მოძრაობა, რომელიც საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად შეიქმნა, პოლიტიკურ ამბიციებს აღარ მალავს - მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. მოძრაობის აქტივისტები ჯერ ღიად არ საუბრობენ, გააგრძელებენ თუ არა პარტიული საქმიანობას, თუმცა საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფი შესაძლოა, საზოგადოებამ უახლოესი კვირების განმავლობაში იხილოს.
პოლიტიკურ მოედანზე ახალი პოლიტიკური მოთამაშის გამოჩენას ოპოზიცია მიესალმება და მათგან აქტივობებს ელის.
„ქართული ოცნებისთვის“ კი ნიკა სიმონიშვილის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „შინ ევროპისკენ“ რეალურად ოპოზიციური პარტიების დანამატი იყო და ახალ პოლიტიკურ ჯგუფს კრახს უწინასწარმეტყველებს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ და სხვა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არანაირ დამოუკიდებელ ფლანგს არ წარმოადგენენ და ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთაა. გვენეტაძე აცხადებს, რომ მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი, რომლსაც პოლიტიკური სუნი აქვს, რა ბრძანებასაც გასცემს, იმას ასრულებენ. სწორედ 3 ივლისს მოხდა ამ ადამიანების თავის გამასხარავება, როცა პოლიტიკურად გაბანკროტებულ სააკაშვილს დაუჯერეს და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის გამო ხალხი ხელიდან შემოეცალათ.
„ესენი ყველანი გამასხარავებული და ხალხის თვალში გაკოტრებული ადამიანები არიან. ამიტომაც ახლა იძულებულები გახდნენ, ბოლოს და ბოლოს თქვან ვინც არიან, რეალურად რას წარმოადგენენ და მათ უკან რა მიზნები და ძალები დგას. ამდენ ხანს თავს ე.წ. სამოქალაქო სექტორს აფარებდნენ და თამაშობდნენ, ვითომ მესამე სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა რადგან აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები გააჟღერეს, ყველას გაუჩნდა კითხვა - ვინ იყო ეს ხალხი, რატომ აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს და რა მთავრობას აყალიბებდნენ?
ვფიქრობ, უბრალოდ, მათ დამალვას აზრი არა აქვს და დღის სინათლეზე გამოსვლა გადაწყვიტეს. სადმე გინახიათ პოლიტიკური პარტია მიტინგს ატარებდეს და ხალხის შიშით სცენაზე არ ადიოდეს? იმალებოდეს იმის გამო, რომ აქცია არ დაუშალონ? ახლაც იგივე ხდება. გასაცოდავებულ, გაკოტრებულ „ნაციონალებს“ ახალი სახეები სჭირდებათ და ამიტომ ასპარეზზე ამ ხალხის პოლიტიკურ პარტიად გამოყვანას ცდილობენ. თუმცა აქაც მწარედ ცდებიან, რადგანაც 3 ივლისს თავის გამასხარავებამ ეს ხალხი სრულიად გააკოტრა და ხალხი მათ ერთ ნათქვამს აღარ დაიჯერებს“, - აცახდებს გვენეტაძე.
მისივე თქმით, საინტერესოა არჩევნებში მონაწილეობას ვისი სახელით მიიღებენ. თუ „სირცხვილიას“ სახელწოდებით გამოსვლას აპირებენ, მით უარესი, რადგანაც ხალხის ასე უგზო-უკვლოდ ტრიალის გამო, მართლა შერცხვენილები არიან.
„მგონია, ქართველი ხალხი ბრძენია, ამიტომ „ნაციონალების“ სატელიტები, მასზე დამოკიდებული შვილობილი რაღაცა მოძრაობები ვერანაირ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეადგენენ. 3 ივლისს აქცია ფაჩიკოს გარმონივით დაეშალათ. ხალხში ნული რეიტინგი აქვთ. ეს ადამიანები ვინც მაშინ აქციაზე მივიდა, სულ სხვა იდეის გარშემო იყვნენ გაერთიანებულები და არა მოძრაობა „სირცხვილიას“ გარშემო. ამიტომ ამ ხალხს ვინ რას ეუბნება და რატომ აგულიანებენ პოლიტიკაში შემოდითო, კარგად ვხვდებით. სახედაკარგული ნაციონალები მათ პოლიტიკური გათეთრებისთვის იყენებენ, რაც ვნახეთ, არ გამოუვიდათ“, - ამბობს გვენეტაძე.
ანალიტიკოსი ლევან გიგინეიშვილი for.ge-სთან აცახდებს, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ ჩვეულებრივი სახეცვლილი „კმარაა“, რომელსაც საზოგადეობაში არანაირი გავლენა არა აქვს. ეს არის უბრალოდ გადაკეთებული „კმარა“, რომლებიც რა სახის მოძრაობასაც წარმოადგენდნენ ყველას გვახსოვს. შესაბამისად, რატომ გაუჩნდათ პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია მისთვის გაუგებარია, რადგანაც 3 ივლისის კრახის შემდეგ, საზოგადოებაში რეიტინგი კი არ მოემატათ, პირიქით, მათი დეგრადაცია მოხდა.
„ეს ხალხი ძალიან ცუდ მსოფლმხედველობაზე დგას და ეს არაერთხელ კარგად გამოჩნდა. ახლა აცხადებენ, რომ რაღაცა ქუჩაში სირბილს, სადღაც მივარდნებს და პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ. ეს არის ჩვეულებრივი „კმარას“ სახეცვლილი მოძრაობა, რომლის უკანაც ვინც დგას, კარგად ვხედავთ. ამ ხალხის მთავარი სტრატეგია და მეთოდოლოგია ძალაუფლების შეცვლაა, რომელსაც ნებისმიერ ფასად იზამენ. ამიტომაც ეს ხალხი ჩემთვის ძალიან მიუღებელი ძალაა. ვხედავთ, რომ აკერმანის მეთოდოლოგიასაც იყენებენ და ამ კაცის მიერ არიან დატრეინინგებულები, თუმცა რის საფუძველზე ასკვნიან, რომ პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ და დიდი წარმატებას მიაღწევენ, არ ვიცი. არაა გამორიცხული „ნაციონალურ მოძაობას“ მათი სახით გარკვეული გეგმები ჰქონდეს და 2024 წლის არჩევნებისთვის გამოიყენოს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რატომ ჰგონიათ, რომ ხალხში ამ ადამიანებს რამე ავტორიტეტი აქვს, წონა აქვს, არ ვიცი“, - აცახდებს ანალიტიკოსი.
(ნაწყვეტი)
* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".