ვრცელდება კადრები და ინფორმაცია, სადაც ჩანს 15 სექტემბერს მომხდარი კონფლიქტი აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის

ვრცელდება კადრები და ინფორმაცია, სადაც ჩანს 15 სექტემბერს მომხდარი კონფლიქტი აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის

მედიაში ვრცელდება კადრები და ინფორმაცია, სადაც ჩანს კონფლიქტი აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის.

საუბარია 15 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე, როდესაც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდას იარაღი წაართვეს, გაანეიტრალეს და პოლიციას ჩააბარეს, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეომასალა კი ამ ვერსიას ეწინააღმდეგება.

მასალაში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც აქციის მონაწილეები არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობენ და, ძალის გამოყენებით, ქუჩაში გაჰყავთ.