„ელჩმა ივანიშვილს ის უთხრა, რაც მისი ქვეყნიდან გზავნილის სახით მიიღო, დეგნანის დუმილი კი იმის ნიშანია, რომ ის ამერიკის ხელისუფლების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“

„ელჩმა ივანიშვილს ის უთხრა, რაც მისი ქვეყნიდან გზავნილის სახით მიიღო, დეგნანის დუმილი კი იმის ნიშანია, რომ ის ამერიკის ხელისუფლების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი იმის წინაპირობა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას უკვე მესამედ აპირებს? ივანიშვილმა პოლიტიკიდან უკვე მეორედ წასვლისას თქვა, რომ ქვეყანაში ძალიან გამოუვალი სიტუაცია უნდა შეიქმნას, რომ ის ისევ უკან პოლიტიკაში შემობრუნდეს. არის თუ არა ახლა ეს სიტუაცია და რას ნიშნავს მისი მხრიდან იმის დადასტურება, რომ ამერიკის ელჩთან შეხვედრა უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ჰქონდა? არის თუ არა ქვეყნის გარშემო სიტუაცია იმაზე მძიმედ, ვიდრე ეს რეალურად ჩანს?

საჯაროდ დასმულ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ უპასუხა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის ელჩთან შეხვედრას ადასტურებს და ამბობს, რომ შეხვედრა კელი დეგნანის ინიციატივით გაიმართა. რაზე იმსჯელეს მხარეებმა 3 საათის განმავლობაში? - ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერილში შეხვედრის შინაარსზე არაფერს წერს, თუმცა იმავე განცხადებაში ის რამდენჯერმე ახსენებს საფრთხეს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ივანიშვილის შეფასებით, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა ისევ აქტუალურია, თუმცა რისკები განეიტრალებული. ის საზოგადოებას და ხელისუფლებას მოუწოდებს, იზრუნონ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ დაზიანდეს.

ბიძინა ივანიშვილისგან კელი დეგნანთა შეხვედრის საჯარო დადასტურებას, „ქართული ოცნებიდან“ წასულები რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდნენ. დეპუტატები დღეს ამბობენ, რომ კონკრეტული პასუხი ამ საკითხზე უკვე მიიღეს, რადგან მათთვის ნათელია, რაზე იქნებოდა საუბარი ელჩსა და ივანიშვილს შორის.

შეხვედრის კონკრეტულ შინაარსზე არაფერი უთქვამს, თუმცა წერილის შინაარსს სრულად იზიარებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ აქცენტი იმაზეც გააკეთა, რომ მართველი გუნდისთვის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა პრიორიტეტია. წერილმა რომ ბევრი კითხვა გააჩინა, ამას მმართველ გუნდშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, წელიწადნახევრის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ საჯარო წერილი დღეს მეორედ გამოაქვეყნა. ყოფილი პრემიერი წერს, რომ არ სურდა პოლიტიკურ პროცესებზე მის ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა, რაც საჯარო სივრციდან მისი დისტანცირების მიზეზი იყო, თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ ამავდროულად, როგორც მოქალაქე და ქვეყნის გულშემატკივარი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული ამერიკის ელჩის ბიძინა ივანიშვილთან ვიზიტის რეალური მიზანი იმის მოთხოვნა ყოფილიყო, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდეს. შესაძლოა, შეხვედრის მიზეზად სხვადასხვა ვერსიები განვიხილოთ, მაგრამ ამ ვერსიასაც არსებობის უფლება აქვს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ამერიკაშიც არ ფიქრობენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან ბოლომდე წასულია, ამიტომაც მოითხოვა ელჩმა მასთან შეხვედრა. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქმე იმაზე ცუდად ჩანს, ვიდრე ეს საჯაროდ საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სხვაგვარად გაუგებარია რატომ უნდა შეხვდეს ამერიკის ელჩი პოლიტიკიდან წასულ ყოფილ პრემიერს და ეს თან დამალოს.

