ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის ცნობით, ტაივანიდან ზოგიერთი ციტრუსისა და თევზის სახეობების შეტანას აჩერებს, - წერს Xinhua.
როგორც უწყება განმარტავს, რეგულაციების შესაბამისად, საბაჟოზე შეაჩერებენ სარეალიზაციოდ გამზადებულ გრეიფრუტს, ლიმონსა და ფორთოხალს, ასევე - გაყინულ ხმალთევზასა და სკუმბრიას.
„აღნიშნული პროდუქციის საბაჟო დეკლარირება ოთხშაბათიდან შეჩერდა და შესაბამისი საწარმოები ამის შესახებ ინფორმირებულნი იქნებიან“, - განმარტავს ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაცია.
უწყების ცნობით, მიღებული გადაწყვეტილების მიზანი რისკების შემცირებაა, ვინაიდან, მიმდინარე წლის ივნისში, თევზების შეფუთვებზე კორონავირუსის არსებობა დადასტურდა.
ზოგიერთი მედიასაშუალება იმპორტის შეფერხებას ჩინეთსა და ტაივანს შორის ბოლო დროს დაძაბულ ურთიერთობას უკავშირებს.