„თუ აქამდე ხელისუფლების დასაცავად ასიათასობით ადამიანი არ გამოსულა, ამას მიიღებენ და მთელი მსოფლიო დაინახავს, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია“

„თუ აქამდე ხელისუფლების დასაცავად ასიათასობით ადამიანი არ გამოსულა, ამას მიიღებენ და მთელი მსოფლიო დაინახავს, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია“

ევროკომისია საქართველოს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ბოლოს აღარ განიხილავს. საქართველოს საკითხის განხილვა 2023 წლისთვის გადაიდო, ეს განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

რეზოლუციის პროექტის განხილვისას სიტყვით ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი გამოვიდა. ევროდეპუტატებმა ისაუბრეს იმ მთავარ რეფორმებზე, რაც საქართველოში უნდა გატარდეს, მათ შორის არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა.

ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია.

„ქართველი ხალხი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანი მომენტია. ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ჩვენ გვაწუხებს. საქართველო არის ერთი ადამიანის ტყვეობაში. თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რაც ნახსენებია ევროპული კომისიის წინადადებებში, მაშინ მე დავეხმარები მათ უკეთ გაგებაში. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას. ზუსტად ეს არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რომ აღარ იყოს ერთი ადამიანის ტყვეობაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია სადაც საუბარია ივანიშვილის სანქცირებაზე. მოგიწოდებთ, რომ ამ საკითხზე არ დანებდეთ. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ევროპულ კომისიას, ყურადღება გაამახვილონ ამ რეზოლუციაზე. საქართველო უნდა გათავისუფლდეს, ღიად ვიტყვი, ძალიან კრემლისმაგვარი პოლიტიკისგან. ეს კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს, რომ საქართველო ევროპის გარეთ დარჩეს. ვნახეთ მასშტაბური აქციები და ვხედავთ ძალიან დადებით დამოკიდებულებას სამოქალაქო საზოგადოებაში, ჩვენ ვიქნებით მათ გვერდზე“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიანმა.

მარკეტა გრეგოროვა კი მოუწოდებს, როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას, რომ ერთად იმუშაონ პარლამენტში და განახორციელონ ის რეფორმები, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ნაგულისხმები.

„საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო დრო, აქვს ისტორიული შესაძლებლობა. საქართველომ ჯერ კიდევ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები და განახორციელოს რეფორმები 2022 წლის ბოლო შეფასებამდე. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და ადმინისტრაციას, ასევე ეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დემოკრატიულ ზედამხედველობას და მოქალაქეებს. პირველ რიგში, საჭიროა ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმის დასრულება და საარჩევნო კამპანიის ხარვეზების აღმოფხვრა.

მსურს, ჩემი ფინალური ნაწილი გამოვიყენო საქართველოს მთავრობის მიმართ, შესაძლოა ისინი ისმენენ, გთხოვთ მოეკიდეთ ამას სერიოზულად და იმ რეფორმების პროგრესი განახორციელეთ, რომელიც აღნიშნულია კომისიის მოსაზრებაში. იმუშავეთ ყველასთან ერთად პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციასთან. ეს არ ეხება პარტიებსა და ინდივიდუალურ პირებს. ეს თქვენი ქვეყნისთვის ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია, ამ მომენტში ვერავინ, თქვენ გარდა, ვერ შეგაჩერებთ, რომ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ჩეხეთიდან მარკეტა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარებს პასუხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გასცა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს და სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლავ რჩება მაპოლარიზებელ რიტორიკაში და ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი იმავე რიტორიკას იზიარებს.

„ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვენ, „ნაციონლური მოძრაობის“ ლობისტები არიან. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს „ნაცმოძრაობისგან“ ფული აქვთ აღებული და მათთან „ვალში არიან“.

ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ქურქში გახვეული ლობისტები არიან. მათ „ნაცებისაგან“ ძალიან დიდი „მაყუთი“ აქვთ აღებული. ეს ყველაფერი სააკაშვილის თანაგუნდელებს გადაღებული აქვთ და კომპრომატებს ფლობენ. ახლა კი, რადიკალური ოპოზიციის წინაშე ვალდებულები არიან, რომ იმოქმედონ ისე, როგორც მოქმედებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იკადრებს და ამ კომპრომატებს გამოუქვეყნებენ.

