უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონის ქალაქის (აზოვის) დასახლებაში რუსეთის სამხედრო ნაწილში ხანძარია. როგორც აღინიშნა, რუსეთის მიერ დასმული ყირიმის რეგიონის ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი სოფელ მაისკოეში გაემგზავრა, რომელიც აზოვიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხებზე საკონსულტაციო საბჭო შექმნა. იგი უკრაინის ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას ელის.
„ყირიმის პლატფორმის“ მომზადების თაობაზე შეხვედრა გავმართე. ველოდები გეოგრაფიის, დონის და მონაწილეთა რაოდენობის გაფართოებას. დღეს შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო ყირიმის დეოკუპაციის შესახებ, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ამ მიმართულებით ყველა აქტივობასა და პროექტს და უზრუნველყოფს ყირიმის პლატფორმის საქმიანობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ექსპერტულ წრეებში არ გამორიცხავენ უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობას. ანალიტიკოსთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, ეს შეიძლება მოხდეს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ის აფეთქებები, რაც ოკუპირებულ ყირიმში მოხდა, შესაძლოა, მაუწყებელი იყოს იმისა, რომ ამ ადგილიდან რუსეთს სამხედრო ძალების გაყვანა მოუწიოს.
„რა თქმა უნდა, ყირიმის დეოკუპაცია შესაძლებელია, უფრო მეტიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადრე თუ გვიან ეს უნდა მოხდეს. უკრაინამ, ფაქტობრივად, ხელში აიღო კონტროლი უკრაინის ამ ოკუპირებულ ნაწილზე მოქმედ აეროპორტებზე, ერთ-ერთ მათგანზე რუსული ბაზა იქნა განადგურებული მთლიანად, ერთი კვირის წინ აფეთქებების გამო. დანარჩენი სამხედრო ბაზები სარაკეტო და შორ მანძილზე მსროლელი არტილერიის ცეცხლის ქვეშ არის. ეს ისეთი ტენდენციაა, რომელმაც ყირიმიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა უნდა გამოიწვიოს“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური, რითაც რუსეთი უკრაინის დაშანტაჟებას აგრძელებს. როგორც ვოლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, ელექტროსადგურის ტერიტორიის პროვოკაციული დაბომბვა გრძელდება. ამასთან, ქარხნის საფარქვეშ ოკუპანტები ბომბავენ ახლომდებარე ქალაქებს, რუსული ძალები საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას სწორედ ქარხნის ობიექტებში მალავენ. მისივე თქმით, რუსეთის აღნიშნული ქმედებები ცხადყოფს, რომ ის უარყოფს 42 ქვეყნის მოთხოვნას, რომლებმაც რუსეთს ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ინციდენტი ბევრ ქვეყანაზე მოახდენს უარყოფით ზეგავლენას. მისი თქმით, რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება. მისი განცხადებით, თუ ახლა მსოფლიო არ გამოიჩენს საკმარის ძალასა და მონდომებას, დაიცვას ერთი ატომური ელექტროსადგური, ეს ნიშნავს, რომ ის წააგებს, წააგებს ტერორისტებთან და დაემორჩილება ბირთვულ შანტაჟს.
„ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი უარს ამბობს ევროკავშირის ქვეყნებისა და 15 სხვა ქვეყნის - სულ 42 - უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე, რომლებმაც მოუწოდეს რუსეთს გაეყვანა თავისი ძალები ატომური ელექტროსადგურიდან. კერძოდ, ეს ქვეყნებია : თურქეთი, საქართველო, გაერთიანებული სამეფო, კორეა, იაპონია, ავსტრალია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები.
ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსთვის და უფრო შორეული რეგიონების ქვეყნებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე. თუ რუსეთის ქმედებები კატასტროფას გამოიწვევს, შედეგებმა შეიძლება დააზარალოს ისინიც, ვინც აქამდე დუმს.
დისკუსიებიდან და მოწოდებებიდან რუსეთის, „როსატომისა“ და მთელი ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალ, მკაცრ სანქციებზე უნდა გადავიდეთ. რუსულმა ძალებმა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დატოვონ ატომური ელექტროსადგური და მიმდებარე ტერიტორიები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, თუკი რუსეთისთვის მდგომარეობა უკრაინაში უფრო მეტად დამძიმდება, კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც. თუმცა, როგორც მენაღარიშვილმა აღნიშნა, ამ სამხედრო დაპირისპირებაში უკრაინის უპირატესობა ჩანს.
