„სავარაუდოა, რომ ზოგიერთი ქვეყნები, რომლებიც საკუთარ გავლენას უზრუნველყოფდნენ საქართველოში, იფარავდნენ გოგაშვილს“

„სავარაუდოა, რომ ზოგიერთი ქვეყნები, რომლებიც საკუთარ გავლენას უზრუნველყოფდნენ საქართველოში, იფარავდნენ გოგაშვილს“

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სოსო გოგაშვილს შეხვდა. დაკავებულთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, მოწმის სახით გამოკითხვა. დანიშნულია მის მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტის წინაშე პირადად არის წარმდგარი. გამომძიებელთან ერთად პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა დაკავებულის ადვოკატიც. რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ გოგაშვილმა გამომძიებლებს მიაწოდა ინფორმაცია დაკავების შესახებ და განუცხადა, რომ მას იარაღი და ინფორმაციის მატარებელი მეხსიერების ბარათი ჩაუდეს.

„ინფორმაციის მიწოდება მოხდა დაზიანებებთან დაკავშირებით, დაკავებასთან დაკავშირებით, იარაღის ჩადებებთან დაკავშირებით და ასევე, ე.წ. ფლეშკებისა და სხვა ელექტრომატარებლების ჩადებასთან დაკავშირებით მის საცხოვრებელ სახლში. ღამბაშიძე დაასახელა იოსებ გოგაშვილმა, სწორედ ეს ერთ-ერთი პიროვნება გახლავთ, სოსო გოგაშვილის გადმოცემით, რომელმაც ხელებზე გაუსვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელი იარაღების ჩადება და ამოღებაც შემდეგ განხორციელდა სოსო გოგაშვილის სახლში“, - აცხადებს რამაზ ჩინჩალაძე.

სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შესაძლოა დაემატოს კიდევ ერთი მუხლი - ქონების წარმომავლობა. ირკვევა, რომ სუს-ის მაღალჩინოსანის გამდიდრება არა მხოლოდ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება, არამედ მას შემდეგაც გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით გოგაშვილი სუს-დან გამოტანილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ვაჭრობდა, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციით, რომელიც გოგაშვილის წყალობით სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენიანი წევრების ხელში აღმოჩნდა.

ანალიტიკოს  დავით ქართველიშვილის განცხადებით, შარშან, ოქტომბრის შუა რიცხვებში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გოგაშვილის ახლო მეგობარი, ოპოზიციური პარტიის ცნობადი სახე, ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში გაემგზავრა. მასთან ერთად გაემგზავრა გოგაშვილის ოჯახის წევრი, სადაც შედგა შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან და იმ ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაახლოებულ პირებთან. გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში, ქართველიშვილი მზად არის აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით მიაწოდოს ინფორმაცია.

„ვინაიდან სოსო გოგაშვილთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ყურადღება დიდია, შემიძლია ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილით გავამდიდრო ობიექტურად და ლოგიკურად მის მიმართ არსებული ინტერესი - საიდან მოდიოდა და რა მიზნებით მოხვდა იგი ქვეყნის სპეცსამსახურების მწვერვალზე. ვეცადოთ პატარა ფარდა ავხადოთ იმას, თუ როგორ შეძლო გაუნათლებელმა, შემთხვევითმა, მხოლოდ ვაჭრობასა და გამდიდრებაზე „აცრილმა“ ადამიანმა სოციალურად დაუცველის სტატუსიდან 2-3 წელიწადში წარმოუდგენელი გამდიდრება. სოსო გოგაშვილი არის გაუნათლებელი, მდაბიო ადამიანი, რომელიც სიმდიდრის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. მისთვის არ არსებობს სამშობლოს ინტერესი და საიდუმლო ინფორმაცია. ასეთი ხალხისთვის არსებობს მხოლოდ სიმდიდრის სიყვარული. ამიტომ, ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ეს კაცი, დიდძალი თანხის სანაცვლოდ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს ამარაგებდა ინფორმაციით“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, 2002-2003 წწ პირველად შეხვდა გოგაშვილის სახელი და გვარი. „იგი მუშაობდა ნავთლუღის ბაზრის ხორცის სექციის ერთ-ერთ დახლზე. საქმიან ურთიერთობებში შეიმჩნევა შსს-ს ისნის რ/განყოფილების ზონალურ ოპერ ჯონი N-სთან. დაიწყო კუდ-ის პერიოდი, სადაც ერთი დღე არ მიმუშავია - ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება. გოგაშვილზე აღარაფერი მსმენია, გარდა ღია წყაროებში უკვე 2013 წლის შემდეგ არსებული ინფორმაციებისა, რომ მეუღლესთან ერთად ნაძალადევის ერთ-ერთ მაღაზიაში იჯარით აღებული ჰქონდათ ხორცისა და ხილ-ბოსტნეულის დახლები და რომ გადმობირებული იყო კუდ-ის ზონალური ოპერის მიერ.

