ოპოზიციის „ხუხულასავით ჩამოშლილი გეგმები“ - რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება?

ოპოზიციის „ხუხულასავით ჩამოშლილი გეგმები“ - რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება?

რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი აცხადებს, რომ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირების განხილვას იწყებენ. ამის ფონზე, ისიც ვიცით, რომ ოპოზიციის ნაწილი, განსაკუთრებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს.

„ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, - აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

თუმცა, აღნიშნულ შესაძლებლობაში რაიმე საინტერესოს, ამაღელვებელს და მნიშვნელოვანს ვერ ხედავს ანალიტიკოსთა ნაწილი და ამბობს, რომ ამით, ოპოზიციური სპექტრი ვერ იხეირებს. თანაც, ზოგადად, ძალიან ცუდია ზედმეტი მოლოდინების შექმნა საზოგადოებისთვის მაშინ, როდესაც რეალობა სხვა არის.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შედეგად, ოპოზიცია არაფერს იგებს, ამით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვერ ჩაანცვლებს და გაუგებარია, ოპოზიციური სპექტრი ამ საკითხზე რატომ აპელირებს.

მისი თქმით, ყველაზე სწორი მიმართულება იქნებოდა, თუკი ოპოზიცია ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე ხელისუფლებასთან ერთად დაიწყებს მუშაობას.

„ამაზე მხოლოდ საუბარია და რაიმე სერიოზული ნაბიჯი არ გადადგმულა. თუ ეს დასანქცირება არ მოხდება, ოპოზიცია ხომ ამით მთლიანად ყველაფერს აგებს. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მხოლოდ განხილვა უნდა მოხდეს. თუ ივანიშვილის წინაღმდეგ სანქციები იქნება დაწესებული, ეს მისი პრობლემა იქნება და რას შეცვლის?!

საქართველოში ოპოზიციური ამომრჩეველი საკმარისია, თუ ოპოზიცია სწორად წარმართავს თავის საქმიანობას, მიუხედავად იმისა, ივანიშვილს დაასანქცირებენ თუ არა, რომ გაიმარჯვოს. პრობლემა ის არის, სწორად წაიყვანს ოპოზიცია ამ პროცესს სწორი მიმართულებით?! დავუშვათ, დაასანქცირეს ივანიშვილი, ელექტორარულად, რამეს შემატებს ეს ოპოზიციას?! - არ მგონია. არასწორ ორიენტირებს ირჩევენ და იწყებენ ამ არასწორ ორიენტირზე კოშკების აგებას, რომელიც შემდეგ შეიძლება ხუხულასავით ჩამოიშალოს და მის საწინააღმდეგოდ იმუშაოს.

დღეს ელექტორატის 2/3 „ქართული ოცნების“ ოპოზიციაშია, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ამ ელექტორატით ხელისუფლება ჩაანაცვლონ. ყველაზე სწორი მიმართულება იქნებოდა 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის პროცესში ჩართვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ენდობი ვიღაცას, არამედ „ოცნებას“ უჭრის პროპაგანდის გზას. თუ დაასანქცირებენ ივანიშვილს, მერე რა? ეს გამოიწვევს პროტესტს? არ გამოცვივდებიან, რადგან ივანიშვილის დასაანქცირება არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუთმობს ადგილს. არაფერი შეიცვლება. ზედმეტი და ყალბი მოლოდინები ოპოზიციამ არ უნდა შექმნას, უნდა ჩამოაყალიბოს ძალიან პრაგმატული ამოცანა და იმუშაოს ხელისუფლებასთან ერთად“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ბევრ ამერიკელ და ევროპელ უმაღლესი რანგის პოლიტიკოსს ჰქონია რუს ოლიგარქებთან კავშირი და თუ სანქციების დაწესების ამ გზით წავლენ, სანქცირებულ პირთა დიდი სია გამოვა მსოფლიოს მასშტაბით.

