„რიგ შემთხვევებში, ერთნაირი პოზიციით გამოდიან ამერიკის მხარე დეგნანის თამადობით და მეორე მხრივ არახამია“

„რიგ შემთხვევებში, ერთნაირი პოზიციით გამოდიან ამერიკის მხარე დეგნანის თამადობით და მეორე მხრივ არახამია“

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, ასეთი აუდიენცია, 21 მარტს, თავად ელჩის თხოვნით შედგა და დაახლოებითმ სამ საათს გაგრძელდა. რა საკითხზე შედგა კომუნიკაცია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ საუბრობს.

ვრცელ წერილში ივანიშვილი ამბობს, რომ უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე განმარტებით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

„რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან“, - წერის ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის განცხდებით, დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. როგორც ივანიშვილი წერს, მისთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება.

„დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვლმა დაადასტურა აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, კელი დეგანს, რომელიც ყოფილ პრემიერთან შეხვედრას არ ადასტურებდა, წერილის გამოქვეყნების შემდეგ განმარტება არ გაუკეთებია.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილი იყო დასტური იმისა, რომ სამეულის შეკითხვა იყო საფუძვლიანი და გამოთქმული ეჭვი აბსოლუტურად დასტურდება. როგორც უმრავლესობის ყოფილი წევრი აცხადებს, ელჩისა და ივანიშვილის შეხვედრის შესახებ საკითხის დადგომა განაპირობა სწორედ იმ ინფორმაციებმა, რაც ჰქონდათ, რომ კულისებში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

„ფარდა აეხადა იმას, რომ ეს სამსაათიანი საუბარი შედგა და არც თუ ისე მსუბუქი იყო. მე არ ვთლი, რომ წერილში დეტალები არ არის განმარტებული. თუ კარგად წავიკითხავთ და დავუკვირდებით, ამ წერილში ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი. ბატონი ბიძინა წერილში ამბობს, რომ გარკვეული ძალები, ფაქტობრივად, ქვეყანას ომში ჩართვისკენ ექაჩებიან.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მართებს სიფრთხილე - ამბობს ბატონი ბიძინა. ჩვენი უთანხმოების საგანიც ეს იყო ძირითადად მმართველ გუნდთან, თუ რა დოზით უნდა გვეთქვა სიმართლე და, სხვათა შორის, ამ საკითხის დადგომა განაპირობა სწორედ იმ ინფორმაციებმა, რაც ჩვენ გვქონდა და დღემდე არ გაგვიჟღერებია, რომ კულისებში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წერილი შეიცავს ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას, გზავნილებს, საინტერესო მინიშნებებს, საიდანაც საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გამოიტანოს.

„ჩვენც ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე. არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები ამით იყვნენ დაინტერესებული. ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით იმ ძალებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით. ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული „ენჯეოები“, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების რიტორიკის კამპანიაში. ეს არის დღესავით ნათელი. რისკები, ბუნებრივია, რჩება, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბევრი წითელი ხაზი გადალახა ქვეყნის შიგნითაც, კონკრეტულ ადამიანებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც და ახლა საერთაშორისო ასპარეზზეა დაკავებული ყველა შესაძლო წითელი ხაზის გადალახვით. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი იხსენებს შემთხვევას, როცა მისივე ინფორმაციით, ივანიშვილს ჯერ კიდევ 2015 წელს გაუჩნდა ეჭვი, რომ მას შეიძლება ამერიკელები სჯიდნენ.

„არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი და ურთიერთობები, არსებობს საკითხები, რაც აფიშირებული არ არის - არა იმიტომ, რომ დასამალია, არამედ იმიტომ, რომ ასეა. წარმოიდგინეთ კელი დეგნანს წინასწარ რომ გამოეცხადებინა, რომ ზეგ ბიძინა ივანიშვილს ხვდებოდა, რა მოჰყვებოდა ამას. არსებობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელსაც თავისი ტაქტიკა და სტრატეგია აქვს.

თუ კითხვა იმაშია, სწორია თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერვე ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია იმის შესახებ, რომ მას ვიღაც ომში ჩართვას სთხოვდა, ის ამას არ დაჰყვა, ამის გამო ვიღაცამ ფინანსურად დასაჯა, მაგრამ ის მაინც ვაჟკაცია და ქვეყნის ინტერესების დაცვას აგრძელებს - ეს მტკნარი სიცრუეა! ეს არის იმ დონის ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ქმედება, რომ ამის ანალოგი არ მახსენდება. სახელმწიფოებრივი სირცხვილია, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელობა ასეთი „ტრიუკებით“ ცდილობს პროპაგანდისტული ფონის შექმნას და პერსონალური პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ივანიშვილის წერილი არის მორიგი დადასტურება, რომ სწორედ ის არის მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის უკან.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი და გაანადგუროს საკუთარი კეთილისმსურველობის მითი, დატოვოს საქართველო იზოლაციაში და სრულიად მარტო საოკუპაციო ძალის პირისპირ.

