„დასავლეთის აზრით, საქართველოსნაირ ქვეყანას არა აქვს უფლება იყოს ტყუპისცალი, ის უნდა იყოს უმცროსი ძმა, ან უმცროსი პარტნიორი“

„დასავლეთის აზრით, საქართველოსნაირ ქვეყანას არა აქვს უფლება იყოს ტყუპისცალი, ის უნდა იყოს უმცროსი ძმა, ან უმცროსი პარტნიორი“

„ოცნებიდან“ წასულების მორიგი ბრალდებები - სამეული ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ომის რიტორიკის გაღვივებაში, მთავრობის რევოლუციური გზით ცვლილებასა და ივანიშვილის შანტაჟში ადანაშაულებს.

დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკის ელჩს ისევ საჯაროდ მიმართეს. საერთო განცხადებაში ისინი დიპლომატს რამდენჯერმე დასმულ შეკითხვებს ახსენებენ.

შეხვდა თუ არა კელი დეგნანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს? - ეს ის მთავარი კითხვაა, რომელზეც დეპუტატების მტკიცებით, პასუხი არ მიუღიათ. წერილში დასმულ 4 ძირითად საკითხზე, კელი დეგნანის პოზიციის გათვალისწინებით, დეპუტატებს კონკრეტული დასკვნები გამოაქვთ.

მორიგი წერილის გავრცელების მიზეზებზე მედიასთან დღეს მისმა ერთ-ერთმა ავტორმა ისაუბრა.

ვისი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და რა საკითხი იყო განხილული? - ამ ინფორმაციის გასაჯაროებას „ოცნებიდან“ წასულები ახლა ივანიშვილს სთხოვენ. დეპუტატები წერილში იმასაც ამბობენ, რომ კულუარულ საუბრებზე მეტი იციან, თუმცა დეტალების თქმისგან თავს იკავებენ.

შინაარსობრივ განხილვაში მმართველი გუნდი არ შედის - იმ მიზეზით, რის გამოც თავის დროზე მათ ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი გაემიჯნენ.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა სამეულმა ამერიკის ელჩს ღია წერილით გასული დღეების განმავლობაშიც არაერთხელ მიმართა. გარკვეულ საკითხებზე ისინი ელჩისგან პასუხებს ამ დრომდე ითხოვენ.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მას არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, ხდებოდა თუ არა ამერიკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა, რათა ქვეყანა ომში ჩართულიყო, თუმცა ის ამ ფაქტს არ გამორიცხავს. არეშიძე ამბობს, რომ ივანიშვილზე არა, მაგრამ აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ მთავრობის წევრს შეთავაზება ჰონდა, რასაც უფრო ვარიანტების მოსინჯვის სახე ჰქონდა, ვიდრე ზეწოლის, ამიტომ მას უჭირს ზუსტად იმაზე საუბარი, რას ამბობს სამეული. ამასთან, არეშიძე მიიჩნევს, რომ ამაზე ღიად არც ივანიშვილმა და არც ამერიკის ელჩმა არ უნდა ისაუბრონ, რადგან ამაზე ლაპარაკი თუ დაიწყო, ორივე მხარეს გაჩერება გაუჭირდება.

„არ ვთვლი, რომ ამაზე საუბარი საჭიროა, თუკი ასეთ შეხვედრას ადგილი ნამდვილად ჰქონდა იმიტომ, რომ არ ვიცი, ამან რა შედეგი უნდა მოიტანოს. საკმარისია ერთმა მხარემ საუბარი დაიწყოს, მეორეც იძულებული გახდება უპასუხოს. ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი თავისთავს ზედმეტის უფლებას აძლევს. ერთი ხელის მოსმით შეუძლია ამერიკის ხელისუფლებას ზოგიერთი უკრაინელი ჩინოვნიკი, რომლებიც საქართველოზე თავდასხმებს ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე აგრძელებენ, გააჩერონ, არახამია იქნება ეს თუ სხვა ვინმე. ასეთ სიტუაციაში გარკვეული ჯენლტმენური შეთანხმება არსებობს ხოლმე, რადგან რაღაცა ვერ მოვილაპარაკეთ, ამიტომ ამის გახმაურება საჭირო არ არის. ის, რომ დღეს უკრაინელი ჩინოვნიკები ამ ყველაფერს საკუთარი ნებით ლაპარაკობენ, ამას პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს. უკრაინული ხელისუფლება დასავლეთზე იმდენად არის დამოკიდებული, მის გარეშე ერთ სიტყვასაც არ იტყვიან“,-ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

კითხვაზე - გამორიცხავს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილზე დასავლეთის ან ამერიკის მხრიდან ზეწოლა გრძელდებოდეს, არეშიძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. მისი თქმით, ეს ზეწოლა გრძელდება და ამისთვის ვხედავთ, რომ სრულიად სხვა ფორმაა შერჩეული. მის საფინანსო სტრუქტურებზე რომ ზეწოლა ხდება და ამით ივანიშვილსგან რაღაცის მიღება უნდა, ეს ძალიან კარგად ჩანს.

