„დასავლეთი რევოლუციური სცენარებით დაიღალა, როცა ზესახელმწიფოები იბრძვიან, იქ რევოლუციების ადგილი აღარ არის და სააკაშვილის ფიგურამაც ფუნქცია დაკარგა“

„დასავლეთი რევოლუციური სცენარებით დაიღალა, როცა ზესახელმწიფოები იბრძვიან, იქ რევოლუციების ადგილი აღარ არის და სააკაშვილის ფიგურამაც ფუნქცია დაკარგა“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ნაბიჯი სააკაშვილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, დაცვის სიმძიმეს გადაიტანენ იმაზე, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. მისი თქმით, საინტერესო სიჩუმეა სააკაშვილის მხრიდან და მისი ხასიათიდან გამომდინარე, ამ სიჩუმის ინტერპრეტაცია მხოლოდ მასზე შეიძლება გავრცელდეს, რადგან ხვდება, რა შეიძლება მისთვის მომგებიანი ჩანაფიქრი იყოს ამ მანევრში.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ქართული პოლიტიკისთვის მიხეილ სააკაშვილმა აქტუალურობა დაკარგა. პარტია ნელ-ნელა ემიჯნება, მაგრამ ასპარეზზე შემოვიდა ადვოკატების ახალი ჯგუფი ხაჭაპურიძე-გელბახიანის ხელმძღვანელობით, რომლებიც საადვოკატო წრეში ცნობილი არიან ხმაურიანი განცხადებებით. ამჯერადაც ტრადიაცია არ დაარღვიეს და აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს ამბობს პოლიტიკაზე. თეორიის დონეზე დავუშვათ, რომ უარს ამბობს პოლიტიკაზე, ეს რა კავშირშია მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან?

რამაზ საყვარელიძე: უაღრესად კონკრეტულად დააყენეთ კითხვა. კრიმინალური წარსულის ადამიანმა რომ ჩაიდინოს დანაშაული და მას მერე, რაც მიუსჯიან, თქვას, რომ ვწყვეტ კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობასო, გამოუშვებს ვინმე ციხიდან? - რა თქმა უნდა, არა. თუ გაწყვეტს ურთიერთობას კრიმინალურ სამყაროსთან კარგია, მაგრამ ეს მის განთავისუფლებასთან არავითარ კავშირში არ არის. ანალოგიური ვითარებასთან გვაქვს საქმე. მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი ცნობილი ადვოკატები ცდილობენ წამოწიონ მოდელი, რომელსაც, თუკი რაიმე შედეგი მოჰყვა, მერე ადვილად ითქმევა, რომ ე.ი. სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ანუ, ხელისუფლების მხრიდან ოდნავ მაინც თუკი გადაიდგა რაიმე ნაბიჯი სააკაშვილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რა თქმა უნდა, ადვოკატები ბეჯითად დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ამ კუთხით დააყენებენ მერე საკითხს. ამიტომ მგონია, რომ ეს ისეთი მანევრია, რომელიც არ მთავრდება ამ გულუბრყვილო ფრაზით - თავს ანებებს პოლიტიკას. სააკაშვილს ცოტა უფრო შორსმიმავალი მიზნები აქვს.

ამ შემთხვევაში რა არის მისი შორსმიმავალი მიზნები?

- დაცვის სიმძიმე გადაიტანონ იმაზე, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. თუკი მოახერხებენ, რომ ამ შუალედური ფრაზით რაიმე დათმობაზე წაიყვანონ პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ჩემნაირმა, იურისპრუდენციაში ზედაპირული გამოცდილების მქონე ადამიანმა თუ მივაღწიე ამ ვერსიამდე, ალბათ, უფრო გამოცდილი იურისტები, რომლებიც ემსახურებიან პოლიტიკურ ელიტას, უფრო ადვილად დაინახავენ ამ ტიპის განცხადებების იურიდიულ პერსპექტივებს.

გასაგებია, რომ ეს არის ხაჭაპურიძე-გელბახიანის სტრატეგია, რომ თითქოს მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ მეორეა სააკაშვილის დუმილი, რომელიც აქტიურად ეხმიანება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ მის პოლიტიკურ მომავალეზე განცხადებებს აკეთებენ ადვოკატები. ხაჭაპურიძის განცხადებით სააკაშვილი იმდენად ცუდად არის, რომ სუნი ასდის, გელბახიანი ამბობს, რომ ხელები არ ემორჩილება, ამ დროს მედპერსონალი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის მძიმე. როგორ ხსნით სააკაშვილის ამ უცნაურ დუმილს?

