„უკრაინამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, გავადავდივართ ახალ ფაზაში და ალბათ, უახლოეს პერიოდში შედგება მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის“

„უკრაინამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, გავადავდივართ ახალ ფაზაში და ალბათ, უახლოეს პერიოდში შედგება მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის“

დიდი ალბათობით, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, ალიანსის მიზანია უზრუნველყონ, რომ უკრაინა იყოს ისეთ ძლიერ პოზიციებზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა დაეხმარონ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, რისთვისაც საუკეთესო საშუალებაა ძლიერი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა.

იენს სტოლტენბერგის ამ განცხადებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. იგორ ჟოვკვას განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ნატოში წევრობა შეუძლებელია.

„ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. არაფერ სხვას ამ მიმართულებით აღარ გავაკეთებთ. უკრაინა ელის, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე მისაღებ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთის, როგორც პარტნიორის ნებისმიერი ხსენება წაიშლება. მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ სიტყვა „პარტნიორის“ წაშლა... ჩვენ ველით, რომ ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში, იქნება ბევრად მკაცრი გაფრთხილება რუსი აგრესორის მისამართით“, - განაცხადა იგორ ჟოვკვამ.

რატომ თქვა უკრაინამ ნატოზე უარი მადრიდის სამიტის წინ? - ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge- უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეცვალა უკრაინამ გადაწყვეტილება და ამით რას აჩვენებს?

დავით კუხალაშვილი: რუსეთმა თავისი სტრატეგიული ინტერესი აღისრულა და ამავე დროს, ეს არის უკრაინის უკან დახევა. ყველა უკან გადადგმულ ნაბიჯში შეიძლება ვეძებოთ გარკვეული შეცდომები უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციებში და შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების მიღებულ გადაწყვეტილებებში.

დავუშვათ, რუსეთმა მიაღწია სტრატეგიულ მიზანს, იმ ფონზე, როცა უკრაინა ღებულობს ნატოს წევრი ქვეყნებისგან შეიარაღებას, მათ შორის უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას, უკრაინის განცხადება, რომ უარს ამბობს ნატოზე, ესეც სტრატეგიული ნაბიჯია?

- უკრაინამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები. მარტო შეიარაღების მიწოდება საკამრისი არ არის. რეალურად, გავადავდივართ ახალ ფაზაში და ალბათ, უახლოეს პერიოდში შუამავლის მეშვეობით შედგება მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის.

თუ რუსეთის სტრატეგიით ვიმსჯელებთ, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რუსეთისთვის საინტერესო არ არის...

- ზოგადად, კანდიდატობა, ვთვლი, რომ არაფრის მომცემია. აჟიტირებული თემა არის იქიდან გამომდინარე, რომ არც უკრაინის და არც მოლლდოვის ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება. ასევე ჩვენთვისაც, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვერ მივიღეთ. ჩვენ გვაქვს პრაქტიკული მაგალითი - თურქეთის რესპუბლიკას თითქოს 30 წელია კანდიდატის სტატუსი აქვს, მაგრამ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ის არის ნატოს წევრი. არ მგონია, რომ მან ბევრი რამე დაკარგა ევროკავშირში არყოფნით.

როგორც მოვლენები აჩვენებს, მხარეები მოლაპარაკებისთვის ემზადებოან, გასაგებია, რომ ნატოზე უარს აცხადებენ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია სად გაიყოფა უკრაინა...

- შედეგი სახეზე იქნება. უკრაინა იქნება დანაწევრებული. გარკვეული ტერიტორიები, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ ინტერესს, დარჩება მის კონტროლს ქვეშ. შესაძლებელია, ისევ სეპარატისტული რეჟიმებით განპირობებული, ან მარტო შეიარაღებული ძალების განთავსებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ყველაფერი დამთავრდება. მე მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინა პარტიზანულ ომს გააგრძელებს, მაგრამ რამდენად მომგებიანი იქნება უკვე უკრაინისთვის, ამის თქმა ძნელია.

ვთანხმდებით იმაზე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ვაკვირდებით რუსეთ-დასავლეთის ომს. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკვე ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორაზე რუსეთმა დასავლეთი დაამარცხა?

