„საქართველოს უგვირგვინო მეფე იყო ილია ჭავჭავაძე. როგორ შეიძლება, ილიას ჭარბ ზეგავლენას ებრძოლო?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანს პატიოსანი ცხოვრებით მოპოვებული აქვს დიდი ზეგავლენა, ფაქტობრივად, კატასტროფისგან იხსნა ჩვენი ქვეყანა. ცხადია, ასეთი ადამიანის დიდ ზეგავლენას ვერანაირად ვერ აღმოფხვრი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
დეოლიგარქიზაციის დამაბნეველმა დეფინიციამ გაუგებარი გახადა, რა სურს დასავლეთს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება, რომელსაც ის, როგორც პირადად მისთვის არაკომფორტული ცხოვრების წესს, თავის დროზე ჩამოშორდა? თუკი ფინანსური სანქციებით ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას და პოლიტიკაში მის შემობრუნებას მოახერხებენ, მაშინ შეძლებენ მის გამოყენებას ომისთვის, ან მშვიდობისთვის? ომისთვის იმ გაგებით, რომ საქართველომ ამ ხნის განმავლობაში ყველანაირად აიცილა საომარი რიტორიკაც და საომარი მდგომარეობაც.
- დეოლიგარქიზაცია ჩვენი ოპოზიციისთვის ნიშნავს და, პრაქტიკულად, აგვიხსნა კიდეც უსუფაშვილმა, რომ ეს თურმე ყოფილა დებიძინიზაცია. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს, პირველ რიგში, ეს არის საქართველოს პოზიციის გამო ბიძინა ივანიშვილის, როგორც ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული და შემძლე ქართველის დასჯა, მეორე მხრივ კი, ეს არის მცდელობა, მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრება, რაც პოლიტიკურ ფორას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“ და განავითარებს იმ სცენარს, რასაც ჰქვია არეულობის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის მოწყობა საქართველოში. ეს არის მათი გეგმა.
ჯერ კიდევ 2016 წელს გამოაშკარავდა ე.წ. პანამის დოკუმენტები, რომელშიც არაერთი ფინანსური მაქინაცია იყო გადმოცემული, თუ როგორ ათეთრებდნენ პოლიტიკოსები, პრეზიდენტები, სახელმწიფოს ლიდერები, მეფეები ფულს ოფშორებში. საუბარია მსოფლიოს მასშტაბით 140 პოლიტიკოსზე, მსოფლიოს 12 ლიდერზე. მაშინვე ითქვა, რომ პანამის დოკუმენტები იყო აისბერგის წვერი და მაქინაციების შესახებ ბევრი ინფორმაცია დამალული იყო. ამ ფონზე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფინანსებს ხედავენ, როცა ფინანსური ტრანზაქციების მთლიანი აისბერგი მხედველობის მიღმა რჩებათ? იქნებ, უამრავ პოლიტიკოსს შეიძლება დაერქვას ოლიგარქი, მათ შორის, „ნაციონალებისდროინდელსაც“?
- ცხადია, ამიტომაც ვამბობ, რომ სამართლებრივი შინაარსი, რაც დეოლიგარქიზაციას უნდა ჰქონდეს, ის კი არ არის, რასაც ევროკავშირი ითხოვს, ანუ ჭარბი ზეგავლენის აღმოფხვრა, ამ ჭარბი ზეგავლენის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუ იგი კანონიერადაა მოპოვებული და, თუ ადამიანს დიდი გავლენა გააჩნია. მაგალითად, საქართველოს უგვირგვინო მეფე იყო ილია ჭავჭავაძე, როგორ შეიძლება ილიას ჭარბ ზეგავლენას ებრძოლო?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანს პატიოსანი ცხოვრებით მოპოვებული აქვს დიდი ზეგავლენა, ფაქტობრივად, მან კატასტროფისგან იხსნა ჩვენი ქვეყანა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ეს იყო კატასტროფა. ცხადია, ასეთი ადამიანის დიდ ზეგავლენას ვერანაირად ვერ აღმოფხვრი, ამას ემატება ივანიშვილის მიერ გაკეთებული კონკრეტული საქმეები, ქველმოქმედება, რაც თავისთავად განაპირობებს ზეგავლენას. ეს ყველაფერი როგორ უნდა აღმოფხვრა? ე.ი. ბიძინა ივანიშვილი უნდა გააქრო ყოფიერებიდან?!
ამ ყველაფერს არასამთავრობოები „სახელმწიფოს მიტაცებას“ უწოდებენ, ეს დეფინიცია კი სააკაშვილის რეჟიმს ბევრად უკეთ მიესადაგებოდა.
