მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის უთანხმოების საგანი ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის საკითხი გახდა. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. როგორც ვიცით, პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა. უმრავლესობაში ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვას არ გამორიცხავენ. ცესკო-ს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ „ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია“.
აქვე გეტყვით, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსის წესით გამოვლენილ ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების კანდიდატურებს პრეზიდენტი ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3 -იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების 2/3- ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. 2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, ხოლო უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული - 6 თვის ვადით. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს დაკომპლექტების არსებული მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, „ქართული ოცნება“ კანონში შესწორებას შეიტანს, ეს იქნება მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის ადრე მიღწეული შეთანხმების დარღვევა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის ხარისხი გაიზრდება.
„როგორც ცესკო-ს თავმჯდომარეს, ასევე წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებენ სულ ცოტა 2/3-ის მხარდაჭერას. თუ მიიღეს უფრო ნაკლები ხმა, მაგრამ ნახევარზე მეტი, მაშინ ეს პირები არჩეულად ჩაითვლებიან მხოლოდ 6 თვის ვადით. ეს წესი ჩაწერილი იყო კანონში „ქართულ ოცნებასა“ და საპარლამენტო ოპოზიციას შორის შეთანხმებით. ამ წესის ნებისმიერი ცვლილება იქნება იმ შეთანხმების დარღვევა, რის საფუძველზეც ეს წესი იქნა მიღებული.
საფუძვლად ამას ედო პრინციპი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ყოფილიყვნენ შეთანხმებით დანიშნული საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, რათა ნდობის ხარისხი ყოფილიყო უფრო მეტი და ზოგადად, ცესკო-ს გადაწყვეტილებების მიმართ პრეტენზიები არაობიექტურობაზე მკვეთრად შემცირებულიყო.
რადგანაც 2/3-ის მიღწევა შესაძლოა შეუძლებელი გამხდარიყო, ჩიხიდან გამოსავლის სახით ჩაიწერა ის, რომ მარტო საპარლამენტო უმრავლესობას შეეძლო ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები აერჩია, ოღონდ მხოლოდ 6 თვის ვადით. იქვე პარლამენტის რეგლამენტში ჩაიწერა, რომ ერთი და იგივე პირის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
ახლა სწორედ ამ ვითარებას შევეჯახეთ. ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი ორჯერ იყო არჩეული 6-6 თვის ვადით, რადგან მან ვერ მიიღო ოპოზიციის მხარდაჭერა და ახლა უკვე ის წარდგენილი იყო მესამედ, რაც ეწინააღმდეგება რეგლამენტით არსებულ ნორმას. პრეზიდენტს უბრალოდ უფლება არ ჰქონდა წარედგინა კალანდარიშვილი პარლამენტისთვის, რადგან ის ორჯერ უკვე იყო წარდგენილი. ახლა, ალბათ, შეეცდებიან ამ ნორმის შეცვლას, რაც იქნება ადრე მიღწეული შეთანხმების დარღვევა. უნდობლობის ხარისხი მეტი სადღა უნდა გაიზარდოს, მაგრამ ის, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება გადადგმული ნდობისკენ და ვითარების სტაბილიზაციისკენ, აშკარაა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი „ქართული ოცნება“ ამ შესწორებაზე არ წავა, რადგან ეს კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი გახდება.
„ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუციონალიზმის თვალსაზრისით. დღეს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას უნდა ხმების 2/3 და დღეს მმართველ გუნდს არ შეუძლია აირჩიოს ის, რადგან ხმები არ ჰყოფნის. შესაბამისად, ურჩევნია აირჩიოს ამ ხმების ნახევრით და ცდილობს კანონში შესწორება შეიტანოს. ალბათ, შესწორება შევა იმაშიც, ვის წარადგენს პრეზიდენტი. მმართველ გუნდს არ მოეწონა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები და თვლის, რომ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე უნდა წარედგინა პრეზიდენტს.
გიორგი კალანდარიშვილთან, როგორც პროფესიონალთან შესაძლოა საყვედური არ არის ვიღაცების მხრიდან, მაგრამ ფაქტია, მისი 5-წლიანი ვადით არჩევა ორჯერ უკვე ვერ მოხერხდა. ცესკო-ს თავმჯდომარე მისაღები უნდა იყოს როგორც უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვის. უმჯობესია არ წავიდნენ ამ შესწორებაზე, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი, რაც პირდაპირ გამოწვეული იქნება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის მიერ, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დაწუნებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „ბოლო კვირების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა იყო, რომ საკონკურსო კომისია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და იქ რაიმე ტიპის ჩარევა უნდა მომხდარიყო.“ კალანდარიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა გარკვეულწილად ამ გარემოებებმაც იქონია. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი პოლიტიკურია.
ააუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ................................................
ააუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ..............
ვაააააააააააააააა.. სერგო ზაქარიაძისა არ იყოს ---- მაგარი ხორცმეტის აპერაცია გამიკეთეს... (ორთაჭალის შუქჩრდილებში როა)
ვაააააააააააააა მალადეც აი მალადეც მალადეც......ძაან მაგარი აპერაციააა, ძაან მაგარი
თქვე დედლებო აქამდე სად იყავით, აქამდე?? ....................
. ეგენი ყველაფერი აქამდე უნდა გეთქვათ, ... ეგრე ძალაინ არ განაგლდებოდნენ
მე რომ ეს 12 წელი აქ სუ ქუნემ კოლუმბის გავიძახოდი(მანამდე სხვაგან) , ზუსტად მაგეების გამო ვიძახოდი...ეგ ამბები ,,შიგნიდან ,, ვიცოდი და იმიტომ ვაგინებდი მთელ მაგათ ჯიშს და ჯილაგს...... ერთი მაგათი ძაან მამალი ასო მთავარი, ამერიკაში გაზრდილ ,,განათლებული,, ბოლომდე გავანეიტრალე ...ზუსტად მასთან ,,ომში,, ვხვდებოდი საიდან და როგორ უბერავდა ქარი......ისე შათირიშვილიც წამეხმარა საქმეში
მოკლედ მიხარია, ძალიან მიხარია,...... ჩემი სათქმელი ბოლომდე რო თქვეს
ჯანდაბას ...........მაინც ყოჩაღ ამათ
დანარჩენი მერე ...........ეხლა უკვე ,,პარადზე,, მივდივარ... დიდ პარადზე