ქართული კლუბი, რომელიც თავადაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია, ღრმად შეშფოთებული და გაოგნებულია მთელი რიგი არასამათავრობო ორგანიზაციების ე.წ. საპროტესტო აქციების გაუგონრად აბსურდული და წრეგადასულად ექსტრემისტული პოლიტიკური მოთხოვნებით: ისინი, ითხოვენ არა მხოლოდ ხელისუფლების გადადგომას, არამედ მათი განაცხადი ე.წ. „ეროვნული თანხმობის ტექნიკური მთავრობის“ შექმნის თაობაზე არის სახელმწიფო ძალაუფლების მიტაცების ანტი-კონსტიტუციური, უპრეცენდენტოდ უტიფარი, უანალოგო ანტი-სამართლებრივი გამოხდომა!
განსაკუთრებული ცინიზმია, რომ ამ გამოხდომის საბაბს წარმოდგენს ვითომდაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა საქართველოს მიერ, რასაც აპროტესტებენ და მოტივად იყენებენ ხელისუფლების აქციებით დამხობის მცდელობებისათვის. რასაკვირველია, ანტი-კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა, რასაც აშკარად აქვს ადგილი, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და რეალურ საფრთხეს უქმნის საქართვლოს ურყევი საგარეო კურსის - გახდეს ევროული თანამეგობრობის წევრი, წარმატების პერსპექტივას.
საშიაშია არა თვით ეს უმგავსი მცდელობა, რასაც აშკარა აბსურდულობის გამო, ვიმედოვნებთ, სახელმწიფოს დამაზიანებელი რაიმე პირდაპირი შედეგი არ მოჰყვება, არამედ სწორედ მათი უკვე წრეგადასული ცინიზმი და უტიფრობა. ფსევდო-არასამთავრობო სექტორი, მოქმედებს თითქოსდა მთელი სამოქალაქო საზოგადოების ურცხვად მითვისებული სახელით, ღიად ემუქრება ქვეყნის კონსტიტუციურ წეს-წყობილებას, დაუფარავად აცხადებს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მთავარ მიზანს: პოლიტიკური ძალაუფლების უკანონო და უსამართლაო გზით მიტაცებას, როგორც ეს მოხდა 2003-2012 წწ-ში!
ასეთი, უკვე ღიად გაცხადებული დანაშაულებრივი მიზანი უშუალოდ მიმართულია სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების წინააღმდეგ და რეალურად ანგრევს ჩვენს საერთო დასაყრდენს: სამართალსა და სამართლიანობას; ძირს უთხრის ძირეულ, ხელშეუვალ პრინციპს, რასაც ემყარება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობა და განხორციელება. სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციის, სამართლისა და სამართლიანობის, რასაც ოდითგან ქართულად „სჯული“ ეწოდებოდა, დაცვა და აღსრულება! თუ ამას უარვყოფთ, ე.ი. დავთმობთ სჯულს - კონსტიტუციურობას, სამართლიანობასა და კანონიერებას, რასაც ეყრდნობა და ემყარება ქართული სახელმწიფო და რისი დანგრევისკენაც ეს ფსევდო-არასამთავრობოები მოგვიწოდენ, ქვეყნის წარწყმედა და დაღუპვა გარდაუვალია!
სახელმწიფოს საფუძველების წინააღმდეგ მიმართულ ამ ანტი-სამართლებრივ, ყოვლად უსჯულო შეთქმულებაში, რისი მოწმენიც ჩვენდა სავალალოდ დღეს ვართ, განსაკუთრებით აქტიურობენ ანტი-ეროვნული პოლიტიკური ძალის, ნაციონალური მოძრაობის, სრული გავლენის ქვეშ მყოფი ისეთი მოჩვენებითად სამოქალაქო, სინამდვილეში კი პოლიტიკურ აქტივისტთა ფსევდო ორგნიზაციები, როგორიცაა ვითომ ახალგაზრდობის სახელით მოქმედი „სირცხვილია“; მაგრამ განსაკუთრებით საშიშია მათ უკან ღიად თუ შენიღბულად მყოფი , კარგად ორგანიზებული ანტი-ეროვნული, ანტი-სახელმწიფოებრივი ფსევდო-სამოქალაქო სექტორის ქსელი, რომლის სათავეშიცაა პრივილეგირებული ე.წ. „ელიტარული ტროიკა“ („საერთაშორიო გამჭვირვალობა“, „ღია საზოგადოება“, „სამართლიანი არჩევნები“); ეს ქსელი ფაქტიურად წარმოადგენს სამოქალაქო სექტორის მითვისებული სახელით შენიღბულ ფსევდო-ლიბერალურ, სოროსისტულ შეთქმულთა ხროვას , რომლის ანტი-ეროვნული, დამანგრეველი საქმიანობა და ხელოვნურად შექმნილი „ცნობადი სახელი“, ფართოდ რეკლამირებული ფსევდო-გავლენა და გამორჩეულად პრივილეგირებული მდგომარეობა უხვი უცხოური დაფინანსებითა თუ „იდეოლოგიური მხარდაჭერით“ არის ნასაზრდოები და კარგადაც უზურნველყოფილი.