ჩანერგილი იყო ერთ-ერთ მართლმადიდებლურ პატრიოტულ ორგანიზაციაში, რომლის 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, ყინწვისის მონასტერში გადამალული წევრები კუდ-ს ჩააბარა საკუთარი ხელით. ამ ყველაფრის შესახებ, ვიმეორებ, შევიტყვე მოგვიანებით ღია წყაროებიდან და მათ უტყუარობაზე თავს, რა თქმა უნდა, ვერ დავდებ“, - წერს დავით ქართველაშვილი.

ის, რომ გოგაშვილი დადასტურებულად აწვდიდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფაილებს ოპოზიციურ ტელეარხებს და შესაძლოა - პარტიებსაც, ეს უკვე ფაქტია, თუმცა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ჩნდება უფრო და მძიმე სერიოზული კითხვა - გამდიდრებისკენ მიდრეკილი გოგაშვილი ხომ არ აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციებს რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და სხვა ფაქტორებთან ერთად, ამასაც ხომ არ უკავშირდება მისი უეცარი და ოფიციალურ შემოსავლებთან შეუსაბამო გამდიდრება?

„მოგეხსენებათ, სენსიტიური და საიდუმლო ინფორმაცია საკმაოდ ძვირად ფასობს. იმედია, გამოძიება დაადგენს ყველაფერს. დაშვების დონეზე, პრინციპში, შეიძლება დაშვება. თუკი ერთხელ გადადგა ის ნაბიჯი, რაც უკავშირდებოდა იმის გაკეთებას, რასაც არ უნდა აკეთებდეს საიდუმლო სამსახურის მფლობელი, ანუ, სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი ფაილების გადაცემა დაინტერესებული პირებისთვის, რატომ არ შეძლებდა ეს გაეკეთებინა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მიმართებაში?! მით უმეტეს ისინი ასეთ ინფორმაციაში, როგორც წესი, კარგად იხდიან, ნებმისმიერი სპეცსამსახურისთვის ასეთი ტიპის ინფორმაცია არის მიგნება. შესაბამისად, დაშვების დონეზე რატომ არ შეიძლება ამის დაშვება?

თუკი ერთხელ წაუცდა ხელი, რაც აბსოლუტურად შეუფერებელი და დაუშვებელია საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლისთვის, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რატომ არ შეიძლება იგივე მეორედ მომხდარიყო?! როდესაც უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გამოდის სამსახურეობრივი ფაილები, რომელსაც მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, ეს თავისთავად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რა კეთილშობილი მიზნებითაც არ უნდა იყოს ეს შეფუთული, ეს არის დანაშაული და ნებისმერ დემოკრატიულ ქვეყანაში ითვლება დანაშაულად. რა თქმა უნდა, რა დასკვნას დადებს გამოძიება, ამას ვნახავთ მომავალში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, გამორიცხული არ არის სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები დაინტერესებული ყოფილიყვნენ მისი პერსონით, ამას ისიც ადასტურებს, რომ ამდენი სკანდალის მიუხედავად, ხელუხლებელი ფიგურა იყო.

„ალბათ, ასეთი სკანდალებიდან ერთიც კი ნებისმიერ სხვა ადამიანს დააკარგინებდა სამსახურს, მაგრამ ამან გოგაშვილზე არ იმოქმედა. სავარაუდოა, რომ ზოგიერთი ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ქვეყნების გავლენას უზრუნველყოფდნენ საქართველოში, იფარავდნენ გოგაშვილს. ადამიანის და მით უმეტეს ძალოვანი უწყების გავლენიანი თანამდებობის პირის უცარი გამდიდრება სპეცსამსახურების მხედველობის ველში ხვდება. წესით, ქვეყნის სპეცსამსახურს ხომ უნდა გაუჩნდეს ეს კითხვა - საიდან აქვს ამ ადამიანს ამდენი სახლი და მანქანა? ის, რომ ასეთი კითხვა არ უჩნდებოდა სპეცსამსახურს, ამის ვარაუდად ან უნდა დავასახელოთ ფენომენალური არაპროფესიონალიზმი, ან მფარველობა.

არაპროფესიონალიზმის შემთხვევაში ე.ი. გასაწმენდია მთელი ძალოვანი სტრუქტურები, მფარველობის შემთხვევაში, გასაწმენდიც არის და დასასჯელებიც არიან ვიღაც სხვებიც, გარდა გოგაშვილისა. ვიმეორებ, ასეთ მდგომარეობაში ადამიანის აქამდე მოყვანა და თან ძალოვანი სტრუქტურის გავლენიანი მაღალჩინოსნის, თან ამხელა ქონება ჰქონდეს, კითხვა არ გაჩნდეს მისი ქონების წარმომავლობის შესახებ, ძნელი წარმოსადგენია მფარველობის გარეშე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

trampi მამუკა არეშიძე წერდა 12 დიდი სახელმწიფოს დამწყები შტირლიცები, პრაქტიკას ყველა საქართველოში გადისო
ხოოდა იმ 12 ქვეყნიდან ...აღა გეორქას პოვნა მაინც და მაინც არ გაჭირდება ......

