„ევროპელები უმძიმესი ზამთრის მოლოდინში არიან, შუა აზიის ენერგორესურსებს სად წაიღებენ, თუ საქართველოში ცეცხლი დაენთება, ევროპამ ამაზე უნდა იფიქროს“

„ევროპელები უმძიმესი ზამთრის მოლოდინში არიან, შუა აზიის ენერგორესურსებს სად წაიღებენ, თუ საქართველოში ცეცხლი დაენთება, ევროპამ ამაზე უნდა იფიქროს“

იმისთვის, რომ ევროპელები ზამთარში ყინვას გადაურჩნენ, აზერბაიჯანთან გამართეს მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის შესყიდვის თაობაზე. ცხადია, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ ევროპისთვის გაზის მიწოდების ტრანზიტული ფუნქცია საქართველოს დაეკისრება, რაც რუსეთისგან საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის. თუკი რუსეთი თავის ნედლეულს ევროპაში ვეღარ გაყიდის და მას ჩამნაცვლებლები გაუჩნდება, ადვილი წარმოსადგენია, მშიერი დათვი რას მოიმოქმედებს და ვის ამოიღებს სამიზნედ?!

ევროკომისიამ ბუნებრივი აირის გაორმაგების შესახებ აზერბაიჯანთან მემორანდუმს უკვე ხელი მოაწერა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანმა „სამხრეთის ბუნებრივი აირის“ დერეფნის სიმძლავრის გაორმაგების ვალდებულება აიღო. შედეგად, 2027 წლისთვის ევროკავშირს აზერბაიჯანიდან წელიწადში, მინიმუმ, 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებს ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება არსებული 8 მილიარდი კუბური მეტრიდან 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდოს 2022 წელს.

რა ელის საქართველოს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ტრანზიტულ ქვეყნად გადაქცევის შემთხვევაში?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოსთვის გაზრდის შესაძლებლობებსაც და საფრთხეებსაც, რადგან უფასო არაფერი არ არის.

„თუ სარგებელი გინდა, ცოტა უნდა გარისკო კიდეც. ამ რისკის გამო ტრანზიტის ფუნქციაზე უარი რომ ვთქვათ, ეს შეუძლებელი და უაზროც იქნება. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?! უნდა მივესალმოთ, თუ საქართველოს ფუნქცია გამყარდება სატრანზიტო დერეფნის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, რუსეთს ეს არ გაუხარდება. სატრანზიტო ფუნქცია რომ საქართველოზე გადმოვა, რუსეთი ამით განაწყენდება, მაგრამ ამ ვითარებაში ეს არ უნდა იყოს ჩვენი შემაკავებელი. დაბომბვა ასე მარტივად არ ხდება, აქ მარტო საქართველო ხომ არ არის მოთამაშე? ეს საერთაშორისო პროექტია, სადაც მონაწილეობს აზერბაიჯანი, თურქეთი, ევროკავშირი. ასე რომ, საქართველოს დაბომბვა თურქეთის დაბომბვაც იქნება, აზერბაიჯანისაც და ევროკავშირისაც. მესმის, რუსია, მაგრამ მასაც არ უღირს ასეთი სიგიჟის გაკეთება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, არსებობს რაღაც, რაც რუსეთსაც აკავებს, პირველ რიგში, ის, რომ საპასუხო ზომები იქნება მის მიმართ მიღებული. რუსეთს ძალიან ძვირად უღირს თურქეთთან კარგი ურთიერთობა. ეს დადასტურდა კიდეც, როცა ირანში ჩავიდნენ პუტინი და ერდოღანი და სამთა შეხვედრა გაიმართა. მით უმეტეს, რუსეთის მთელ სამხრეთ ფლანგზე, სამხრეთ საზღვარზე ნაწილობრივ პროთურქული გავლენის ქვეყნებია, ერთი ნაცია ცხოვრობს, ეთნიკური თვალსაზრისით, ყველანი მონათესავენი არიან და თურქულენოვან ტომებს წარმოადგენენ.

ანალიტიკოსის აზრით, ვითარება კიდევ უფრო დელიკატური ხდება, რადგან ჩინეთის გავლენა იზრდება სამხრეთის მიმართულებით. ასე რომ, რუსეთი ყველანაირად მოერიდება თურქეთთან კონფლიქტს. ამიტომ სერიოზული დესტაბილიზაცია კავკასიაში მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მცდელობა, ყარაბაღშიც მოვლენები დაძაბონ და პოლიტიკური სიმწვავე შექმნან კავკასიაში.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ კავკასიაში ომის დაწყების შემთხვევაში, რა შედეგები მოჰყვება ამას ევროპისთვის იმ კუთხით, რომ საქართველო არის ენერგორესურსების ტრანზიტული ქვეყანა, ეს კიდევ ცალკე თემაა. არც ღირს იმის დაკონკრეტება, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება მთელი კავკასია.

„ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მაღალჩინოსნის ვიზიტი ბაქოში ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებით. ომის დაწყების შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოზე არაა საუბარი, ეს მძიმე იქნება ევროპისთვის. ევროპამ უნდა იფიქროს ენერგორესურსების დივერსიფიცირებაზე. ფაქტობრივად, ევროპელები ახლა უმძიმესი ზამთრის მოლოდინში არიან. აზერბაიჯანის ნავთობს და გაზს, გინდაც შუა აზიის ენერგორესურსებს სად წაიღებენ, თუ საქართველოში ცეცხლი დაენთება, ევროპამ ამაზე უნდა იფიქროს“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

 

trampi დაიწყება ომი და .................რუსი ეგრევე დაჰკრავს ბომბს ამ ტრუბას
განა მაშინდელივით ,,აცდენენ,, იაკობაშვილი რომ ღადაობდა მთვრალი იყო ლიოჩიკი და ვერ მოარტყაო..
ქაჯი............. სდომებოდათ და თუ ვერ მოარტყამდნენ ნახავდნენ ნაცები
ვაააა ეგეთი უნამუსოები ნაცები რო არიან საიდან გამოძერწეს, ან ვინ გააკეთა/??



ისე ამ ტრუბაში თუ მართლა გაატარებენ გაზს ..მე რომ ვიყო ხელისუფლების ადგილზე, როცა გაატარებდნენ ზუსტად მაშინ გავიგიჟებდი თავს--- ომს ვიწყებ რუსეთთან მეთქი ....თან დავაყოლებდი თუ გაზის ტრუბა ააფეთქეს ნიჩურტა---ჩვენი ბრალი არაა-თქო
ვნახავდი ერთი რას იტყოდნენ....................დაყინულები
2 წლის უკან
leviko საქმე იმაშია რომ ამ მილშ რუსეთის გაზიც გაივლის და ეს რუსეთსაც აწყობს ხოდა ბომბს არავინ დაუშენს აზერბაიჯანს იმდენი რესურსი არ აქვს რომ დააკმაყოფილოს ევროპა ის ხელშეკრულებას რუსეთთანაც დაამყარებს ასე რომ ასე
2 წლის უკან
trampi გააჩნია რუსებს საქმე როგორ ექნებათ,..... თორე რუსს თუ დასჭირდა, ბომბასაც დაჰკრავს და ატომსაც
თუ ...... რუსის კეთილგონიერებას ენდობი??
2 წლის უკან