ნიუ-ჰემფშირის შტატში, ქალაქ ნეშუაში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში, ქორწილი ტრაგედიით დასრულდა. ცერემონიის მიმდინარეობისას შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ერთი და რამდენიმე დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი მაგიდის ქვეშ იმალებოდა. ის უკვე დაკავებულია. მომხდარის მოტივს გამოძიება ადგენს.