„რომელი საერთაშორისო დოკუმენტი განსაზღვრავს, რომ ვიღაც ამერიკელს კაბინეტი ჰქონდეს სასამართლოში და მოსამართლეებისგან ანგარიშებს ითხოვდეს?!“

„რომელი საერთაშორისო დოკუმენტი განსაზღვრავს, რომ ვიღაც ამერიკელს კაბინეტი ჰქონდეს სასამართლოში და მოსამართლეებისგან ანგარიშებს ითხოვდეს?!“

„ვერანაირ ევროკავშირში საქართველო ვერ გაწევრიანდება. მცდარია იმაზე ოცნება, რომ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონს - სამხრეთ კავკასიას, რომელსაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე შუა აზიას, ვინმე გააკონტროლებინებს ევროკავშირს. ევროკავშირი საერთოდ არ წარმოადგენს რეგიონალურ მოთამაშესაც კი. ეს პოლიტიკური ჯუჯა დღეს დგას ეკონომიკური კრახის წინაშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

უცხოელ დიპლომატებთან ბოლო დროის დაძაბული ურთიერთობის გამო შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება შეიძლება აიძულონ, ხელისუფლება გადააბაროს, ამიტომაც მმართველი გუნდი დასავლეთს წინასწარ აფრთხილებს, ზედმეტად არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. მეორე მხრივ, საქართველოში ფიქრობენ, რომ დასავლეთის მხრიდან ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა უპრეცედენტოდ მაღალია, რასაც ისინი სხვა ქვეყნებში არ იკადრებდნენ. რამდენად საფუძვლიანია როგორც ევროკავშირის ყოფილი ელჩის, ისე ამერიკის ელჩის მისამართით გამოთქმული კრიტიკა და რას მოგვიტანს „მგლის ბილეთით“ ელჩების გაშვება საქართველოდან?

- მე რომ გიპასუხოთ ამ თემაზე, ემოციები, სიმპათიები, იდეოლოგიზირებული მოსაზრებები გვერდზე უნდა გადავდო და პირდაპირ მოგახსენოთ სათქმელი. როგორ უნდა იქცეოდეს უცხო ქვეყნის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც ის მივლენილია, ამას საერთაშორისო მიწერილობები განსაზღვრავს. როგორი უნდა იყოს მიმღები ქვეყნის დამოკიდებულება ოფიციალურად სხვა ქვეყნის ელჩისადმი, ამასაც საერთაშორისო მიწერილობა განსაზღვრავს. როგორც კი ელჩები გადიან ამ ფუნქციიდან, ან არღვევს მიმღები ქვეყანა ელჩებისადმი დამოკიდებულებას, ეს უკვე ყვირის. საქართველოში კი ყვირის ელჩების საქციელი, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩების საქციელი. თითქმის მესამე ათეული წელია, ისინი უდიდესი გავლენის ქვეშ არიან, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ თუ ოდნავ მაინც პროტესტი განაცხადა, ისინი გადიან თამაშის წესებიდან, რომელიც ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ დამკვიდრებული პრაქტიკაა. როცა სახელმწიფოს ხერხემალში გადატეხავ და ისე მოხვალ ხელისუფლებაში, მერე გასაგებია, რომ მფარველები გჭირდება. დასავლურმა ე.წ. ვითომ ორიენტაციამ, რუსეთის ჯიბრზე დაფინანსებამ თავისი გააკეთა და უკვე 27 წელია, წარმოიქმნა ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ ამ ორიენტაციაზე, ფულს იღებენ ამაში, ოღონდ კი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ, დასავლეთიც ამ ხალხს უხვად აფინანსებს, იმაშიც ვერ გარკვეულა დასავლეთი, რა კულტურასთან აქვს საქმე. ამიტომ, წესით, ნებისმიერი ელჩის მიერ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლა, რომელიც ელჩის ქცევებს განაპირობებს, უნდა იწვევდეს იმას, რომ ხელისუფლება პერსონა ნონ გრატად უნდა აცხადებდეს ელჩს.

ასეთ შემთხვევაში, ანტიდასავლურ ისტერიაში დაადანაშაულებენ ხელისუფლებას.

