პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, აფხაზების ცხოვრება არ არის შეფასებული, როგორც განუწყვეტელი ბრძოლა შიგნით, უამრავ დაჯგუფებებს შორის, ასევე ბრძოლა რუსეთთან და მათ შორის სომხეთთან. პოლიტოლოგის თქმით, ჩვენი მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ გვინდა აფხაზში დავინახოთ ადამიანი, რომელიც ამდენი ხანია ებრძვის რუსულ გავლენას, მაგრამ შეგვიძლია დავაფასოთ უკრაინელები და მათი ბრძოლა რუსეთთან - „იქნებ აფხაზებიც იმსახურებენ, რომ რუსებთან მათ ბრძოლას, ჩვენი სახით ჰყავდეს გულშემატკივარი“.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ ღვინჯია ამბობს, რომ თუ ვინმე იმსახურებს სამეულიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს არის საქართველო. ნაწილმა ჩათვალა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დაგვცინის, ნაწილი თვლის, რომ აფხაზებს საქართველოს გავლით ევროპაში მოგზაურობა სურთ და ამით არის გამოწვეული ღვინჯიას განცხადება. როგორ ფქრობთ, რეალურად რა ადარდებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას?
რამაზ საყვარელიძე: ვერ ვხედავ მიზეზს, რეალურად ასე რატომ არ უნდა ფიქრობდეს აფხაზი პოლიტიკოსი? კითხვები ჩნდება იმაზე, რატომ ამბობს? ჩვენ, შეჩვეული ვართ იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში იშვიათად კეთდება კეთილი სიტყვა მათი მხრიდან. მე მაინც ვიხრების იმისკენ, რომ პროცესების შეფასების დროს გამოვიდეთ ძველი ანგარიშსწორების რეჟიმიდან და ვიხელმძღვანელოთ თანამედროვე მდგომარეობით. ასე ცხოვრობს მსოფლიო.
ებრაელებს რომ ძველი ანგარიში წარედგინათ გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, რუსეთისთვის და ა.შ. მსოფლიო მშვიდობამდე ვერ მივიდოდა. დღეს მსოფლიოს პრინციპი არის წარსულის გვერდზე გადადება და თუ საშუალება არის, აწმყოში იმ რესურსების ძებნა, რომელიც კონფლიქტურობას დაიყვანს მინიმუმამდე. ამიტომაა დღეს გერმანია ჰარმონიულ ურთიერთობაში ყველასთან. დღეს ანიტისემიტური განცხადებების მგმობელი არის ჰიტლერის ერი, რატომ? - იმიტომ, რომ შეიცვალა. ამიტომ, ჩვენც დავაკვირდეთ აწმყოს მდგომარეობას.
და, როგორია ჩვენი აწმყო?
- რამდენიმე განზომილება აქვა ამ აწმყოს. ერთი და ყველაზე მსხვილი, ეს არის რუსული განზომილება. უკრაინის ომიდან გამომდინარე დაწესებული სანქციების გამო, ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთი სულ უფრო და უფრო გაჭირვებული ქვეყანა ხდება, რაც აისახება იმ რეგიონებზე, რომლებიც რუსულ კმაყოფაზე არიან - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. გამოიკვეთა კიდეც ასეთი ფორმულა - თქვენ, თქვენს თავს მოუარეთ - აგრძნობინა უკვე რუსეთმა. საკუთარი თავის მოვლა ისეთი მცირე რეგიონისთვის, როგორიც აფხაზეთია, ადვილი არ არის, მით უმეტეს, რომ ომის შემდგომ არაფერი შეცვლილა. ინფრასტრუქტურა არ არის საიმისოდ გახსნილი, რომ მაღალი მოთხოვნების მქონე დასავლელი ტურისტები მიიზიდოს. აი, ამ ყველაფრის ფონზე, არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზები დაფიქრდნენ - უღირთ თუ არა ერთვექტორიანი პოლიტიკა. ანუ, მხოლოდ რუსეთზე მიმართული პოლიტიკა და ყველაფერი სხვისი უარყოფა. თუკი დაფიქრდნენ და გადაიფიქრეს, რა თქმა უნდა, ევროპაშიც მოუნდებათ და საქართველოშიც.
მაგრამ ევროპაში სეირნობა და მოგზაურობა რატომ არის ქილიკის საგანი, ეს არის გასაკვირი და ეს ნიშნავს, რომ დღემდე არასერიოზული ხალხი ვართ. ევროპის მხარდასაჭერი მიტინგები გაიმართა თბილისში და ვინც იმ მიტინგზე იყო მისული, ყველას ფრანგული განმანათლებლობის და ევროპული კულტურის ზიარება სურდათ, თუ ევროპაში სეირნობა იყო მათთვისაც მნიშველოვანი? როცა ჩვენ თვითონ ადამიანური სურვილებით ვდგამთ ნაბიჯებს, სხვისი ადამიანობის სურვილების ქილიკი, მინიმუმ გაუგებარია და მაქსიმუმ დანაშაული.
