„თქვენი გამოცემის საშუალებით, ვთავაზობ პროკურატურას - აქტიურად ვითანამშრომლო და დიდი მასშტაბის დანაშაულის შემცველი მასალების შესახებ მივაწოდო ინფორმაცია“

„თქვენი გამოცემის საშუალებით, ვთავაზობ პროკურატურას - აქტიურად ვითანამშრომლო და დიდი მასშტაბის დანაშაულის შემცველი მასალების შესახებ მივაწოდო ინფორმაცია“

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე პატიმარია. სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდა. დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი - პატიმრობას. სასამართლო პროცესი გოგაშვილის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ დაიხურა. პროკურორის, მაია სილაგაძის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, შესაბამისად, სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო.

სოსო გოგაშვილს ბრალი ედება - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე. სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე.

გამოძიების ინფორმაციით, გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პერსონალური მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე. გამოძიების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დამატებით მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

წაყენებულ ბრალდებას უარყოფს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის განცხადებით, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ, როგორც მას. სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესსზე აღნიშნა, რომ მის მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა.

„დღეს ისტორიული ფაქტის მომსწრე ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სუს და ბრალდებას უყენებს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების, ოღონდ რუსეთის სპეცსამსახურების, აგენტების ჩივილის შედეგად და ამაში უნდათ, რომ სასამართლო ჩართონ და სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინონ. მე, ვიცე-პოლკოვნიკს ჩემი ქვეყანა ბრალს მიყენებს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა“.

უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული გოგაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დოკუმენტები არჩევნების გაყალბებას ეხება. მისი თქმით, თუ სასამართლო იქნება სამართლიანი, გოგაშვილს ბრალი უნდა მოეხსნას, რადგან ობიექტურად არ არსებობს ისეთი ინფორმაცია-მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა ბრალის წარდგენის, ან პატიმრობის საფუძველი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის რომანოვსკის ფაქტორი ამ საქმეში. ერთ-ერთ ეპიზოდში სოსო გოგაშვილს ედავებიან, თითქოს მან მოიპოვა მისი საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია და უკანონოდ გაავრცელა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ გოგაშვილმა რაიმე დოკუმენტაცია მოიპოვა რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. თუმცა არის ეპიზოდი, როდესაც გოგაშვილი ერთ-ერთ მოწმეს, სუს-ის ყოფილ თანამშრომელს ეკითხება ნამდვილად გადმოკვეთა თუ არა ამ პიროვნებამ საზღვარი. სავარაუდოდ, პოტენციური დამნაშავე და ბრალდებულია სწორედ ის პიროვნება, რომელმაც გასცა ეს ინფორმაცია. საქმეში კონსტანტინე რომანოვსკის გარდა სხვა დაზარალებული არ არსებობს და მხოლოდ რომანოვსკი ამბობს, რომ გოგაშვილის მხრიდან მორალური ზიანი მიიღო. სუს-ის მოქმედ 18 თანამშრომელს შემოწმებული აქვს მისი პირადი ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და 54-ჯერ არის გადამოწმებული“, - აღნიშნა რამაზ ჩინჩალაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება, რომ სოსო გოგაშვილთან ერთად ამ დანაშაულის ჩადენაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, დადგება მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. მაია სილაგაძის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

„იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება, რომ გოგაშვილთან ერთად ამ დანაშაულის ჩადენაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, დადგება მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდგომ შეგვეძლება ამაზეც გავაკეთოთ კომენტარი“, - აღნიშნა მაია სილაგაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ინფორმაციის პირდაპირი და ირიბი მიწოდების პრაქტიკა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მაღალი ალბათობით, ფიქსირდება ყოფილი, ან მოქმედი თანამშრომლების მიერ გარკვეული ინფორმაციების გამოტანის პროცესი, მაგრამ ასე, ღია ეთერში ამ თემაზე ესაუბროს ვინმეს, პრაქტიკაში არ ახსოვს.