- გეთანხმებით, საინტერესო სიჩუმე არის სააკაშვილის მხრიდან. სააკაშვილი ძალიან საინტერესო პერსონაჟია იმ მხრივ, რომ მას უჭირს იმაზე ლაპარაკი, რაც არ უნდა. რამდენი ხანი გავიდა რაც ხელისუფლებიდან წავიდა და მისი ბაგეებიდან არ მოგვისმენია ისეთი სიტყვები, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში დავუშვი შეცდომა, დავაშავე, ჩემი ბრალია, მონანიება მინდა და ა.შ. ვერ ამბობს ასეთ რამეს.

რომ ვერ ამბობს, ესეც ხომ არ ადასტურებს იმას, რამდენად არსანდოა როგორც პიროვნება?

- თუკი გაშიფრავთ სააკაშვილს სტილს, ძალიან ადვილად იკითხება მისი გადაწყვეტილება. შვილიდან მოყოლებული იძახიან, რომ პოლიტიკას თავს ანებებსო, მაგრამ, როგორც ჩანს, არ უნდა იმ კაცს პოლიტიკისთვის თავის დანებება და ჩუმად ამიტომ არის. სააკაშვილის ხასიათიდან გამომდინარე, ამ სიჩუმის ინტერპრეტაცია მხოლოდ მასზე შეიძლება გავრცელდეს. ხვდება, რა შეიძლება მისთვის მომგებიანი ჩანაფიქრი იყოს ამ მანევრში, მაგრამ ენა არ უტრიალდება თქვას, რომ პოლიტიკას თავს ვანებებო და მოკალი თუ გინდა. სააკაშვილი ვერ დაანებებს თავს პოლიტიკას.

სააკაშვილს აქვს ის ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში, რომ მისმა პოლიტიკიდან წასვლამ რაიმე გავლენა მოახდინოს?

- პოლიტიკიდან გასვლა აქტუალური საკითხი გახდა დეოლიგარქიზაციის თემასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ადამიანი გავიდა პოლიტიკიდან? აი, ახლა იძახიან, რომ ივანიშვილი გავიდეს პოლიტიკიდან, მაგრამ როგორ უნდა გავიდეს, როდესაც გასულია? თანამდებობა მას არ აქვს, განცხადებებსაც კი არ აკეთებს. თქვენ ბრძანეთ, რომ სააკაშვილი ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში განცხადებას აკეთებსო. ივანიშვილი განცხადებასაც არ აკეთებს და ძნელი სათქმელია, როგორ უნდა გაიყვანონ პოლიტიკიდან ისე, რომ მისი გავლენა პოლიტიკაზე აღმოჩნდეს მინიმალური.

ვერანაირი ნორმალური საშუალებით პოლიტიკოსს ვერ გაიყვან პოლიტიკიდან, თუ, რა თქმა უნდა, არ დახვრიტავ. მის სიტყვას პოლიტიკისთვის ყოველთვის ექნება რაღაცა წონა. გასული იყო პოლიტიკიდან მანდელა და იყო 27 წელი ციხეში, ამითი აწია მანდელამ თავისი პოლიტიკური წონა და გავლენა. მაგრამ, მიშას ციხეში ჯდომა არ უნდა, არ შეუძლია. სააკაშვილი თავისთავად კარგავს გავლენას ისე, როგორც კოვიდი, იფიტება უკვე, მისი მომხრეებიც კი ვერ იკრიბებიან ციხესთან, თუ საავადმყოფოსთან. თვითონ პარტიის წევრებისთვისაც დიდად საინტერესო და მისაღები იქამდეც არ იყო მიშა, როცა ითვლებოდა, რომ წყალი არ გაუვიდოდა მის მოწოდებებს, როცა მიაჩნდათ, რომ ადეკვატური იყო. როცა თვითონ მიშას გარემოცვა იძახის, რომ არაადეკვატურიაო, არადეკვატური ადამიანის ტარება რომელ პარტიას აძლევს ხელს?! რამე ფიზიკური დაზიანება რომ ჰქონდეს, კიდევ გასაგებია, მაგრამ ფსიქიკური დაზიანებით პოლიტიკური პარტია ადამიანს ვერ იტანს, მით უმეტეს ლიდერის როლში. ამიტომ, ეს ჯგუფი თვითონ შედგა მაგ გზაზე, იძახეს არადეკვატურია და მიშაც იმდენი ალაპარაკეს, რომ ხალხიც მიხვდა, რომ არაადეკვატურია. ახლა, მისი გავლენის აღდგენა პოლიტიკაზე ძალიან ძნელია, თუმცა მის ქარიზმაზე შეყვარებულ ჯგუფზე გავლენა ყოველთვის ექნება, სულ რომ ხმა არ ამოიღოს. გაიხსენეთ ზვიადის მომხრეები, გარდაცვილი იყო ზვიადი და მისი მომხრეები მის ამოსვლას ელოდნენ რუსთაველის მეტორსთან. ეს არის გავლენა? - არის გავლენა.

