„საქმე იქითკენ მიდის, რომ კორონა ვირუსი მუტაციას განიცდის და ნელ-ნელა ჩვეულებრივ ვირუსად ჩამოყალიბდება, თუმცა ამას ჯერ კიდევ დრო სჭირდება“

„საქმე იქითკენ მიდის, რომ კორონა ვირუსი მუტაციას განიცდის და ნელ-ნელა ჩვეულებრივ ვირუსად ჩამოყალიბდება, თუმცა ამას ჯერ კიდევ დრო სჭირდება“

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში კორონა ვირუსის 2570 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გამო, კოვიდ მიმღებ კლინიკებში ინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლები დატვირთულია. სპეციალისტები კი ვარაუდობენ, რომ ვირუსი პიკს შემოდგომაზე მიაღწევს. ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა და საზოგადოებას ვაქცინაციასა და პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.

„ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოში ვაქცინაციით დაბალი მოცვისა და COVID ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID გარდაცვალების შემთხვევები (22) ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია ვიდრე ამერიკაში (98), კანადაში (108), დიდ ბრიტანეთში (205), პრაქტიკულად მთელ ევროპაში ერთეული გამონაკლისების გარდა და ასე განსაჯეთ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად გამოირCეოდნენ COVID შემთხვევების და გარდაცვალების დაბალი მაCვენებლებით - სამხრეთ კორეა (135), ტაივანი (262), ავსტრალია (140), ახალი ზელანდია (230), ჰონგ კონგი (136), იაპონია (24), ისრაელი (46) და ა.შ.

გარდა ამისა, საქართველომ პირველმა რეგიონში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში შემოიტანა და პრაქტიკაში დანერგა უახლესი და სადღეისოდ ყველაზე ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი პაქსლოვიდი. ექიმების არსენალშია და ყველა COVID ავადმყოფისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. სიცოცხლის გადამრCენი მედიკამენტები: რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები (ვირუსის შესაბამისი შტამის დროს), ტოცილიზუმაბი, ბარიციტინიბი და სხვ. Cვენ წარმატებით ვიყენებთ როგორც ბინაზე დარCენილი, ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების ე.წ. პროაქტიურ მკურნალობას, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა COVID პაციენტების დამძიმების, რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების შემთხვევები.

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. თუ ადრე დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 100-მდე ახალი შემთხვევა, ახლა უკვე ფიქსირდება 600-700 ახალი შემთხვევა. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში. წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და COVID შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის.

ამიტომ თუ გვინდა, რომ შევინარCუნოთ დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური COVID ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალმხრავალი შეკრების ადგილებში. მაშინაც კი, თუ COVID შემთხვევების ზრდას თავიდან ვერ ავიცილებთ, განსაკუთრებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიკვდილობა დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც for.ge-თან ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, როგორც პანდემიის დროს, ახლაც მედპერსონალი სრულად მზად არის კოვიდთან ბრძოლისთვის.

„კოვიდ სტატისტიკის მატებასთან ერთად, კლინიკებში პაციენტების რაოდენობაც იმატებს. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების პრობლემა არაა, მაგრამ მიმართვიანობა როგორც ამბოლატორული, ასევე სტაციონალური გაზრდილია. ეპიდსიტუაცია მარტო საქართველოში კი არა, არამედ მთელს მსოფლიოშია მომატებული. ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდებ ყურადრებით იყვნენ და რეკომენდაციები დაიცვან. თუ მოგიწევთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, პირბადე აუცილებლად გამოიყენეთ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, კოვიდის ახალი შტამი, „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან დიდად არ განსხვავდება და ახაიათებს შემდეგი სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მატება.

„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს BA2-სა და BA5-ს უფროს სწრაფი გავრცელება ახასიათებს. მას აქვს უფრო მეტად გამოხატული უნარი თავი აარიდოს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, ეს კი ნიშნავს, რომ რეინფიცირების რისკები საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

რამდენად არის მზად კლინიკები, რომ კოვიდსაც და „მაიმუნის ყვავილსაც“ ერთდროულად გაუმკლავდენ, ამ კითხვაზე ალექსანდრე გოგინავას ამბობს: „მაიმუნის ყვავილს“ სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს. საქართველოში ამ ვირუსის ერთეული შემთხვევები შეიძლება დაფიქსირდეს. ამიტომ, ჰოსპიტალური სექტორისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე, მაიმუნის ყვავილი იმდენად აქტუალური არაა, როგორც კორონა ვირუსი. ძირითადად ყურადღება გადატანილი უნდა იყოს კორონა ვირუსის ახალი ქვეშტამებისკენ, რომელსაც პრობლემის შექმნა შეუძლია“.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ამ ეტაპზე რეგულაციების შემოღებაზე არ საუბრობს, თუმცა მიაჩნია რომ ის საჭიროა.

„რეგულაციების დაწესება ნაკლებ სავარაუდოა. კოვიდის მატებას ყველა ვარაუდობდა, რადგან ბოლო ტალღიდან 3-4 თვის გასვლის შემდეგ, იმუნიტეტი მცირდება და შემთხვევების რაოდენობაც იმატებს. შემოდგომაზე კიდევ უფრო მოიმატებს. რეგულაციები, რომ არ დაწესდეს, აუცილებელია სიფრთხილე და ხალხმრავალ ადგილებში პირადის გაკეთება“, - აღნიშნა ზოიძემ.

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, კორონა ვირუსი ნელ-ნელა მუტაციას განიცდის და ის უკვე ჩვეულებრივ ვირუსად გადაიქცევა.

„საქმე იქითკენ მიდის, რომ კორონა ვირუსი მუტაციას განიცდის და ნელ-ნელა ჩვეულებრივ ვირუსად ჩამოყალიბდება, თუმცა ამას ჯერ კიდევ დრო სჭირდება“, - განუცხადა აკაკი ზოიძემ for.ge-ს.