„ჩინეთ-ამერიკის კრიზისი რუსეთისთვის საჩუქარი იყო და ახალ თავად უნდა იყოს იმ მაიმუნის როლში, რომელიც ხიდან სიხარულით თვალს ადევნებს, გეოპოლიტიკური ვეფხვების ბრძოლას“

„ჩინეთ-ამერიკის კრიზისი რუსეთისთვის საჩუქარი იყო და ახალ თავად უნდა იყოს იმ მაიმუნის როლში, რომელიც ხიდან სიხარულით თვალს ადევნებს, გეოპოლიტიკური ვეფხვების ბრძოლას“

ოფიციალური ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ დროდადრო ცდილობს ძირი გამოუთხაროს ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. ქვეყნის საგარეო უწყებაში თვლიან, რომ თეთრმა სახლმა უნდა აღკვეთოს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის უპასუხისმგებლო აგრესია და ასევე, ვაშინგტონმა უნდა გაიყვანოს არაერთი სამხედრო ხომალდი თუ საბრძოლო თვითმფრინავი. ანალიტიკოსი, სოსო მანჯავიძე ფიქრობს, რომ პეკინი საქმეს პირდაპირ ფართომასშტაბიან შეტაკებამდე არ მიიყვანს, ის ოსტატურად თამაშობს ნერვებზე, ამზადებს ჩინურ საზოგადოებას, აჩვენებს თავის პოტენციალს და ამბიციებს, მაგრამ იცის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადალახოს.

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოთქვა იმედი, რომ პეკინი არ შექმნის კრიზისს ტაივანის ირგვლივ კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ. თუმცა, სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა დაიწყო წვრთნები და სამხედროებმა რაკეტები გაუშვეს ტაივანის მიმართულებით. როგორ შეიძლება განვითარდეს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა?

სოსო მანჯავიძე: ჩვენი წინა ინტერვიუების და საჯარო გამოსვლებისას არაერთხელ მითქვამს, რომ მსოფლიოში არსებობს სამი ფეთქებადსაშიში ზონა, რომლებსაც აქვს გლობალური ომის გამოწვევის პოტენციალი. ესენია აღმოსავლეთ ევროპა, კერძოდ, უკრაინა. ახლო აღმოსავლეთი, ისრაელ-ირანის დაპირისპირება და აზია წყნარი ოკეანის რეგიონი - დაპირისპირება ტაივანისთვის. როგორც ვხედავთ, ერთი გეოპოლიტიკური ვულკანი უკრაინაში უკვე ამოიფრქვა, ხოლო ისრაელ-ირანის და აშშ-ჩინეთის კონფლიქტები იგივე ტრაექტორიით ვითარდებიან.

შორეულ 1978 წელს ჰენრი კისინჯერის მეცადინეობით დაიწყო აშშ-ს და ჩინეთის დაახლოება. მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რაც გულისხმობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ერთობლივი პოლიტიკის გატარებას, ჩინეთი ხსნიდა თავის ბაზარს ამერიკული ინვესტიციებისათვის, რაც მეტად მაცდუნებელი აღმოჩნდა ამერიკელებისათვის, რომლებიც ჩინეთის უზარმაზარი ბაზრითა და იაფი მუშახელით იყვნენ დაინტერესებული, ამავე დროს ამერიკული მხარე ვალდებულებას იღებდა გაეტარებინა „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა და ხელი შეეწყო ჰონგკონგის, მაკაოს და რაც მთავარია, ტაივანის დაბრუნებისათვის ერთიან ჩინურ სახელმწიფოში ერთი სახელმწიფო - ორი სისტემის პრინციპის დაცვით. ვადა, რომელშიც ტაივანი უნდა დაბრუნებოდა ჩინეთს განისაზღვრა 40 წლით, ანუ 2018 წლისათვის.