„მე მაქვს ერთი ასეთი შეკითხვა - ამ რამდენიმე წლის განმავლობაში როგორ გახდა ის ვიცე-პოლკოვნიკი? - ეს არის ძალიან საინტერესო. ვიცე-პოლკოვნიკი ეს არის მაღალი თანამდებობის პირი, როგორც მაიორი. ამ მომენტისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ რა გააკეთა და ვინ რა გამოავლინა. იმედს ვიტოვებ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გამო ძალიან ბევრი მონაცემები გამოქვეყნდება, მაშინ მოხდება შეფასება, თუ რა ავნო სახელმწიფოს აღნიშნულმა თანამდებობის პირმა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ის მოქმედებდა, როგორც ტიპური არაპროფესიონალი და მას აღქმული არ ჰქონდა სად მუშაობდა, რას აკეთებდა და შესაბამისად, დღესაც ვერ აღიქვამს და რაღაცა წინასწარ დატვირთულ სასწორის პრინციპს სთავაზობს მართლმსაჯულებას“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

თადარიგის პოლკოვნიკი რომელიც გოგაშვილის ხელმძღვანელობის წლებში სუს-ში მუშაობდა, როგორც სახელმწიფოს მეგობარი და როგორც გენერალური პროკურატურის მეგობარი, მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და სუს-სთან, მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაციები გოგაშვილის მიერ განხორციელებული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების შესახებ.

„ჩემი ინფორმაციული ნაკადი შეიცავს ისეთ მიმართულებას, რომელმაც შეიძლება ავნოს სახელმწიფო ინტერესებს. შესაბამისად, ინფორმაციის დაკონკრეტებით მე დავაზიანებ სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს. მე გახლავართ ის თანამშრომელი, რომელიც გოგაშვილის პერიოდში სუს-ში მუშაობდა. თქვენი გამოცემის საშუალებით ვთავაზობ პროკურატურას როგორც სახელმწიფოს მეგობარი, რომ აქტიურად ვითანამშრომლო პროკურატურასთან, რათა უფრო სრულყოფილი და მაღალი მასშტაბის დანაშაულის შემცველი მასალების შესახებ მივაწოდო ინფორმაცია. როდესაც მეკითხებით დანაშაულის ხარისხზე, გარკვეულწილად ეს არის მისი მხრიდან სახელწიფოს წინააღმდეგ კომპრომენტაცია და შანტაჟით განხორციელებული ქმედებები.

ჩვენ არ ვიცით ინფორმაციათა ნაკადი საბოლოო ჯამში სად და როგორ წავიდა. იმედს ვიტოვებ, რომ გენერალურ პროკურატურას და სუს-ს ექნება მნიშვნელოვანი მონაცემები სად ილექებოდა აღნიშნული ინფორმაცია. ეს არის მარტო შიდა დალექვის და გამოყენების სფერო, პირობითად მასმედიის საშუალებით, თუ ეს არის უცხო ქვეყნები.

ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა და მგონია, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნებათ და ვფიქრობ, გოგაშვილი არ იქნება ერთ-ერთი, რომელიც პასუხს აგებს ამ ქმედებაზე. მაღალი ალბათობით, სუს-ში გოგაშვილთან ერთად მოქმედებდა გარკვეული პირთა წრე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ყველაფერ იმას, რაც დღეს განვითარდა. ყველაზე ცუდი იქნება ის, თუ ეს პირები ისევ სუს-ში მუშაობენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომელიც ასევე სუს-ში მუშაობდა, მაგრამ გოგაშვილის დამსახურებით უწყებიდან გაათავისუფლეს, ამბობს, რომ კონკრეტული მუხლების მიხედვით წაყენებული ბრალდებები ეხება იმ პერიოდს, როდესაც პირადად მისგან და სხვა პროფესიონალი კადრებისგან გაანთავისუფლა სისტემა.