- „ნაცების“ დროს გამოვიარეთ სახელმწიფოს მიტაცება. რეალურად, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს არავითარი ბერკეტი, რომლითაც ის სახელმწიფო ძალაუფლებას განახორციელებს, მას არ ექვემდებარება არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც რომელიმე საჯარო დაწესებულება. თურმე ის პოლიტიკაში მონაწილეობს არაფორმალურად, ან ისეთი მექანიზმებით, რაც საზოგადოებისთვის დაფარულია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი აღქმაა. რა თქმა უნდა, ის არის მმართველი პარტიის დამფუძნებელი, მაგრამ არავითარი ზეგავლენის მოხდენა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე ფორმალური ან რაიმე სხვა მექანიზმის გამოყენებით არ შეუძლია. საუბარი საერთოდ ზედმეტია მის გავლენაზე სახელმწიფო დაწესებულებებზე. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ზეგავლენა, ერთი ფაქტი მაინც მოიყვანონ, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღო რომელიმე დაწესებულებამ ბიძინა ივანიშვილის კარნახით, ზეწოლით, ან მისი მატერიალური დაინტერესებით. ასეთი ფაქტი არ მოჰყავთ, რადგან არ არსებობს. მსგავსი რამ რეალურად რომ ხდებოდეს, ეს არ დაიმალებოდა, მით უმეტეს, ოპოზიციონრები განსაკუთრებულად არიან ჩასაფრებულნი და ფეიკებს თხზავენ. ახლა, თუკი ბიძინა ივანიშვილის სიტყვას წონა აქვს, ამას რა ვუყოთ? ბიძინას კომპლექსისგან ვერ გამოსულან და უნდათ, გააქრონ ეს ადამიანი. დეოლიგარქიზაციაზე როცა საუბრობენ, ეს მათი ცნობიერების მდგომარეობას მიუთითებს, რადგან თვითონვე არიან ბიძინადამოკიდებულები. ისინი მანიქეველურ საცდურში არიან შეყვანილნი და ეს უკვე მანიას ემსგავსება. აბსოლუტურად ყველაფერი უარყოფითი მათთვის ბიძინა ივანიშვილით იწყება და მთავრდება. თურმე ყოვლისშემძლე ბიძინა ბოროტი საწყისია. დებიძინიზაციას გაიძახიან და მალე დებილიზაციამდე მივლენ. ისინი ითხოვენ, ქვეყანა დატოვოს ბიძინა ივანიშვილმა, ეს წარმოუდგენელი სამართლებრივი აბსურდია, სამართალი ამას კრძალავს. ყველა სამართლებრივი სახელმწიფო თავის მოქალაქეების სტატუსს იმდენად უფრთხილდება, რომ სტატუსის ჩამორთმევა შეუძლებელია, რაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა. ბიძინა ივანიშვილს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია და როგორ უნდა მოხდეს ამ სტატუსის ჩამორთმევა? თან თვითონაც აცნობიერებენ, რომ სტატუსის ჩამორთმევა არაფერს არ შეცვლის. ბიძინა რომც წავიდეს, მისი გავლენა ამით არ შესუსტდება. ისინი ვერ აცნობიერებენ, სინამდვილეში, რა უნდათ. ბოლომდე რომ მიჰყვნენ თავიანთ სურვილებს, მარტო ქვეყნიდან კი არ უნდათ ბიძინას გაძევება, არამედ ყოფიერებიდანაც მისი გაქრობა სურთ, რომ აღარ არსებობდეს ბიძინა, როგორც ფაქტორი, რაც, მათი აზრით, მათ წარუმატებლობას განაპირობებს. უსუფაშვილის მდგომარეობაში მყოფებისთვის ბიძინა დაუძლეველი პრობლემაა, რომელსაც თვითონვე ქმნიან.
რაც შეეხება საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ერთმანეთს ემთხვევა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის და ზელენსკის მიერ შექმნილი სანქციების ჯგუფის კოორდინატორის - ამერიკელი მაიკლ მაკფოლის გეგმა ამ თვალსაზრისით. რატომ უნდა უნდოდეთ განსხვავებული პოლუსის ადამიანებს ომის სცენარის განხორციელება საქართველოში?
