3 ივლისს ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია სახმელეთო ჯარების გადაადგილების შესახებ, რაც ადასტურებს ვარაუდს, რომ რუსეთმა ფრონტზე ოპერატიული პაუზა აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული „ომის კვლევის ინსტიტუტი“ (ISW) ავრცელებს.
„3 ივლისის შემდეგ გააგრძელა იერიშები შეზღუდული ძალით ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით, რაც არ ეწინააღმდეგება დასკვნას ოპერატიული პაუზის შესახებ, ვინაიდან ის არ ითვალისწინებს აქტიური საბრძოლო მოქმედებების სრულ შეჩერებას“, - აცხადებენ ISW-ში.
მანამდე „ომის კვლევის ინსტიტუტმა“ ივარაუდა, რომ რუსეთი ლუგანსკის ოლქის აღების შემდეგ ოპერატიულ პაუზას აიღებდა, ვინაიდან თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების მონაწილეებს დასვენების საშუალება უნდა მიეცეთ.