„შვეიცარიულმა ბანკმა საკუთარი თავი ძალიან სერიოზული რეპუტაციული დარტყმის ქვეშ დააყენა. ამიტომ ძალიან უნდა უღირდეთ, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ. ეს არის ზეწოლის გარკვეული ფრომა, თუმცა რა შედეგამდე მიიყვანთ, ეს უკვე სხვა საკითხია. როდესაც, ოდესღაც შენი მეგობრის, ან პარტნიორის წინააღმდეგ ასეთ ნაბიჯს დგამ და ეს დაკავშირებულია ფინანსურ საკითხთან და თან გაუგებარია, ამას რატომ აკეთებ, ეს უკვე შენს რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს. შვეიცარიული ბანკი ამას რატომ აკეთებს, ვერ ხსნის. ამიტომ ეს მის რეპუტაციაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. ბანკის ხელმძღვანელობა არ ამბობს, ამას რატომ აკეთებს. საკუთარი თავი აბსოლუტურად იდიოტად გამოჰყავს, დანა ყელში თავად გამოისვეს. მისი კონკურენტები ამ მდგომარეობით და სიტუაციით აუცილებლად ისარგებლებენ. პოლიტიკურ წრეებში ასე ხდება - როცა რაღაცა მტკიცებულებები არ არსებობს, ადამიანის წინააღმდეგ ან ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯებს სხვას ადგმევინებენ - რასაც ახლა შვეიცარიული ბანკი აკეთებს. ამიტომ, ვიდრე ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული არგუმენტები არ აქვთ, მის წინააღმდეგ ჯერ კულუარულად მოქმედებენ და ამას ღიად ვერ ბედავენ. საკმარისია, ქართულ მხარეს დაუმტკიცდეს, რომ რუსეთს სანქციებისთვის გვერდით ავლაში ეხმარება, მაშინ ამას ხმამაღლა იტყვიან. ეხლა არაფერი არგუმენტი არა აქვთ და ივანიშვილის წინააღმდეგ სხვა მეთოდებს იყენებენ“, - ამბობს არეშიძე.

რატომ, ან რაში სჭირდება დასავლეთს ივანიშვილის თავზე სანქციების თემა მუდმივად დამოკლეს მახვილით ჰქონდეს ჩამოკიდებული და ეს კვლავ არის თუ არა საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებული? - არეშიძე ამბობს, რომ დასავლეთს სურს საქართველო ხელისუფლებამ გაატაროს ის პოლიტიკა, რაც მას სურს, ხოლო თუკი ის გადაწყვეტილებას საკუთარი სურვილის მიხედვით იღებს, ამის გამო, მათი მხრიდან, ხელისუფლებაზე ზეწოლას იწყებენ.

„დასავლეთის აზრით, საქართველოსნაირ ქვეყანას არა აქვს უფლება იყოს ტყუპისცალი, ის უნდა იყოს უმცროსი ძმა, ან უმცროსი პარტნიორი. ეს მარტო საქართველოს შემთხვევაში არ ხდება. თუ რუსეთი ამის გაკეთებას ძალისმიერი მეთოდით აკეთებს, დასავლეთი ყოველთვის ცდილობს, რომ ეს უფრო დელიკატურად გააკეთოს. დასავლეთმა ეს პერიოდი უკვე გაიარა, რაც ახალ რუსეთს აქვს. ის ძალისმიერი მეთოდით საკუთარი პოზიციების თავზე მოხვევას აღარ ახორციელებს. უფრო ცდილობს, რომ ეს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით გააკეთოს.

დასავლეთს საქართველოში არ სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მისი ნების შემსრულებელი არ იქნება. ავიღოთ სააკაშვილის მაგალითი, როცა ის 2008 წელს საკუთარი ნებით მოქმედებდა და ის გააკეთა, რაც დასავლეთს არ სურდა, მას ეს დღემდე არ აპატიეს. იმიტომაც მისი ფიგურა აღარ ანაღვლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ის ციხეში იმყოფება, მის სასარგებლოდ დასავლეთი ერთ სიტყვასაც არ ამბობს იმიტომ, რომ მისი ფიგურა საინტერესო აღარ არის. ესაა დასავლეთის დამოკიდებულება, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლების მიმართ იყენებენ. ამ დაპირისპირების მთელი ისტორიაც ამაში მდგომარეობს. ჩვენს ხელისუფლებას არ პატიობენ იმას, რომ მან გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საკუთარი პოლიტიკა აწარმოა“, - ამბობს არეშიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ დასავლეთის ან ამერიკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე რაიმე სახის ზეწოლაზე ინფორმაცია არა აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სხვებს ჰქონდეთ. ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამის შესახებ მხოლოდ კონკრეტული ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ - უკრაინაში რაც ომი დაიწყო, ივანიშვილის გარშემო მოვლენები საეჭვოდ განვითარდა და, ამიტომ ეს ფაქტები გარკვეული მსჯელობის საშუალებას იძლევა.