მეორე ამბავია - რა დოკუმენტებით მტკიცდება, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა აქვს? კი მაგრამ, ჩვენთან მიმართებაში რომ საუბრობენ დეოლიგარქიზაციის კანონზე, უკრაინაში ოლიგარქები არ არიან? ეს არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ ევროპაში გარკვეულ ძალებს სიტუაციის არევა სურთ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, არ მესმის რატომ უნდა იყოს სტატუსის მინიჭება განსაზღვრული იმ 12 პუნქტზე? სტატუსი იქით იყოს და, ზამთარში ევროპას ძალიან ცუდი დღეები დაუდგება. ყველა ვნახავთ, რუსეთი გაზზე ევროპას რასაც დამართებს. ნურავის ექნება წარმოდგენა, რომ ევროპის განვითარება ისეთივე იქნება, როგორც აქამდე იყო“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საუბრობს იმაზე, ევროპარლამენტარები 2012 წლიდან მოყოლებული აქამდე ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად რატომ არ მოიხსენიებდნენ.

„ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრებს, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან. აღნიშნული ადამიანები 2012 წელს ივანიშვილზე იმიტომ არაფერს იძახდნენ, რომ იმედი ჰქონდათ, არჩევნების გზით მათი პირმშო „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა. მომდევნო წლებშიც ჩუმად იმიტომ იყვნენ, რომ საერთაშორისო და აქაურ „ნაცმოძრაობის“ წევრებს იმედი ჰქონდათ, მათი ბელადის საქათველოში ტრიუმფალურად დაბრუნებას დიდი არეულობა მოჰყვებოდა, მაგრამ ვერც ამან გაჭრა. ახლა გრძნობენ, რომ ღრმა კრიზისში ყოფნა უწევთ, რომელიც მათ ხვალინდელ ყოფნა-არყოფნის ბედს წყვეტს. მათ ბრმად სჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების გამოყენება ხელისუფლების ჩამოშლას, ქვეყნის გაღატაკებას, სოციალურ-ეკონომიკურ ნიადაგზე ქუჩაში ასობით ადამიანის გამოსვლას გამოიწვევს, რაც აბსოლუტური სისულელეა. ხვალ, ივანიშვილს სანქციები რომც გამოუცხადონ, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტემპს ვერ შეაჩერებს. ვერაფერს მიაღწევენ გარდა ერთისა - თუ აქამდე ხელისუფლების დასაცავად აქამდე ასიათასობით ადამიანი არ გამოსულა, ამას მიიღებენ და მთელი მსოფლიო დაინახავს, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია“, - განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.

trampi თუ აქამდე ხელისუფლების დასაცავად აქამდე ასიათასობით ადამიანი არ გამოსულა, ამას მიიღებენ და მთელი მსოფლიო დაინახავს, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია“, - განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.


