გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოში არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას უსამართლოს და ტყუილზე დაფუძნებულს უწოდებს.
მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავად აკვირდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნებს და ეს რეზოლუცია სრულიად გაუგებარია.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავად აკვირდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნებს და სრულიად გაუგებარი იყო ეს რეზოლუცია, რომელიც მათ მიიღეს იმიტომ, რომ ის იყო უსამართლო, ტყუილზე და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუცია, რომელიც დიდწილად, სამწუხაროდ, საქართველოში იყო დაწერილი და ემსახურებოდა ოპოზიციის ნარატივს“, - განაცხადა ბოჟაძემ.
დეზინფორმაციული კამპანია, ორმაგი სტანდარტი და ცრუ ბრალდებები - ცენტრალური საარჩევნო კომისია დისკრედიტაციის კამპანიას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ვრცელი წერილით ეხმიანება. ცესკოს განმარტებით, თითქოს საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება სათანადო სტანდარტით არ ხდება, სიცრუეა და გარკვეული ჯგუფები წინასწარ ქმნიან ნეგატიურ განწყობას.