 - ეს სულაც არ ნიშნავს იმ ქვეყნისადმი მტრულ ან არამეგობრულ დამოკიდებულებას. უბრალოდ, ელჩებიც ადამიანები არიან და არ არის გამორიცხული, მათაც დაუშვან შეცდომები. საქართველოში ამერიკის ელჩის და ევროკავშირის ელჩის საქციელი დიპლომატიის სფეროში არ ჯდება. ბუნებრივია, ამაზე პროტესტი აქვს ხელისუფლებას, რომელმაც ეს პროტესტი სუსტ ფორმაში გამოხატა, მაგრამ ხალხი ამას დიდი ხანია ხედავს და საქართველოში მოღვაწე ელჩების მიმართ ნეგატიური განწყობა გროვდება. რაც შეეხება 2024 წელს, დიახ, ეს ძიძგილაობაა, როცა ორ მხარეს ერთმანეთის გარეშე არ შეუძლია და ერთმანეთს ასულდგმულებს, ანუ ხელისუფლება ასულდგმულებს და მან ფეხზე დააყენა „ნაცმოძრაობა“, ყველა წილი დაუტოვა ბიზნესში „ნაციონალებს“. თავის მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კარგად იცის თავისი თამაში, „ოცნების“ გარეშე მისი მომავალი არ არსებობს, აქ თუ წესიერი და საღი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, ორივე პოლიტიკურად მკვდარი იქნება. ამიტომ ახლა რაც ხდება, ე.წ. კონფრონტაცია და დაპირისპირება, ეს არის წილების გადანაწილება, ანუ რესურსებზე წვდომის პროპორციების შეცვლა. „ოცნება“ თამაშობს იმაზე, რა ცუდი იყო წინა ხელისუფლება და რამდენად კარგია „ოცნება“ მათთან შედარებით. თუმცა ათი წლისთავზე ეს აღარ მუშაობს, „ოცნებაც“ გრძნობს, მაინცდამაინც გარანტირებული არ აქვს ყველაფერი.

ზოგადად, ცნობილია, რომ დასავლეთს არ მოსწონს, როცა ჩვენისთანა დამოკიდებულ ქვეყნებში ერთი რომელიმე ხელისუფლება ორ ვადაზე მეტხანს ინარჩუნებს პოზიციას. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეძლო, ამიტომ დასავლეთი დაინტერესებულია ამ ხელისუფლების ჩანაცვლებით?

- რთული სიტუაციაა, იმ ევროპარლამენტარებს, ამერიკის ელჩს, ევროკავშირის ელჩს უნდათ თავიანთი ჯიბის ხელისუფლება საქართველოში. დიდი დამოუკიდებელი არც დღევანდელი ხელისუფლებაა, მაგრამ დასავლეთს სჭირდება შემსრულებელი ხელისუფლება, რომელიც დაახლოებით ისე იმოქმედებს, როგორც ცნობილი ბოლშევიკური ლექსია, „მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას“.

დასავლეთს ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ჩანაცვლების მწირი არჩევანი აქვს - ისევ „ნაცები“ და „ქართული ოცნება“, სხვა არ არსებობს.

- ეს უკვე ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაცაა, შუა უნდა გავკრიფოო. ასე სახელმწიფო არ იგება, სახელმწიფო კონსტრუქციაზე იგება და პოლიტიკა ბალანსებზე იგება. სულ შენ ხომ არ იქნები ხელისუფლებაში? შენსა და „ნაცმოძრაობის“ მეტი არავინაა ამ ქვეყანაზე? როცა შენ არ იქნები, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? პასუხი გასაგებია - „ნაციონალური მოძრაობა“.

დასავლეთი ვერც გახარიაზე დადებს ფსონს?

- არ ვიცი, გახარია რომელი პოლიტიკოსია? ან რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს იმ კაცს, რომელიც უზარმაზარ თანამდებობაზე მოიყვანეს, დასვეს და ყველგან, სადაც კი იყო, საქმე გააფუჭა. სიმართლე რომ გითხრათ, ხელისუფლება რომ თავის სიმაღლეზე იყოს და რაიმე მაკონტროლებელი ორგანო არსებობდეს, ყველა მაღალჩინოსანი დღეს ციხეში უნდა იჯდეს.

მაგრამ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა უკვე ხელი დაადო ივანიშვილს, თითქოს ივანიშვილი მოითხოვდა მისგან დავალებების შესრულებას, რასაც ის თეთრი ხელთათმანებით ვერ გააკეთებდა. ასე რომ, ყველა მაღალჩინოსანი რომ დაეჭირათ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უამრავი სამიზნე გაჩნდებოდა.

- გოგაშვილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ კატასტროფული საკადრო პოლიტიკის შედეგი და სხვა შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს ამას. რაც უფრო კრიზისში შევა „ოცნება“, გოგაშვილები კიდევ მრავლად გაჩნდებიან. რაც შეეხება გოგაშვილის გულწრფელობას, მე რომ ვიყო ლიტერატორი და თავის დროზე ლექსები დამეწერა, შეიძლება რაღაცაში დამეჯერებინა ამ ნათქვამისთვის, მაგრამ ჩემნაირი წარსულის კაცს არ შეიძლება რაღაცები ეგონოს, რადგან ეს უბედურებები თვითონ შიგნიდან ვიცი.

