მორიგი გზავნილი და ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის მხრიდან. ამჯერად, უკრაინელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები გაასაჯაროებენ იმ მტკიცებულებებს, რომელიც, მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის თანამშრომლობას ასახავს. მრჩეველი კვლავ დაჟინებით მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან განაცხადოს უკრაინის ომში ვის მხარეს არის.
თუმცა ჩნდება კითხვა, თავად პოდოლიაკი და დავით არახამია, რომლებიც საქართველოს წიანაღმდეგ არა ერთ მძიმე ბრალდებების ავტორები არიან, ვის მხარეს არიან და ვისი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ?
For.ge-სთან ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პოდოლიაკი რუსების საქმეს აკეთებს, რათა საქართველო რაიმე სახის პროვოკაციაში იქნას ჩათრეული. ისინი ვარაუდობენ, რომ პოდოლიაკიც და არახამიაც შესაძლოა, კონკრეტულ თამაშს თამაშობდნენ, სადაც საქართველოს ხელისუფლება მათ ინტერესებში არ შედის. ამიტომ რეალურად ჩნდება ეჭვი ამ განცხადებების უკან ვინ დგას და რა არის განზრახვა.
„ქართული ოცნებისთვის“ მიხაილო პოდოლიაკის განცხადება შეურაცხმყოფელი და სპეკულაციურია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები ვერ წარმოადგენენ იმ მტკიცებულებებს, რომელიც საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების თავის არიდების ფაქტებს დაადასტურებს, რადგან როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, მსგავსი ფაქტები არ არსებობს.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ პოდოლიაკის ახალი განცხადება არამარტო აზიანებს საქართველოს ინტერესებს, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყანასაც. მათივე თქმით, ეს გზავნილები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - გაიხსნას საქართველოში მეორე ფრონტი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ისმის. კიევიდან გამოთქმულ ყველა ასეთ განცხადებაზე ოფიციალური თბილისის პასუხი არის, რომ ქვეყანაში ომის მეორე ფრონტი არ იქნება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პოსტსაბჭოთა არაერთ ქვეყანაში დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ირღვევა. ზოგან კი რუსეთისგან საწვავს თამამად ყიდულობენ. თურქეთმა კი რუსებისთვის ფულის განაღდებისთვის სამი ბანკი გახსნა. ამიტომ საყვარელიძე კითხულობს, უკრაინელი ჩინოვნიკები ამ ქვეყნებს პრეტენზიებს რატომ არ უყენებენ, მით უმეტეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წამოადგინეს.
„რატომ მაინც და მაინც საქართველო? ეს ხალხი ჩვენს ქვეყანას დაჟნებით გადაეკიდა. არადა მის გარშემო იმდენი ქვეყანა არღვევს სანქციებს, იქით რეაქცია არა აქვთ. მაშინ, რა გამოდის, უკრანელ ზოგ მაღალჩინოსანს რუსული საქმის კეთება უნდა? ვის აქვს სურვილი დღეს საქართველოში არეულობა, დაპირისპირება ან ომი დაიწყოს? რა თქმა უნდა, რუსეთს. სავარაუდოა, რომ ბევრი პროცესი აწყობილია იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ კონფლიქტის დაწყების საბაბი მიეცეს. ახალა, ალბათ, ძალიან კარგად აკვირდება ხალხი ქვეყანაში პოდოლიაკის საუბარი დროში რუსი ტურისტების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას როგორ დაემთხვა. არადა როგორც სტატისტიკა აჩვენებს, წელს 2019 წელთან შედარებით, სამჯერ ნაკლები რუსი ტურისტია შემოსული. მაშ, ვის აწყობს, ვის ინტერესებშია ქართველი ხალხის გაღიზიანება, მოტყუება, გაბრაზება, რომ ქუჩაში ტურისტებს ვიღაცამ აფურთხოს, აგინოს და ეს აგრესია მთელს ქვეყანაზე გადავიდეს?!
მთელი 90-ანი წლები, კი ბატონო, რუსების წინააღმდეგ ვიბრძვით, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ რუსებს ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილი უმასპინძლდებოდა. ახლა ამდენი ხნის შემდეგ, ქართველებს მშვიდობიანი რუსი მოქალაქეების მიმართ ეს ზიზღი ცოტა გაუნელდათ. კი ბატონო, არის აგრესია, მაგრამ ქართველი სტუმარს ქუჩაში ცემას და შეფურთხებას არ დაუწყებს. აი, ეს ყველაფერი რატომ ემთხვევა ერთმანეთს? ვის საქმეს აკეთებს პოდოლიაკი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ორმაგ თამაშს თამაშობს? ხან პრორუსული ხელისუფლების მხარეს არის და ხან ანტირუსული ხელისუფლეების. ამიტომ ამ კაცის საუბარი არის დაკვეთილი თამაში, რომელსაც ის ასრულებს“, - ამბობს საყვარელიძე.