მათი ეს წრეგადასულად უტიფარი, უკვე ღია განაცხადი ხელისუფლების და ფაქტობრივად, სწორედაც სახელმწიფოს მიტაცების (რასაც ასევე უტიფრად - „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ!) შესახებ, უკვე ის წითელი ხაზია, რაც მათ გადალახეს და რისი მოთმენაც უკვე შეუწყნარებელი და შეუძლებელიცაა. აუცილებელია, რომ ქართველმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ თავი დაიცვას მათგან და გადაუდებლად მიიღოს შესაბამისი ზომები.
ვგულისხმობთ კანონით განსაზღვრულ რეაგირებას კონსტიტუციური წესრიგის დამხობისკენ საჯაროდ გაკეთებულ მოწოდებებზე, ისევე როგორც ამ მოწოდებების უკან მდგარი აშკარა შეთქულების აღსაკვეთად მოქმედი სამართლის შესაბამისი ყველა საჭირო ზომის გამოყენებას.
მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. მსგავსი საფრთხეები რომ სამომავლოდ გამოირიცხოს, უწინარეს ყოვლისა, სამართლიანი წესრიგი არის დასამყარებელი სამოქალაქო სექტორის საქმიანობის, დაფინანსების, მისი როლისა და გავლენის მოსაწესრიგებლად.
ასეთი სისტემის გასამართად არ არის საჭირო „ახალი ველოსიპედის“ გამოგონება. არსებობს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. სანიმუშო მაგალითად მოგახსენებთ, რომ - აშშ-ში ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოური სახსრებით ფინანსდება, უნდა დარეგისტრირდეს როგორც უცხო ქვეყნის აგენტი, ხოლო ამ დაფინანსების გამოყენება ზედმიწევნით უნდა ხორციელდებოდეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მკაცრი ზედამხდეველობის ქვეშ, რათა გამოიროცხოს ეროვნული ინტერესების უცხო სახელმწიფოს ინტერესებთან ყოველგვარი კონფლიქტი. ამასთან, ეროვნული უსაფრთოება მოითხოვს: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია მოქმედებს არა საქართველოს სამოქალაქო სექტორის, არამედ იმ უცხო ქვეყნის, ვისგანაც ფინანსდება, სახელით, მისი ინტერესებითა და ხშირად - პირდაპირი დავალებით. დაჟინებით მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ განხორციელებული იქნას სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ამ გამოცდილების და ამერიკული საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დამკვიდრებას უზრუნველყოფს.