საბჭოთა კავშირი დაიშალა, მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი დიდი ხნით აშშ-ს ნახევრადკოლონია გახდა. ამ პირობებში ჩინეთი ჭკვიანურად იყენებდა დასავლურ ინვესტიციებს, ითვისებდა ტექნოლოგიებს, ხოლო ტიან-ინ-მენის მოედანზე „ფერადი რევოლუციის“ სასტიკმა ჩახშობამ განამტკიცა ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელი როლი და დასავლეთის წინაშე, რომელსაც ისტორიულ გამოცდილებაში მხოლოდ სუსტ და ღატაკ ჩინეთთან ურთიერთობა ახსოვდა, მისთვისვე მოულოდნელად, აღმოცენდა მსოფლიო სამჭედლოდ ტრანსფორმირებული გიგანტი, თავისი მასშტაბების შესაფერისი გეოპოლიტიკური ამბიციებით.

ასეთ ვითარებაში ტაივანის ჩინეთთან შეერთება რადიკალურად ცვლიდა ძალთა ბალანსს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რამდენიმე მიზეზის გამო, როგორიცაა კერძოდ, ტაივანის სტრატეგიული მდებარეობა, ფინანსურ -ეკონომიკური სიძლიერე და ტექნოლოგიური ბაზის საოცრად მაღალი დონე. ტექნოლოგიების შესახებ უნდა ითქვას, რომ ტაივანი დომინირებს ჩიპების წარმოებით მსოფლიო ბაზარზე და ეს არის გლობალური ეკონომიკური კოოპერაციის შედეგი, ამ ურთულესი ტექნოლოგიური პროცესის სხვა ქვეყნებში გამართვა და ტაივანის სრულფასოვანი ჩანაცვლება უახლოეს მომავალში შეუძლებელია მრავალი მიზეზის გამო, რომლებზე საუბარიც შორს წაგვიყვანდა.

აშშ ფორმალურად უარს არ ამბობს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკაზე, არ ცნობს ტაივანს და არ აქვს მასთან დიპლომატიური ურთიერთობა...

- თუმცა რეალურ პოლიტიკაში მაქსიმალურად ცდილობს არამარტო არ დაუშვას ტაივანის რეინტეგრაცია ჩინეთთან, არამედ მაქსიმალურად გამოიყენოს ის ჩინეთის აღმავალი გეოპოლიტიკური სვლის შესაფერხებლად. ამავე დროს, შტატები ეჭვითა და რისხვით რეაგირებს ჩინეთის ორჭოფულ და ფრთხილ პოლიტიკაზე რევანშისტულ რუსეთთან, რადგან მისი მცდელობა დაეყოლიებინა სი-ძინპინი რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებებზე, ამ უკანასკნელის მხრიდან ცივ დამოკიდებულებას გადააწყდა. თუმცა, ჩინეთის პრეზიდენტმა არც რუსეთის გადაჭარბებული მოლოდინი გაამართლა. მან იმ მაიმუნის პოზიცია დაიკავა, რომელიც ვეფხვების ბრძოლას მშვიდად და ერთგვარი სიამოვნებით უყურებს ხიდან.

სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ნენსი პელოსის საოცარი მოქმედებები, რომელმაც მსოფლიო გააოგნა. ექსპერტთა საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა ემოციური ინტერპრეტაციები, ითქვა, რომ თამაშის თეორიის თანახმად, როდესაც შეჯახება გარდაუვალია, შევარდენი ბოლომდე მიდის, ხოლო მტრედი ბოლო მომენტში უკან იხევს და ბრძოლას თავს არიდებს. თამაშის თეორიას პატივს ვცემ, მაგრამ გეოპოლიტიკა გაცილებით რთული საგანია. მაგალითად, არ არის გააზრებული, რომ ტაივანის ირგვლივ დაძაბულობის ზრდას ჩინეთი სათავისოდ იყენებს. მეტიც - ჩინეთს, განსაკუთრებით ბაიდენის მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რიტუალური დადასტურების შემდეგ, შეეძლო დაეწია თამასა.