„ბიძინა ივანიშვილი პირადი ინტერესების გამო საქართველოს ევროპული მომავლით ვაჭრობს. ივანიშვილის წერილი არის მორიგი დადასტურება, რომ სწორედ ის არის მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და ვაჭრობს საქართველოს ევროპული მომავლით პირადი ინტერესების გამო. ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი და გაანადგუროს საკუთარი კეთილისმსურველობის მითი, დატოვოს საქართველო იზოლაციაში და სრულიად მარტო საოკუპაციო ძალის პირისპირ“, - აცხდებს გიორგი გახარია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისთვის ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის განცხადება, რომელიც ცდილობს აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროპაგანდა ააგოროს.

„ამ წერილით დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო ომის პროპაგანდა, რომ თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ელჩებს, კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს საქართველოს ომში ჩათრევა უნდოდათ. ეს იყო ოლიგარქიულ რეჟიმში მოხარშული გზავნილი. ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო ხელოვნური და მახინჯი სპექტაკლი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადგა ცნობილი „სამეულის“ გამოყოფით. ამ წერილში დავინახე მცდელობა, რომ მან დააშანტაჟოს ამერიკის შეერთებული შტატები, რაც სასაცილოა“, - აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, თუ გამოხმაურებებიდან ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-სთან, ყველამ თავისებურად გაიგო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და „კოლექტიურ დასავლეთს“ შორის ურთიერთობების დაზიანებას, დიდწილად, თავად დასავლეთმა შეუწყო ხელი, როდესაც ქვეყანას თავს მოახვიეს დისკრიმინაციული შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც აშკარად ოპოზიციის ინტერესები უფრო მეტად იყო გათვალისწინებული და ემსახურებოდა „ოცნების“ ხელისუფლების დემონტაჟს.

„ჩარევა ხდებოდა ისეთ საკითხებში, რომელიც ყველა კრიტერიუმით ქვეყნის საშინაო საქმეებად განიხილება - ევროპარლამენტის 9 ივნისის ყბადაღებული რეზოლუცია და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი, რომელიც იყო ყველაფრის ბოლო აკორდი. შესაბამისად, ივანიშვილი როგორც ერთი რიგითი, მაგრამ ავტორიტეტის და გავლენის მქონე მოქალაქე მოუწოდებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველომ შეძლოს კოლექტიურ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება.

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის ინიციატივით ის შეხვდა მას და სამ საათზე მეტი ისაუბრეს. აქ საკვანძო სიტყვაა „3 საათი“ და ის არ არის შემთხვევით ნახსენები. რატომ უარყოფდა ელჩი შეხვედრის ფაქტს? ესეც ნიშანდობლივია. და პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილთან 3 საათი რაზე უნდა ესაუბრა ელჩს?! ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, თუ იმ დროისთვის არსებულ ვითარებას გავაანალიზებთ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა იქნებოდა საუბრის მთავარი თემა. ანჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე ბოლომდე მოხსნილი არ არის, რადგანაც სავარაუდოდ, გარკვეული მოძრაობები ამ მხრივ კიდევ მიმდინარეობს.

„ამიტომაც დავესესხები იულიუს ფუჩიკს და ვიტყვი „ადამიანებო იყავით ფხიზლად!“ დააკვირდით თარიღებს! ელჩთან შეხვედრა 21 მარტს შედგა, ხოლო 26 მარტს კი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტების გახსნა უკრაინას ძალიან წაადგებოდა. ივანიშვილის წერილი მკაფიოდ გვეუბნება, თუ რა პასუხს მიიღებდა კელი დეგნანი ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე ამა თუ იმ ფორმით.

ისევ მოვლენათა ქრონოლოგიას რომ გავყვეთ, სწორედ ამ პერიოდიდან ეწყება ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები შვეიცარულ ბანკთან, ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში ე.წ. „ომის პარტიის“ გააქტიურება „ნაცმოძრაობიდან“ და მისი სატელიტებიდან დაწყებული, საქართველოს თავზე ბომბების მოსურნე „სახალხო დამცველით“ დამთავრებული.

ამას უკვე მოსდევს, ევროპარლამენტარების მოწოდება საქართველოს მოსახლეობას: აირჩიეთ ან ივანიშვილი ან ევროპა! შემდეგ უკვე ევროპარლამენტის ყბადაღებული რეზოლუცია ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით, ევროპული საბჭოს უსაფუძვლო უარი მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ამის ნიადაგზე დასავლეთის ფარული მხარდაჭერით საპროტესტო აქციები ხელისუფლების დასამხობად და „ტექნიკური მთავრობით“ ჩასანაცვლებლად“, - აცხადებს ზაალ ანჯაფაიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ივანიშვილის წერილით დასტურდება, რომ შვეიცარიული ხაზი მოაგვარა და შედეგებიც სახეზეა საჯარო განცხადების სახით. პოლიტოლოგი კავშირებს ხედავს საქართველოს ომში ჩართვასა და ივანიშვილის საბანკო პრობლემებს შორის.

„მან არ უარყო, რომ საქართველო ომის საფრთხის წინაშე იდგა და ნაწილობრივ შეიძლება დღესაც დგას. თუმცა, მან ხაზი გაუსვა - მივხედოთ ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობა რომ არ დაზიანდეს, რადგან ეს არის ჩვენი გენერალური ხაზი. აი, ამ ერთი ფრაზით ცივი წყალი გადაასხა იმის მოყვირალებს, რომ არიქა, ივანიშვილს რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა. ამ სიტუაციაშიც კი, ივანიშვილის სურვილის ქვაკუთხედია დასავლეთისკენ მოძრაობა არ გამრუდდეს.

რაც შეეხება კითხვას, ასეთი სიმკაცრე დასავლეთის წარმომადგენლების მხრიდან არის თუ არა სახიფათო? - როგორც ჩანს, ამ სიმკაცრესაც მეტ-ნაკლებად მხარს უჭერდა ივანიშვილი იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ამ წერილით გამოაცხადა, რომ მოვხსნათ სიმკაცრე და ვიყოთ ლოიალურები დასავლეთის მიმართ. მაგრამ ის, რომ სიმკაცრე საჭირო იყო ამ ომის თავიდან აცილებისთვის და ამას მიაღწიეს სწორედ ამ სიმკაცრით, ასევე ხელი შეუშალა დასავლეთს შეცდომის დაშვებაში, ეს არის ფაქტი. დიახ, ომი იქნებოდა შეცდომა, რადგან, უკრაინას ასეთი კონფლიქტი არაფერს მისცემდა. ერთადერთი ვისაც ხელს მისცემდა, ეს იქნებოდა რუსეთი“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ამასთან, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ამ ვითარებაში რუსეთი და დასავლეთი ერთობლივად მოქმედებდნენ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაკრონის მიერ ნახსენები გეოგრაფიული ფაქტორის გამო, საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატობაზე და ფაქტობრივად, დატოვეს რუსეთის პირისპირ.

„არაა გამორიცხული და ნუ გაგვიკვირდება, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნა, არა უკრაინის, არამედ რუსეთის მიერ იყოს ნაკარნახევი, ისევე, როგორც რუსეთის და ამერიკის მცდელობა, რომ ერთმანეთთან შეკრულები იყვნენ და ეს პროცესი გავიარეთ 2003 წელს, როდესაც რუსეთი და ამერიკა შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ. რიგ შემთხვევებში ერთნაირი პოზიციით გამოდიან ამერიკის მხარე დეგნანის თამადობით და მეორე მხრივ არახამია.

ჩვენ არახამიას აქამდე ვუყურებდით როგორც უკრაინის ელიტაში შესულ ადამიანს, მაგრამ ის არაა მარტო უკრაინის ელიტაში შესული, ის ამავე დროს რომან აბრამოვიჩის მეგობარია, ის არის აბრამოვიჩზე სანქციების მოხსნის ინიციატორი. აბრამოვიჩის ქონებაზე სანქციების მოხსნა ნიშნავს პუტინის ქონებაზე სანქციების მოხსნას იმიტომ, რომ აბრამოვიჩი არის პუტინის მოლარე. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ამ ხაზის უკან რომელიც არახამიაში ჩანს, სწორედ რუსეთია, თავისი უმაღლესი მთავარსარდლით.

არახამია და ამერიკა კი ერთიდაიგივე პოზიციაზე არიან. რატომ? - იმიტომ, რომ თუკი საქართველოში არეულობა იქნება, ასეთ შემთხვევაში, უდავოდ გაუქმდება ტრანზიტის ხაზები. იცით, რომ ჩინეთმა უარი უთხრა რუსეთს ტრანზიტზე, რაც ნიშნავს, რომ მისი სატრანზიტო ხაზები გადმოვა კავკასიაში. არეულობის შემთხვევაში კი, კვლავ დადგება რუსეთში ამ ტრანზიტის აღდგენის საკითხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

mamuka საინტერესოა ბატონი თამაზის ანალიზი
2 წლის უკან
მიშა გამოვთქვამ დილეტანტურ ვარაუდს - რატომ არ შეიძლება, რომ ამერიკა და რუსეთი სიტუაციური მოკავშირეები იყვნენ ხოლმე, ჩინეთის გავლენის გაზრდის შესაჩერებლად.
2 წლის უკან
trampi კელი დეგნანი: ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე

ჩათლახი ..................... ბიძოს ფულს თქვენ რას ჩივიხართო........

რას ვჩივივართ და მაგ ფულს ბიძო საქართველოში ხარჯავს და ქვეყნას ემატება და რომ დაასანქცირებთ და ვეღარ დახარჯავს, საქართველოს არ
დაააკლდება?? .................
ეგ თქვენა ხართ ჩათლახები, საკუთარ ქვეყანას კი არა, მეგობარს რომ არ მისცემთ კაპიკს და რომ ვერ წარმოგიდგენიათ ადამიანმა თავის ქვეყანას ქველმოქმედებაში მილიარდები დაახარჯოს
2 წლის უკან
trampi მგელი მგლობასა არ მოიშლის......არასოდეს
არ გათეთრდება ყორანიაო .....არასოდეს
ვინც ფიქრობს რომ დაგნარი მოსამართლესთან მიმართებაში დამოუკიდებლად მოიქცა--იქცევა....../მსუბუქად რომ ვთქვათ დურაკია!!!!!!!!!!
გინდ აღიარეთ, გინდა არა --------------------------ეგ არის ამერიკის სახელმწიფოს დამოკიდებულება მეცხრე ხარისხოვანი კოლონიის მიმართ!!!
არასოდეს, არასოდეს, ამერიკა ჩვენ როგორც ნორმალურ დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ შემოგვხედავს არც მოგვექცევა...
და არც გვთვლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.......ჩვენ მათთვის ვართ მხოლოდ რუსების წინააღმდეგ გამოსაყენებელი პატარა ჭანჭიკი.............ანუ რუსის ტრაკში საჭირო ეკალი
ეგ არის და ეგ
ჩვენ ვართ მათთვის მხოლოდ მეცხრეხარისხოვანი კოლონია !!!!
მაგათ ინდიელებიდან დაწყებული დაჟე სიტყვა მეგობრის მნიშვნელობაც კი საერთოდ არ იციან. მეგობარი მაგათ არ ყოლიათ და მეგობრის მნიშვნელობა როგორღა ეცოდინებათ?
ქვეყანა რომელმაც მონათმფლობელობა გუშინ-- გუშინწინ გააუქმა(1861) და 1968 წლებამდე ზანგებს პირუტყვებივით ეპყრობოდა, მაგათგან კაის რას ელით ??
მაგათ მხოლოდ იციან სიტყვა კოლონია--- ვასალი!!!
აი ვასალები კი მაგათ ხარისხის მიხედვით ყავთ დაყოფილები.....
არიან პირველხარისხოვანი ვასალები...ისრაელი, გერმანია საფრანგეთი და ...... ესეთები
მეორე ხარისხოვანი ვასალები....ვისაც ნავთობი აქვს
მესამე ხარისხოვანი ....ჩილე ბრაზილია და ა.შ.
მერე კოლონიები ...და ა.შ
(ხარისხები თქვენ დაალაგეთ)
ხოოდა ჩვენ მაგ სიაში ვართ მეცხრე ხარისხოვანი კოლონია.... დაჟე ვასალებიც კი არა
ჰოოდა აბა რატომ გიკვირთ მაგ ლენჩი დაგნარის საქციელი? მასე მარტო პირადად დაგნარი კი არ მოგვექცა--გვექცევა, არამედ ეგ არის ამერიკის
სახელმწიფოს საქციელ--დამოკიდებულება ჩვენს მიმართ...
მით უმეტეს რომ ამერიკას ჩვენზე დიდი ფული აქვს დახარჯული და როგორ გგონიათ მუქთაზე დაგვახარჯაა??
...ან სამაგიეროს არ მოგვთხოვეენ??
ვერ დაინახეთ გუშინ ამერიკაში სალივანია თუ ვიღაც უტვინო შიხტა--კიკოლა პრესკონფერენციაზე რომ წამოგვაძახა---- 6 მილიარდი გვაქვს თქვენზე დახარჯულიო? მერე რააა ეგ ფულები მიშამ რომ შეჭამა და ნახევარი კიდევ ჩვენ წავიღეთ ატკატებში, ეგ ფული მაინც საქართველოს დაეწერა
და მაინც გადახდა უნდა ვალსაო....................მუქთა ყველი მარტო სათაგურშიაო და ა.შ
მოკლედ ნუ ატრაკებთ, წყნარად იყავითო........... წამო იომეთო....(ეს ჩემი მოთარგმნილია)
ადრეც ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ......
როგორც 90 --იან წლებში აფხაზეთის მერე რუსეთზე თავს ვიტყებდით.................................. ზუსტად ისეა ეხლაც
..................რომ რაც რუსეთმა დაგვმართა, ეს ჩვენი ძმა რუსეთის გაკეთებული არაოო. ეს ყველაფერი ჩვენს მიმართ რეაქციულმა და ჩათლახმა რუსეთმა ჩაიდინა, თორე ჩვენი დემოკრატიული ძმა, შაქარი და მურაბა რუსეთი ამას როგორ ჩაიდენდა-- იკადრებდაო.......პირიქით ის ჩვენი დემოკრატიული ძმა ამ რეაქციული რუსეთის საქციელით, ძალიან აღშფოთებულია და ამ უბედურებაში ჩვენ გვიჭერს მხაარსო
მერე სინამდვილეში ხო აღმოჩნდა რომ არანაირი ორი რუსეთი არააა?? ---და რომ არის ერთი და ისიც დიდი ჩათლახი რუსეთი?/
ზუსტად ესეა ეხლაც...
~ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შესახებ, ეხლა ზუსტად მასე იქცევიან
არის ორი ამერიკა--- ერთი დემოკრატიული, ჩვენი პარტნიორი, შაქარი და მურაბა ამერიკა და არის მეორე ომის პარტიაო და ისინი გვიწყობენ აქ ყველა უბედურებას ნაცებთან ერთადო...... იმათ უნდათ ხელისუფლებაში8 ნაცების დაბრუნებაო, თორემ ნაღდი დემოკრატიული ამერიკა ყველაფერში გვიჭერს მხარსო ....
კარგიით რაააააა....მართლა მაგ ჭკვაზე ხააართ თუ ზრდილობიანად იქცევით??
ისე კი ბოლო ხანებში (რაც ამერიკელები ბიძოს შეეხენ) ღარიბაშვილი კობახიძე და დანარჩენებიც შედარებით კარგად იქცევიან, ვინუჟდენზე ,,გამამაცდნენ,,
ისე კი................ ძალიან, ძალაინ მჯერა, რომ ამ ომიდან ყველაფერის მიუხედავად ჩვენ მაინც გამარჯვებულები გამოვალთ და ამერიკელებსაც სიქტიმი მოუვათ....
ეგენი ჩვენთვის მეშვიდეები იქნებიან, მეშვიდეები!!!!
რომ უკვე მაგათი ჟამი მოსულია და სულ ტყუილად ფართხალებენ......პირიქით რაც უფრო ძაან იფართხალებენ, უფრო ძაან გაიჭედებიან ისტორიის ხაფანგში......დიდი დრო აღარ ააქვთ დარჩენილი.....
2 წლის უკან
trampi აგე უკვე დაგნარიც გვეუბნება------------------- 30 წელი დღედაღამ სუ თქვენ კეთილდღეობაზე ვფიქრობთო........
ვინ დაუჯერებს ამას?/
2 წლის უკან
trampi ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ექვს მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ეთ, ათა­სო­ბით ქარ­თველ­მა გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ათო­ბით ათა­სი ჯა­რის­კა­ცი მო­ამ­ზა­და, რათა მათ უკეთ შეძ­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბის დაც­ვა. სა­ქარ­თვე­ლო უფრო უსაფრ­თხო, უფრო აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის გამო და ჩვენ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და დეგ­ნან­მა.


ჩათლახი .....................

იმას კი აღარ ამბობს..... სამშვიდობოებში 33 ქართველი და დაიღუპა და 500 --ზე მეტი დაიჭრაო
არა............ მართო ჩვენ დაგეხმარეთო.......
არც იმას ამბობს 4,5 მილიარდი მიშას მივეცით ატკატებითო
არც იმას ამბობს როგორც ეხლა უკრაინას ვაწერთ სამოც მილიარდს საქართველოსაც ესე დავაწერეთო...
მხოლოდ თქვენი დემოკრატიისთვის ვზრუნავთო

ვინ ჭამს ეხლა ამას?? ----------------------------------------------ვინ და -ქაჯები
2 წლის უკან