„ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ კრემლის პოლიტიკა და საქართველოში ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნიან“

„ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ კრემლის პოლიტიკა და საქართველოში ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნიან“

„ქართული ფილოსოფია სტუმარ-მასპინძლობაზეა დამყარებული, ხოლო ქსენოფობია სრულიად მიუღებელი და დასაგმობია. ჩვენ პირიქით, სიამაყით ვამბობდით, რომ თბილისი ის ადგილია, სადაც ერთმანთის გვერდით დგას - მართლმადიდებლური, კათოლიკური ეკლესიები, სინაგოგა და მეჩეთი“, -  აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა for.ge-თან საუბრისას.

დავით მათიკაშვილი: ტურისტული სეზონია და ტურისტულ სეზონს წინ უღძვის კიდევ ის მძიმე ვითარება, რომელიც უკრაინაში ომის გამოა გამოწვეული. თუმცა, ამ შემთხვევაში სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, რუსი ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით, უფრო ნაკლებია. დღეს, აღნიშნულ საკითხს რადიკალური ოპოზიცია საკუთარი დღის წერგის გამოსაყენებლად იყენებს. მათი მიზანი ქვეყანაში სიტუაციის ადუღებაა. ასევე, ცდილობენ ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოების გამოყვანას, მაგრამ ეს არ გამოსდით. ცდილობენ მოძებნონ ისეთი მიზეზი, რითაც აჟიოტაჟს გამოიწვევენ. ეს არის შავი კატის მოძებნა ბნელ ოთახში, თუმცა შავი კატა იქ არაა.

მეორე საკითხია ტურისტებისა და ჩამოსული ადამიანების მიმართ დამოკიდებულება. არ შეიძლება მათ მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულების გამოხატვა. ჩვენ უნდა შევძლოთ და გავმიჯნოთ ერთმანეთისგან - რუსეთის იმპერიული ამბიციები და კრემლის პოლიტიკა, რომელიც დასაგმობია. მეორე მხრივ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ადამიანები, რომლებიც ეროვნებით რუსები არიან, საქართველოში გარკვეული პერიოდით ჩამოსულები არიან და ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნიან. სახელმწიფო ამ ყველაფერს აკვირდება.

სიტყვა ქსენოფობია აღმოჩნდა მთავარი თემა, რომელმაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებები გამოიწვია...

- ქართული ფილოსოფია სტუმარ-მასპინძლობაზეა დამყარებული, ხოლო ქსენოფობია სრულიად მიუღებელი და დასაგმობია. ჩვენ პირიქით, სიამაყით ვამბობდით, რომ თბილისი ის ადგილია, სადაც ერთმანთის გვერდით დგას - მართლმადიდებლური, კათოლიკური ეკლესიები, სინაგოგა და მეჩეთი. თბილისში არასდროს ყოფილა, რომ ეროვნული, ან რელიგიური კუთხით ერმანეთის მიმართ ქსენოფობიური განცხადებები გაგვეკეთებინა. საქართველო ტრადიციებზე დგას. ქსენოფობიური განცხადებებით კი მტერი არ უნდა გავახაროთ. ისეთ ძალებს საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ პროვოკაციული ქმედებებით კონფლიქტი გამოიწვიონ. დღეს, ოპოზიცია ასეთ საკითხებს კი არ უნდა განიხილავდეს, არამდე ხელისუფლებასთან ერთად ერთ მაგიდასთან უნდა იჯდეს და ევროკავშირის რეკომენდაციის 12-პუნქტიან გეგმას უნდა განიხილავდეს.

როგორ ფიქრობთ ოპოზიციას თემების გადაფარვა იმიტომ სურს, რომ ხელისფულებამ 12-პუნქტიანი გეგმა ვერ შეასრულოს?

- ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით გამოირჩევა. მათი მთავარი მიზანია საზოგადოებამ ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანოს.

რუსი ტურისტების თემასთან ერთად აქტუალურია სახალხო დამცველის კანდიდატის საკითხიც. ვრცელდება ინფორმცია, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა ყოფილი „ქართული ოცნების“ წევრებიდან დაასახელოს კანდიდატურა - საუბარია თამარ ჩუგოშვილზე და ზაზა ხუციშვილზე. შეიძლება ომბუდსმენი ყოფილი მმართველი გუნდის წევრი გახდეს?

- ამ საკითხს ცალმხრივად არ გადავწყვეთ, ეს არის კონსესუსის საგანი. კონსულტაციები იქნება და კანდიდატზეც ჩამოვყალიბდებით.