თუმცა ჩინეთმა დაიწყო ფსონების ამაღლება და კონცენტრირება კონფლიქტის სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობაზე. როგორ ფიქრობთ, პეკინმა შეიძლება შექმნას ისეთი კრიზისი, რაც შეიძლება გადაიზარდოს აგრესიული სამხედრო მოქმედებებში?

- ნენსი პელოსის პოლიტიკური გათვლები ძნელი წასაკითხი არ არის - პელოსი ნოემბრის არჩევნებისთვის საკუთარი თავის „რკინის პოლიტიკოსად“ წარმოჩენას ცდილობდა, ამავე დროს, გათვლა იმაზე იყო, რომ სი-ძინპინი ვერ გაბედავდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რაც დაუზიანებდა იმიჯს და მის გადარჩევას კომუნისტური პარტიის მე-20-ე ყრილობაზე პრობლემებს შეუქმნიდა. შეგახსენებთ, რომ სი-ძინპინი მესამედ უნდა აირჩიონ, რაც არღვევს წესს, რომლის მიხედვითაც ადამიანი გენერალურ მდივნად მხოლოდ ორი ვადით შეიძლება მუშაობდეს.

ამავე დროს, ჩინეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება და წარმატებით დამთავრება ტაივანის შემოსაერთებლად მეტად რთულად გადასაწყვეტ ამოცანას წარმოადგენს ჩინეთის უძლიერესი არმიისათვისაც კი, ხოლო დაწყება და მარცხი კატასტროფა იქნებოდა ჩინეთის ხელისუფლებისათვის და დიდი ხნით შეაჩერებდა ჩინეთის აღმასვლას.

პელოსის ტაივანში ვიზიტი რომ ჩინეთისთვის კუნთების ჩვენება იყო ცხადია. ჯერჯერობით ჩინეთმა მხოლოდ ის გააკეთა, რომ სანქციები დაუწესა პელოსს. ვინ გამოვა გამარჯვებული ამ გლობალურ დაპირისპირებაში?

- მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ასეთი ვიზიტებისაგან თავშეკავების შემდეგ პელოსის ჩასვლა ტაივანში ტოვებს ბაიდენის ადმინისტრაციის მზაკვრული სტრატეგიული ჩანაფიქრის არსებობის შთაბეჭდილებას. თუმცა მოვლენების განვითარება ასეთ მოსაზრებას არ ადასტურებს. აშკარაა, რომ არც ვაშინგტონის პოზიციის გაურკვევლობა იყო მოწინააღმდეგეზე ზეწოლის საშუალება, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებდა. საქმე უფრო ბანალურ დაბნეულობასთან გვაქვს, კერძოდ, ვაშინგტონი ამაოდ ცდილობდა შეენარჩუნებინა სახე და გამოსულიყო იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ჩავარდა.

სახეზეა ქაოტურობის ზრდა ჰეგემონი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, ვიწრო შიდაპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე უაღრესად საშიში, ირაციონალური ქმედებები მთელი მსოფლიოსათვის და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამ ქმედებების შედეგებისადმი. როცა ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი, საჯაროდ განზე დგება ბირთვული დაპირისპირების საფრთხის შემცველი სიტუაციისაგან, ეს ნიშნავს, რომ ბაიდენის ქმედუუნარობამ გაანადგურა ამერიკის პრეზიდენტის ფიგურა, როგორც აშშ-ს სახელმწიფო ხელმძღვანელობის სისტემის დაბალანსების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

ამ გლობალურ დაპირისპირებაში სად ხედავთ ჩინეთის ადგილს და საერთოდ, რა თამაშს თამაშობს ჩინეთი?

