აპირებს თუ არა ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების სანაცვლოდ ვაჭრობას? რას ნიშნავს „გირჩის“, და „მოქალაქეების“ 3-პუქნტიანი შეთავაზება? რეალურია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკა დატოვოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი უკვე მესამედ, პოლიტიკაში დაბრუნეს ან რატომ უნდა სურდეს ხელისუფლებას 2024 წლამდე ბარიერის 2%-მდე დაწევა, როცა ევროკავშირის მიერ მოცემულ 12 რეკომენდაციაში მსგავსი მოთხოვნა არ არის მოცემული?
სამი პუნქტი, რომელმაც, მათი აზრით, ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებას ხელი უნდა შეუწყოს „გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“ საერთო განცხადებაში გაწერეს. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - ეს ორი პოლიტიკური პარტიის 2 შეთავაზებაა, რომელიც, მათი აზრით, დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის საკითხებს დროებით მოაგვარებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, 12 რეკომენდაციის სრულად განხორციელება, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ თქმით, მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებითა და ბარიერის დაწევითაა შესაძლებელი.
შეთავაზება არასერიოზულია „ქართული ოცნებისთვის“. მმართველი პარტიის ლიდერები „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ პასუხად განმარტავენ, რომ 12 პუნქტი საერთოდ არ მოიცავს ბარიერის დაწევის საკითხს, პოლიტიკაში დაბრუნებისა თუ გასვლის გადაწყვეტილებას კი, მათი თქმით, სუბიექტები ინდივიდუალურად იღებენ.
„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ სამი პუნქტიდან, მხოლოდ ერთ ნაწილს იზიარებს ოპოზიცია, ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ ამ ორი პარტიის განცხადება „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება.
რეკომენდაციები, რომელიც „გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“ გაწერეს, „ქართული ოცნებისთვის“ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს არ შეესაბამება. დეპოლარიზაციაც და დეოლიგარქიზაციაც, რაზეც ისინი საუბრობენ, ის პუნქტებია, რომელსაც ევროკომისიის 12 რეკომენდაცია მოიცავს. ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შეხვედრებს განაგრძობენ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რჩება შთაბეჭდილება, ეს შესაძლოა ახალი პოლიტიკური თამაშის დასაწყისი იყოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ამ წინადადებას უკვე გაემიჯნენ. ახლა კი ყველაფერი ხელისუფლების პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
„ამ განცხადებაში უფრო სხვა რამეს მივაქციე ყურადღება. ადრე დავით უსუფაშვილმაც წამოაყენა საკითხი, რომ, თუ დეპოლარიზაცია გვინდა, სასწრაფოდ საკონსტიტუციო ცვლილებები უნად მივიღოთ, რომელიც ბარიერს 2%-მდე დასწევს. ამ განცხადებაშიც იგივე მოსაზრებას აქვს ხაზი გასმული და მესამე პირობად ბარიერის დაწევაა წამოყენებული. ამავე დროს მმართველი პარტია, ამ წლის განმავლობაში ბარიერის დაწევას განხილვას საერთოდაც არ აპირებს. ასე მგონია, რომ ეს განცახდება ხომ არ ემსახურება იმას, რომ წვრილი პარტიები ხელისუფლებასთან ვაჭრობენ? მათ უნდათ, რომ „ოცნებასთან“ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან 2%-იანი ბარიერი გამოივაჭრონ.
ეს არის მომდევნო არჩევნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგანაც ამათ იმის რესურსები არა აქვთ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. პატარა პარტიები პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას კარგავენ. არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებას სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ, რომ ფართო კონსენსუსის და მონაწილეობის რაღაც გარემოს შექმნიან - ხელისუფლების მიერ შემქნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიიღებენ. ხელისუფლება კი დასავლეთთან იტყვის, რომ რადიკალური ოპოზიცია არ მონაწილეობს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, სანაცვლოდ კი სხვა უფრო კონსტრუქციული პარტიები თანამშრომლობენ“, - აცხადებს ანაჯაფარიძე.