- ამ შემთხვევაში, მათთვის საქართველოს სამხედრო პოტენციალი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონის დესტაბილიზაცია. For.ge-ს საიტზე სოსო მანჯავიძესთან ინტერვიუში სწორად იყო მითითებული, რომ უნდათ, ანაკონდას ცეცხლოვან მარყუჟში ჩაითრიონ საქართველოც. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილზე როცა ასეთი დარტყმა ხორციელდება, ეს შეიძლება გახდეს დესტაბილიზაციის ფაქტორი. თუკი ბიძინას სანქციებს დაუწესებენ, შეზღუდავენ, ან მიაღწევენ იმას, რომ მან ქვეყანა დატოვოს, ეს განხილულ იქნება, როგორც „ნაცმოძრაობის“ დიდი გამარჯვება, რაც პირდაპირ ბიძგს მისცემს მათ, დაიწყონ არეულობა, გადატრიალება.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავად ამერიკასა და ევროპაშიც უფრთხიან სიტყვა „ოლიგარქს“, მაგრამ, ტრამპიც ხელისუფლებაში მოიყვანეს, სოროსის რეკომენდაციებსაც იზიარებენ…
- როდესაც ოლიგარქებზეა საუბარი, საქართველოს მასშტაბი იმასთან შედარებით, რაც ამერიკაშია, რა მოსატანია. მათ ჰყავთ ძალიან ცნობილი, გავლენიანი სუბიექტები, რომლებიც ტრანსნაციონალურ კომპანიებს ფლობენ, და არა მარტო კონკრეტულად ამერიკაში აქვთ დიდი გავლენა, არამედ მთელ მსოფლიოში. ილონ მასკი რომ ჰყავთ, მისი გავლენა კანონიერია, მას ჭარბი გავლენა აქვს, ის არაფერ უკანონოს არ აკეთებს. მას გავლენა აქვს პოლიტიკაზე, სოციალური მედიამაგნატია, გიგანტურია მისი ძალა საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად. ამის ფონზე დეოლიგარქიზაციაზე საუბარი სასაცილოც კი იქნება. როდესაც საუბარია ჭარბი ზეგავლენის აღმოფხვრაზე, სიტყვასიტყვით ასე წერია ევროკავშირის რეკომენდაციაში, რასაკვირველია, აქ საუბარი შეიძლება იყოს ისეთ ჭარბ ზეგავლენაზე, რაც უკანონობასთანაა დაკავშირებული, რაც არაკანონიერადაა მოპოვებული. ამიტომ აქ დეოლიგარქიზაციაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, არამედ ჭარბი ზეგავლენის უკანონო გამოყენებაზე, უკანონო მოპოვებაზე, თუკი ასეთი რამ ხდება, რაც ისედაც დასჯადია.
..კურდღელმა თქვა სერზე ვზივარ ...................................
......................................
..................................... ......................................
გამწიეს და გამომწიეს ჩამომკიდეს ცხენზედაო....
მზარეულებს მიმაბარეს, კარგად შეწვით ცეცხლზედაო,
ცალი გვერდი ცეცხლზე იწვის, ცალი ერბოს ალზედაო,
დახედეთ ამ მამაძაღლებს, რა ყოფა ააქვთ ჩემზედაო,
ამარიგეს ჩამარიგეს, წვრილ წვრილ ლამბაქებზედაო,
ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვალს იმტვრევენ ჩემზედაო
ზედ გამოჭრილია
საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
--დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს!--
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
ლექსი იციო?!-- ჰკითხეს საქართველო,
პატარა საქართველოს, პატარას---თვალცრემლიანს...
ვიციო!--უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
--პატარა საქართველოს პალეროიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
-ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,-
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო,ობოლი საქართველო
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
შენში ასეთი სენტიმენტალიზმი ადრე არ შემიმჩნევია.
სულ მედგარი და მეომარი იყავი.
ხომ არ ბერდები?
არ გაბედო!
თუმცა, მეც ხელი მაქვს ჩაქნეული.
ტყუილად ვიხარჯებოდით.
ამაო ყოფილა ყველაფერი.
ისევ რუსეთის იმედად დავრჩით.
მაგრამ იქნებ ისევ ასე ჯობია?
ჰააა?!
დიდება ერეკლე მეფეს, დიდება სტალინს, დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
პესიმიზმი არა მაგრამ ....
ცირკში მგონია ჩემი თავი, ცირკში, თანაც დაუსრულებელ ცირკში
ამ განვლილ 30 წელს რომ ვიხსენებ პირი მრჩება ხოლმე ღია .......და კითხვები კითხვები კითხვები...
.ეს 30 წელი რატომ ჩავკალით და გავიუბედურეთ თავი , რისთვის???
