ახალი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, რითაც, ავტომატურად, მინისტრთა ძველი კაბინეტიც დაითხოვა, - წერს Euronews-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
კაია კალასი ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მიიწვევს, რათა მოითხოვოს მანდატი ახალი სამთავრობო კოალიციისთვის.
„მე შევქმნი ახალ მთავრობას. კონსტიტუციის შესაბამისად, ვაცხადებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება გადადგება. გამოვედი წინადადებით, პარასკევს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, სადაც ახალი სამთავრობო კოალიციისთვის მანდატს მოვითხოვ“, - წერს კალასი Twitter-ზე.
რაც შეეხება ახალი სამთავრობო კოალიციის იდეას - ის „რეფორმების პარტიას“, კონსერვატიულ „მამულსა“ და ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს გააერთიანებს. ერთად, სამ პარტიას 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ექნება.