- თუ გავითვალისწინეთ იმ გარემოებას, რისთვის დაიწყო ომი და რა შედეგი უნდა ყოფილიყო; რაც უკვე გვაქვს - უკრაინამ უარი თქვა ნატოსთან მიერთებაზე და მიიღო უსახური შეთავაზება კანდიდატის სტატუსის სახით და, ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ მოლაპარაკების პროცესში გამოჩნდება, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ ფაქტებიდან და მოვლენებიდან გამომდინარე, რომ უკრაინამ რეალურად ვერ გაუძლო ამ წინააღმდეგობას და ვერც გაუძლებდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარტო შეიარაღების მიწოდება არ აღმოჩნდებოდა და არ აღმოჩნდა საკმარისი უკრაინისთვის.

ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად დიდი გაფრთხილებაა საჭირო. აქიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი გონიერი და სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ არ შევიდა ამ კონფლიქტში. ყოველ შემთხვევაში იმ მასშტაბურ ანექსიას, რომელიც ჩვენ შეიძლება მიგვეღო და რომლის მასშტაბები უფრო დიდი იქნებოდა, ჩვენ ამას თავი ავარიდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ ისევ ანექსიის მოლოდინში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით დაშორიშორება გამოვიწვიეთ. უკრაინაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ დადგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება.

რუსეთის ფედერაციის ინტერესში შედის პოსტსაბჭოური სისტემის აღდგენა. ეს იქნება პირდაპირი, თუ ირიბი კონტროლი, ამას არსებითი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს მასშტაბური კონტროლი.

საინტერესოა, უკრაინის ეს გადაწყვეტილება გახდება დასავლეთის უკმაყოფილების მიზეზი?

- არა მარტო დასავლეთში იქნება უკმაყოფილება, არამედ აშშ-ში და პრაქტიკულად, ძლიერი ევროპული სახელმწიფოები, მათ შორის სადაზვერვო კოორდინაციით, ალბათ, ახალ ტაქტიკას შემოგვთავაზებენ უკრაინასთან მიმართებაში და არ არის გამორიცხული, რომ როდესაც უკრაინაში სიმშვიდე დაისადგურებს, უკრაინის ხელისუფლება გამოყენებული იქნას არსებული ხელისუფლების ან „მშვიდობიანი“, ან ძალადობრივი დამხობისთვის.

სამწუხაროდ, ეს არ იქნება მარტო რუსეთის ხელისუფლების მიზანი, არამედ ეს იქნება ამ სამი ერთობის - აშშ-ის, ევროპის და უკრაინის. ამ მოვლენების განხილვის დროს არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ არც ზვიად გამსახურდიას და არც ედუარდ შევარდნაძის დამხობის პერიოდში მარტო რუსეთი არ მოქმედებდა და ეს შედიოდა ევროპული სახელმწიფოების და აშშ-ის ინტერესებში.

 

trampi aრც ზვიად გამსახურდიას და არც ედუარდ შევარდნაძის დამხობის პერიოდში მარტო რუსეთი არ მოქმედებდა და ეს შედიოდა ევროპული სახელმწიფოების და აშშ-ის ინტერესებშi


აუუუუფ .................... რა დაგვამშვიდეეეე

ეგ რო ეგრეა, ეგ ყველა აქაურმა ვიცით,...... რომ დაუძინებელი ,,მეგობრები,, გვყავს
ისე კი რა დებილობას გვთხრიდნენ ეს ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი----რუსეთს ნიღაბი ჩამოუვარდაო.....
როდის ეკეთა რო რუსეთს ნიღაბი-???----------არც არასოდეს !!
რა ჩათლახიცააა ყველა ნორმალურმა ქართველმა იცის
ნიღაბი რუსეთს კი არა თქვენ ე.წ. დასავლეთს ჩამოგივარდათ,... თქვენ.......................... რუსებზე უარესი ჩათლახები რო ყოფილხართ
არადა 2003 ხელის გულების გადატყავებამდე გიკრავდით ტაშს(ეხლა კი ჩემი თავისა მრცხვენია)
2 წლის უკან
trampi მაგათ ფაქტიურად ნაცებს რევოლუციის მოხდენის საშვი მისცეს.......
2 წლის უკან