- ჩინეთი, როგორც ჩანს, თავიდანვე კარგად იყო ინფორმირებული და გეგმავდა თავის პასუხს. იგი სარგებლობს გეოპოლიტიკური ოპონენტის ძალების ფოკუსირებით უკრაინის კონფლიქტზე. ცხადია, ჩინეთს კარგად ესმის, რომ დრო იდეალურია ქმედებისთვის, ვინაიდან ერთდროული კონფლიქტი რუსეთთან და ჩინეთთან კოშმარია ვაშინგტონისათვის. ამავდროულად, პეკინი საქმეს პირდაპირ ფართომასშტაბიან შეტაკებამდე არ მიიყვანს, ის ოსტატურად თამაშობს ნერვებზე, ამზადებს ჩინურ საზოგადოებას, აჩვენებს თავის პოტენციალს და ამბიციებს, მაგრამ იცის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადალახოს.

სი-ძინპინმა მოიგო პარტია შიდაპოლიტიკური თვალსაზრისითაც, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საგარეო პოლიტიკური. გარკვეული ძალების შესაძლო გათვლა დაპირისპირებაზე ძველ ჩინელ ლიდერებსა და აშშ-ს დემოკრატიული პარტიის მოკავშირე „კომსომოლის წევრებს“ შორის, ფუჭი აღმოჩნდა. ტაივანის კრიზისის პირობებში სი-ძინპინი სახალხო ლიდერია, რომელსაც განუსაზღვრელი მანდატი აქვს, რაც მის ხელახლა არჩევას უზრუნველყოფს ნოემბერში.

ზოგადად, ჩინეთმა გამოიყენა აშშ-ს სწორხაზოვანი მოქმედებები თავის სასარგებლოდ და დააყენა შეერთებული შტატები უკიდურესად არასასიამოვნო მდგომარეობაში: ვიზიტის გაუქმება მძიმე დარტყმას მიაყენებდა ჰეგემონი სახელმწიფოს რეპუტაციას. ამავე დროს ფაქტი, რომ პელოსი ჩავიდა ტაივანში, შესანიშნავი გზაა საკუთარი მოქალაქეებისა და ელიტების მობილიზებისთვის შეერთებულ შტატებთან გარდაუვალი გლობალური პოლიტიკური გამწვავების პირობებში.

პელოსის ვიზიტის შემდეგ პეკინმა კონტრთამაში წამოიწყო. აქ მას უამრავი შესაძლებლობა აქვს, დაწყებული სამხედრო წვრთნებიდან და კუნძულის პერიოდული ბლოკადით დამთავრებული, რაც საგარეო ვაჭრობაზე დამოკიდებულ ტაივანის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს. იგივე პელოსის განცხადება, რომ შტატები არ დაუშვებს ტაივანის ბლოკადას, პეკინზე შთაბეჭდილებას არ ახდენს. შეერთებულმა შტატებმა თვითონ გადასცა კოზირები მოწინააღმდეგეს და ამ სიტუაციაში სახის შენარჩუნება მეტად რთულია, ხოლო სამხედრო გზით ტაივანის დებლოკირების გადაწყვეტილება აშკარა სამხედრო შეტაკების საფრთხის პირობებში, მით უმეტეს, რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, არარეალური ჩანს.

როგორ აფასებთ ჩინეთ-რუსეთის ფარულ პოლიტიკურ ფლირტაობას?

- ცხადია, ამ ყველაფერს დიდი ყურადღებითა და აშკარად გამოხატული დამცინავი სიხარულით აკვირდებოდნენ რუსეთში. ეს კრიზისი მათთვის ნამდვილი საჩუქარი გახლდათ. ბუნებრივია, რუსეთს ძალიან უნდა თვითონ იყოს იმ მაიმუნის როლში, რომლის შესრულებასაც ცდილობდა და ცდილობს ჩინეთი. მაიმუნისა, რომელიც ხეზე უსაფრთხოდ ზის და მშვიდად, ერთგვარი სიხარულით თვალს ადევნებს, როგორ ებრძვიან ერთმანეთს გეოპოლიტიკური ვეფხვები.

trampi მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალ/ეს/ის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
---------------------------------------------------------------------------------------------