საყვარელიძის აზრით, რუსეთის ინტერესებზე საქართველოში ვინც მუშაობს, პოდოლიაკის და არახამიას დაწყებულ კამპანიაშიც ის ხალხია ჩართული. მისივე თქმით, უკრაინაში უკვე ეჭვი გაუჩნდათ, რომ ჩვენი თანამემამულე დავით არახამია რუსების საქმეს აკეთებს . მან დასავლეთთან იშუამდგომლა, რომ რუსი ოლიგარქის აბრამოვიჩის ქონება დაცული ყოფილიყო. არადა ცნობილია, რომ ამ კაცის ქონება პუტინის საკუთრებაა და ის მის მოლარედ ითვლება. აბრამოვიჩია ადამიანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის „შავ ფულს“ ბიზნესში ათეთრებს.
„გამოდის, რომ არახამია პუტინის ფულის გადარჩენაზე მუშობს და დასავლეთში აბრამოვიჩს საქმეებს უწყობს. არადა ეს ის არახამიაა, რომელიც საქართველოს ამუნათებდა რუსეთთან ომში რატომ არ ჩაერთეო. არახამია ერთი მხრივ პუტინზე მუშაობს, მეორე მხრივ კი საქართველოს ომში ჩართვა უნდა. ვინაა ეს კაცი, ვის დაკვეთას ასრულებს, რა თამაშში უნდათ ჩვენი ქვეყნის ჩათრევა? ანალოგიურად დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პოდოლაკიც არახამიასავით ვიღაცის ჭადრაკში მოთამაშე პაიკია. საერთოდ, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბარია ატეხილი ამერიკის კონგრესში, უკრაინაში არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებაში რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობენ. ამიტომ ისინიც მოითხოვენ გაირკვეს ვინაა ეს ხალხი. ვფიქრობ, ბევრი რამე მალე გაირკვევა და ეს საქართველოს „კეთილისმსურველი“ ჩინოვნიკებიც მალე გამოაშკარავდებიან“,-ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან პოდოლიაკის განცხადებას და საქართველოში ოპოზიციის მხრიდან რუსი ტურისტების წინააღმდეგ დაწყებულ ანტიკამპანიას ერთმანეთთან აკავშირებს. ქართველიშვილი ფიქრობს, რომ პოდოლიაკი და სხვა მისნაირები ოცნებობენ, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. მათი გათვლით, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა მარტივი იქნება. მათ უნდათ, რომ ქართველი ხალხის განწყობები საკუთარი ხელისუფლების მიმართ ამ ფორმით შეცვალონ და ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩაში გამოიყვანონ.
„კვლავ დღის წესრიგში დგას და არ გამქრალა ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნისგან აკვიატებული აზრი, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ზუსტად იმ ძალებით უნდა შეიცვალოს, რა ძალებით დღეს უკრაინაში არიან მოსულები. ეს არის აკერმანის გამოწვრთნილი რაზმები, რომლებიც დღეს უკრაინის სათავეში მოხვდნენ. საქართველოში კი ჩვენმა ოპოზიციამ, რომლებიც იგივე ადამიანის მიერ არიან გამოწვრთნილი, ამ მხრივ მარცხი განიცადეს. პოდოლიაკი ხვდება, რომ ჩვენს დასუსტებულ ოპოზიციას ხელისუფლების ცვლილების არანაირი შესაძლებლობა არა აქვს. ვერც ქუჩაში და ვერც საარჩევნო ყუთთან, მათ ხელისუფლების დამარცხება ვერ შეძლეს. ამიტომ პოდოლიაკი გარე ფაქტორებს აწვება, რომელსაც შეუძლია, მის ქართველ კოლეგებს ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს. ეს არის იძულება რუსეთის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთს ეს ომი არ უნდა აწყობდეს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ამდენი პროვოკაციის და მოღალატეობრივი საქმიანობის შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ რაიმე სახის სამხედრო პროვოკაცია მოაწყოს. ამას ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება, ამიტომაც პოდოლაკის საუბრის უკვე აღარავის სჯერა“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას - რატომ არ მოუწოდებენ უკრანელ მაღალიჩინსონებს საქართველოს ხელისუფლებაზე ფაქტების გარეშე თავდასხმა შეწყვიტონ, ქართველიშვილი ამბობს, რომ ინგლისის ან ამერიკის დაზვერვას რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება ჰქონდეს, ამაზე საუბარს ვერავინ დაასწრებდა. ის ასევე ამბობს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ძალიან კარგად და მკაფიოდ განამრტა, რომ ასქართველო რაიმე კანონდარღვევაში ან სანქციებსი გევრდით ავლაში შემჩნეული არ არის. თუმცა ქართველიშვილი აქვე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის დამოკიდებულებას აღნიშნავს და ამბობს, რომ გულსატკენია, როდესაც ის ამ ადამაინების უარგუმენტო ბარლდებებს არ ემიჯნება. ამიტომ ჩნდება ეჭვი, ეს ადამიანები ვის და რა თამაშს თამაშობენ.
მაჰმუდი .......მაქმუდი.......
მერე საქართველოში და მსოფლოშიც .... ვინაააა მაჰმუდი??
ჰოოდა იმ მაჰმუდის თამაშსს თამასობენ ეს დებილებიც .....