ასევე ყურადსაღებია ევროკავშირის წევრი რიგი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება, რომლებმაც შეძლეს არასამთავრობო სექტორის ადგილობრივი რესურსებით დაფინანსების სამართლიანი სისტემების შექმნა. ამ თვალსაზრისით ყურადღებას გავამახვილებთ უნგრეთის გამოცდილებაზე, რომელმაც უარი თქვა რა ქვეყნიდან გაძევებული სოროსის (არადა, უნგრეთი მისი სამშობლოა, ე.ი. იგი უსამშობლო კაცია პირდაპირი გაგებითაც), როგორც ანტი-ეროვნული საერთაშორისო მოძრაობის გამოჩენილი „მოღვაწის“ მუქთა, სინამდვილეში კი - მავნე და საშიშ ფულზე, თავადვე, საკუთარი ქვეყნის სახსრებით უზრუნველყო სამოქალაქო სექტორის სამართლიანი და ასევე, მოქალაქეთა ნების შესატყვისი საბიუჯეტო დაფინანსება. ამ დაფინანსების მთავარი წყაროა საშემოსავლო გადასახადი, რომლის 2% მთლიანად არის მიმართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინასებლად. კერძოდ, ეს დაფინანსება დიდწილად არის დამოკიდებული თავად მოქალაქეთთა ნებაზე, მათ უშუალო, პირდაპირ მონაწილეობაზე. ხაზგასასმელია, რომ ასეთ სამართლიან სისტემაში ადგილობრივ თვითმმართველობას წამყვანი როლი აკისრია; საშემოსავლო გადასახადი უნგრეთში, ისევე, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში არა სახელმწიფო, არამედ ადგილობრივი გადასახადია. ამ ადგილობრივი გადასახადის 2%, როგორც აღვნიშნეთ, მთლიანად განკუთვნილია არასამათავრობო სექტორისათვის. მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობა კი ამ სქემით ხორციელდება: ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლება უწყევტ რეჟიმში, „ონლაინ“ აქვეყნებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების სრულ ნუსხას, საინფორმაციო რეესტრს, სადაც დეტალურადაა მოცემული თითოეული მათგანის მიზნები, საქმიანობის სფერო, განხორციელებული აქტივებები, მისი წევრების ვინაობა და დამსახურებანი, ფინანსური ანგარიშები, მათი საქმიანობის შეფასებები და სხვ. როცა მოქალაქე საშემოსავლო დეკლარაციას ავსებს, იგი შესაბამის გრაფაში მიუთითებს მისთვის სასურველ არასამთავრობო ორგანიზაციას და მის მიერ გადახდილი გადასახადის 1% ავტომატურად ირიცხება ამ ორგანიზაციის ანგარიშზე. დარჩენილი 1% - კი მუნიციპალიტეტის იმ საგრანტო ფონდში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის უკვე საგრანტო კონკურესებით ნაწილდება; თუ მოქალაქე არ აირჩევს არც ერთ სასურველ ორგანიზაციას, მაშინ მისი გადასახადის 2% სრულად ამ ფონდში ჩაირიცხება. ამ სამართლიანი პრინციპის შესაბამისად, მოქალაქეთა ნების კვალობაზე, ისიც ცნობილია საყოველთაოდ, თუ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს დამსახურებული მეტი გავლენა, მეტი პატივისცემა და მეტად კეთილი სახელი. ცხადია, მათი მხრიდან რაიმე საშიშროება, რასაც აქ ქმნიან დღევანდელის მსგავსი გამოხდომებითა თუ შეთქმულებებით, აბსოლუტურად გამორიცხულია!
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული კლუბი:
- კატეგორიულად ემიჯნება და გადაჭრით გმობს ე.წ. საპროტესტო აქციებზე სამოქალაქო სექტორის სახელით გაკეთებულ განაცხადს, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის თაობაზე, როგორც ანტი-კონსტიტუციურ, უსჯულო გამოხდომას, რომლის მიზანია ავაზაკური შეთქმულების გზით, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მიტაცება;
- მოუწოდებს მოქმედ ხელისუფლებას, მიიღოს მოქმედი სამართლით განსაზღვრული სათანადო ზომები, უწინარესად - ამ შეთქულების აღსაკვეთად; ასევე: უმოკლეს ვადებში სამოქალაქო სექტორის ჩართულობით განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა სამომავლოდ შეუძლებელი გახდეს ფსევდო-ორგანიზაციების მიერ არასამათავრობო სექტორის სახელის მითვისება, უცხოეთიდან დაფინანსების შემთხვევაში - ეროვნულ და უცხოურ ინტერესთა შორის საშიში კონფლიქტი, ამ ფსევდო- ორგანიზაციების ქსელის და მათი ყალბად, ხელოვნურად შექმნილი „ჭარბი ზეგავლენის“ საქართველოს წინააღმდეგ მტრული მიზნებით, მსგავის შეთქმულებისათვის, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ, გამოყენება;
- იმედოვნებს და მოელის, რომ ქართველი საზოგადოება და მოქმედი ხელისუფლება, ზემოთ მოყვანილი საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, შექმნის სამართლიან სისტემას, რომლითაც არასამთავრო სექტორს ექნება მეტი შესაძლებლობა, უკეთესი წვდომა ადგილობრივ, ქართულ რესურსებზე, რათა მისი საქმიანობა, ამ საქმიანობით პატიოსნად შეძენილი სახელი თუ გავლენა სრულად იყოს დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეთა, პირველ ყოვლისა - ადგილობრივი საზოგადოებების( თემისა თუ მუნიციაპალური თანასაზოგადოების) და არა ძალაუფლების მანიით შეპყრობილ ვაი-პოლიტიკოსთა თუ ე.წ. უცხოელ „დაუძინებელ მეგობართა“ ინტერესბზე!