" “ტვ ფორმულას” რომელიც მთელ ნარატივს მამუკა მდინარაძის გაშავებაზე აგებდა, საკუთარ სიუჟეტშივე მოუწია აღიარება, რომ შენობა- ნაგებობა რომელიც 2021 წელს მამუკა მდინარაძის საკუთრება იყო წლებია მას აღარ ეკუთვნის"

ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში, ოპოზიციურ მედიაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ტვ ფორმულას” რომელიც მთელ ნარატივს მამუკა მდინარაძის გაშავებაზე აგებდა, საკუთარ სიუჟეტშივე მოუწია აღიარება, რომ შენობა- ნაგებობა რომელიც 2021 წელს მამუკა მდინარაძის საკუთრება იყო წლებია მას აღარ ეკუთვნის და სხვა პირის საკუთრებაა.

მისივე თქმით, ოპოზიციის შიში მამუკა მდინარაძის მიმართ დაუფარავია, ის უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე სიტყვები! ამ სიუჟეტით მათ კიდევ ერთხელ გაისროლეს ვაზნები, რომელიც მიზანს ასცდა.

„ ონლაინ ტელევიზია ad hoc - “ედ ჰოკი” მოაზროვნე გუნდს აერთიანებს რომლებიც აქტუალურ თემებზე საინტერესოდ მსჯელობენ.

ოპოზიციის მიერ მართულმა მედია საშუალებებმა ამ გუნდის მიერ გაკეთებულ ვიდეო რგოლებში თემატური ნაკლი ვერ იპოვა და მათთვის ონლაინ ტელევიზიის ადგილმდებარეობა გახდა პრობლემური.

დაკვეთილი ნარატივით მოქმედმა ჟურნალისტმა თავი სასაცილოდ გაიხადა როცა ლოკაციაზე მისულმა, ბაჩოსა და გურის დაახლოებით ასეთი უსუსური კითხვა დაუსვა - ვინ მოგცათ უფლება რომ ხართ აქ, სადაც ხართო?!

კიდევ უფრო სასაცილო ოყო ის, რომ “ტვ ფორმულას” რომელიც მთელ ნარატივს მამუკა მდინარაძის გაშავებაზე აგებდა, საკუთარ სიუჟეტშივე მოუწია აღიარება, რომ შენობა- ნაგებობა რომელიც 2021 წელს მამუკა მდინარაძის საკუთრება იყო წლებია მას აღარ ეკუთვნის და სხვა პირის საკუთრებაა.

მოკლედ ოპოზიციის შიში მამუკა მდინარაძის მიმართ დუფარავია, ის უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე სიტყვები!

ამ სიუჟეტით მათ კიდევ ერთხელ გაისროლეს ვაზნები, რომელიც მიზანს ასცდა.

ის რაც გუშინ ვნახეთ, იყო ჟურნალისტიკის ფსკერი: ადამიანის წინააღმდეგ არგუმენტისა და ფაქტის გარეშე შეკვეთილი შინაარსის გავრცელების მძიმე მაგალითი.

მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ქვეყნის შიდა და გარე მტრების კოორდინირებული მოქმედება ხაზგასმაა იმაზე, რომ მამუკა მდინარაძე მათთვის კანონის დაცვის და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია და აქედან გამომდინარე ქართულ სახელმწიფოსთან ერთად ის როგორც პერსონა არის მათი დარტყმის პირველადი სამიზნე.“ - წერს მეგრელიშვილი.

 

 

გიული გუბაზაძე. …და რაა მერე, რომც ყოფილიყო ის სახლი მამუკა მდინარაძის საკუთრება? მდინარაძე პოლიტიკაში მოსვლამდე თითქმის 15 წელი იყო ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატი საქართველოში და მის დახმარებაზე, როგორც ადვოკატზე იყო ძალიან დიდი მოთხოვნები! დასავლეთშიც და ამერიკაშიც წარმატებული ადვოკატები გახლავან ფინანსურად ძალიან შეძლებულნიც და პოპულარულნიც! მდინარაძის მოშურნეებს ალბათ სურვილი აქვთ, რომ მდინარაძეს და მის ოჯახს ეცხოვრათ მაშინაც და ეხლაც სარდაფებში…
1 საათის უკან