მაგრამ რა გავლენაა?

- იმ იდეის გავლენაა, რაც მასში ჩადეს მისმა გულშემატკივრება, რომ ის მოვა და უხელმძღვანელებს საქართველოსთვის ბრძოლას. ღმერთმა დიდხანს ამყოფს, შეიძლება საერთოდ ხმა არ ამოიღოს, მაგრამ მისმა ახლობლებმა მისი სახელით, მისი ფიქრების გაშიფვრის გახმაურება დაიწყონ, ისევე, როგორც პოლიტიკიდან გასვლის შესახებ იდეა მისი ახლობლებისგან მოდის. ჯერ შვილი და მერე ადვოკატები იძახიან, რომ პოლიტიკას თავს ანებებსო. თვითონ მიშა არ ამბობს ამას. ანალოგიური მოვლენები ბევრი შეიძლება ახლდეს მიშას ფიგურას, იმიტომ რომ მასზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანები საკმაოდ არიან საქართველოში.

როგორც ჩანს, სააკაშვილმა როგორც პოლიტიკოსმა და მისმა პატიმრობის თემამ აქტუალობა დაკარგა საერთაშორისო დონეზე. სააკაშვილი აღარ არის აქტუალური არა მარტო მისი პარტიისთვის, არამედ იგივე სურათი გვაქვს საერთაშორისო მიმართულებითაც. ფიქრობთ, რომ დაიღალა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოება სააკაშვილით?

- მეც მეჩვენება, რომ აქტუალურობა დაკარგა სააკაშვილის თემამ. დაიღალა, რა თქმა უნდა, საზოგადოება, იმიტომ რომ სააკაშვილი ნამდვილად არის დამღლელი პიროვნება. მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი რამ ხდება - გარდა პერსონალურად სააკაშვილისა, უცხოეთი დაიღალა რევოლუციური სცენარებით. აღარ არის რევოლუციური სცენარები მათ დღის წესრიგში. ერთი პერიოდი მოდაში იყო ფერადი რევოლუციები, რასაც გარკვეული პოლიტიკური ფუნქციები და შედეგი ჰქონდა. ამიტომ ბუში დაინტერესებული იყო საქართველოში რევოლუციით, ისევე როგორც უკრაინაში.

რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოჰყავდათ მათთვის უფრო მისაღები და სანდო ადამიანები. ახლა უკვე ეს მეთოდი კარგავს აქტუალობას. აქტუალური ხდება ზესახელმწიფოების ურთიერთობა - ამერიკა-ჩინეთი-რუსეთი, ესენი ებრძვიან ერთმანეთს. აქ უკვე რევოლუციების ადგილი აღარ არის. ხომ ვხედავთ რა ხდება უკრაინაში - იქ სადაც რუსეთი გაივლის, ცოცხალი წერტილი აღარ იძებნება. ასე მიდის სახელმწიფოების ბრძოლა და არა ხავერდოვანი რევოლუციებით. საქართველოს შემთხვევაშიც უცხოელები ხაზს უსვამენ იმას, რომ რევოლუცია არ გვინდა, წყანარად გაყევით ევოლუციურ გზასო. ის, რასაც ბუში აკეთებდა და ამბობდა, რომ რევოლუცია დემოკრატიის შუქურააო, ასეთი დამოკიდებულება რევოლუციის მიმართ უკვე აღარ არის, ამიტომ სააკაშვილის ფიგურამ ფუნქცია დაკარგა უცხოეთისთვის. მე ვალაპარაკობ დასავლეთის უცხოეთზე, რადგან არის კიდევ რუსეთის უცხოეთი, მაგრამ ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.

trampi 10 სრულიად ამაზრზენი ფაქტი შუა საუკუნეების ლონდონის შესახებ, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ


ადამიანებს ფილმების მიხედვით სხვადასხვა ეპოქის რომანტიზირება განსაკუთრებით უყვართ, სადაც მთავარი გმირები მეჯლისზე დადიან, რაინდულ ასპარეზობებში მონაწილეობენ და ცხენებზე ამხედრებულები მინდვრებში დაჯირითობენ, მაგრამ სინამდვილეში ყოველივე ეს რეალობისგან საკმაოდ შორს არის. მაგალითად, ავიღოთ იგივე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი - ლონდონი, რომელიც ბევრისთვის გალანტურობისა და ეტიკეტის სიმბოლოა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 სრულიად შემზარავ ფაქტს შუა საუკუნეების დროინდელ ლონდონზე, რომლის შესახებ ნამდვილად არაფერი იცოდით.