შენ წარმოიდგინე ამ წლების მანძილზე რამდენი ადამიანი დაიხოცა, რამდენი გაუბედურდა, რამდენი ოჯახი .............................აფხაზეთი, (ჭუბერს ვერ ვივიწყებ) მხედრიონი, შიმშილი, სიცივე, შინაურის მტრობა ღალატი...რომელ ერთი უნდა ჩამოთვალო?
სანაცვლოდ? ყველაფერი გადაგვარებულ--მოშლილი -- საქართველო(ხალხიც) განახევრებული, საზოგადოება დაქუცმაცებულ--გაბოროტებული, ახალგაზრდობა გაუნათლებელი და შესაბამისად პერსპექტივაში მთლად ,,ბნელეთი,,
ამ ე.წ. დასვლეთმა კიდევ ხომ ერთიანად შემირყია ტვინი....არადა 2003 --ში მაგათთვის პირველი პროპაგანდისტი ვიყავი................სუ ტაში ვაშათი შევხვდი მაგათ საქართველოში შემობრძანებას, რუსზე გაბრაზებულ --გამწარებული ძაან ველოდებოდი მაგათ აქ მოსვლას..... ვამტკიცებდი ამ რეგიონში მაგათთვის ისრაელის დონის ქვეყანა ვიქნებით მეთქი. თურმე სად ბანაობ, ძალიან არა მცნობია მე ეგენი.. ისრაელის დონისად კი არა, მაგათ ჩვენ მოზამბიკის დონედაც არ მივაჩნივართ...ყველაზე უკანასკნელი კოლონია ვართ ჩვენ მათთვის...მაპუტუზე უარესი
მოკლედ კაცს რომ ძაან ძაან არა სწამდეს ღმერთის, ამ ყველაფრის მონაწილე და შემსწრე ადამიანი .ძნელია კარგ გუნებაზე იყოს....
მე უფრო ა.ბაქრაძის ნათქვამი მაგულიანებს------ საქართველო იმიტომ არ მოსულა დღემდე, რომ ეხლა გადაშენდესო ...ვინც გადასაშენებლები იყვნენ ისინი ისტიორიაში აქამდე გადაშენდნენო. ის კაცი ამტკიცებდა რომ თუ ჩვენ ცოდნა განათლებას სწორად გამოვიყენებთ, ყველაფერი კარგად იქნებაო
ხოოდა მჯერა ღმერთისაც და იმ კაცისაც
ისე რუსეთზე რასაც ჩოპრა აქ ზემოთ სწერს მართალია--- ეგ ძირითადად მარიკა ლორთქიფანიძის მრავალჯერ ნათქვამია...ძალაინ ძალიან ბევრი დადებითები იყო იმ პერიოდში. მაგ თემაზე ბევრჯერ კოსტავას წერილიც დამიდია აქ.....................მინუსებთან ერთად იმასაც ბევრი პლიუსები აქვს ჩამოთვლილი ...
მაგრამ მაგ ყველაფრის მიუხედავად .................................. ..აბა რატომ ვიტანჯეთ ამ 30 წლის მანძილზე?????..მდინარეში რომ გადიხარ უკან მობრუნება აღარ შეიძლება, უნდა წინ გახვიდე
ზუსტად ესეა ჩვენი საქმეც ..თუ უკან მივბრუნდით კიდევ ან გიჟები გამოვდივართ (ჟირინოვსკი) ან მდინარე წაგვიღებს უბედურებაში
ამიტომ ვიძახი ხოლმე---- რაღამც ერთი ტრაკიდან გამოვძვერით? მეორეში აღარ უნდა გვედურთა თავი
თუ არადა ამ 30 წელში, რაც ხალხი დაიხოცა ,........რისვთის?? მე ეგ წლები მენანება ძალიან და იმიტომ არ მინდა ესე უაზროდ, უმიზნოდ და უფასოდ იყოს ის ხალხი დაღუპული
მოკლედ ადრე ამ თემაზე მე აქ ბევრი მაქვს ნაწერი, განმეორება აღარა ღირს...... გამგებმა ისედაც ყველაფერი იცის ....უბრალოდ ეხლა შენ გიპასუხე, თორე ამდენის წერის ჟილკა აღარა მაქვს...არ ვიცი ამ ჩემ ნათქვამს შენ როგორ მიიღებ... ადრე ნაღდად სუ ხმალი მეჭირა, ეხლა კი უკვე მეზარება.....................მითუმეტეს გამგებიც თითქმის აღარ არის და მგონი ინტერესიც ....