რომის პაპი ფრაცისკე აცხადებს, რომ შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დაიწყებს. მისივე თქმით, ამას მაშინ გააკეთებს, როდესაც იგრძნობს, რომ ჯანმრთელობა საქმის კეთებაში ხელს შეუშლის, - ამის შესახებ BBC წერს.
85 წლის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და უფალზეა დამოკიდებული, როდის დატოვებს თანამდებობას, თუ, საერთოდ, ეს მოხდება.
„[გადადგომის, პენსიაზე გასვლის] კარი ღიაა - ეს ნორმალური ვარიანტია. მაგრამ დღემდე ამ კარზე არ დამიკაკუნებია. რომის პაპის შეცვლა არც კატასტროფაა და არც ტაბუ“, - ამბობს პაპი.
რომის პაპი კანადას სტუმრობდა. მან მთელი მოგზაურობა ეტლში გაატარა.