ისევ ელჩებზე მინდა გკითხოთ, ევროკავშირის ეს ელჩი რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა ევროკავშირში გავწევრიანებულიყავით? მართლაც შეაფერხეს მათ ეს პროცესი?

- რეალური პოლიტიკა სხვა რამეა. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა პრობლემა გეოპოლიტიკის არცოდნაში. ამან მოგვტეხა კისერი და ას წელიწადში დაგვაკარგინა ქვეყნის ტერიტორიის 55%. დეგნანი და კარლ ჰარცელი არაფერ შუაშია, ეგენი არ იქნებოდნენ, სხვები იქნებოდნენ. საქართველო სამხრეთ კავკასიის ნაწილია და სამხრეთ კავკასია შუა აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან ერთად მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრშია მოქცეული უახლოესი 30-40 წლის განმავლობაში. აქ მოხდება ყველა დაპირისპირება მთავარ მოთამაშეებს შორის. ევროკავშირი საერთოდ არ წარმოადგენს რეგიონალურ მოთამაშესაც კი. ეს პოლიტიკური ჯუჯა დღეს დგას ეკონომიკური კრახის წინაშე და ესეც განაპირობებს დაპირისპირებას, ანუ ევროპისთვის ბრძოლას - შეერთებულ შტატებს, უფრო სწორად, ანგლოსაქსურ ელიტასა და რუსეთის სახელმწიფოს შორის. ამიტომ აწვდიან რუსები ყველაფერს ევროკავშირს, რომ მისი განადგურება არ სურთ, ევროპა სასიცოცხლოდ სჭირდება რუსეთს ისევე, როგორც ევროპას სჭირდება რუსეთი. უბრალოდ, აქ მესამე ძალას ევრაზიის კონტინენტზე ადგილი აღარ დარჩება, თუკი მშვიდობიანი თანაარსებობა იქნება. ამიტომ რთული გეოპოლიტიკური პროცესია, ვერანაირ ევროკავშირში საქართველო ვერ გაწევრიანდება, ეს შეუძლებელია, მე ვერ გეტყვით, ევროკავშირი გამოვა თუ არა ამ პრობლემებიდან და რით დასრულდება დაპირისპირება მთავარ მოთამაშეებს შორის. იგივეა კავკასიაშიც. ამიტომ მცდარია იმაზე ოცნება, რომ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონს - სამხრეთ კავკასიას, რომელსაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე შუა აზიას, ვინმე გააკონტროლებინებს ევროკავშირს. რაც შეეხება კონკრეტულად ევროკავშირის და ამერიკის ელჩებს, მითხარით ერთი, რომელი საერთაშორისო დოკუმენტი განსაზღვრავს იმას, რომ ვიღაც ამერიკელს კაბინეტი ჰქონდეს სასამართლოში და მოსამართლეებისგან ანგარიშებს ითხოვდეს? ვის რაში სჭირდება ამნაირი რეფორმა? ევროკავშირი და შეერთებული შტატები რომ აქტიურობდნენ ამ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მიამიტებს ეგონათ, არიქა, კორუმპირებულ სასამართლოს გვირეგულირებენო, სინამდვილეში, არავინ არაფერს არ გვირეგულირებდა, ისინი კონტროლს ახორციელებდნენ სასამართლო სისტემაზე. საბოლოო ჯამში, მათ წააგეს.

 

 

