გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩხრეკის დროს ამოღებული მისი პასპორტები დაუბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CBS News-ი სამართალდამცავ უწყებაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიების ფედერალურ ბიუროში აღნიშნეს, რომ ჩხრეკის ორდერის შესრულებისას აგენტები სასამართლოს მიერ დადგენილი ჩხრეკისა და ამოღების პროცედურებს ასრულებენ, რის შემდეგაც აბრუნებენ ნივთებს, რომელთა შენახვა არ არის საჭირო გამოძიების მიზნებისთვის.
15 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას მისი სამი პასპორტი ამოიღეს.
„მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში FBI-ს რეიდის დროს მათ [FBI-ს აგენტებმა] სხვა ყველაფერთან ერთად ჩემი სამი პასპორტი მოიპარეს (ერთი პასპორტი ვადაგასულია). ეს პოლიტიკურ ოპონენტზე უპრეცედენტო თავდასხმაა, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არასდროს მომხდარა. მესამე მსოფლიო!“ - აღნ იშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.