„ზოგადად, ასეთი კონფიდენციალური შეხვედრების შემდეგ განცახდებები არ კეთდება, რა თქმა უნდა, თუ ეს ორივე მხარეს არ სურს. როდესაც ელჩმა ამაზე პასუხი პირდაპირ არ გასცა და თქვა, რომ კარგა ხანია ივანიშვილი არ უნახავს, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ეს შეხვედრა იყო ამერიკის მხრიდან შემდგარი და ელჩი მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა. მან ივანიშვილს ის უთხრა, რაც მისი ქვეყნიდან გზავნილის სახით მიიღო. ამიტომ ელჩის დუმილი ამის ნიშანია, რომ ის ამერიკის ხელისუფლების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ივანიშვილს, უბრალოდ, თანამდებობა არ უჭირავს, თორემ როგორც აღმოჩნდა, არსადაც არ წასულა. აგერ, ამერიკელებიც კი მიიჩნევენ, რომ გადამწყვეტი სიტყვა ამ ქვეყნის მართვაში მაინც მას ეკუთვნის. უბრალოდ, კარგი იქნება, რომ ის დე იურედაც პოლიტიკაში დაბრუნდეს და ხალხს გასაგებად აუხსნას, რა ხდება. ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამ ქვეყანაში მიდის დადებითი თუ უარყოფითი, საბოლოოდ მაინც მას მიეწერება, ამიტომ სჯობია ჩრდილიდან მალევე გამოვიდეს და ღიად ისაუბროს რა ხდება. როდესაც ქვეყნისთვის რთული თემები ჩნდება, ის მაინც წერილობით, ეპისტოლარულ ჟანრში გამოდის და საზოგადოებას გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის. ამიტომ, მე მგონია, რომ სიტუაცია იმაზე რთულად არის, ვიდრე ეს რეალურად საჯაროდ ჩანს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ახლა რა პროცესებიც ქვეყნის გარშემო ვითარდება, იმდენად რთულია, რომ შესაძლოა, იურიდიული პასუხისმგებლობაც კი მეორეხარისხოვანი აღმოჩნდეს. ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილზე პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. ასევე საუბრის თემა შესაძლოა საქართველოს სანქციებთან მიერთების თემაც ყოფილიყო. ის გამორიცხავს, რომ ამერიკის ელჩს ასე პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვა მოეთხოვა, თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილისგან რაღაცა სურდათ.

„გამომდინარე იქიდან, რომ ელჩი საკუთარ პოზიციას ამ დრომდე არ ახმოვანებს, ეს არის პარტნიორებთან საკმაოდ უხეში დამოკიდებულება. როგორც ჩანს, აქ საქმე მარტო იმ ფულს არ ეხება, რომელიც ივანიშვილს დაუყადაღეს. როგორც ჩანს, ვითარება უფრო რთულად არის ივანიშვილის ირგვლივ და ის მოქმედებაზე გადადის. მან საუბრის თემატიკაზე არფერი თქვა, ეს კი ბევრი სპეკულაციის საშუალებას იძლევა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ვითარება ძალიან მძიმედ არის და ივანიშვილს ისევ პოლიტიკაში დაბრუნება მოუწიოს. ვფიქრობ, საქართველოს მომავალს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და სიტუცია ასე მარტივად არ არის. ივანიშვილმა უნდა ისაუბროს რა საკითხთან დაკავშირებით იყო ეს შეხვედრა და ელჩის მოედანზე ბურთი არ უნდა გადააგდოს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკში დაბრუნების აუცილებლობა არ არსებობს. მისი აზრით, ხელისუფლებამ ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში თუ მის გარეთ, ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას გაუძლო და ძალიან წარმატებულად გაუმკლავდა. ამიტომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი უკან, პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. თუმცა მის გეგმებზე და გადაწყვეტილებაზე ზუსტად ვინმემ მის მაგივრად ისაუბროს რთულია.

„რა თქმა უნდა, ივანიშვილის გეგმების განსაზღვრა ზუსტად რას აპირებს, გამიჭირდება, ყოველ შემთხვევაში, მის პოლიტიკაში დაბრუნებას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს. ერთხელ ივანიშვილმა ბრძანა, რომ რაღაცა სასწაული უნდა მოხდეს, რომ პოლიტიკაში დავბრუნდეო. ახლა ამ სასწაულის წინაპირობას მე პირადად ვერ ვხედავ. ეს მთავრობა მსოფლიო კრიზისის ფონზე არსებულ გამოწვევებს ძალიან კარგად უმკლავდება. ომის დაწყებიდან დღემდე, პრემიერი წარმოუდგენელ პოლიტიკას აწარმოებს. ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეა და ამ პროვოკაციაზე ქვეყანა არ წამოეგო, ხელისუფლების სწორად წარმართული პოლიტიკის შედეგია. თუ ვინმეს ქვეყნის ან მის გარეთ ჰგონია, რომ ივანიშვილი უკან პოლიტიკაში დაბრუნდება და რაღაცა რადიკალურად შეიცვლება, ძალიან სცდება. რაც შეეხება ივანიშვილის მხრიდან ელჩთან საუბრის დეტალებში არშესვლას და ამაზე თავის შეკავებას, ვფიქრობ, ახლა ჯერი ქალბატონ დეგნანზეა. ივანიშვილი ჯენლტმენია, რომელმაც ქალბატონს მისცა განმარტების შესაძლებლობა და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დუმილი დიდი ხანი არ გაგრძელდება“, -ამბობს ქართველიშვილი.

