის ისეთი ინსტიტუტი, რომელზეც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ შეიძლება ან ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ, საელჩომ, არასამთავრობო სექტორმა, რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს. თუმცა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ეს ამერიკელებს შარშან უკრაინაში გაუვიდათ, როდესაც 2021 წლის 29 ივნისს ვერხოვნაია რადას მიაღებინეს კანონი, რომლის მიხედვითაც სასამართლო კორპუსის საკვალიფიკაციო მუშაობაში ცვლილება იქნა შეტანილი. აი, ამ პროცესში გადამწყვეტი როლი, კანონის მიხედვით, მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებს. ანუ, უკრაინასთან მიმართებაში ეს ოცნება აუხდათ, მაგრამ საქართველოში ვერ განახორციელეს. მათ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყნის გარედან ამ პროცესს არა მხოლოდ დააკვირდნენ და მონაწილეობა მიიღონ, არამედ გადამწყვეტი როლი ითამაშონ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის საკითხში. ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაკნინება, ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დამცირება. ამ ყველაფერს წინ აღუდგა საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და, როგორც ჩანს, ამისთვის ხელისუფლებაზე შურს იძიებენ. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ხელისუფლების „ნაციონალებით“ ჩანაცვლება უნდათ. ეს არის ყველაზე საშიში ტენდენცია, რომლის უკან კიდევ უფრო საშიში ტენდენცია დგას. ერთი ჩინოვნიკის გამო, შესაძლოა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა დაიძაბოს.
თქვენ ფიქრობთ, რომ აქ პრობლემა მხოლოდ ელჩთან დაკავშირებით არის და ის ამერიკის მხრიდან წამოსულ დირექტივებს არ ემორჩილება? ელჩი მოქმედებს დამუკიდებლად? ის ხომ მხოლოდ თავისი ქვეყნის პოლიტიკიდან გამომდინარე მოქმედებს?
- მოდით, ამაზე ერთი მაგალითით გეტყვით - როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 19 ივნისის მოვლენები შეფასებული იქნა, როგორც არა გავრილოვის ღამედ, როგორც ამას ქალბატონი კელი დეგნანი ამბობს, არამედ როგორც დანაშაული და პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ამ ყველაფერს მიეცა სამართლებლივი შეფასება, რომელიც აბსოლუტურად ამართლებს სახელისუფლებო ძალისხმევას იმ მომენტში, რომელმაც ეს დანაშაული აღკვეთა. ამიტომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ოფიციალური განცხადება. ჩვენ რომელ მათგანს დავუჯეროთ - ელჩს თუ სახელმწიფო დეპარტამენტს? ამიტომ ვფიქრობ, რომ ელჩი აქ საკუთარი ინიციატივით მოქმედებს და ბოლო დროს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარედ იქცა. ამიტომ ვიტოვებ უფლებას, რომ ელჩის შემთხვევაში საქმე კონკერტული ჩინოვნიკის გადაცდენასთან გვაქვს.
კარგით, რომ გავყვეთ ამ ხაზს და ვთქვათ, რომ ელჩი მხოლოდ პირადი პოზიციიდან გამომდინარე მოქმედებს და სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა სულ სხვაა, მაშინ რატომ ჩამოუყალიბდა მას ეს დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ? რა არის მისი მიზანი, ამის უკან ხომ რაღაცა მოტივი დგას?!
- მგონია, რომ ამერიკის ელჩი აქ რაღაცა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენს, რომლებსაც საქართველოში გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოს ხელისუფლება არ აწყობს. ისინი ძალიან ჯიუტად ცდილობენ, რომ მოქმედი ხელისუფლება ოპოზიციური სპექტრით ჩაანაცვლონ.
ალბათ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ევროსაბჭოს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაშიც ხომ კელი დეგნანს არ მიუძღვის ბრალი, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების რეკომენდაციაა გაცემული, ხოლო 12-პუნქტიან პირობაში ხელისუფლებას დეოლიგარქიზაციას სთხოვენ? ეს ხალხიც ელჩის გავლენის ქვეშ არის?
- მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ძალიან გაუგონარ პროცესს ვადევნებთ თვალს. ყველაზე დიდი გამოცდილების, სანდოობის და მდგრადობის მქონე შვეიცარიის ბანკი ადამიანს კუთვნილ თანხას ჯერ პარავს, შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას ფული დაუბრუნოს, ჯიუტად და ყველანაირი არგუმენტების გარეშე არ ასრულებს. ივანიშვილის მიმართ სანქციები, ოფიციალურად, არც ერთი ქვეყნიდან გამოცხადებული არ არის.
ეს არის მაფიოზური კლანის მიდგომა, რასაც შვეიცარული ბანკი ივანიშვილის მიმართ ახორციელებს. ეს არის მაფიოზური რეკეტი, რომელსაც ივანიშვილის წინაარმდეგ მიზანმიმართულად ახორციელებენ. ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ სისტემაზე გარედან ძალიან დიდი წნეხი მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ ეს წნეხი ამერიკის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან მომდინარეობდეს. სამწუხაროდ, ეს ჯგუფი ერთი ხელით ცდილობს ივანიშვილს საკუთარ თანხებთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნას, მეორე მხრივ კი განცხადება იქნება, რეზოლუცია თუ სხვა სახის აქტივობა, ივანიშვილის სახელმა რაც შეიძლება მეტჯერ გაიჟღეროს. მათ უნდათ ივანიშვილს თითქოს დაუმტკიცონ, რომ პუტინის რეჟიმის სასარგებლოდ მოქმედებს და სანქციებს გვერდს უვლის.
რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან და როგორც თქვენ თქვით, რისთვის ისჯება მაშინ ის დაუმსახურებლად?
- წრეს, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ ომის შემდეგ შეიკრა, სათავეში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი უდგას. ეს ქალბატონი უკრაინული და ქართული დაჯგუფებების კოორდინატორია. ვფიქრობ სულის ჩამდგმელიც. მათ აქვთ მცდარი წარმოდგენა შექმნილი, რომ საქართველოში მოქმედი ხელისუფლება დამყარებულია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მდგარდობაზე. როგორც კი ამ მდგრადობას საფრთხე შეექმნება და სანქციებით მისი ფინანსური დასუსტება მოხდება, ეს ხელისუფლება ჩამოიშლება. ამის უკან კი საქართველოში ფრონტის მეორე ხაზის გახსნა დგას, რომლზეც ჩვენი ხელისუფლება არ წავიდა.
რაც მეტს ილაპარაკებს უფრო კარგია---უფრო მეტ სისულელებს იტყვის ...... უფრო მეტ არგუმენტებს მოგვცემს ....
ეგენი უკვე აჭრილები არიან, აჭრილები
ისე თუ ხედავთ ნაციონალებმა ,,ნაპორი,, რომ დაკარგეს??---დაკარგავდნენ აბა რა მოუვიდოდათ----იმათი ფალავანი მიწაზეა გაგორებული.......ეგ იყო მაგათი მატორი
აი რას ნიშნავს რომ მაგათ საელჩოში ნორმალური, განათლებული ქართველი მრჩევლები არ ჰყავთ.............საქარტველოში არიან და ქართველი ვინა არ
უნდა იცოდნეენ ??
..მაგათ სინამდვილეში საერთოდ არ იციან ქართველი ვინააა ან რას წარმოადგენს.....მაგათ ქართველი მ,ხოლოდ ჩოხა და ხაჭაპური ჰგონიათ
.ან კი რა აზრი აქვს მათთვის ქართველი ვინააა????....მაგათთვის ჩვენც ერთერთი რიგითი კოლონია ვართ და შესაბამისად გვექცევიან კიდეც .......ეგენი თვლიან რომ, მაგათ თავზე რომ ჩამოგვაჯვან კიდეც, ჩვენ ეს ციურ მანანად და ღმერთის მადლად უნდა -მივიღოთ
დედიმაგათისამ დედიმაგათისამ........................... რაც მთლიანად მაგ ამერიკას თავში აქვს, იმედენი მარტო საქართველოში ერთ მიხოს აქვს
ისე მაგათ საელჩოს 60% სომხები არიან ან ნაცების რეკომენდირებული ,,ქართველები,,......ჰოოდა აბა ვინ ეტყოდათ მაგ ქაჯებს ესე არ შეიძლება, გეშლებათო........იმიტომაც უშვებენ შეცდომას შეცდომაზე
და უფრო და უფრო აიჭრებიან კიდეც და უფრო და უფრო მეტ სისულელესაც იტყვიან...
ეხლა მაგათ უკვე ვერავინ ვეღარ უშველით
ისე წინა ელჩი კელიც ძალიან მიყვარს...იმასაც ყოველდღე ვკითხულობ ხოლმე
მათ კიდიათ მოსახლეობა, ქვეყნის მომავალი და ამიტომ დანიშნას სომეხი მიშა, ებრაელი ზელენსკი, მანამდე ებრაელი იუშენკო, ნახევრად ებრაელი პოროშენკო. თუმცა იუშენკომ და პოროშენკომ ვერ გაამართლეს - ერთი ჭკვიანი იყო, მეორე ფულზე დახარბებული.
ახლა ტაკიმსახარა ზელენსკიმ მიწასთან გაასწორებინა ქვეყანა და სრულად გაუსწორა მეტროპოლიას.
არაქართველმა, კომპლექსებით შეპყრობილმა დორბლიანმა უამრავ არაქართველს უპრაკონოდ დაურიგა საქართველოს მოქალაქეობა და სრული უფლება საქართველოში უძრავი ქონების შეუზღუდავად შეძენისა. ხოლო შემდეგ მანაც სიამოვნებით შესწირა ქვეყანა თავის იდიოტურ ინტერესებს.
დღევანდელი პრემიერის დანიშვნაც ამ მიზნით მოხდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით პრემიერში ქართული უფრო მეტია, ვიდრე არაქართული.
ზოგან უმართლებთ კოლონისტებს, ზოგან არა.
როდესაც არ უმართლებთ, ცდილობენ, სხვანაირად მიაღწიონ მიზანს და ამიტომაა ეს ისტერია გამართული.