„გაანთავისუფლა ყველა ის უხერხული მოწმე, პროფესიონალი და გამოცდილი თანამშრომელი, რომელთა თვალწინ ის ვერ მოახერხებდა 2 წლის განმავლობაში იმ ფინანსური პირამიდის შექმნას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება შექმნილიყო ჩინოვნიკის ხელფასით, რაც არ უნდა მაღალი ყოფილიყო იგი. 2017 წელს, ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი გადაცემა ამ ქონებრივი ფინანსური პირამიდის თაობაზე გააკეთა იმ ნოდარ მელაძემ, რომლის ინფორმატორადაც იქცა 2018-2019 წლიდან.

მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ამ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, რომელმაც გამოააშკარავა ძირითადად კახეთში ათასობით ჰექტრები, რომელიც გაფორმებული იყო გოგაშვილის ოჯახის წევრებზე, უამრავი უძრავი ქონება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და კერძო სასტუმროები, შესაძლოა მელაძე უფრო მეტ ინფორმაციას წააწყდა, რომლის უკან იყო უკვე კონკრეტული, დამტკიცებული სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტები და მტკიცებულებები და აი, ამ კომპრომენტაციით მან, ფაქტობრივად, სოსო გოგაშვილი „ნაცმოძრაობის“ ინფორმატორად აქცია, ეს არის ჩემი ვარაუდი, რომელსაც აქვს არსებობის უფლება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

რაც შეეხება ბრალდებებს, მისი თქმით, ეს მოხდა მისი უწყებიდან განთავისუფლების შემდეგ.

„იმდენი პროფესიონალი გაანთავისუფლა ამ ადამიანმა მოკლე ვადაში და მათ მაგივრად მიიღო აბსოლუტურად დილეტანტები სამეგობროდან, სანათესაოდან, ზემო მააჩხანიდან ახლობელი თუ ნათელიმირონები, რომ მაქვს მეორე ვარაუდი - ეს განთავისუფლებული „სარფიანი“ თანამდებობები მან უბრალოდ გაყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლებოდა ასე მოკლე ვადაში ასეთი სწრაფი გამდიდრება?! თუ 100 ან 200 თანამდებობა სარფიანად გაყიდა, ალბათ, ექვსნიშნა ციფრზე თავისუფლად ავალთ.

მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, ჩემი და ჩემი მეგობრების სისტემიდან გაშვების შემდეგ, იმავე წელს თავისი ზეგავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს დაავალა, რომ საპატრიარქოს ბალანსზე არსებული სამონასტრო მეურნეობების სრული ინვეტარიზაცია ჩაეტარებინათ. ნაცნობი სასულერო პირები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ გოგაშვილის სახელით შემოსულია სუს-ის თანამშრომლები და იმასაც კი თვლიან, რამდენი ფუტკარი დაფრინავს, რამდენი ძროხა გვყავს და რამდენი ჰექტარი საძოვარიო. ფაქტი ჯიუტია, ჩვენი, პროფესიონალების უწყებიდან გაშვების დღიდან იწყება ამ ადამიანის სწრაფი გამდიდრების ამბავი, რომლითაც უნდა დაინტერესდეს გამოძიება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

trampi არა რაააა.......................როგორ გახდა ყოფილი სოციალურად დაუცველი ...................... მულტი -- მილიონერი ?????
ხოოდა მაშ არააა ბიძო ან მისი დამნიშვნელი დასაქინძიიი??
კახიშვილი სადღაც გადამალეს და ამნაირი ხალხი კიდევ თანამდებობეზე დანიშნეს
ხოოდა ეს მთავრობა ყველაფრის ღირსები ხართ მაგრამ ხალხი??? საქართველო???