ჯერ ომში რუსეთის დამარცხებაზე განცხადების გაკეთება ადრეა, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია რესურსი, შეიარაღებული ძალები, არტილერია, რომ უკრაინას მძიმე ზიანი მიაყენოს. ვიცით ზაპოროჟიეში, ატომურ ელექტროსადგურზე რა ვითარებაა. ეს ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია, რუსეთი თუ მოინდომებს, შეუძლია მისი აფეთქება, რასაც შეიძლება უზარმაზარი, რეგიონული კატასტროფა მოჰყვეს, რადიაციული დაბინძურება უზარმაზარ ტერიტორიას მოიცვას და ა.შ. პუტინი ისეთი ფიგურაა, რომ თუ ძალიან გაუჭირდება, ის აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელია. სწორედ ამიტომ იყო, რომ თავის დროზე დასავლეთმა სერიოზულად შეიკავა თავი მის წინააღმდეგ ყველა საშუალების გამოყენებისგან, რათა რუსეთს არ მისცემოდა საბაბი, ბირთვული იარაღი გამოეყენებინა უკრაინის და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. იგივე საფრთხე ახლაც არსებობს.
ომი ძალიან დაძაბულ, მძიმე ფაზაშია, თუმცა, თითქმის ერთმნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება და მათ მიერ განხორციელებული ნაბიჯები, რამაც რუსეთი ყველა შემთხვევაში, უნდა მიიყვანოს დამარცხებამდე ამ დაპირისპირებაში. ძნელი სათქმელია, მაგრამ როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე საომარი მოქმედებები რომ არ გაჩერდება, ეჭვი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
შენ მარტო ეგ ტყულები შეამჩნიეე??
ტყუილების კორიანტელია , კორიანტელი
თუ არ ,,იზამს,, და იმასაც ნახავთ
მით უმეტეს ამერიკამ ზელლინსკი გაააფრთხილა...... იცოდე წითელ ხაზებს არ გადახვიდე, ზურგში არ დაარტყაო .....
მართალია იმათ სიტყვას ფასი არა ააქვს, მაგრამ ცოდნით ხომ იციან პუტინი რასაც იზამს??
ჰოოდა გაბედონ
..რააა... რააა და კომუნისტება წერა--კითხვა მართლა გვასწავლეს!!!!,
მე ვიტყოდი დაჟე საკმაოდ მაღალ დონეზეც კი!!!!
იმათ, ეს უნდოდათ თუ არ უნდოდათ იმის მიუხედავად, (თავის და უნებურად), დაჟე ხაზებს შორის კითხვაც გვასწავლეს(რომ უნდოდათ ხოლმე რაღაცის თქმა და თან რომ არც გვეუბნებოდნენ--გვიმალავდნენ )
დაჟე იმათ ,,უკუღმა,, წერა კითხვაც კი გვასწავლეს(მთლად საპირისპირო ინფორმაციებით რომ ცდილობდნენ ხალხის დაბო;ლებას ) ........
ასე რომ იმათ ტყუილ ინფორმაციებზე, წერა კითხვასთან ახლოს მდგომი ადამიანები, ყველა აცრილები ვიყავით..... იმ ტყუილი ინორმაციების ,,გადაყლაპვა არ გადაყლაპვაზე,, ყველას იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა
და როგორც კი ისინი ხალხის ტყუილი ინფორმაციით დაბოლებას ცდილობდნენ, იმას ეგრევე მარტივად ვშიფრავდით, პირდაპირ ჰაერში...
ჰოოდა იმათი ნასწავლის წყალობით დღეს ტყუილ მართალის გარკვევა ძნელი არაა...ის კი არადა ძალიან მარტივიცაა
მაგრამ ..... მაგრაააამ................... მაგრააააააამ..............
ასეთი ცრუ--ტყუილი ინფორმაციების ნიაღვარი, როგორსაც ეხლა ცეცხლითა და მახვილით ავრცელებენ ეს ე.წ. ლიბერალები (ამერიკელების თამადობით) საერთოდ ვერც კი წარმომედგინა ......საწყალი კომუნისტები გაოცებისაგან ალბათ საფლავებში ტრიალებენ..
