ზელენსკი: მტერს გამბედაობა არ ჰყოფნის დამარცხება აღიაროს და უკრაინის მიწა დატოვოს

ზელენსკი: მტერს გამბედაობა არ ჰყოფნის დამარცხება აღიაროს და უკრაინის მიწა დატოვოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი მებრძოლების წარმატებისა და რუსული დანაკარგების მიუხედავად, მტერს გამბედაობა არ ჰყოფნის აღიაროს დამარცხება და უკრაინის მიწა დატოვოს.

„რუსეთმა უკვე კარგად იგრძნო, რა არის თანამედროვე არტილერია და მათ არ ექნებათ უსაფრთხო ზურგი ჩვენს მიწაზე, რომელიც მათ ოკუპირებული აქვთ. მათ იგრძნეს, რომ ჩვენი მზვერავების ოპერაციები სამშობლოს დასაცავად უფრო ძლიერია, ვიდრე მათი რომელიმე სპეცოპერაცია.

რუს ჯარისკაცებს ეშინიათ ჩვენი შეიარაღებული ძალების. ასეთი ომის 139 დღე, თითქმის 20 კვირა, მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას უკრაინელების ეშინია და რაღაცის გაკეთება მხოლოდ ჯერ კიდევ ძველი საბჭოთა იარაღის უძირო მარაგების საფუძველზე შეუძლია.

მათ აღარ აქვთ სტრატეგიული სიძლიერე, არავითარი ხასიათი, არ ესმით, რას აკეთებენ აქ - ჩვენს მიწაზე. გამბედაობა არ ჰყოფნით, აღიარონ დამარცხება და ჯარები გაიყვანონ უკრაინის ტერიტორიიდან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.