აი რა ქნა კოხაბიტაციამ!!!! ...
ნაცებს რომ ყველაფერი შეარჩინეს, ეს ყველაფერი იმის ბრალია
როცა ეს თავის დროზე თანამდებობაზე დანიშნეს, ალბათ თქვა თავისთვის ,.
.....მშია, მწყურია, სოციალურად დაუცველი ვარ .. კაპიკი მენატრება, თვიდან თვემდე ხელფასი არ მყოფნის...რაღაცა უნდა მოვიფიქრო, მაყუთი უნდა
გავაკეთო, თორემ ოჯახიანად შიმშილით მოვკვდებიო --
--მით უმეტეს დაინახა რომ გოთვერნობისთვის და ჩათლახობისთვის, (ანუ მილიონების შეჭმისთვის) ნაცები არ დასაჯეს ......
ჰოოდა თქვა თავისთვის--- ცოტას მეც ავიღებ, რა მოხდა--- იმათ მილიონები წაიღეს და მე რო ,,ცოტა,, ავიღო, ოჯახი შიმშილით რო არ მომიკვდეს,. რააა.... არ შეიძლებაოო?? ...
და ..............აიღო
მაგრამ ცოტა კი არ აიღო ---- არამედ მადა ჭამაში მოდისო და...................... წავიდაააა .......................აიღო და აიღო....

და აი ............................. როცა უკანონობა და დაუსჯელობა ერთის ხახვივით შერჩება ..ამის მაყურებელი მეორე უარეს სჩადის
ასეა........... არ დასჯი ეეერთს??---- მეორე უარეს იზამს ............... არ იქნება კანონი და სამართალიიიიი, იქნება ყოველთვის ასე
ამერიკაში რომ კინგი მოკლეს ზუსტად მაგას ამტკიცებდა და ყვიროდა--- არ იქნება სამართლი არ იქნება მშვიდობაო..... ჩემი ტერმინოლოგიით რომ ვთქოთ, ასე გამოდიოდა---თეთრ კანიანებისთვის ყველაფერი მოსულა და ზანგებისთვის ელმენტარულიც არაოოოო????
და ეს იმდენად სამართლიანი მოთხოვნა იყო რომ ამერიკელები ამ ლოზუნგს ვერ გაექცენ
ანუ ქვეყანამ რომ გამართულად იფუნქციონეროს, საზოგადოებაში რომ რაღაც წესრიგი იყოს, შერჩევითი სამართალი არ შეიძლება
თუ არადა ყველაფერი ჩვენთან რომ არის, ისე იქნება, ანუ სახელმწიფო სახელმწიფოდ ვერასოდეს ვერ შესდგება
და მანამ კანონი და სამართალი ქვეყნის ხერხემალი არ იქნება, ყოველთვის კრუგლი ბარდაგი იქნება
თანამდებობებზე ....ჩემი შვილი...იმის შვილი.... ჩემი უტვინო საყვარელი.... იმის უტვინო საყვარელი.....ჩემი ძმა და ა.შ..
დანაშაულზე კიდე ჩემი შვილი არ დაიჭირეს .....იმის შვილი არ დაიჭირეს...... იმის ძმა არ დაიჭირეს ...................
ბევრჯერ მაქვს მე აქ ნათქვამი ----რუსთავში საწყალ პატარა ბიჭს, 3 ცარიელი შტოფის მოპარვისთვის 12 წელი მისცეს (ერთზე ოთხი წელიო..სამზე
12 მისცეს....ბოკერია ატიურობდა მაშინ)
ამ დროს უგულავას მილიონებზე....????????????.....ჰოოდა ჩვენთან სამართლიანობაზე საერთოდ ლაპარაკიც არა ღირს, იმხელა ბარდაგი ტრიალებს ქვეყანაში..
აი ეს იცის შერჩევითმა სამართალმა
და ეს ამერიკელებმა არ იცოდნეენ??
იცოდნენ........... მაგარამ აქ წესიერი ქვეყანა--სახელმწიფო რომ ჩამოყალიბებულიყო, იმათ ის არ აწყობდათ...იმათ აწყობდათ და აწყობთ რომ აქ კრუგლი ბარდაგი იყოს...ასე იმათი საქმე უფრო იოლად კეთდებოდა და კეთდება
აი ამიტომ მოგვიგონეს ეს კოხაბიტაცია
და ეს უტვინოებიც ადვილად დაითანხმეს ...............დააშინეს---დაკერეს
2 წლის უკან