Financial Times: პუტინი წინადადებით გამოვიდა, უკრაინაში მიმდინარე შეჭრა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ შეჩერდეს

Financial Times: პუტინი წინადადებით გამოვიდა, უკრაინაში მიმდინარე შეჭრა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ შეჩერდეს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი წინადადებით გამოვიდა, უკრაინაში მიმდინარე შეჭრა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ შეჩერდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს აპრილის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია უარი თქვას უკრაინის ოთხ ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონზე.

აშშ-მა მას შემდეგ წამოაყენა იდეები, რომელიც მოიცავს ვაშინგტონის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის საკუთრებად აღიარებას, ასევე, სულ მცირე, კრემლის დე ფაქტო კონტროლის აღიარებას იმ ოთხი რეგიონის ნაწილებზე, რომელსაც მოსკოვი ამჟამად აკონტროლებს.

ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პუტინი, სავარაუდოდ, ამ აშკარა დათმობას სატყუარად გამოიყენებს.