Aburjga Tasmanieli ამერიკელი ვიღაცაა, რას ჩივა აი კაცი?! ამერიკისთანა დასფასებელი ქვეყანა სადაა?! რაა მერე ერთი მოძღუნკლული კაბინეტი თუ აქვს საქართველოს სასამართლოში ამერიკას, რა უჭირს მერე?! ამერიკა ხომ დემოკრატიის მექაა? მარტო ის რად ღირს რომ მე-20 საუკუნეში ისეთი დემოკრატიული ინოვაციები შემოგვტავაზეს როგორიც იყო კუკლუს კლანი, მაკარტიზმი, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, 2 ატომური ბომბი იაპონიას, ვიეტნამის ცაში მილიონობით ტონა შხამქიმიკატების გაფრქვევა, ჩილეში სალვადორ ალიემდეს დამხობა და მოკვლა, რუმინეთში ცოლ ქმარი ჩაუშესკუს კედელთან მიყენება და ლინჩის წესით დახვრეტა.... რა ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო?! თქვენ კიდევ კაბინეტიო?! ვახ კაცო, ცოტა ადეკვატურად იაზროვნეთ!!! ))))))))))))))
2 წლის უკან
trampi ეხლა საქართველოში არის დიდი გარდამტეხი ბრძოლა ..........(და ისტორიაში უკვე მერამდენედ?)
ან ამერიკელები გადავტეხენ წელში და საქართველო საერთოდ აღარ იქნება ....
ან ეგენი აახვევენ საქართველოდან..............მაგრამ უმტკივნეულოდ მაინც არ წავლენ აქედან ...
მოკლედ აუცილებლად ეროვნული მოძრაობაა დასაწყები, რომ მსოფლიო მიხვდეს და დაინახოს ..... რომ საქართველომ დამოუკიდებლობისთვის იბრძოლა და არა პატრონის შესაცვლელად
და როცა ერი ერთიანია, მას კაციშვილიც ვერ მოერევა ...... დაჟე ვერც ბომბებით
2 წლის უკან
petrekupry ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ევროკავშირმა. აყვა ნაცმოძრაობის ნარატივებს, ზოგ მოსყიდულ ესტონელ და ლატვიელ დეპუტატს და პრაქტიკულად დათმო ის კოზირი, რასაც საქართველო ჰქვია, კანდიდატობის სტატუსით შეიძლებოდა სომხეთის ჩაჭერა, რუსეთის კედელთან მიყენება და მერე აზიის პერსპექტივებიც იშლებოდა ჰორიზონტზე. მაგრამ ფულმა თავისი წილი ჯოჯოხეთი გაანათა .... ვფიქრობ, საქართველო კარგა ხნით დაიკარგა ევროკავშირისათვის, მათი უგუნური პოლიტიკით. ბევრჯერ ინანებს ამ აქტს ევროპა. წევრობას ხომ არ ითხოვდნენ? თურქეთი კანდიდატია უკვე 23 წელია, არავის არ აქვს ილუზია, რომ საქართველოს მიირებენ ევროკავშირში და თურქეთს დატოვებენ. თურქეთს ევროკავშირში არ მიიღებენ, თუნდაც რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით. ასე რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი კარგა ხნით დაიხურა, თუმცა, კანდიდატის სტატუსს შეეძლო აქ სიტუაცია დაეწყნარებინა, მინიმუმ არჩევნებამდე ....
2 წლის უკან
trampi ამერიკას ის კაბინეტი მარტო სასამართლოში კი არ ქონდა, არამედ მიშასგან დაწყებული ყველგან ჰქონდა...... შინაგან საქმეთა სამინისტროში...აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ..............................ყველგან ჰქონდათ
მიტინგების დარბევასაც, როგორც 26 მაისის მერე მიშამ წამოაძახა მაგათ, ყოველთვის ეგენი ხელმძღვანელობდნენ...
ციხეებში ხალხის გაუბედურების მეთოდებსაც ეგენი ასწავლიდნენ...განათლების სამინისტროშიც მაგათი წარმომადგენელი გვინგრევდა განათლების სისტემას თანაც მიზანმიმართულად
მოკლედ ყველგან და ყველაფერში ეგენი ,,გვარეფორმირებდნენ,, და აკონტროლებდნენ საქართველოს, წლების მანძილზე, მიშადან დაწყებული......
და ეხლა იქამდე განაგლდნენ რომ პირდაპირ ყელში წაგვიჭირეს ხელი....
ისე ეხლა ამერიკელებს უშუალოდ ბიძოსთვის რომ არ გაეტრაკებინათ, ეს ჩვენი ხელისუფლება ისევ მორჩილად დაყვებოდა იმათ მოთხოვნებს...
ესენი მხოლოდ ეხლა-ღა მიხვდნენ რომ ყველაფერზე თავის ქნევამ ტუპიკში შეიყვანა საქართველო..
არადა ოდნავ განათლებულმა ადამიანმა თავიდანვე იცოდა და ხვდებოდა ამერიკის ,,საგმირო საქმეებს,, საქართველოში....თავიდანვე ნათელი გახდა მათი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ....................გლდანში ეკლესიის დემონსტარციულად დანგრევა მაგათი დირეხხხხხხხტორობით მოხდა
და ასე იყო ყველაფერში
დაჟე ერთი ორჯერ ამ საიტსაც კი გაუტრაკეს და დაგვიხურეს კიდეც ..
მოკლედ ასეა .....შუბი ხალათში არ დაიმალებოდა და არც კიდევ ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი დარჩებოდა დიდხანს შეუმჩნეველი...
და ეხლა უკვე მთელმა საქართველომ მართლა დაინახა მაგათი ნამდვილი სახე.......................................მასკა ჩამოუვარდათ
2 წლის უკან