„ივანიშვილის წინააღმდეგ ადრე ასეთი რაღაცები თუ არ ხდებოდა, ისმის კითხვა - უკრაინის ომის შემდეგ მასზე ასეთი ზეწოლა რატომ დაიწყო? შვეიცარიულმა ბანკმა მისი თანხის გადმორიცხვის შეყოვნება, პირდაპირ გეოპოლიტიკურ და უკრაინის მოვლენებს დაუკავშირა. ამას უკვე მერე რეზოლუციაში ივანიშვილისთვის სანქციების დადების მოთხოვნა მოჰყვა. არადა რეზოლუცია სრულიად სხვა თემაზე იყო. საქართველოში მედიის თავისუფლებას ეხებოდა და იქ რა შუაში იყო ივანიშვილი ძალიან გაუგებარია.

ასეთი ირიბი მონაცემები გარკვეული ეჭვის საბაბს იძლევა. რაც შეეხება ამ სამეულის წერილს, მივიჩნევ, რომ თუ მათ რაიმე ღირებული ონფორმაცია აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, ელჩისთვის წერილების წერის მაგივრად, სჯობდა ეს ინფორმაცია გაეხმაურებინათ. ძალაუნებურად ოპოზიციას იმის თქმის საშუალებას აძლევენ, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ კამპანიაში დაადანაშაულონ. მართალია, ეს სამეული პარტიიდან წამოვიდა, მაგრამ აცხადებს, რომ „ოცნებასთან“ იდეოლოგიური დაპირისპირება არ აქვთ. უბრალოდ, უნდათ, რომ მეტი სიმართლე თქვან. მაშინ მე ვურჩევ მათ, რომ თქვან ეს სიმართლე, რასაც ხელისუფლება ვერ ამბობს“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ივანიშვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მის გარშემო უკანონობა და დაუშვებელი პროცესები მიმდინარეობს, თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო და ივანიშვილის კუთვნილი თანხების უმიზეზოდ გაყინვა ხდება. ამიტომ, თუ ივანიშვილი საჭიროდ მიიჩნევს, ადვოკატმა თქვა, რომ ის ამაზე საუბარს ღიად დაიწყებს.

„ივანიშვილი ძალიან ფრთხილი და პრაგმატული ადამიანია. ის როცა ჩათვლის, რომ ამაზე სასაუბროდ სიტუაცია მომწიფდა, ღიად ამაზე საუბარს მაშინ დაიწყებს. ის საკმაოდ პრაგმატული ადამიანია, ამიტომ ნაბიჯებს მაშინ გადადგამს, როცა საჭიროდ ჩათვლის, რომ ეს რაღაც შედეგის მომტანია. შესაბამისად დადგება ის დრო, როცა ის განცხადებას გააკეთებს. რაც შეეხება იმას, სურს თუ არა დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ - დიახ. თუმცა რა გზით, საკითხავი ეს არის. ჩვენ ვნახეთ, რომ პირველი მცდელობა „ოცნების“ ხელისუფლების ჩანაცვლება ტექნიკური მთავრობით მომხდარიყო, ჩაიშალა. დასავლეთს არ უთქვია, რომ ამას მხარს ვუჭერთო, მაგრამ არც ის უთქვამთ მკაფიოდ, რომ არ ვუჭერთო. სიტუაციას უყურებენ და პროცესები როგორც წარიმართება, განცხადებებს იმის მიხედვით აკეთებენ. როცა სამ ივლისს ნახეს, რომ პროცესები ჩაფლავდა, მერე საუბარი სხვანაირად დაიწყეს. თუმცა ახლა მგონია, რომ ისევ ახალ წრეზე მიდიან“, - ამბობს ანჯაფარიძე.