გასაგებია, რომ გაუგებარია, მაგრამ რატომ დანაშაული?
- აღმოსავლური სიბრძნე გვეუბნება, რომ როდესაც 11-12 წლის ასაკში ბავშვის სქეობრივი მომწიფების პეროდი დგება, მაშინ შვილთან უნდა იყო როგორც მეგობარი და რატომ? - იმ პერიოდში ბავშვი ეძებს თანატოლებს და თუ ამ მეგობრის ამპლუაში მშობელი ჩაერთვება, ეს ბავშვს მხოლოდ დაეხმარება. მაგრამ, თუ მშობელი ისევ მენტორული ტონით დაელაპარაკება, მაშინ ახალგაზრდა, რომელსაც მიაჩნია, რომ დიდია, აიკრეფს გუდა-ნაბადას და წავა. ანუ, საკუთარ ოჯახში იქნება სეპარატისტი.
თუ დავაკვირდებით ჩვენს სეპარატისტს და ამ შემთხვევაში აფხაზებს, ეს მენტორული ტონი, რაც ქართველების მხრიდან ისმოდა, შეიძლება ნახევრად გაუცნობიერებელი იყო, მაგრამ მიზეზი გახდა იმისა, რაც შემდეგ მოხდა - აფხაზებს სეპარატიზმის ჭია გაუჩნდათ, მით უმეტეს, რომ ამ სეპარატიზმს კარგად იყენებდა და აღვივებდა რუსეთი. მაგრამ გასაკვირი ის არის, რატომ ვერ ვაკეთებთ იმ დასკვნებს, რომ ისეთი სტილი, რომელმაც შეგიქმნა აფხაზური სეპარატიზმის პრობლემა, არ გააგრძელო?!
მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელ და ახლანდელ ქართველების ქცევაში განსხვავება ნამდვილად არის აფახაზებთან მიმართებაში და მისასალმებელი განსხვავებაა. ის იშვიათი გამონაკლისი, რისი მაგალითიც თქვენ მოიყვანეთ - სეირნობა უნდათ ევროპაში - ეს ხომ სწორედ იმ ქედმაღლობით ნათქვამი სიტყვაა, რაზეც ღიზიანდება აფხაზი. აბა ვცადოთ, დავინახოთ აფხაზში ადამიანი, რომელიც ჩვენივე ინტერესებით მოქმედებს და დავაფასოთ ის, რომ აფხაზეთი, ამდენი ხანია ებრძვის რუსულ გავლენას, ეს ერთი მუჭა ხალხი თავგამოდებით ებრძვის რუსეთს მიწის გაყიდვიდან დაწყებული და პრეზიდენტის არჩევით დამთავრებული. სწორედ აქ აჩვენეს აფახაზებმა თავიანთი ვაჟკაცობა. ჩვენც თუ ვიბრძვით, მაშინ ორმა მებრძოლმა ერთმანეთი უნდა დააფასოს.
ჩვენ უკრაინელებს ვაფასებთ იმიტომ, რომ ისინი რუსებს ებრძვიან და რატომ არ შეგვიძლია ასეთი ბრძოლა დავინახოთ აფხაზებში, იმიტომ, რომ იარაღით არ ომობენ რუსეთის წინააღმდეგ?! თუ რამე ვერ შეამჩნიე, ეს ხომ შენი გონებრივი სისუსტის ნიშანია. ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხია, სადაც აფხაზებისთვის ნომერი პირველი მტერი არის რუსეთი! ასე რომ, აქ ქართველს და აფხაზს ერთი და იგივე მტერი ჰყავს, შესაბამისად, ერთმანეთის მხარდაჭერა გვმართებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ფანჯრებზე დროშები გვაქვს გამოფენილი და ვიქნებთ ამ დროშებს წინ და უკან, თან ისე, რომ უკრაინელები დიდ ყურადღებას არ გვაქცევენ. დავაკვირდეთ, იქნებ აფხაზებიც იმსახურებენ იმას, რომ რუსებთან მათ ბრძოლას, ჩვენი სახით ჰყავდეთ გულშემატკივარი.
უკრაინულ დროშას ვაფრიალებთ, მხარს ვუჭერთ, მაგრამ უკრაინა გვიყენებს უმძიმეს ბრალდებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ამ დროს ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როგორც თქვენ ბრძანეთ, ერთი მუჭა აფხაზი ხალხის ნაწილი უპირისპირდება რუსეთს და მათ პოლიტიკას, რასაც ყველაზე ვერ ვიტყვით. იქაც არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად რადიკალურად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ. მაგრამ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ იმ აფხაზებს, რომლებიც უპირისპირდებიან რუსეთს და რუსულ გავლენას აფხაზეთის ტერიტორიაზე?
- რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორი ხართ, რომ აფხაზების ეს ცხოვრება არაა შეფასებული, როგორც ბრძოლა, განუწყვეტელი ბრძოლა შიგნით, უამრავ დაჯგუფებებს შორის, განუწყვეტელი ბრძოლა სიღატაკესთან, რუსეთთან და მათ შორის სომხეთთან. თან, ეს ბრძოლა გაღიმებული სახით უნდა აწარმოოს იმიტომ, რომ ღია კონფლიქტში ვერ შევა. ამიტომ, მხარდაჭერის გამოხატვას მაინც რა უნდა?! აუცილებელია საზოგადოებრივი აზრის აგორება, მიუხედავად იმისა, შენსკენ გამოიხედავენ თუ არა. მათ თუ დაინახეს, რომ შენ იგივე იდენტობა გაკავშირებს ამ ხალხთან, რომ გულშემატკივრობ მათ და აი, გულშემატკივრობის ფრაგმენტი ბევრი იყო. გულშემატკივრობის გამოვლენაშიც აფხაზებმა გვაჯობეს.
დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ კონფლიქტის მოგვარების წინაპირობები გამოჩნდა?
- ჩვენ განაწყენებული ვართ, რადგან მარცხი განვიცადეთ ომში, სადაც აფხაზები ცუდად მოიქცნენ, რუსეთის ჯარი დაიყენა გვერდით და ამით დაგვამარცხეს, რაც კავკასიელისთვის მიუღებელი საქციელია. ჩვენი მხრიდანაც ბევრი რამე იყო მიუღებელი. ორივე მხარემ უნდა ვცადოთ, რომ გადავფურცლოთ წარსულის ფურცელი და დროს გავატანოთ. თქვენ ბრძანებთ, რომ მივიწყებულია აფხაზეთის თემა - ამ დღეებში სოციალურ ქსელში გაიხსენეს ტამაშის ბრძოლაში გარდაცვლილი ბიჭები, მაგრამ სხვა ვინმეს ახსოვს? - არა! ანუ, მარტო აფხაზეთი კი არა, ქართველებიც გვავიწყდება.
ბევრი რამე გვავიწყდება. დაუდევარი ერი ვართ და ეს ჩვენთვის არის უბედურება, ამით ჩვენს თავს ვავნებთ და ნაკლებად აფხაზებს. დაუდევრობაა ის, რომ ამდენი წლის განვალობაში არ დავფიქრდით, რა ტიპის ურთიერთობა უნდა დავიწყოთ აფხაზებთან. რაც შეეხება დღევანდელობას, აფხაზებმა დაინახეს, რომ რუსებთან წასვლით უარესი ურთიერთობა მიიღეს, ვიდრე ქართველებთან ყოფნით.
ქართველებთან ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდათ, ზემოდან გვიყურებდნენო და რუსებმა განადგურება დაუწყეს აფხაზებს, როგორც ეთნოსს. აფხაზებმა დაინახეს, რომ რუსეთის მხირდან დაწყებული ბრძოლა, ეს არის ოკუპანტის მიერ დაწყებული ბრძოლა მთელი სიმკაცრით. დღეს, აფხაზები ნელ-ნელა ჩვენს მდგომარეობას უახლოვდებიან, სადაც რუსი ოკუპანტია. რუსი უკვე მათ ართმევს მიწას, სამშობლოს, ეთნოსს და შესაბამისად, აფხაზებისთვის შეიძლება გამოსავალი იყოს, თუკი რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ეს მცირე ჯგუფი ხელს ჩაჰკიდებს ერთმანეთს.
ასე რომ რუსებმა უკრაინელების ჯახი დაიმსახურეს
ხან თითქოს ამერიკელების ფოზე რუსებზე გული მომილბება ხოლმე(ამერიკელები უარესები არიან).....მაგრამ როგორც კი აფხაზეთში დატრიალებული ცოდო--მადლი გამახსენდება ხოლმე ...
არა ........................... გაწყდნენ მაგათი დედაც ...
ხოოდა იმიტომ მინდა რომ ორივემ ერთდროულად დაააჭირონ კნოპკას თითი ............................ხარჯი ხარჯია....ბარემ ორივე მიიქინძება
იმას არ ვამბობ შემოგვწეხვეწებიან მეთქი, მაგრამ მერე თვითონაც მოინდომებენ ,,ხაზზზე,, გამოსვლას
რუსეთის ტრაკით ეგენი ეხლა ჯერ ულტიმატუმებით დაგვიწყებენ ლაპარაკს