მერე რაღას უყურებენ ეს ქაჯები??.....მერე გვიან იქნება
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პაპა, რა უნა იყოს აქციის მოთხოვნა, მოთხოვნები? სად უნდა იყოს დისლოკაცია?
2 წლის უკან
Maverick ევროპარლამენტარებს, რასა იუკნევიჩიანეს და მარკეტა გრეგოროვას ქართველ ამომრჩეველთაგან ნაცბოზბანდიტური რიტორიკისთვის ჩვენგან საჩუქრად🖕!
2 წლის უკან
trampi თავისუფლების მოედნიდან მინიმუმ ივერიამდე
ლოზუნგი უკვდავია---------------- კოლუმბის თამადობით ქუნემ ყველა კოლონიზატორი....კრუგში
ლოზუნგი....... რაც ზვიადის დროს იყო ....................... დამოუკიდებელი საქართველო და მამული ენა სარწმუნოება.....
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ჩემი აზრით ერთდროულად 2 ლოკაციაზე, აშშ-ს საელჩოსთან და ევროკავშირის საელჩოსთან. ლოზუნგები - 1. ვეღარ დაგვაბოლებთ! 2. თქვენთვის სჯობს დროზე გაგვეცალოთ. 3. დიდება სტალინს, დიდება ბერიას!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს იმ სახელმწიფოს ელჩია, რომელიცშუაგულ ევროპაში საკუთარი ტერიტორიების დაცვისათვის ბრძოლის გამო მართლმადიდებლურ იუგოსლავიას (სერბეთს) აღდგომა დღეს დედაქალაქს, მშვიდობიან ბელგრადს უბომბავდა, ეკლესიებს უმიზნებდა ბომბებს, რომელზეც ეწერა " გილოცავთ აღდგომას"! ასეთი უნამუსობების ჩამდენებისაგან ახლა ის გიკვირთ პატარა, სუსტი საქართველოს ერთ პატიოსან მოსამართლეს თავზე ბატინკიანი ფეხი თუ დააბიჯეს?! მე კიდევ ამ ჩვენი ხელისუფლების გამკვირვებია!
ოფიციალურად მიმართეთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს წაიყვანოს საქართველოდან ეს ლგბტ იდეოლოგიის მქადაგებელი მტარვალი და თუ დარჩათ ვინმე ნორმალური ის გამოგზავნონ! საქართველო აშშ-ს და ევროკავშირის კოლონია არ არის, მოკავშირეობას უნდა დასჯერდნენ, ხმა ჩაიგდონ და დიპლომატური სტატუსით გათვალისწინებულ ფარგლებში ჩაეტიონ! თუ ასე არ აწყობთ, მოკრან თავისი გუდა ნაბადი, ჩაალაგონ ჩემოდნები და გაეთრიონ საქართველოდან!
ასევე მოვუწოდებ მთავრობას, სასწრაფოდ მოახდინონ სტალინის ძეგლის რესტავრაცია და მის კუთვნილ ადგილას დაბრუნება! იქნებ მაშინ მაინც მიხვდნენ მტარვალთა ემისრები, რომ მათი ადგილი ხაშურის სადგურის ტუალეტის მოსაცდელშიც კი აღარ არის!
დიდება სტალინს, დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს იმ სახელმწიფოს ელჩია, რომელიცშუაგულ ევროპაში საკუთარი ტერიტორიების დაცვისათვის ბრძოლის გამო მართლმადიდებლურ იუგოსლავიას (სერბეთს) აღდგომა დღეს დედაქალაქს, მშვიდობიან ბელგრადს უბომბავდა, ეკლესიებს უმიზნებდა ბომბებს, რომელზეც ეწერა " გილოცავთ აღდგომას"! ასეთი უნამუსობების ჩამდენებისაგან ახლა ის გიკვირთ პატარა, სუსტი საქართველოს ერთ პატიოსან მოსამართლეს თავზე ბატინკიანი ფეხი თუ დააბიჯეს?! მე კიდევ ამ ჩვენი ხელისუფლების გამკვირვებია!
ოფიციალურად მიმართეთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს წაიყვანოს საქართველოდან ეს ლგბტ იდეოლოგიის მქადაგებელი მტარვალი და თუ დარჩათ ვინმე ნორმალური ის გამოგზავნონ! საქართველო აშშ-ს და ევროკავშირის კოლონია არ არის, მოკავშირეობას უნდა დასჯერდნენ, ხმა ჩაიგდონ და დიპლომატური სტატუსით გათვალისწინებულ ფარგლებში ჩაეტიონ! თუ ასე არ აწყობთ, მოკრან თავისი გუდა ნაბადი, ჩაალაგონ ჩემოდნები და გაეთრიონ საქართველოდან!
ასევე მოვუწოდებ მთავრობას, სასწრაფოდ მოახდინონ სტალინის ძეგლის რესტავრაცია და მის კუთვნილ ადგილას დაბრუნება! იქნებ მაშინ მაინც მიხვდნენ მტარვალთა ემისრები, რომ მათი ადგილი ხაშურის სადგურის ტუალეტის მოსაცდელშიც კი აღარ არის!
დიდება სტალინს, დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
2 წლის უკან