 

 

trampi ეიიიიიიიიიიიიი....................................მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო................
..............................კოლონია კოლონია .............................კიდევ თავს იტყუეებთ???
თუ ამის თქმა გრცხვენიათ??...არადა ეგრე რო ვართ ................................................ და რუსები სანატრელი გაგვიხადეს
2 წლის უკან
ჯარჯი ჰოდა, ვისაც უნდა რომ "უმცროსი" ძმა ვიყოთ, იმათ უფროსობას ვუსურვებ რუსულ კინჟალებს და სარმატებს
2 წლის უკან
trampi დიმიტრი ხუნდაძე: რადგან ამერიკის ელჩისგან კითხვებზე პასუხები არ იყო გაცემული, ჩვენ გვიწევს პასუხების ძიება და ამ პასუხებში იკითხება ის, რომ შესაძლოა, ის სცენარის ავტორიც კი იყოს




ყოჩაღ რომ მაგ კითხვას სვამ---------------------------------- დიახაც ეგრეა ეგრე...............
ამერიკიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად, ეგ ურევს აქ ყველაფერს, ეგ
დიახ მაგათი ინტერესია საქართველოს ომში ჩაბმა, მაგათი



ისე ამ კითხვებზე პასუხებს რომ ითხოვთ მაინტერესებს, როგორ გგონიათ მაგ ლენჩმა რა უნდა გიპასუხოთ---იმას გვეტყვის რომ მე გტირობთ დედასოოო??
თუ გინდათ რომ გვიპასუხოს----- არა როგორ გეკადრებათ, მე, მაგას როგორ ვიზამდი --- ჩვენ ხომ დიდი მეგობრები ვართ, ეგეთი რამე ან გულში როგორ გაივლეთ, ..ჩვენ მეგობრობას ჩრდილს რატომ აყენებთო?
-----ეგრე გინდათ რომ გვიპასუხოს და კრება მხიარული დარჩეეს?...და სიტუაციიდან გამოძვრეეეს??
კითვები ხომ დასვით?
თუ რამე სათქმელი ჰქონდა ამდენ ხანს ხო გვიპასუხებდა??
ზნაჩიტ ხომ ნათელია რომ თავიააანთ ჩაჯმულ საქმეზე სათქმელი არაფერი აქვთ და იმიტომ არიან ესე გაჩუმებულები?? თქვენც ხომ იცით რომ სინამდვილეში ეგ ქაქი საქართველოში მაგათი მოხარშულია.???!!
უკვე ხო ყველამ გაიგო რომ ამ ჩათლახი იდეის ავტორები სწორედ ეგენი არიან ? ჰოოდა დაუტოვეთ ეს გრეხი მაგათ..... რატომ ცდილობთ რომ ნამუსი ჩამოიწმინდონ--ჩამოწმინდოთ მაგათ? რატომ აძლევთ ამის შანს?/
სახალხოდ ხო გამოჩდა რომ ეგენი ჩვენს ზანგებად და მეცხრე ხარისხოვან კოლონიად გვთვლიან?.........
.... ჰოოდა დაუტოვოთ ეს გრეხი მაგათ, რატო ცდილობთ მაგათ ნამუსის მოწმენდას?/
ეხლა რა გინდა რომ გიპასუხოთ--- არა მე არ მიქნიაოოო და ამ პასუხით ნამუსი მოიწმინდოონ?/--
რატომ აძლევთ მაგის შანსს??
გრძნობდნენ და იცოდნენ რომ მაგათი ჩათლახობები გაშიფრულია და რომ მაგათ ნებისმიერი ქმედებას ჩვენ ეჭვის თვალთ ვუყურებთ....
იქნებ როგორც ჩვენს წინაშე დამნაშავეებს, ჩვენს მიმართ ცოტა უხერხული შეგრძნება, რიდი, ჰქონდეთ ---- ასე არ სჯობაააა?
იქნებ ასე ცოტა მაინც გააანებონ ჩვენს თავში ტყაპუნს თავი----- ნებისმიერ საკითხზე რო გვედირეხხხხხხხტორებიან, ოროსანი ბავშვებივით კუთხეში რომ მიჰგვაყუდებენ და თავში გვიტყაპუნებენ ხოლმე .............
ეხლა ცოტას მაინც დააატორმუზებენ და სუ ეგრე ზანგებივით აღარ მოგვექცევიან მაინც
მოკლედ ეს მაგათი გრეხი ჩვენთვის ძალიან დიდი კოზირია და რატო უნდა გაუშვათ ხელიდან.?/.... იყვნენ ეგრე ჩაჯმულები ჩვენს წინაშე
ეგრე არა სჯობიააა??
(ეგ ლენჩი ამათგან თავის არიდების მიზნით გარე--გარე, რეგიონებში დარბის--ესე იგი რაღამც ამათთან შეხვედრას ერიდება, ააქვს რაღაც უხერხული მომენტები ჩვენს მიმართ---ხოოოდა ქონდეს, კარგია !!)
მოკლედ ჩავიდოთ ეს კოზირი ჯიბეში და და ეხლა ჩვენ ვაშანტაჟოთ ხოლმე ეგენი---ეს კოზირი ცოტა რამეში მაინც წაგვადგება
ხოოდა ნუ-ღა უტრაკებთ....., პასუხი გაგვეცი, პასუხი გაგვეციო .....დაუტოვოთ ეს ქაქი მაგათ................ესე სჯობია!!!!!
2 წლის უკან