„ყველაზე საშინელება რაც გავაკეთეთ, კოჰაბიტაცია იყო, არ შეიძლება ძალაუფლებაში რევანშისტული ძალის დატოვება“

„ყველაზე საშინელება რაც გავაკეთეთ, კოჰაბიტაცია იყო, არ შეიძლება ძალაუფლებაში რევანშისტული ძალის დატოვება“

„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან რომ არ გამოსულიყო, საქართველოს ევროკავშირის სტატუსს მიანიჭებდნენ - „ეს ევროკავშირის მხრიდან შურისძიება იყო“, - ამბობს ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე for.ge-სთან ინტერვიუში, რომელიც მასთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩავწერეთ.

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ მიმართა. მან მიმართვაში აღნიშნა, რომ ქართველებს ევროინტეგრაციაში დაეხმარება. როგორ მოახერხებს ზელენსკი ჩვენს დახმარებას, როდესაც უკრაინიდან საქართველოს მიმართ მუდმივად ბრალდებები ისმის? არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ უკრანის პრეზიდენტი მხოლოდ ქართულ ოპოზიციას გულშემატკივრობს?

- ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვა ოპოზიციის მიმართ იყო გაკეთებული. ის გულისხმობდა, რომ საქართველო შეუერთდეს სანქციებს და მეორე ფრონტი გაიხსნას. ეს უკრაინას აწყობს და არა ჩვენ.

დავით არახამიას მიმართვას როგორ შეაფასებდით, მან ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მის მიმართ სანქციები უნდა დაწესდეს...

- გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი ადამიანს გულზე არ ეხატება. ასეთი შეხედულება დემოკრატია არაა. დემოკრატია არის ის, რისი დამტკიცებაც საჯაროდ შესაძლებელია. არახამიას არანაირი საბუთი არ აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო მართვაში ერევა, ეს მისი მოსაზრებაა და სხვა არაფერი. საერთოდ, დეოლიგარქიზაციის კანონი ბევრს სჭირდება, რადგან ბევრს შეეხება. შეიძლება ბიძინასაც შეეხოს, შეიძლება არ შეეხოს. ასევე, შეიძლება შეეხოთ კეზერაშვილს, თემურ ალასანიას დ ა.შ. ასე რომ, ეს ორმხრივად ბასრი ხმალია. ჩვენ თუ გვინდა მართლა გვქონდეს დემოკრატიული გარემო, მაშინ კანონის უზენაესობას პატივი უნდა ვცეთ და ის გამონაკლისის გარეშე ყველას უნდა შეეხოს.

კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რისი თქმაც მინდა, პირველი - შარლ მიშელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ემანუელ მაკრონმა თქვეს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის მუხტი უნდა შემცირდეს და დეპოლარიზაცია მოხდეს. დეოლიგარქიზაცია მათთვის უფრო მეორეხარისხოვანი, ხოლო დეპოლარიზაცია კი მნიშვნელოვანია.

როგორ გგონიათ, ოპოზიცია არახამიასა და ზელენსკის განცხადებებს როგორ გამოიყენებს, შესაძლოა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში კიდევ გაემგზავრონ და მათთან მორიგი კონსულტაციები გამართონ?

- უკრაინაში ჩავლენ თუ პოლონეთში, მნიშვნელობა არ აქვს. მე სხვა რაღაც მაინტერესებს, ტრადიციულად, 30 წელია ჩვენი ინსტიტუციები ნორმალურად არ მუშაობენ. მაგალითად, გვინახია სადაც ერთი პროცესი იქნებოდა სახელმწიფოს ღალატი? - არა, და ასეთ სახელმწიფო ღალატის ნიმუშებს მასმედიიდან ვისმენთ. როდესაც ადამიანი ევროპაში მიდის და გაიძახის, ჩემს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო, ეს სახელმწიფო ღალატია. იგივე არახამიასთან ჩასვლა და სხვა ქვეყნის მოქალაქესთან კონსულტაცია, ესეც ღალატია. ამდენი ხნის განავლობაში ერთი შპიონი დავიჭირეთ? თქვენ როგორ გგონიათ, არ არსებობენ შპიონები? საზოგადოება გადაჭედილია, მათ შორის შესაბამის უწყებებშიც. რა თქმა უნდა, ამის საბუთი არ მაქვს, მაგრამ ასე ვფიქრობ - ქვეყანა არ არსებობს, სადაც შპიონი არ არის, გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა არც ერთი არ დაგვიჭერია.

