„არ მგონია ივანიშვილს უახლოეს მომავალში სანქციები დაუწესონ - ვერ უპოვიან ისეთ სერიოზულ მტკიცებულებებს, რომ დაასანქცირონ“

„არ მგონია ივანიშვილს უახლოეს მომავალში სანქციები დაუწესონ - ვერ უპოვიან ისეთ სერიოზულ მტკიცებულებებს, რომ დაასანქცირონ“

შესაძლოა თუ არა უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დასავლეთმა მისი დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღოს? რას ნიშნავს „ოცნებიდან“ პარტიის წევრების გამოყოფა და ხომ არ უნდა ველოდოთ მათგან ახალი პარტიის შექმნას? არის თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მანევრი და რაში შეიძლება ეს ადამიანები სჭირდებოდეს? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბობს.

როგორ ფიქრობთ „ოცნების“ შიგნით დაწყებული პროცესები რას ნიშნავს, რატომ ტოვებენ პარტიას მისი წევრები პროტესტის ნიშნად და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ახალი პარტიის შექმნას უნდა ველოდოთ? რა სახის პოლიტიკურ სვლას ხედავთ?

- ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური თამაში, ზოგადად, ამაში დიდს ვერაფერ ტრაგედიას ვერ ვხედავ. გარდამავალ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოები ასეთ მეთოდებს ხშირად მიმართავენ. ეს არის იმისთვის საჭირო, რომ სატელიტი სპოილ პარტიები შეიქმნას ყოველი შემთხვევისთვის და საზოგადეობაში არსებული განწყობები შეამოწმონ. ამით ზომავენ რის ან ვის მიმართ აქვს საზოგადოებას სიმპათიები და შემდეგ ის განავითარონ ან დაასუსტონ. არჩევნების წინ კი მას სახელისუფლებო პარტია ან მიიერთებს, ან ცალკე დარჩებიან. გააჩნია როგორც დასჭირდებათ, ისე იმოქმედებენ. დარწმუნებით არ შემიძლია იმის თქმა, რომ „ოცნებიდან“ გამოყოფილი ხალხი პარტიას შექმნის თუ არა, მაგრამ რაღაცაში რომ სჭირდებათ, ფაქტია. უფრო სწორად ჯერ არ იციან რაში გამოიყენებენ, მაგრამ რომ დასჭირდებათ, ეს იციან. შესაძლოა არჩევნების წინ უკან დაბრუნებულებიც ვიხილოთ. ნებისმიერ შემთხვევაში მგონია, რომ რაღაცა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებიან.

როგორ ფიქრობთ რისთვის შეიძლება იყოს საჭირო ეს ახალი პარტია? ხელისუფლება თავს რისგან იზღვევს?

- რა თქმა უნდა, ეს იქნება სახელისუფლებო სატელიტი პარტია და „ოცნების“ თანამგზავრი იქნება. ამაში გასაკვირი და ახალი არაფერია. ეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გაუკეთებია. სპოილ პარტია იქნება, რომელმაც „ოცნებიდან“ სხვაგან ხმები არ უნდა გაუშვას. თავისთავად ამ მეთოდის გამოყენება შიგნით კრიზისს ნიშნავს, ან უბრალოდ თავს იზღვევნ, რომ ის ამომრჩეველი არ დაკარგონ, რომელსაც ანტიევროპული განწყობები აქვს. პირდაპირ ხელისუფელბა რაღაცებზე ვერ ისაუბრებს და ამიტომ ასეთი ტიპის ამომრჩეველი „ალტ-ინფოსკენ“ რომ არ გაიქცეს, საკუთარი პოლიტიკური ძალა სჭირდებათ, უფრო უკეთესი ვარიანტით. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური ფორმის პოლიტიკური თამაში, რაშიც გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.

ოპოზიციის ნაწილში ასეთი მოსაზრებაც გაჩნდა, რომ შესაძლოა, ივანიშვილი „ოცნების“ დაშლას აპირებს და ახალი პარტიით მის გადაზღვევას მოახდენს. არც იმას გამორიცხავენ, რომ მას სანქციების გამო 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწიოს. როგორ ფიქრობთ, ეს მოსაზრება რეალობასთან ახლოს არის?

- მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში ვინმე სანქციებს დაუწესებს და ამის გამო „ოცნების“ დაშლა დაიწყება. სანქციებისთვის მსჯელობა დასავლეთში იქნება, მაგრამ ივანიშვილს ვერ უპოვნიან ისეთ სერიოზულ მტკიცებულებებს, რომ დაასანქცირონ. ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება და რუსების ახალ კონფიგურაციებს არ მიიღებენ, მანამდე ივანიშვილის თავზე დასანქცირების საკითხი დამოკლეს მახვილივით ეკიდება, თუმცა არ მგონია, რომ ეს რეალურად მოხდეს. ბევრი მდიდარი ხალხის თავზე ასე იქნება, რომ იმაზე მეტი არ გაბედონ, ვიდრე ბედავენ. ეს არის პრევენციული სახის ქმედება დასავლეთის მხირდან, რათა თუ ივანიშვილი ზედმეტად გატოკდა, მაშინ მის თავზე შესაძლოა ეს დამოკლეს მახვილი ჩამოვარდეს. არ მგონია, მისი სანქცირება მოხდეს, მაგრამ ამაზე საუბარი და დაშინება მუდმივად იქნება. დღეს ივანიშვილს „ოცნების“ დაშლა არ უნდა, არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სურს. პირიქით, ძალიან კომფორტულად არიან. ამის დარღვევა არ სურს და ვერც ოპოზიცია ურღვევს. ამიტომ ეს მსჯელობა ლოგიკას მოკლებულად მიმაჩნია. თუ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, შესაძლოა ივანიშვილი საჯაროდ გამოჩნდეს.

რა შემთხვევაში შეიძლება ეს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას? პრემიერის წერილში თითქოს მინიშნება იყო, რომ თუკი ქვეყანას და პარტიას დასჭირდება, ის ორივეს ისევ მხარში დაუდგება. თქვენ როგორ გაიგეთ ეს განცხადება?

- ქვეყანას ივანიშვილი უკვე დიდი ხანია სჭირდება და ამ ლოგიკას თუ მივყვებით ის უკვე უნდა გამოჩნდეს. თუმცა როცა პარტიას დასჭირდა, ვნახეთ, რომ მეორედ პოლიტიკაში შემობრუნდა. არ ვიცი ქვყანას როგორღა უნდა დასჭირდეს, რომ ისევ გვერდით დაუდგეს. ყოფილიყო პრეზიდენტი, ამაზე კარგი რა იქნებოდა. როცა ქვეყანას დასჭირდებოდა ლეგიტიმურად გამოჩნდებოდა და პროცესებსაც კონსტიტუციის ჩარჩოებში წარმართავდა. ღარიბაშვილის წერილი ძალიან ნიშანდობლივი იყო, რადგან აღმოჩნდა, რომ მათ სანქციების ეშინიათ. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. არც არჩევნები მოდის, არც საკონსტიტუციო ცვლილებებია, არც პარლამენტში დებატები არ მიდის. წესით, ამ კატეგორიის წერილის გამოქვეყნება არაფერში უნდა სჭირდებოდეს. ამიტომ მგონია, რომ ეს ისევ სანქციებთან არის დაკავშირებული.

„მოძრაობა“ სირცხვილია ამბობს, რომ ისინი აქტიურობას არ შეწყვეტენ და ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებას სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნიან. თუმცა ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასკვნა მიიღოს არა დეკემბეში, არამედ 2023 წლამდე გადაავადოს. ვის აძლევს ახლა ეს ხელს, ოპოზიციას თუ ხელისუფლებას? ოპოზიციისთვის საპროტესტო მუხტის გალევის მიზეზი ხომ არ გახდება?