ისინი ამათთან შედარებით, ამ ტყუილ მართალში(სხვა რამეეებშიც) პირდაპირ მამა აბრამის ბატკნები-- ანგელოზები იყვნენ ..არა ისინიც ცდილობდნენ ჩვენს დაბოლებას, მაგრამ .............................. ესეეეეე.??........ესენი ვაფშე მართლას არ ამბობენ........
მოკლედ კომუნისტების აგიტაცია--პროპაგანდის ,,შკოლა,, გავლილი კაცს , ჰაერში რომ ვიგებდით კომუნისტები სად და როგორ გვატყუებდნენ (დაჟე წინასწარ რო ვიცოდით მეორე დღეს როგორ და რანაირი ფორმით მოგვართევდნენ ტყუილს), ----- ამათი, ამდენი მთლად ტყუილი ინფორმაციებისაგან, პირდაპირ ყბა მაქვს ჩამოვარდნილი---უბრალოდ მიკვირს ესე პირდაპირ ცეცხლითა და მახვილით როგორ ტენიან საზოგადოებას ნებისმიერ ტყუილს, საზოგადოება კიდევ ამას იშვიათი გამონაკლისების გარდა, სიამოვნებით ყლაპავენ
დაჟე ამ ტყუილებს ისე მიეჩვია საზოგადოება, რომ მართალი თუ ვინმემ თქვა ეგრევე ,,ვრაგ ნაროდად,, აცხადებენ
BBC: CBS-მა ვებგვერდიდან წაშალა ფილმი, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების 30-40% აღწევს საბოლოო მიმღებებამდე
ესე იგი რათა თქვი რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი გზაში კონტრაბანდულად იყიდებაო, რათა თქვი სიმართლეო...და ის ხალხი დაქინძეს
და რამდენი ამისთანა შემთხვევები??----ქვეყნის!!!
კომუნისტების დროს მხოლოდ ერთი ორი ტელევიზია იყო(თან ორივე ტელევიზია ერთნაირად გვაბოლებდა) მაგრამ სინამდვილეს მაინც ვიგებდით
და ეხლა ამდენი საინფორმაციო საშუალებებია და სიმართლე როგორ დაიმალება??
..მით უმეტეს ისეთი მაღალი დონის გაუნათლებელი ჟურნალისტები არინ, რომ დაჟე სიმართლეს რომ ამბობდნენ იმასაც კი არ დაუჯერებს ამათ
კაცი (შუბლზევე აწერიათ ვინც არიან) და ამდენ ტყუილებს ვინ და რატომ უჯერებს უბრალოდ ვერ ვიგებ
დაჟე ბაიდენის სეკრეტარშაა დებილი, ელემენტარული არ იცის და გვარამიას ჟუერნალისტები რომ იყვნენ ჩლუნგები რა გასაკვირვია??
კიდევ კაი კომუნისტება წერა კითხვა გვასწავლეს, თორემ ამათ ისე მიჰყავთ საქმე, რომ ჩქარა ხელისმოწერას არსენა მარაბდელივით ჯვრის დასმაზე -ღა
დაიყვანენ....
როგორ ესენიც უსიტყვოდ იმეორებენ ზემოდან მოწოდებულ სისულელეს?!
ან იმ აზოველი პატიმრების დახოცვაზე--- რუსებმა დახოცესო
რუსებმა კი არ დახოცეს, რუსები მაგ აზოველების აბსოლიტურად ყველას ჩვენებას, ყველა ჩატლახობებს, ვიდეოზე იწერდნენ, ეგ აზოველები უშვებდნენ ზელენკის წრეს, პლიუს ამერიკელ ინსტრუქტორებს და ამიტომ ის აზოველები თვითონ ამერიკელების დაბროთი დახოცეს...
ამერიკას გგონია რომ მსოფლიომ მაგათი სისულელეები აუცილებლად უნდა დაიჯეროს ..ჰოოდა .იმიტომაც ეტირებათ დედა
ესენი ისეთი მასტერები არიან ტყუილებში, რომ ლამისაა დავიჯერო.
გუშინ დუდამ ბრძანა, რომ Волынская Резня თურმე Русский Мир-ს მოუწყვია, ბანდერას და უპა-ს კი არა.
ანუ, 1944-ში, მაშინ როდესაც ეს ტერიტორია ფაშისტების მიერ იყოოკუპირებული და უპა-ს რაზმები დათარეშობდნენ, მაშინ "რუსკი მირს" მოუწყვია ეს საშინელება.
აბა, როგორია?