„რეალურად, დღევანდელი განცხადება ბორის ჯონსონისა იყო საკმაოდ სკანდალური, რომ იგი თურმე ხვდებოდა რუს ოლიგარქს ლებედევს და იმის შვილი მისი პროტექციით, ლორდთა პალატის წევრი გახდა, თუმცა, ინგლისის უშიშროების სამსახური აფრთხილებდა, რომ ეს დიდი ბრიტანეთისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იქნებოდა რისკის შემცველი. მივყვეთ, რამდენი ევროპელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი იყო რუს ბიზნესმენებთან, ოლიგარქებთან კავშირში. თუ ჩვენ ამ გზით წავალთ, ვის როგორი პოლიტიკური სიმპათიებით უნდა სანქციების დაწესება, ძალიან დიდი სია გვექნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დააკონკრეტა მაკფოლმა ვინ იგულისხმა? მე მაიკლ მაფოლის აზრების წამკითხველი არ ვარ. კარგად ვიცით, უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უკვე 4 თვეა აქვს. ამ პოლიტიკას აგრძელებენ, ეს არის,  სიახლე მეტი არაფერია. 4 თვეა გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები, როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოგვახსენა და რომ არ არის ქართული ტანკები დღეს ცხინვალში და რუსეთთან არ ვართ ომში. ამ გაღიზიანებას ეგენი არ მალავენ, ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ კი საქართველო დააზიანონ და ახლა რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ არესტოვიჩის მხარეს? ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! ერთი ფაქტი თქვან და მორჩნენ ქვეყნის დაბულინგებას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

trampi ძველია მაგრამ კარგია



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი "ფეიბუქის" პირად გვერდზე BBC-ს სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავებზე გასვლისა და სასაფლაოებზე სუფრის გაშლის ქართულ ტრადიციას შეეხება. სიუჟეტს ქართველების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩემი რჩევა ქართველ თვითგვემია ქაჯებს და BBC-ის!
სხვის თვალში ბეწვის ძიებას ჯობია, საკუთარ თვალში დირეს მიხედოთ!!!
მესმის თქვენი შოკის - ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში.
ზედაპირული ექსკურსი.........
- საუდის არაბეთში - დემოკრატიამ, ერაყსა და ავღანეთში მშვიდობამ არ ჩაგაგდოთ შოკში?
- პუტინის ბარბაროსობამ საქართველოსა და უკრაინაში - არ გამოიწვია თქვენში პროტესტი?
- პირველი საკონცენტრაციო ბანაკები რომ შემქმენით, ჯერ კიდევ ანგლო-ბურების ომის დროს, და როგორც ეროვნული ღირებულება, მთელ მსოფლიოს რომ მოსდეთ - ამანაც არ შეატოკა თქვენში შოკის ძარღვი?
- რასაც დედამიწაზე, თქვენი პირსისხლიანი სამეფოს სახელით ჩადიოდით, ყაჩაღობდით, ძარცვავდით და ანადგურებდით ერებსა და სახელწიფოებს - ის არ გაგდებდათ შოკში?
- ბავშვთა მონური შრომის გამოყენებასა და მონა ბავშვების დეპორტაციის ისტორიაზე რას მეტყვით - რომელიც 1970 წლამდე გრძელდებოდა თქვენს ცხვირაბზუებულ სამშობლოში?
- სკოლებში, ბავშვების, საკუთარი შვილების ცემა, მხოლოდ 1999 წელს რომ გააუქმეთ, როგორც სასჯელის ფორმა - თქვენ ის ბრიტანელები არ ხართ?
- დილის პოლიციური ეკიპაჟებიდან დაწყებული, და თითქმის ყველა დამკრძალავი პროცესიით დამთავრებული, დღემდე რომ ცხენებს იყენებთ - ლონდონშიც კი, და ნეხვის ფერი (არომატზე აღარ ვიტყვი) რომაა ტემზა - ეგ როგორ ჯდება შოკუნიებში?
- ასეთ ჰუმანურ და ცხოველების მოყვარულ ხალხს, არც მელიებზე ნაციონალური ნადირობა არ გაღელვებთ?
- სულ დამავიწყდა, არაკასტრირებული, ფსლის სუნით გაჟღენთილი ღორის ხორცის ჭამაც (შემწვარი ბეკონი საუზმეზე) - არ გაგდებთ შოკში?
- არც მატლების ამოთხრის ეროვნული დღე?
- არც ეკლესიების - დისკოთეკებად, რესტორნებად, სასტუმროებად გადაქცევა იწვევს თქვენში შოკს - ხომ ასეა?
2 წლის უკან