 

 

დემეტრე ძაბირიძე! მართლა ვერაფერი გაიგე თუ ჩვენ გვაბოლებ?
2 წლის უკან
trampi დიახაც ამერიკიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად, ურევს ეგ აქ ყველაფერს, ეგ
დიახ მაგათი ინტერესია საქართველოს ომში ჩაბმა, მაგათი



ისე ამ კითხვებზე პასუხებს რომ ითხოვთ მაინტერესებს, როგორ გგონიათ მაგ ლენჩმა რა უნდა გიპასუხოთ---იმას გვეტყვის რომ მე გტირობთ დედასოოო??
თუ გინდათ რომ გვიპასუხოს----- არა როგორ გეკადრებათ, მე, მაგას როგორ ვიზამდი --- ჩვენ ხომ დიდი მეგობრები ვართ, ეგეთი რამე ან გულში როგორ გაივლეთ, ..ჩვენ მეგობრობას ჩრდილს რატომ აყენებთო?
-----ეგრე გინდათ რომ გვიპასუხოს და კრება მხიარული დარჩეეს?...და სიტუაციიდან გამოძვრეეეს??
კითვები ხომ დასვით?
თუ რამე სათქმელი ჰქონდა ამდენ ხანს ხო გვიპასუხებდა??
ზნაჩიტ ხომ ნათელია რომ თავიააანთ ჩაჯმულ საქმეზე სათქმელი არაფერი აქვთ და იმიტომ არიან ესე გაჩუმებულები?? თქვენც ხომ იცით რომ სინამდვილეში ეგ ქაქი საქართველოში მაგათი მოხარშულია.???!!
უკვე ხო ყველამ გაიგო რომ ამ ჩათლახი იდეის ავტორები სწორედ ეგენი არიან ? ჰოოდა დაუტოვეთ ეს გრეხი მაგათ..... რატომ ცდილობთ რომ ნამუსი ჩამოიწმინდონ--ჩამოწმინდოთ მაგათ? რატომ აძლევთ ამის შანს?/
სახალხოდ ხო გამოჩდა რომ ეგენი ჩვენს ზანგებად და მეცხრე ხარისხოვან კოლონიად გვთვლიან?.........
.... ჰოოდა დაუტოვოთ ეს გრეხი მაგათ, რატო ცდილობთ მაგათ ნამუსის მოწმენდას?/
ეხლა რა გინდა რომ გიპასუხოთ--- არა მე არ მიქნიაოოო და ამ პასუხით ნამუსი მოიწმინდოონ?/--
რატომ აძლევთ მაგის შანსს??
გრძნობდნენ და იცოდნენ რომ მაგათი ჩათლახობები გაშიფრულია და რომ მაგათ ნებისმიერი ქმედებას ჩვენ ეჭვის თვალთ ვუყურებთ....
იქნებ როგორც ჩვენს წინაშე დამნაშავეებს, ჩვენს მიმართ ცოტა უხერხული შეგრძნება, რიდი, ჰქონდეთ ---- ასე არ სჯობაააა?
იქნებ ასე ცოტა მაინც გააანებონ ჩვენს თავში ტყაპუნს თავი----- ნებისმიერ საკითხზე რო გვედირეხხხხხხხტორებიან, ოროსანი ბავშვებივით კუთხეში რომ მიჰგვაყუდებენ და თავში გვიტყაპუნებენ ხოლმე .............
ეხლა ცოტას მაინც დააატორმუზებენ და სუ ეგრე ზანგებივით აღარ მოგვექცევიან მაინც
მოკლედ ეს მაგათი გრეხი ჩვენთვის ძალიან დიდი კოზირია და რატო უნდა გაუშვათ ხელიდან.?/.... იყვნენ ეგრე ჩაჯმულები ჩვენს წინაშე
ეგრე არა სჯობიააა??
(ეგ ლენჩი ამათგან თავის არიდების მიზნით გარე--გარე, რეგიონებში დარბის--ესე იგი რაღამც ამათთან შეხვედრას ერიდება, ააქვს რაღაც უხერხული მომენტები ჩვენს მიმართ---ხოოოდა ქონდეს, კარგია !!)
მოკლედ ჩავიდოთ ეს კოზირი ჯიბეში და და ეხლა ჩვენ ვაშანტაჟოთ ხოლმე ეგენი---ეს კოზირი ცოტა რამეში მაინც წაგვადგება