და ეს ყველაფერი სპეციალურად ხდება, სპეციალურად!!!!.....
უნდათ რომ შავი თეთრად მოგვაჩვენონ(თან დაგვაჯერონ კიდეც) და თეთრი კიდევ შავად
აი ესე ძალადობენ ადამიანზე
აი ესე ძალით ცდილობენ ადამიანში ფასეულობების შეცვლას
ჩვენ არაფერი მაგრამ ... ახალგაზრდებზე ჭრის ეს უკუღმა პროპაგანდა
2 წლის უკან
trampi ...რააა... რააა და კომუნისტება წერა--კითხვა მართლა გვასწავლეს!!!!,
მე ვიტყოდი დაჟე საკმაოდ მაღალ დონეზეც კი!!!!
იმათ, ეს უნდოდათ თუ არ უნდოდათ იმის მიუხედავად, უბრალოდ თავის და უნებურად, დაჟე ხაზებს შორის კითხვაც გვასწავლეს(რომ უნდოდათ ხოლმე რაღაცის თქმა და თან რომ არც გვეუბნებოდნენ--გვიმალავდნენ )
დაჟე იმათ ,,უკუღმა,, წერა კითხვაც კი გვასწავლეს(მთლად საპირისპირო ინფორმაციებით რომ ცდილობდნენ ხალხის დაბო;ლებას ) ........
ასე რომ იმათ ტყუილ ინფორმაციებზე, წერა კითხვასთან ახლოს მდგომი ადამიანები, ყველა აცრილები ვიყავით..... იმ ტყუილი ინორმაციების ,,გადაყლაპვა არ გადაყლაპვაზე,, ყველას იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა
და როგორც კი ისინი ხალხის ტყუილი ინფორმაციით დაბოლებას ცდილობდნენ, იმას ეგრევე მარტივად ვშიფრავდით, პირდაპირ ჰაერში...
ჰოოდა იმათი ნასწავლის წყალობით დღეს ტყუილ მართალის გარკვევა ძნელი არაა...ის კი არადა ძალიან მარტივიცაა
მაგრამ ..... მაგრაააამ................... მაგრააააააამ..............
ასეთი ცრუ--ტყუილი ინფორმაციების ნიაღვარი, როგორსაც ეხლა ცეცხლითა და მახვილით ავრცელებენ ეს ე.წ. ლიბერალები (ამერიკელების თამადობით) საერთოდ ვერც კი წარმომედგინა ......საწყალი კომუნისტები გაოცებისაგან ალბათ საფლავებში ტრიალებენ..
ისინი ამათთან შედარებით, ამ ტყუილ მართალში(სხვა რამეეებშიც) პირდაპირ მამა აბრამის ბატკნები-- ანგელოზები იყვნენ ..არა ისინიც ცდილობდნენ ჩვენს დაბოლებას, მაგრამ .............................. ესეეეეე.??........ესენი ვაფშე მართლას არ ამბობენ........
მოკლედ კომუნისტების აგიტაცია--პროპაგანდის ,,შკოლა,, გავლილი კაცს , ჰაერში რომ ვიგებდით კომუნისტები სად და როგორ გვატყუებდნენ (დაჟე წინასწარ რო ვიცოდით მეორე დღეს როგორ და რანაირი ფორმით მოგვართევდნენ ტყუილს), ----- ამათი, ამდენი მთლად ტყუილი ინფორმაციებისაგან, პირდაპირ ყბა მაქვს ჩამოვარდნილი---უბრალოდ მიკვირს ესე პირდაპირ ცეცხლითა და მახვილით როგორ ტენიან საზოგადოებას ნებისმიერ ტყუილს, საზოგადოება კიდევ ამას იშვიათი გამონაკლისების გარდა, სიამოვნებით ყლაპავენ
დაჟე ამ ტყუილებს ისე მიეჩვია საზოგადოება, რომ მართალი თუ ვინმემ თქვა ეგრევე ვრაგ ნაროდად აცხადებენ
2 წლის უკან
trampi BBC: CBS-მა ვებგვერდიდან წაშალა ფილმი, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების 30-40% აღწევს საბოლოო მიმღებებამდე



