რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „კორეის გათავისუფლების დღესთან“ დაკავშირებით, მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდება.
„ამ მძიმე წლებში დამკვიდრებული მეგობრობისა და თანამშრომლობის დიდებული ტრადიციები კვლავ ემსახურება რუსეთის ფედერაციასა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საიმედო საფუძველს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაფართოებთ ორმხრივ კონსტრუქციულ კავშირებს“, - აღნიშნულია კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ წერილში.