ანექსირებულ ყირიმში, ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ უკრაინის გენერალური შტაბი მოწინააღმდეგის 9 თვითმფრინავის განადგურების შესახებ იტყობინება.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში უკრაინელ სამხედროებს რუსული თვითმფრინავები არ ჩამოუგდიათ. ბოლოს ჩამოგდებული თვითმფრინავის შესახებ ოფიციალური კიევი 31 ივლისს იუწყებოდა.
9 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა.