„ამერიკაზე გაბრაზებულმა შევარდნაძემ, წლინახევრით ადრე, რუსების გავლენით, სააკაშვილს დაუტოვა ქვეყანა და დღესაც ასეთი საფრთხის ქვეშ ვართ“

„ამერიკაზე გაბრაზებულმა შევარდნაძემ, წლინახევრით ადრე, რუსების გავლენით, სააკაშვილს დაუტოვა ქვეყანა და დღესაც ასეთი საფრთხის ქვეშ ვართ“

„ამერიკაზე გაბრაზებულმა შევარდნაძემ წლინახევრით ადრე, რუსების გავლენით, სააკაშვილს დაუტოვა ქვეყანა. დღესაც ასეთი საფრთხის ქვეშ ვართ. დასავლელ დიპლომატებთან ტონი უნდა შევარბილოთ არა იმ გაგებით, რომ ყველაფერი დავუთმოთ, არამედ პრინციპულ საკითხებზე ჩვენი პოზიცია უნდა დავიცვათ. მაგალითად, მერკელი რომ ჩამოვა და გაზსაცავის ფულს საჩუქრად ჩამოგიტანს, ის ფული კი არ უნდა შეჭამო, არამედ გააკეთო ერთი გაზსაცავი და მეორე წელს კიდევ მიადგე, მომეცი მეორე გაზსაცავის ფულიო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე.

„ქართული ოცნება ხომ არ ცდილობს დასავლეთს გაუგზავნოს გზავნილი, რომ დასრულდა ის პერიოდი, როცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისინი ყველაფერს აკონტროლებდნენ? რამდენად ფრთხილად უნდა გაკეთდეს ეს, რადგან ვდგავართ იმ დილემის წინაშე, რომ რუსულ ორბიტაზე არ აღმოვჩნდეთ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ არც ელჩები მოვიმდუროთ და არც დასავლეთი, რადგან რეალურად ელჩები მხოლოდ იმ პოზიციის გამტარნი არიან, რასაც დასავლეთი გვთავაზობს?

- ნაწილობრივ გავიზიარებ ამ მოსაზრებას, რადგან არასოდეს ელჩები საქართველოში არაფერს არ წყვეტდნენ. უბრალოდ, ხელისუფლება ქმნიდა ილუზიას, რომ საკუთარი არაპოპულარული გადაწყვეტილებები თურმე ზეწოლის შედეგი იყო, მაგალითად - ლგბტ თემა, პრაიდის თემა, „ნაცებთან“ კოაბიტაცია. სინამდვილეში, დასავლეთის არც ერთი პრინციპული პოზიცია არ იყო გათვალისწინებული. ახლა იმიტომ შეიქმნა ეს კრიზისი, რომ მივედით უკვე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ნიშნულთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ითვალისწინებდნენ სასამართლოს საკითხებს, თვითმმართველობის, არჩევნების, ძალადობის, ხელოვნური ორპოლუსიანობის თემას. დასავლეთი ეუბნებოდა ამ ხელისუფლებას, თუ დასაჭერია, დაიჭირე რეალური საბაბით, ნუ დაიჭერ სასაცილო საბაბით. ახლა უკვე პასუხია გასაცემი, პასუხი კი ხელისუფლებას არ აქვს, ასე გაგრძელებაც არ შეიძლება და ხელისუფლებამ საკუთარი თავი აჩვენა.

„ნაციონალები“ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს დასავლელ პარტნიორებთან პრობლემები მხოლოდ ამ ხელისუფლების ხელწერაა.

- ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების ტაქტიკა, იგივე გააკეთა შევარდნაძემ, ყველა ხელისუფლება წასვლის წინ ბოლო ნაბიჯს დგამდა დასავლეთის ლანძღვა-გინებით, რათა რუსეთის მხრიდან დახმარება მიეღო. გახსოვთ, შევარდნაძე რა სიტყვებით მოიხსენიებდა დასავლეთს? სააკაშვილი რას აკეთებდა? დღეს რომ იძახიან „ნაცები“, დასავლეთში უპრეცედენტო ენით ელაპარაკებიან „ოცნებასო“, ჩვენ დაგვავიწყდა, ევროსაბჭოს ელჩი ნონ გრატად რომ გამოაცხადა სააკაშვილმა? იმავეს აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლება. ანუ რა ხდება? ოთხივე ხელისუფლება, რომელიც ჩვენ გვყავდა, ასე იწყებდა დასავლეთის ლანძღვას, ახლაც ამის მომსწრენი ვართ, რადგან მოვიდა გადაწყვეტილების მიღების დრო, ავანსი ამოიწურა, ახლა საჭიროა რეალური ნაბიჯების გადადგმა. დანარჩენი უკვე მიზეზი და საბაბია, რომ ელჩებმა რაღაც თქვეს არასწორად, ფაქტოლოგიური უზუსტობა დაუშვეს გამონათქვამებში. ეს ყველაფერი ბოლშევიკური პიარტექნოლოგიაა, როცა პასუხს გაგებინებენ იმაზე, რაც არ გითქვამს. სანამ არსებობს მეტ-ნაკლებად ნდობა დასავლეთისგან, რომ ხელისუფლება რეფორმებს გაატარებს, მანამდე ხელისუფლება მშვიდადაა, რადგან ელჩები თვალს ხუჭავენ რაღაც-რაღაცებზე, მაგრამ როდესაც ეს ნდობა იწურება და რეალურ საქმეებს მოითხოვენ ჩვენგან ჩვენი პარტნიორები, სათქმელი არაფერი აქვთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს საქმეები ჩვენ გვჭირდება და არა მათ, იქნება თუ არა თვითმმართველობა საქართველოში, ეს ამერიკელებს არ აღელვებთ, იმიტომაც არის კარგად საქმე ამერიკაში, რომ იქ თვითმმართველობაა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, პასუხისმგებლობა მათზეა, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ჩვენს ქვეყანასაც გამოადგება და დასავლეთსაც მოეწონება.

თქვენ ახსენეთ სააკაშვილის რეჟიმი. ამერიკულ სამხედრო ხომალდ „ბალკლიზე“ როცა შეხვდნენ აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ბიძინა ივანიშვილი და სააკაშვილი, მაშინ ნორლანდის ღიმილმა ბევრი გაუგებრობა გამოიწვია, რადგან ნორლანდმა სიტყვით გამომსვლელ სააკაშვილს თითქოს დასცინა. იმ პერიოდში ქართულ ოცნებას“ თანაუგრძნობდნენ ელჩები, არა მარტო რიჩარდ ნორლანდი, არამედ ჯონ ბასიც, მაგრამ ახლა კითხვა ჩნდება, როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეპისტოლარულად ეკონტაქტება ელჩებს, სად არის პირადი კონტაქტები, თუნდაც ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიმართებით რატომ არ აქტიურობენ საქართველოდან წარგზავნილი დიპლომატები?

- ეპისტოლარული ჟანრი აირჩიეს იმიტომ, რომ ამით ურსულა ფონ დერ ლაიენს კი არ გაუგზავნეს მესიჯი, არამედ ივანიშვილს. უცხოელებთან კონტაქტის დამყარებას რა უნდა? ელემენტარულად, რამდენიმე თვეა, მე არ გამიგია, რომ საქართველოს პარლამენტის თუ მთავრობის დელეგაცია ჩავიდა და ევროპარლამენტარებს დაელაპარაკა, არ გამიგია, რომ მცდელობა ჰქონდათ, რეფორმების კუთხით მოეწვიათ იქაური სპეციალისტები, უფრო მეტიც, 75 მილიონ ევროზე უარი თქვეს, არ გვჭირდება თქვენი ფული, სასამართლოს რეფორმას თუ მოგვთხოვთო. ამიტომ აირჩიეს ეპისტოლარული ჟანრი, თუნდაც ის სამეული, არა მგონია, ასე ძლიერი იყოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომ ასეთ წერილებს წერდეს. უბრალოდ, ეს სხვისი დაწერილი წერილებია დღევანდელი ამოცანის შესაბამისად, რომ დაძაბონ სიტუაცია. ახლა აბრალებენ, ევროკავშირს და ამერიკას ომი უნდათ საქართველოშიო, რად უნდა ამერიკას ომი? იქით საპატრონო გავხდებით, ტყვია ჩვენ არ გვაქვს, წამალი და თოფი. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა მოახდინონ ჩვენი სტიმულირება, როცა ჩვენი რეალური მდგომარეობა იციან? ომის დროს კიდევ მათ უნდა ხარჯონ ფული, მოგვცენ შეიარაღება. 2008 წელს ჩამოსული იყო კონდოლიზა რაისი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ შტაინმაიერი, ამჟამად გერმანიის პრეზიდენტი, რომელმაც მკაცრად გააფრთხილა სააკაშვილი, იარაღისკენ ხელი არ გაგექცესო. ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი ჩვენგან მხოლოდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, იურიდიულ, დიპლომატიურ ნაბიჯებს ითხოვდა. თქვენ სწორად გაიხსენეთ ბოლო დღეებში სააკაშვილის მოქმედებები და რიჩარდ ნორლანდი, იგივე შევარდნაძე თავისი ხელისუფლების ბოლო დღეებში რა მწარე განცხადებას აკეთებდა ამერიკელებთან მიმართებით, ურეკავდა და ლამის შეურაცხყოფას აყენებდა. გავიხსენოთ, ასევე, 1991 წლის აგვისტოში გამსახურდიას ცნობილი წერილი მამა ბუშის მიმართ. ეს სამწუხარო გამოცდილება ჩვენ გვაქვს, „ოცნებამაც“ უნდა გააანალიზოს წინა ხელისუფლებების მძიმე ხვედრი. ამერიკაზე გაბრაზებულმა შევარდნაძემ წლინახევრით ადრე რუსების გავლენით სააკაშვილს დაუტოვა ქვეყანა. დღესაც ასეთი საფრთხის ქვეშ ვართ. ამ დროს „ოცნებას“ შეუძლია მოახდინოს დეპოლარიზაცია, ჯანსაღი პროცესები უზრუნველყოს, სახელი და დიდება მიიღოს.

სხვა მხრივაც შევხედოთ მოვლენებს. საქართველოში ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ელჩებიც მთლად უმწიკვლონი არ არიან, ლგბტ თემა ახსენეთ და აქაც ელჩები აქტიურობენ. უფრო მეტიც, ევროკავშირის სტატუსი რომ არ მოგვცეს, ან ნატოში შესვლას რომ გვიჭიანურებენ, ეს ხომ ნიშნავს, რომ რუსეთის საპირწონედ გვტოვებენ და ხიფათს გვიზრდიან? ამაზეც ხომ უნდა ეფიქრათ, რომ სახიფათო ზოლში ვიმყოფებით რუსეთიდან გამომდინარე?

- ამ სახიფათო ზოლში რომ ვიმყოფებით და ამას რომ აცნობიერებენ, იმიტომაც ხუჭავენ რაღაც-რაღაცაზე თვალს. იმიტომაც არ ამახვილებენ ყურადღებას ბევრ საკითხზე, მაგრამ არის საკითხები, რაზეც თვალს ვერ დახუჭავ. ლამის გვეხვეწებიან, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთო. წლინახევრის წინ გახსოვთ, ალბათ, რამხელა ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა „ნაცმოძრაობამ“ დასავლური სტრუქტურების მიმართ, ახლა „ოცნება“ დგამს ამ ნაბიჯებს. თვითონ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის გამოსვლაში გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნა, რომ მოლდოვის და უკრაინის ხელისუფლებებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებას ასეთი მიზანმიმართული სურვილი გაწევრიანებისას არ გამოუხატავსო. ხელისუფლება, ერთი მხრივ, კონსტიტუციაში წერს ევროატლანტიკურ ორიენტაციას და, მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ არ მოხდეს ჩვენი თავსებადობა დასავლურ ღონისძიებებთან. ყველა ინსტიტუტსა და დაწესებულებაში ევროკავშირის დროშებია, ვინ დაგვავალა ევროკავშირის დროშების დადგმა? გარეგნულად ჩვენ ვქმნით ისეთ ვითარებას, თითქოს სხვა არაფერზე ვფიქრობთ, გარდა ევროკავშირში გაწევრიანებისა, მაგრამ რეალურად ვშორდებით ევროკავშირს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ლგბტ თემა. არავინ ჩვენთან არ ითხოვს პრაიდს და ერთნაერსქესიანთა ქორწინებას, ყველა დოკუმენტში წერია, რომ ეს ადგილობრივი კანონმდებლობის საკითხია. ჩვენგან ითხოვენ ერთ რამეს, ან ნუ მისცემ უფლებას, ჩაატაროს პრაიდი, ან თუ უფლებას მისცემ, მერე ნუ გალახავ. ელჩები ერთვებიან ამ საკითხში იმიტომ, რომ ლგბტ თემი არ გავლახოთ. სხვათა შორის, ეკლესიამ 5 ივლისს შესთავაზა ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე (მე-10 მუხლი) დაყრდნობით, თუკი გამოხატვის თავისუფლება რომელიმე ჯგუფის, ფენის, ან ქვეყნის უსაფრთხოებას უშლის ხელს, ის შეიძლება შეიზღუდოს. საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდნენ, აეკრძალა პრაიდის ჩატარება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა პრაიდი და წინა დღეს მოწოდებით გამოვიდა, როგორ შეიძლება პრაიდის ჩატარებაო. ზუსტად ამას გვედავებიან ელჩები. ისინი გვეუბნებიან, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყავით ისე, რომ არავის უფლება არ დაირღვეს. ჩვენ გვევალება ქართული სახელმწიფო შევქმნათ იმ განცდით, რა განცდაც აქვთ დასავლეთ ევროპის მოქალაქეებს თავიანთ ქვეყნებში.

ფიქრობთ, რომ უნდა შევარბილოთ დასავლელ დიპლომატებთან ურთიერთობის ტონი?

- ეს ურთიერთობა უნდა შევარბილოთ არა იმ გაგებით, რომ ყველაფერი დავუთმოთ, არამედ პრინციპულ საკითხებზე ჩვენი პოზიცია უნდა დავიცვათ. მაგალითად, ყოველდღე უნდა შევაწუხოთ ისინი აფხაზეთის გამო, თუნდაც ახლა ბიჭვინთაში რაც ხდება, დიპლომატებმა ცალკე უნდა შეაწუხონ, პარლამენტმა ცალკე, საზოგადოებამ ცალკე, რომ აფხაზეთი და ცხინვალი, ქართველების უფლებების დაცვა მუდმივად დღის წესრიგში იყოს. უნდა შევაწუხოთ სახელმწიფოებრივ თემებზე, რომ გავატაროთ რეფორმები, დააფინანსონ ჩვენი თვითმმართველობა, მაგრამ, როდესაც, ელემენტარულად, ანგელა მერკელი ჩამოვა და გაზსაცავის ფულს საჩუქრად ჩამოგიტანს, ეს ფული არ უნდა შეჭამო. პირიქით, უნდა გააკეთო ერთი გაზსაცავი და მეორე წელს კიდევ უნდა მიადგე და უთხრა, ერთი გაზსაცავი არ მყოფნის, მომეცი მეორეს ფული. როდესაც დასავლელი პოლიტიკოსი დაინახავს, რომ შენ საქმეს აკეთებ, რომ ეკონომიკურ, დიპლომატიურ, სამართლებრივ საკითხებში აქტიური ხარ, ის ყველაფერში დაგიდგება გვერდში.

trampi დიმიტრი ხუნდაძე: რადგან ამერიკის ელჩისგან კითხვებზე პასუხები არ იყო გაცემული, ჩვენ გვიწევს პასუხების ძიება და ამ პასუხებში იკითხება ის, რომ შესაძლოა, ის სცენარის ავტორიც კი იყოს




ყოჩაღ რომ მაგ კითხვას სვამ---------------------------------- დიახაც ეგრეა ეგრე...............
ამერიკიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად, ეგ ურევს აქ ყველაფერს, ეგ
დიახ მაგათი ინტერესია საქართველოს ომში ჩაბმა, მაგათი



ისე ამ კითხვებზე პასუხებს რომ ითხოვთ მაინტერესებს, როგორ გგონიათ მაგ ლენჩმა რა უნდა გიპასუხოთ---იმას გვეტყვის რომ მე გტირობთ დედასოოო??
თუ გინდათ რომ გვიპასუხოს----- არა როგორ გეკადრებათ, მე, მაგას როგორ ვიზამდი --- ჩვენ ხომ დიდი მეგობრები ვართ, ეგეთი რამე ან გულში როგორ გაივლეთ, ..ჩვენ მეგობრობას ჩრდილს რატომ აყენებთო?
-----ეგრე გინდათ რომ გვიპასუხოს და კრება მხიარული დარჩეეს?...და სიტუაციიდან გამოძვრეეეს??
კითვები ხომ დასვით?
თუ რამე სათქმელი ჰქონდა ამდენ ხანს ხო გვიპასუხებდა??
ზნაჩიტ ხომ ნათელია რომ თავიააანთ ჩაჯმულ საქმეზე სათქმელი არაფერი აქვთ და იმიტომ არიან ესე გაჩუმებულები?? თქვენც ხომ იცით რომ სინამდვილეში ეგ ქაქი საქართველოში მაგათი მოხარშულია.???!!
უკვე ხო ყველამ გაიგო რომ ამ ჩათლახი იდეის ავტორები სწორედ ეგენი არიან ? ჰოოდა დაუტოვეთ ეს გრეხი მაგათ..... რატომ ცდილობთ რომ ნამუსი ჩამოიწმინდონ--ჩამოწმინდოთ მაგათ? რატომ აძლევთ ამის შანს?/
სახალხოდ ხო გამოჩდა რომ ეგენი ჩვენს ზანგებად და მეცხრე ხარისხოვან კოლონიად გვთვლიან?.........
.... ჰოოდა დაუტოვოთ ეს გრეხი მაგათ, რატო ცდილობთ მაგათ ნამუსის მოწმენდას?/
ეხლა რა გინდა რომ გიპასუხოთ--- არა მე არ მიქნიაოოო და ამ პასუხით ნამუსი მოიწმინდოონ?/--
რატომ აძლევთ მაგის შანსს??
გრძნობდნენ და იცოდნენ რომ მაგათი ჩათლახობები გაშიფრულია და რომ მაგათ ნებისმიერი ქმედებას ჩვენ ეჭვის თვალთ ვუყურებთ....
იქნებ როგორც ჩვენს წინაშე დამნაშავეებს, ჩვენს მიმართ ცოტა უხერხული შეგრძნება, რიდი, ჰქონდეთ ---- ასე არ სჯობაააა?
იქნებ ასე ცოტა მაინც გააანებონ ჩვენს თავში ტყაპუნს თავი----- ნებისმიერ საკითხზე რო გვედირეხხხხხხხტორებიან, ოროსანი ბავშვებივით კუთხეში რომ მიჰგვაყუდებენ და თავში გვიტყაპუნებენ ხოლმე .............
ეხლა ცოტას მაინც დააატორმუზებენ და სუ ეგრე ზანგებივით აღარ მოგვექცევიან მაინც
მოკლედ ეს მაგათი გრეხი ჩვენთვის ძალიან დიდი კოზირია და რატო უნდა გაუშვათ ხელიდან.?/.... იყვნენ ეგრე ჩაჯმულები ჩვენს წინაშე
ეგრე არა სჯობიააა??
(ეგ ლენჩი ამათგან თავის არიდების მიზნით გარე--გარე, რეგიონებში დარბის--ესე იგი რაღამც ამათთან შეხვედრას ერიდება, ააქვს რაღაც უხერხული მომენტები ჩვენს მიმართ---ხოოოდა ქონდეს, კარგია !!)
მოკლედ ჩავიდოთ ეს კოზირი ჯიბეში და და ეხლა ჩვენ ვაშანტაჟოთ ხოლმე ეგენი---ეს კოზირი ცოტა რამეში მაინც წაგვადგება
ხოოდა ნუ-ღა უტრაკებთ....., პასუხი გაგვეცი, პასუხი გაგვეციო .....დაუტოვოთ ეს ქაქი მაგათ................ესე სჯობია!!!!!
2 წლის უკან