ესე იგი რათა თქვი რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი გზაში კონტრაბანდულად იყიდებაო, რათა თქვი სიმართლეო...და ის ხალხი დაქინძეს
და რამდენი ამისთანა შემთხვევები??----ქვეყნის!!!
კომუნისტების დროს მხოლოდ ერთი ორი ტელევიზია იყო(თან ორივე ტელევიზია ერთნაირად გვაბოლებდა) მაგრამ სინამდვილეს მაინც ვიგებდით
და ეხლა ამდენი საინფორმაციო საშუალებებია და სიმართლე როგორ დაიმალება??
..მით უმეტეს ისეთი მაღალი დონის გაუნათლებელი ჟურნალისტები არინ, რომ დაჟე სიმართლეს რომ ამბობდნენ იმასაც კი არ დაუჯერებს ამათ
კაცი (შუბლზევე აწერიათ ვინც არიან) და ამდენ ტყუილებს ვინ და რატომ უჯერებს უბრალოდ ვერ ვიგებ
დაჟე ბაიდენის სეკრეტარშაა დებილი, ელემენტარული არ იცის და გვარამიას ჟუერნალისტები რომ იყვნენ ჩლუნგები რა გასაკვირვია??
კიდევ კაი კომუნისტება წერა კითხვა გვასწავლეს, თორემ ამათ ისე მიჰყავთ საქმე, რომ ჩქარა ხელისმოწერას არსენა მარაბდელივით ჯვრის დასმაზე -ღა
დაიყვანენ....
ტრამპს ,,მიშას მასწავლებლები,, დაესხნენ თავს....... ჩვენზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს უკვე თავისთან ატარებებენ
და არა მარტო ამ საქმეში იყენებენ მიშასეულ მეთოდებს..ადრე იყო კიდევ მიტინგებიდან ხალხს რომ იტაცებდნენ და ტყეში ყრიდნენ ხოლმე, ის მეთოდი გამოიყენეს.
.2012 იყო თუ 2013 წელი იყო .............ნუიორკში მსოფლიო სავაჭრო ფორუმის ჩატარების დროს, ამერიკელები ამ ფორუმის გასაპროტესტებლად
მიტინგებს ატარებდნენ... გარემოს დაცვაო თუ რაღაცა ამის მსგავსი მიტინგები იყო(ლოზუნგი ქონდათ--- დაიცავი ნუიორკიო-- რაღაც ეგეთი) ხოოდა მაშინ იქ ის მიტინგები დაარბიეს---- ხალხი დატყიპეს და ზოგიც ტყეში გაიტაცეს და იქ დაყარეს..... ....მათ შორის ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი მოყვა და იმათ რო ტყეში ამოყვეს თავი, ძალიან აღშფოთდნენ.....მერე ისინი დიდხანს დადიოდნენ სასამართლოებში ჩიოდნენ--- ჩვენი უფლებები დაარღვიეს, ვინ იყვნენ ის ,,ხულიგნები,, დასაჯეთოო
მე კიდე გულში ვიცინოდი --- რაც ჩვენ აქ კოდუამ რაც მაგეთი შტუკები გვიყო, ჯერ თქვენ სადა ხაართ მეთქი.... მოკლედ სუ ხელებს ვიფშვნეტდი
ადრე ის ფაქტი მე აქ სუ წვრილწვრილდ განვიხილე, თანაც დიდი სიამოვნებით.... არა ის მოხუცები რომ აწვალეს იმაზე კი არა, უბრალოდ სეროჟასი
არ იყოს ,,ეგენი რომ ზანგებს აწვალებენ,,(ანუ ჩვენ)..იმაზე
მოკლედ ეხლა ჩვენზე აპრობირებული მეთოდების ამერიკაში დანერგვის აქტიური პერიოდი დადგა.... ეხლა იწყება იქ ცირკები..... დიდი დრო აღარ უნდა
მაგას .....მაგათ უკვე აღარც ტყუილი უშველით და აღარც მართალი....
2 წლის უკან