უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი.
კიდევ ერთი განკარგულებით გენერალურ პროკურორად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი სიმონენკო დანიშნა.
უკრაინელი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გამოეხმაურა ივანო-ფრანკოვსკის მერის, რუსლან მარცინკოვის ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს. ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, ფრთხილად იყვნენ საინფორმაციო სფეროში და არ დაიჯერონ რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ცნობები.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ასახელებს იმ სამ მიზეზს, რის გამოც უკრაინაში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა.
„უკრაინაში ნელ-ნელა იწყება ის პროცესი, რომელსაც ამერიკაში თავის დროზე დაარქვეს „ნადირობა ალქაჯებზე“. შთაბეჭდილება იქმნება, რომ განტევების ვაცები იპოვონ. მეორე - აშშ-ს კონგრესმენ ვიქტორია სპაცმის მიერ წამოწყებული საგამოძიებო მცდელობაა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებში დაადანაშაულოს. მესამე მიზეზი ბორის ჯონსონის გადადგომას ეხება. სიუპრიზი არავისთვის არის, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში დიდ ბრიტანეთს პრეზიდენტ ზელენსკიზე, მის ადმინისტრაციაზე და მათ შორის ძალოვან სტრუქტურებზეც კი დიდი ზეგავლენა ჰქონდა. გამორიცხული არ არის, ბორის ჯონსონის გადადგომასთან ერთად, ბრიტანეთის ეს ზეგავლენა შესუსტდა და გამოთავისუფლებული პოზიციებმა აშშ-ს ადმინისტრაციის მხრებზე გადაინაცვლა. დღეს, უკვე შესაძლოა, ამერიკა კარნახობს ვოლოდიმერ ზელენსკის თამაშის წესებს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დავით არახამია გათავისუფლებულთა სიაში ვერ მოხვდება, თუმცა, შესაძლოა, უკრაინაში ის მორიგი მიხეილ სააკაშვილად მოგვევლინოს. ასევე ქართველიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ სიაში ადეიშვილი მოჰყვეს.
„ნაკლებად მჯერა, რომ ამ სიაში დავით არახამია მოხვდეს. როგორც ჩანს, არახამიაზე უკრაინაში სულ სხვა ფსონია დადებული. ასევე მექმნება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება არახამიათი უნდოდეთ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ვეღარანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს, მასზე ხელი დასავლელმა პარტნიორებმაც ჩაიქნიეს. ყოველ შემთხვევაში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არახამია მზადდება რაღაცა უფრო სხვა მისიისთვის. რაც შეეხება ზურა ადეიშვილს, უკრაინიდან ინფორმაცია მოდის, ჯერჯერობით, კულუარული, ირინა ვენედიქტოვასთან ერთად, მასაც რეპრესიები შეეხოს“, - განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.
ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი უკრაინაში საკადრო ცვლილებებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
„ზელენსკის მხრიდან მაღალჩინოსნების გათავისუფლება ორი რამით იხსნება. პირველი - თავის მოვალეობას ბოლომდე ვერ ასრულებდნენ. მეორე - აღნიშნულ სამსახურებში გარკვეული რუსული გავლენები დაფიქსირდა. ყველაფერი დახურულ სიტუაციაში ხორციელდება და ნამდვილ მიზეზს ვერ გავიგებთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ჰოჯესმა აღნიშნა, რომ მას სჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა აქ უზარმაზარი ფაქტორი ერთიანობაა.
"ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ომში. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ამერიკის ჯარი უნდა გავგზავნოთ, თუმცა სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენს ლოჯისტიკის სპეციალისტებს, რომლებიც უკრაინას მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის განაწილებაში დაეხმარებოდნენ. ვიცი, ეს არ მოხდება, მაგრამ მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. უნდა მივაწოდოთ მათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მივცეთ მეტი ჰაიმარსები და ანტისაზღვაო შეიარაღება, უფრო შორი რადიუსის რაკეტები და საიერიშო შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ იმ აეროდრომების დაბომბვა, საიდანაც რუსული თვითმფრინავები დაფრინავს. ასევე, კარგი იქნება შავი ზღვის ფლოტის მეთაურს უკიდურესად არაკომფორტული სიტუაცია შევუქმნათ სევასტოპოლში დაკავებულ უკანონო ბაზაზე. ეს არის ის, რის გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე სხვა ადგილებში, რასაც ჩვენ ჰორიზონტალურ ესკალაციას ვუწოდებთ. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მათ გაურთულდეს საქმის სხვაგან კეთება, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო მეთოდებით. მათ შორის ის, რომ ირანული დრონები, იქ ვერასდროს ჩავიდეს. მაგალითად, ბაზა ტარტუსში ჩემთვის ზეწოლის წერტილების სიაში პირველია. იქ შეიძლება გემებზე კარანტინი ან სხვა სახის მოქმედებები იმისთვის, რომ რუსებმა ეს ბაზა ვერ გამოიყენონ.
ამასთან, თუ მათ აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. ამავდროულად, მოგეხსენებათ, უკრაინაში გასაგზავნად ჯარები მათ ფინეთთან საზღვრიდანაც გაიყვანეს. ასევე კარგი დროა ჩავატაროთ კიდევ ერთი დიდი ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთში რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და არ მივცეთ უკრაინაზე კონცენტრირების საშუალება.
გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. "რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს - საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?" - ბენ ჰოჯესი
აი ამნაირი ჩათლხებისგან მოდის საქართველოს ომში ჩართვის იდეები
თან სათქმელსაც პირდაპირ გვეუბნება.............. თუ არა ეომებით გაააბრაზეთ მაინც პუტინიო
თან ამბობს------------ რა თქმა უნდა ჩვენ ამ ომში არ ჩავერთვებითო..........თქვენ იომეთო, რუსეთს მაინც უკვე არაფრის ტრაკი აღარ ააქვს, ვერ მოგერევათო....
ბიჯოოოოო....................
მაშ ეს ჩათლახი არააა?...... მთელ დასავლეთს პუტინი ოპტომ ტირობს დედას და ეს კიდევ პუტინს არაფრის ტრაკი აღარ ააქვს, მიდით გაუტრაკეთო
ძაღლი ისე არ მოკვდება კატამ ყურში ჩააკუოსო.....ჩვენ რუსეთისთვი ერთი გაზმორება ვართ, განა უკრაინასავით 48 მილიონი ვართ
არა რააა................ ჩათლახი ჩათლახია!!!!
რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს - საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის? - არ ვამბობ, რომ დროა, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს
ვააა ესენი ვერ არიან კარგად......რუსეთის სახე კარგა ხანია ვიცით როგორიცაა..... კარგა ხანი.
...ეხლა სინამდვილეში თქვენი ჩათლახი სახე გამოჩნდა ვინცა ხართ და როგორებიცა ხართ
თან ჩვენი დახოცვის ხარჯზე უნდა გაიგოოთ რუსეთი ვინცაააა??
...ჩვენი დახოცვის გარეშე დღემდე არ იციით რუსეთი ვინცააა???..
...მაშინ ჩლუნგები ყოფილხართ