ხოოდა ნუ-ღა უტრაკებთ....., პასუხი გაგვეცი, პასუხი გაგვეციო .....დაუტოვოთ ეს ქაქი მაგათ................ესე სჯობია!!!!!
2 წლის უკან
trampi მგელი მგლობასა არ მოიშლის......არასოდეს
არ გათეთრდება ყორანიაო .....არასოდეს
ვინც ფიქრობს რომ დაგნარი მოსამართლესთან მიმართებაში დამოუკიდებლად მოიქცა--იქცევა....../მსუბუქად რომ ვთქვათ დურაკია!!!!!!!!!!
გინდ აღიარეთ, გინდა არა --------------------------ეგ არის ამერიკის სახელმწიფოს დამოკიდებულება მეცხრე ხარისხოვანი კოლონიის მიმართ!!!
არასოდეს, არასოდეს, ამერიკა ჩვენ როგორც ნორმალურ დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ შემოგვხედავს არც მოგვექცევა...
და არც გვთვლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.......ჩვენ მათთვის ვართ მხოლოდ რუსების წინააღმდეგ გამოსაყენებელი პატარა ჭანჭიკი.............ანუ რუსის ტრაკში საჭირო ეკალი
ეგ არის და ეგ
ჩვენ ვართ მათთვის მხოლოდ მეცხრეხარისხოვანი კოლონია !!!!
მაგათ ინდიელებიდან დაწყებული დაჟე სიტყვა მეგობრის მნიშვნელობაც კი საერთოდ არ იციან. მეგობარი მაგათ არ ყოლიათ და მეგობრის მნიშვნელობა როგორღა ეცოდინებათ?
ქვეყანა რომელმაც მონათმფლობელობა გუშინ-- გუშინწინ გააუქმა(1861) და 1968 წლებამდე ზანგებს პირუტყვებივით ეპყრობოდა, მაგათგან კაის რას ელით ??
მაგათ მხოლოდ იციან სიტყვა კოლონია--- ვასალი!!!
აი ვასალები კი მაგათ ხარისხის მიხედვით ყავთ დაყოფილები.....
არიან პირველხარისხოვანი ვასალები...ისრაელი, გერმანია საფრანგეთი და ...... ესეთები
მეორე ხარისხოვანი ვასალები....ვისაც ნავთობი აქვს
მესამე ხარისხოვანი ....ჩილე ბრაზილია და ა.შ.
მერე კოლონიები ...და ა.შ
(ხარისხები თქვენ დაალაგეთ)
ხოოდა ჩვენ მაგ სიაში ვართ მეცხრე ხარისხოვანი კოლონია.... დაჟე ვასალებიც კი არა
ჰოოდა აბა რატომ გიკვირთ მაგ ლენჩი დაგნარის საქციელი? მასე მარტო პირადად დაგნარი კი არ მოგვექცა--გვექცევა, არამედ ეგ არის ამერიკის
სახელმწიფოს საქციელ--დამოკიდებულება ჩვენს მიმართ...
მით უმეტეს რომ ამერიკას ჩვენზე დიდი ფული აქვს დახარჯული და როგორ გგონიათ მუქთაზე დაგვახარჯაა??
...ან სამაგიეროს არ მოგვთხოვეენ??
ვერ დაინახეთ გუშინ ამერიკაში სალივანია თუ ვიღაც უტვინო შიხტა--კიკოლა პრესკონფერენციაზე რომ წამოგვაძახა---- 6 მილიარდი გვაქვს თქვენზე დახარჯულიო? მერე რააა ეგ ფულები მიშამ რომ შეჭამა და ნახევარი კიდევ ჩვენ წავიღეთ ატკატებში, ეგ ფული მაინც საქართველოს დაეწერა
და მაინც გადახდა უნდა ვალსაო....................მუქთა ყველი მარტო სათაგურშიაო და ა.შ
მოკლედ ნუ ატრაკებთ, წყნარად იყავითო........... წამო იომეთო....(ეს ჩემი მოთარგმნილია)
ადრეც ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ......