არეშიძემ ჩამოთვალა კიდეც-------------- რუსეტი ამერიკა ჩინეთი ინგლისი გერმანია ფრანგები ისრაელი თურქები ირანი აზერები სომხები.
.მე 12 -ე აღარ მახსოვს რომელი თქვა
ხოოდა იპოვნიდა ჩვენი ,,კეთილის მსურველებს,, იპოვნიდა...დაჟე კონკურენციაც კი ექნებოდა
2 წლის უკან
trampi აი რა ქნა კოხაბიტაციამ!!!! ...
ნაცებს რომ ყველაფერი შეარჩინეს, ეს ყველაფერი იმის ბრალია
როცა ეს თავის დროზე თანამდებობაზე დანიშნეს, ალბათ თქვა თავისთვის ,.
.....მშია, მწყურია, სოციალურად დაუცველი ვარ .. კაპიკი მენატრება, თვიდან თვემდე ხელფასი არ მყოფნის...რაღაცა უნდა მოვიფიქრო, მაყუთი უნდა
გავაკეთო, თორემ ოჯახიანად შიმშილით მოვკვდებიო --
--მით უმეტეს დაინახა რომ გოთვერნობისთვის და ჩათლახობისთვის, (ანუ მილიონების შეჭმისთვის) ნაცები არ დასაჯეს ......
ჰოოდა თქვა თავისთვის--- ცოტას მეც ავიღებ, რა მოხდა--- იმათ მილიონები წაიღეს და მე რო ,,ცოტა,, ავიღო, ოჯახი შიმშილით რო არ მომიკვდეს,. რააა.... არ შეიძლებაოო?? ...
და ..............აიღო
მაგრამ ცოტა კი არ აიღო ---- არამედ მადა ჭამაში მოდისო და...................... წავიდაააა .......................აიღო და აიღო....

და აი ............................. როცა უკანონობა და დაუსჯელობა ერთის ხახვივით შერჩება ..ამის მაყურებელი მეორე უარეს სჩადის
ასეა........... არ დასჯი ეეერთს??---- მეორე უარეს იზამს ............... არ იქნება კანონი და სამართალიიიიი, იქნება ყოველთვის ასე
ამერიკაში რომ კინგი მოკლეს ზუსტად მაგას ამტკიცებდა და ყვიროდა--- არ იქნება სამართლი არ იქნება მშვიდობაო..... ჩემი ტერმინოლოგიით რომ ვთქოთ, ასე გამოდიოდა---თეთრ კანიანებისთვის ყველაფერი მოსულა და ზანგებისთვის ელმენტარულიც არაოოოო????
და ეს იმდენად სამართლიანი მოთხოვნა იყო რომ ამერიკელები ამ ლოზუნგს ვერ გაექცენ
ანუ ქვეყანამ რომ გამართულად იფუნქციონეროს, საზოგადოებაში რომ რაღაც წესრიგი იყოს, შერჩევითი სამართალი არ შეიძლება
თუ არადა ყველაფერი ჩვენთან რომ არის, ისე იქნება, ანუ სახელმწიფო სახელმწიფოდ ვერასოდეს ვერ შესდგება
და მანამ კანონი და სამართალი ქვეყნის ხერხემალი არ იქნება, ყოველთვის კრუგლი ბარდაგი იქნება
თანამდებობებზე ....ჩემი შვილი...იმის შვილი.... ჩემი უტვინო საყვარელი.... იმის უტვინო საყვარელი.....ჩემი ძმა და ა.შ..
დანაშაულზე კიდე ჩემი შვილი არ დაიჭირეს .....იმის შვილი არ დაიჭირეს...... იმის ძმა არ დაიჭირეს ...................
ბევრჯერ მაქვს მე აქ ნათქვამი ----რუსთავში საწყალ პატარა ბიჭს, 3 ცარიელი შტოფის მოპარვისთვის 12 წელი მისცეს (ერთზე ოთხი წელიო..სამზე
12 მისცეს....ბოკერია ატიურობდა მაშინ)
ამ დროს უგულავას მილიონებზე....????????????.....ჰოოდა ჩვენთან სამართლიანობაზე საერთოდ ლაპარაკიც არა ღირს, იმხელა ბარდაგი ტრიალებს ქვეყანაში..
აი ეს იცის შერჩევითმა სამართალმა
და ეს ამერიკელებმა არ იცოდნეენ??
იცოდნენ........... მაგარამ აქ წესიერი ქვეყანა--სახელმწიფო რომ ჩამოყალიბებულიყო, იმათ ის არ აწყობდათ...იმათ აწყობდათ და აწყობთ რომ აქ კრუგლი ბარდაგი იყოს...ასე იმათი საქმე უფრო იოლად კეთდებოდა და კეთდება
აი ამიტომ მოგვიგონეს ეს კოხაბიტაცია
და ეს უტვინოებიც ადვილად დაითანხმეს ...............დააშინეს---დაკერეს
2 წლის უკან