შესაბამისი უწყება ვერ ახერხებს მათ დაჭერას თუ ამის ნება არ არსებობს?

- ბევრი შპიონი გამოჭერილი ჰყავთ, მაგრამ დაჭერით არ იჭერენ. არადა, არც აშშ-ში და არც ევროპაში ამას არ ერიდებიან. მაგალითად, ამერიკაში FBI-ს მაღალჩინოსანი დააკავეს. თუკი ასეთი ინსტიტუტები იმუშავებენ, მაშინ ხალხიც ცოტა ფრთხილად იქნება. ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდება. აი, მაგალითად, ჩვენმა მთავრობამ „ლოქდაუნის“ დროს ჯარიმები დააწესა, შემდეგ კი მოსახლეობას ის ჩამოაწერა. ამით ხალხს რა უთხრა - თქვენ კანონი დაარღვიეთ და ჩვენ გვერდში ამოგიდგებითო. ეს კანონის უპატივცემლობაა.

სწორედ კანონის უპატივცემლობის გამო ხდება, რომ ოპოზიციას გამბედაობა უფრო შეემატა და ამიტომ ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას?

- 30 წელია რუსთაველის გამზირზე ასეთი მოთხოვნები ისმის, ვნახულობთ კარვებსაც და პარლამენტის შენობაზე შტურმსაც კი. მე სხვა რამ მაკვირვებს - ვთქვათ, აქციაზე 150 ათასი კაცი იყო, ეს საქართველოს მოსახლეობის 2,5%-ია. რატომ აძლევ შენს თავს უფლებას, რომ ქართველი ერის სახელით ილაპარაკო?! ერის სახელით ლაპარაკის უფლება კანონის მიერ არჩეულ პარლამენტსა და მთავრობას აქვს. ამ ყველაფერს მთელი ევროპა ისე შეხედავს, როგორც საფრანგეთში ყვითელჟილეტიანებს უყურებდნენ.

მეორე - მოთხოვნაა, ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც გამორიცხულია. მთავრობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ოპოზიციას რაც სურს, ამისთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა საჭირო. ვადამდელი არჩევნები კი ისევ ძველი წესით ჩატარდება, რადგან ახალი საარჩევნო სისტემა 2024 წელს ამოქმედდება. რიგგარეშე არჩევნებს „ქართული ოცნება“ უფრო დიდი სხვაობით მოიგებს, რეალურ პოლიტიკოსებს ეს ესმით. ოპოზიციას „ვარდების რევოლუციის“ სცენარის გამეორება უნდა, მაგრამ ახლა 2004 წელი არაა, ჩვენ ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყანა ვართ. საპარლამენტო უმრავლესობამ შეიძლება კეთილი ნებით მთავრობა დაითხოვოს, ახალ მთავრობაში კი ოპოზიციის წევრები შეიყვანოს, მაგრამ ეს რომ არ მოხდება, ხომ ყველამ კარგად ვიცით, ეს არის პირდაპირ ჩიხისკენ ბიძგი. დარწმუნებული ვარ 2024 წელს უმრავლესობას ვერავინ მოიპოვებს და ჩვენ გვექნება კოალიციური მთავრობა.

დღეს რომ კოალიციური მთავრობა გვყოლოდა ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მოგვცემდა?

- საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდნენ, რომ არა „ქართული ოცნების“ იდიოტური ნაბიჯი - შარლ მიშელის შეთანხმებიდან არ უნდა გამოსულიყვნენ. შურისძიებაა, რადგან ევროკავშირის თავმჯდომარის აბუჩად აგდებას არავინ გაპატიებს. ეს ოდიოზური ფიგურები კლავენ ყველაფერს. ევროკავშირის წევრი რომ გახდე, მათი ფასეულობებით უნდა საზრდოობდე. მათი ძირითადი ფასეულობა სამი პრინციპისგან შედგება, პირველი - ეს არის ძალაუფლების შტოების მკვეთრი გამიჯვნა, საპარლამენტო, სამთავრობო, მასმედია და სასამართლო სისტემა. ძალიან დიდი შეცდომაა ის, რასაც აკეთებს ამერიკა და ევროკავშირი, რომ მოდით, კარგი მოსამართლეები ავირჩიოთო, რადგან არ არსებობენ ასეთები. ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეში იძულებით, როგორც ამერიკაში მოხდა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოიღონ. მაშინ ვერავინ იტყვის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ამ დროს საქმის გასაჩივრება მხოლოდ უზენაეს სასამართლოში შეიძლება. აპელაცია ძალიან ძნელია, რადგან ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი ძალიან ძლიერია. ასეთი ტიპის რეფორმა გვჭირდეება.

რაც თქვენ ჩამოთალეთ, როგორ ფიქრობთ, ამის ფონზე დეპოლარიზაცია შესაძლებელია?

- ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ყველაზე საშინელება რაც გავაკეთეთ, კოჰაბიტაცია იყო. არ შეიძლება ძალაუფლებაში რევანშისტული ძალის დატოვება. ჩვენი ერთადერთი გამოსავალია, რომ ევროკავშირმა რომელიმე ნეიტრალური ძალა დააფინანსოს და განვითარების საშუალება მისცეს, მაშინ შეიძლება უფსკრულის ამოვსება. ასეთი ძალა თუ გაჩნდა, მაშინ კოალიციური მთავრობაც გაჩნდება. წარმოიდგინეთ, პარლამენტში ინტელექტის დეფიციტი გვაქვს, როდესაც საქართველო უმაღლესი დონის პროფესიონალებით სავსეა. ისინი პარლამენტში არ გვინდა, რადგან ნაღდი პროფესიონალი ძნელად მართვადია. ამ პროპორციულმა სისტემამ თავის თავი მოჭამა, მაჟორიტარულ სისტემას უნდა დავუბრუნდეთ. ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ზვიად გამსახურდიას დროს იყო. ანუ, შენს მიერ არჩეულ დეპუტატისთვის შეგეძლო პასუხი მოგეთხოვა. ახლა 100% პროპორციული სისტემაა, რომელიმე პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც დავალებებს არ ასრულებს, ვის უნდა მიაკითხო? ეს ძალიან ცუდი სისტემაა.

იმ შემთხვევაში, თუკი 6 თვის შემდეგ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, მოვლენები როგორ შიძლება განვითარდეს?

- სტატუსს მივიღებთ. მეჩვენება, რომ ეს იყო თითის დაქნევა, წესიერად მოიქეცითო. ოღონდ აუცილებელია, რომ პარტიებმა პოლიტიკური ამბიციები დაიოკონ.

trampi ამათ კი არ გაააკეთერს............................. მეგობრებმა გააკეთებინეს
იმათი სუკინსინები იყვნენ და იმიტომ არ დააასჯეინეს........მომავლისთვის ანუ დღევანდელი დღისთვის სჭიკრდებოდათ სჭირდებოდათ და იმიტომ არ დააასჯეინეს
ბევრჯერ მაქვს მე აქ ნათქვამი......................... სამი ცარიელი შტოფის მოპარვისთვის საწყალ პატარა ბიჭს 12 წელი მისცეს
დაჟე მაგ საქმეზე სუბარი სტრასბურგსი ჩიოდა........................................................აქააა და კითხეთ
გვარამიას კიდევ შვიდ მილიონზე------------ 3 წელი
უგულავა ხომ ...
აბა რაღა უნდა თქვა ------------------- ამათ ტრაკი არ ჰქონდათ რომ გაბედულად ემოქმედათ, სხვებს უყურებდნენ თვალებში
2 წლის უკან