როგორც 90 --იან წლებში აფხაზეთის მერე რუსეთზე თავს ვიტყებდით.................................. ზუსტად ისეა ეხლაც
..................რომ რაც რუსეთმა დაგვმართა, ეს ჩვენი ძმა რუსეთის გაკეთებული არაოო. ეს ყველაფერი ჩვენს მიმართ რეაქციულმა და ჩათლახმა რუსეთმა ჩაიდინა, თორე ჩვენი დემოკრატიული ძმა, შაქარი და მურაბა რუსეთი ამას როგორ ჩაიდენდა-- იკადრებდაო.......პირიქით ის ჩვენი დემოკრატიული ძმა ამ რეაქციული რუსეთის საქციელით, ძალიან აღშფოთებულია და ამ უბედურებაში ჩვენ გვიჭერს მხაარსო
მერე სინამდვილეში ხო აღმოჩნდა რომ არანაირი ორი რუსეთი არააა?? ---და რომ არის ერთი და ისიც დიდი ჩათლახი რუსეთი?/
ზუსტად ესეა ეხლაც...
~ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შესახებ, ეხლა ზუსტად მასე იქცევიან
არის ორი ამერიკა--- ერთი დემოკრატიული, ჩვენი პარტნიორი, შაქარი და მურაბა ამერიკა და არის მეორე ომის პარტიაო და ისინი გვიწყობენ აქ ყველა უბედურებას ნაცებთან ერთადო...... იმათ უნდათ ხელისუფლებაში8 ნაცების დაბრუნებაო, თორემ ნაღდი დემოკრატიული ამერიკა ყველაფერში გვიჭერს მხარსო ....
კარგიით რაააააა....მართლა მაგ ჭკვაზე ხააართ თუ ზრდილობიანად იქცევით??
ისე კი ბოლო ხანებში (რაც ამერიკელები ბიძოს შეეხენ) ღარიბაშვილი კობახიძე და დანარჩენებიც შედარებით კარგად იქცევიან, ვინუჟდენზე ,,გამამაცდნენ,,
ისე კი................ ძალიან, ძალაინ მჯერა, რომ ამ ომიდან ყველაფერის მიუხედავად ჩვენ მაინც გამარჯვებულები გამოვალთ და ამერიკელებსაც სიქტიმი მოუვათ....
ეგენი ჩვენთვის მეშვიდეები იქნებიან, მეშვიდეები!!!!
რომ უკვე მაგათი ჟამი მოსულია და სულ ტყუილად ფართხალებენ......პირიქით რაც უფრო ძაან იფართხალებენ, უფრო ძაან გაიჭედებიან ისტორიის ხაფანგში......დიდი დრო აღარ ააქვთ დარჩენილი.....
2 წლის უკან
trampi კელი დეგნანი: ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე

ჩათლახი ..................... ბიძოს ფულს თქვენ რას ჩივიხართო........

რას ვჩივივართ და მაგ ფულს ბიძო საქართველოში ხარჯავს და ქვეყნას ემატება და რომ დაასანქცირებთ და ვეღარ დახარჯავს, საქართველოს არ
დაააკლდება?? .................
ეგ თქვენა ხართ ჩათლახები, საკუთარ ქვეყანას კი არა, მეგობარს რომ არ მისცემთ კაპიკს და რომ ვერ წარმოგიდგენიათ ადამიანმა თავის ქვეყანას ქველმოქმედებაში მილიარდები დაახარჯოს, თორე ბიძო ბევრ სიკეთეს უკეთებს ს
2 წლის უკან
trampi ნებისმიერი მაგის ნათქვამი უკვე კატასტროფააა საქართველოში მაგათთვის
ჰოოდა რაც უფრო ფართხალებს და ამ ჩაჯმული სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობს (თანაც დურაკულად) მით უფრო და უფრო ეფლობა კოლუმბი ქაქში
2 წლის უკან