1. შუა საუკუნეების ლონდონის მაცხოვრებლები - ადამიანებიც და ცხოველებიც დღეში 50 ტონა ექსკრემენტს გამოყოფდნენ, რომელსაც როგორც წესი, ქუჩაში ყრიდნენ.

2. ქალაქში ტროტუარებისა და ასფალტის არარსებობის გამო, ადამიანები ექსკრემენტებითა და გახრწნის პროცესში მყოფ ცხოველთა ნარჩენებით მიმოფანტულ მიწაზე დადიოდნენ.

3. დიდი რაოდენობის ნაგავმა და სიმყრალემ ოქრომჭედლების (მე-20 საუკუნის დასაწყისამდე კანალიზაციას ხუმრობით "ღამის ოქროს" ეძახდნენ, როგორც წესი, "განძი" ღამით გაჰქონდათ, რათა მის სუნს არავინ შეეწუხებინა, შესაბამისად, ასენიზატორებს ოქრომჭედლებს უწოდებდნენ) გაჩენის საჭიროება წარმოშვა. ისინი ძირითადად, ნაგვისა და ექსკრემენტების გაწმენდით იყვნენ დაკავებულნი, და მიუხედავად იმისა, რომ მათი ხელობა მართლაც რომ ამაზრზენი იყო, რიგითი მუშების ხელფასთან შედარებით ისინი გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ.

4. იმ პერიოდში შერბორნ - ლეინის ქუჩა აღმოსავლეთ ლონდონში იმდენად ამაზრზენი იყო, რომ მას ექსკლუზიურად "Shiteburn Lane" (Shit - განავალი)-ს ეძახდნენ.

5. შუა საუკუნეების ლონდონში ღამის ქოთნების პირდაპირ ფანჯრებიდან დაცლა იკრძალებოდა, მაგრამ ეს ვის შეაჩერებდა ქალაქში კანალიზაციის არქონის შემთხვევაში?

6. 1369 წელს მეფე ედუარდ III-მ ყასაბებს ქალაქში ცხოველების დაკვლა სისხლისა და შიგნეულის საშინელი სუნის გამო აუკრძალა, და კიდევ იმიტომ რომ ისინი გახრწნილ ხორცს პირდაპირ ტემზაში ყრიდნენ.

7. 1345 წელს მიღებული იქნა კანონი, რომელიც 2 შილინგის ოდენობის ჯარიმის გადახდას ავალდებულებდა ყველას, ვინც კი ნაგავს ქუჩაში გადაყრიდა, რაც იმ დროისთვის არც თუ პატარა თანხა იყო


8. წმინდა ანტონიას ჰოსპიტალიერთა ორდენის კუთვნილ ღორებს ქალაქში თავისუფლად სეირნობის უფლება ენიჭებოდათ.

9. 1348 წლიდან 1665 წლამდე ლონდონში შავი ჭირის 16 "აფეთქება" მოხდა. 1348-49 წლებში "შავი სიკვდილის" (შავი ჭირის პანდემია) დროს ლონდონელების მესამედი ან გარდაიცვალა ან გაიქცა.

10. ქალაქში სამი დიდი ხანძარი მოხდა, აქედან ორი ხანძარი (1135 და 1212 წლებში) ხის "London Bridge"-ზე გაჩნდა, ხოლო მესამემ კი 1666 წელს მთელი ლონდონი მოიცვა და ქალაქის უმეტესი ნაწილი გაანადგურა.

11. "Aldgate"-ის მეტროსადგურის ქვეშ შავი ჭირის შედეგად გარდაცვლილი ათასზე მეტი ადამიანის ცხედარია დაკრძალული. ეს ის ადგილია, სადაც ამ დაავადებისგან დაღუპულ ადამიანებს მასობრივად კრძალავდნენ.
--------------------------------------------------------------------------------------------------------




...................................და ესენი ჩვენ ჭკვას და კულტურას გვასწავლიააან?????
2 წლის უკან