რაც შეეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას და პირიქით ივანიშვილის უკან, პოლიტიკაში დაბრუნებას, ანჯაფარიძე ამ შეთავაზებას არარეალურად მიიჩნევს. ანაჯაფარიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და მან ეს განცხადება ადვოკატებს მხოლოდ იმიტომ გააკეთებინა, რომ ხელისუფლებისთვის ნიადაგი მოესინჯა. რაც შეეხება ივანიშვილის უკან დაბრუნებას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის საკუთარ ავტორიტეტს ასე უბრალოდ სასწორზე არ დადებს და გამორიცხულია უკან, პოლიტიკაში სრულიად უმიზეზოდ დაბრუნდეს.
„პარტიების ეს მოთხოვნა - სააკაშვილი წავიდეს პოლიტიკიდან და ივანიშვილი უკან დაბრუნდეს არარეალურია. ივანიშვილი ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ავტორიტეტს ასე არ დააგდებს, რომ უკვე მესამეჯერ პოლიტკაში მობრუნდეს. ეს უკვე მის რეპუტაციას არაფერში წაადგება. ამიტომ არ ველი, რომ მან ეს წინადადება მიიღოს. სააკაშვილი კი არ მგონია, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებდეს. სააკაშვილის ადვოკატების განცხადება ემსახურება იმას, რომ ხელისუფლების პოზიცია მოსინჯონ. ხელისუფლებას შესთავაზონ რაღაც მენიუ, რომ სააკაშვილთან თანამშრომლობა მოხდეს“, - აცახდებს ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება აქვს. თუმცა ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ აქ არის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, პირველი: სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას ნამდვილად არ აპირებს და ეს არის მისი მორიგი პიარ ხრიკი. ხოლო ივანიშვილის მიერ ბოლო გამოქვეყნებული წერილიდან ჩანს, რომ ის სახელისუფლებო გუნდს ენდობა და უკან პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
„გასაგებია „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ერთგვარი ნოვატორული იდეა, მაგარმ ეს არაფრის მომცემია. როგორც სააკაშვილთან ასევე ივანიშვილთან დაკავშირებით არარეალისტური განცახდებაა. ივანიშვილი ოლიგარქი არასდორს ყოფილა. ოლიგარქი სახელწმიფო სახსრებიდან ფულს იპარავს. ხოლო მეცენატი, პირიქით, ფულს იქით სახელმწიფოში აბანდებს. ოლიგარქები უფრო სააკაშვილის ორბიტაზე უნდა მოვიკითხოთ. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლას, ამას ურთიერთობა კანონთან არანაირი არ აქვს. ის უნდა იყოს ციხეში და თუ მისი მდგომარეობა ისე დამძიმდა, ბუნებრივია, შესაბამისი პროცედურების თანახმად, მას იუსტიციის სამინისტრო გაათავისუფლებს. ეს მოცემულობა ამ მომენტში არ დგას და ღმერთმა აშოროს, რომ ასე მოხდეს. „გირჩის“ და „მოქალაქეების“ პოლიტიკური აქტიურობა მესმის, მაგრამ ამის რელურად განხორციელებას ვერ ვხედავ“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და 2%-იანი ბარიერის დაწევა სულ სხვა პოლიტიკური სიბრტყეა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის კეთილი ნება იყო, როდესაც მან განაცხადა, რომ თუკი ევროკავშრი საქართველოსთან დაკავშირებით დადებით პასუხს მიიღებდა, ბარიერის დაწევის საკითხზე საუბრი ამის შემდეგ დაიწყებოდა. ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი ბმაში არ არის. ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოგვთხოვს შიდა პოლიტიკურ სივრცეში რა გავაკეთოთ. ეს გარე აქტორების განსახილველი ნამდვილად არ არის. ეს „ოცნების“ კეთილი ნებაა და ამაზე ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შემდეგ უნდა იმსჯელოს.
არ აწყობთ მხოლოდ ნაცებს.
ყველაზე კარგი პარლამენტი პირველი პარლამენტი იყო ...უზენაესი საბჭოს მერე რო იყო
იმ პარლამენტში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა და ზუსტად იმიტომ იყო კარგი ---- ყველა თავისას ერეკებოდა
იქ ბევრი პარტიები იყო...... გარიგება და ეგეთი რამეეები იქ შედარებით ვერ მოდიოდა........... მაშინ ყველა პარტიის თავჯდომარე ,,თამადა,, იყო....დაჟე
უპატრონო ძაღლების მოვლაზე რომ კანონი გასულიყო, იმაზეც კი ყველა პარტია მონაწილეობდა ...ჰოოდა თუნდაც მხოლოდ ,,ვიდის,, დაჭერის გამო(მე ვარ და ჩემი ნაბადიო) მაშინ ყველას ნათქვამიდან რაღაც რაღაცეები გადიოდა ......და დღევანდელივით ,,კრება დარჩა მხიარული,, ეგეთი რამეები ვერ ხდებოდა....................მით უმეტეს საქართველოს საჭირბოროტო საკითხი, დღევანდელივით მარტივად და ადვილად ვერ ფუჩეჩდებოდა ..
მახსოვს მაშინ ესენგესთან დაკავშირებით რა ამბებიც ხდებოდა--მოხდა...........
........ ...მოკლედ ნებისმიერი დამკვრელის მუსიკაზე მაშინდელი პარლამენტი დღევანდელივით მარტივად და უსიტყვოდ არ ცეკვავდა.......მაშინ ამა თუ იმ საკითხიოს განხილვა მართლა ხდებოდა და მორჩილად თავის ქნევა ნაკლებად იყო
ეხლა კი ...ორი პარტია და ვსოო...რა უნდა იმ ორი პარტიის ,,,დირეხხხხტორის,, დაკერვას.......დიდი არაფერი .....
ამერიკის ელჩი ორივეს კისერს უგრეხს ...............
ეხლა წარმოიდგინეთ პარლამენტში რომ ბევრი პარტიააა და ყველა თავისას ატრაკებს...... ,,საიმათო,, საკითხის განხილვისას დეგნანი ყველასთან ხომ არ დაილაპარაკებს- შეკერავს--გაბანძდება ?
წარმოიდგინეთ ლომჯარიასნაირი კანდიდატურა უნდათ რომ გაიყვანონ...მაშინ, უნდა არ უნდა, ლენჩმა ყველასთან უნდა ,,,იმუშაოს,, რომ თავისი კანდიდატურა გაიყვანოს..........................ხოოდა წარმოიდგინეთ ხმების მოსაგროვებლად გირჩთანაც მოუწევს დალაპარაკება-გაბანძება , რომ გირჩმა მათ კანდიდატურას ხმა მისცეს
წარმოიდგინეთ ესეთ შემთხვევაში სხვა პატარ პარტიასთანაც რომ მოუწიოთ დალაპარაკება-=-გაბანძება...აწყოობთ მერე ,,მათ უმაღლესობას,, ყველასთან საუბარიიი?
ორი პარტია კი ადვილი დასაკერია..
ხოოდა იმიტომაც იყო 2003 დან რომ გვიმტკიცებდნენ----გინდათ თუ არა პარლამენტი ორპარტიული უნდა იყოს, სახელმწიფოს მართვა ორპარტიული პარლამენტით უფრო ქმედითი და შედეგიანიაო.................სინამდვილეში კი მაგათ ორპარტიული იმიტომ აწყობდათ, რომ ორი პარტია--- ორი პარტიააა და ორი პარტიის დირეხხხხხხხხხხხხტორების მოთვინიერება, 4-5 კაცთან შედარებით უფრო მარტივია....
მოკლედ ეხლა ნაცები რომ პარლამენტში ჩაჯმულები არიან და ოცნებაც ცოტა ეურჩებათ....ხოოდა ორ პარტიული პარლმენტი უკვე აღარ მოსწონთ ..არჩევნი აღარ ააქვთ .....აი მრავალპარტიული პარლამენტი სხვა საქმეა--- იქნებ ვიღაცა თაავიააანთ წკვაზე ,,მოარეფორმონ,, და საქართველოში დღევანდელისნაირი პრობლემები აღარ ჰქონდეთ და ისევ ძველებურად თავიაანთ ჭკვაზე ატრიალონ საქართველო