- „სირხცვილიას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი სამოქალაქო სექტორს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, მათგან სამოქალაქო ღირებულებებზე საუბარს ველოდები და არა პოლიტიკურ განცხადებებს. მით უმეტეს გავიგეთ, რომ ევროკავშირმა დრო 2023 წლამდე მოგვცა. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მიხვდა საქართველო დეკემბრამდე ვერაფერს მოასწრებდა და გადაგვივადეს. ჯერ ხედავენ, რომ არაფერი დაგვიწყია. ამიტომ ეს ერთი წლით გვიან გადაიტანა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის კარგი. საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაციაა. „სირცხვილიას“ ვურჩევ, აიღონ ეს 12-პუნქტიანი გეგმა და თითო პუნქტზე აქცია ჩაატარონ. მთელი საღამო ილაპარაკონ როგორ უნდა შესრულდეს. მოიწვიონ სპეციალისტები და ისინი ალაპარაკონ. ის კი არ უნდა იძახონ ხელისუფლება გადადგეს და ა.შ. არა, ხალხს აჩვენონ, რომ საქმეს აკეთებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოთხოვნები არ უნდა გაახმოვანონ. სხვაგვარად არ მგონია, რომ რამე გამოუვიდეთ.

Aburjga Tasmanieli " მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში ვინმე სანქციებს დაუწესებს და ამის გამო „ოცნების“ დაშლა დაიწყება. სანქციებისთვის მსჯელობა დასავლეთში იქნება, მაგრამ ივანიშვილს ვერ უპოვნიან ისეთ სერიოზულ მტკიცებულებებს, რომ დაასანქცირონ." გამაცინეთ ბატონო ყოფილო მინისტრო, კარგი კაცი ხართ! მტარვალ, უნამუსო, გარყვნილ დასავლეთს მტკიცებულებები რაში სჭირდება?! ყოველთვის ზად არიან საკუთარი ხუშტურების მიხედვით იმოქმედნონ< სუტი დაჩაგრონ და ძლიერს მიემხრონ! რა მტკიცებულებები ჰქონდა შვეიცარიის ქურდბაცაცა, მევახშე საბანკო სისტემას როცა ჯერ 607 მილიონი მოპარა ივანიშვილს ანგარიშიდან, შემდეგ კი როცა სასამაღტომ ივანიშვილის სისწორე დაადასტურა, თვითნებურად ყოველ მიზეზს გარეშე ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას არ აძლევს?!
2 წლის უკან
trampi ვერისუბნის მელოდიებში აღა გეორქას ქურქს რომ მოპარავენ, ზუსტად ის ვარიანტია..
ქურქს რო ეძებენ და ვარდოს ეკითხებიან---- ვის მიჰყიდე ის ქურქიო ....
ის კიდევ რომ პასუხობს ---------- ამ უბანში იმ ქურქის მყიდველი ვინც არის, თქვენ ჩემზე კარგად იცითო..............ზუსტად ისეა
ბიჯოოოო...
ზაზა შათირიშვილმა თავიდანვე ხომ პირდაპირ დაადო თითი ამერიკას ----- რომ ამ ყველაფრის ამრევ დამრევი ამერიკაააობა ამ ბანკლის ამბები ეს რეზოლუციადა ესეთი ამბები სხვა ვისი ჩაწყობილია ....სხვას ვის ააქვს მაგის ტრაკი
ჰპოოდა თქვენ რატო ერიდებით სათქმელის პირდაპირ თქმას ??
მაგ ნამეტანმა ,,კულტურამ და პროდვინუტობამ,, გვიყო ამერიკის ელჩი ძაღლადაც რო აღარ აგდებს მთელ საქართველოს
დათვსა ხედავდნენ და კიდევ დათვის კვალს ეძებდნენო.....
პირდაპირა დგას ჩათლახი, პირდაპირ, რაღას ემარიაჟებით და ელაქუცებით .................... უთხარით ჩათლახები ხართ, ჩათლახები, მეგობრები კი არა თქო
ან უთხარით ვსოო .............აწი . თქვენთან კი არა რუსებთან უნდა ვიმეგობროთ, (ფუი ეშმაკსა) რეფერენდუმს ვატარებ--თქო და მერე მიხვდებიან მისახვედრს
2 წლის უკან
trampi იმიტომაცაა ეს ამ,ერიკის ელჩი ასე აწყვეტილი რომ გვაწვება ---თავის ქვეყნიდან ზურგი აქვს, ზურგი..იმათ დავალებას ასრულებს ..
ბოლომდე მიაწექი რომ გავტეხოთ ეგენი წელშიო
2 წლის უკან