„2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, ნატოს პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, ერთადერთი, რუსეთისა და პუტინის მიმართ შიშით იყო განპირობებული“

„2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, ნატოს პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, ერთადერთი, რუსეთისა და პუტინის მიმართ შიშით იყო განპირობებული“

2008 წელს, ჯერ კიდევ არ არსებობდა ასოცირება და ბუნებრივია, ვერც საქართველოს ექნებოდა ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი, მაგრამ არსებობდა ნატო და მაპი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - ომში ჩაბმული ქვეყნის ხელისუფლებას შეეძლო თუ არა ებრძოლა მაპის მოსაპოვებლად? - ანალიტიკოსებს სწორედ ამ კითხვით მივმართეთ.

როგორც ანალიტიკოსები for.ge-თან საუბარში აცხადებენ, 2008 წელს ყოფილ ხელისუფლებას, ევროკავშირზე მეტად, შეეძლო მაპის მოპოვებისთვის ებრძოლა, რადგან სწორედ 2008 წელს, აპრილში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს მაპის მინიჭებაზე უარი უთხრა.

როგორც ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, 2008 წელს ევროკავშირის წევრობაზე ფიქრი დღის წესრიგში არ იდგა, მაგრამ შეიძლებოდა ბრძოლა მაპის მისაღებად.

„2008 წელს, საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკური წრეების დღის წესრიგში ევროკავშირთან დაახლოება და ევროკავშირის წევრობაზე არავინ ფიქრობდა. თუნდაც იმიტომ, რომ თავად ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, იყო საკმაოდ ახალგარდა, ის შეიქმნა 1993 წლის 1 ნოემბერს და 2008 წლისთვის იყო მზარდი ორგანიზმი, სულ რაღაც 15 წლის „ყმაწვილი“ იყო. ამიტომ, პარალელი და ანალოგია დღევანდელ და მაშინდელ მდგომარეობასთან მიმართებაში გვერდით გადავდოთ. მაგრამ, იმ პერიოდში დღის წესრიგში ჩვენი ნატოსთან დაახლოება და ნატოსთან ინტეგრაციის თემა იდგა. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, გარკვეული შიდა მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაპი არ მოგვანიჭეს. აქ უკვე ანალოგიის ჩართვა შეგვიძლია. ნატოს ხომ შეეძლო 2008 ომში ჩართული საქართველოსთვის წამახალისებელი ნაბიჯი გადაედგა?! ასევე, იმდროინდელ პრეზიდენტს ამ მიმართულებით ემუშავა, როგორც ამ ჯერზე, ევროინტეგრაციის გზაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ იაქტიურა?! ხომ შეეძლო ამ ორ ძალას გამოეძებნა საერთო ენა და ნატოს ეთქვა იმ დროს: ჩვენ მაპს ვანიჭეთ მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოუხდა ომში ჩართვა; იმის გამო, რომ ჩვენ რაღაცას შევპირდით და იმედები გავუჩინეთ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ნატოს მხრიდან საქართველოს მაშინ, მაპთან მიმართებაში, არც არაფერი ახალი არ მიუღია. მეტსაც გეტყვით და ამას პირველად ვაჟღერებ: არ მინდა, ევროპარლამენტის 2008 წლის 16-33 რეზოლუციის შედეგებში რაღაც რეაბილიტირება მოვახდინო, რომლის სამარცხვინო ჩანაწერს „ნაცმოძრაობის“ იმდროინდელმა დეპუტატებმა მოაწერეს ხელი. ამ ყველაფერმა შემდგომში, 2009 წელს, ტალიავინის ცნობილ ანგარიშშიც ჰპოვა გაგრძელება. ამ ჩანაწერზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პროტესტი არ გამოხატეს. შეიძლება ეს იმდროინდელი დასავლეთის ზეწოლითაც იყო განპირობებული, რათა ამ ჩანაწერით საქართველოს ხელისუფლებისთვის საომარი მოქმედებების დაწყების კომპონენტი გადაებრალებინათ. ამით კი, რეაბილიტაცია მოეხდინათ საკუთარი თავის, რომ ზუსტად ამიტომ ვერ მივეცით მაპი, ვერ მივეცით იმ საქართველოს, რომელმაც არ მოგვისმინა, დაარღვია ჩვენთვის მოცემული სიტყვა და მოახდინა ისეთი ქმედებების პროვოცირება“, - გვითხრა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 2008 წელს საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე უარის თქმა, რუსეთისა და პუტინის ფაქტორმა განაპირობა.

„ამ შემთხვევაში, პუტინი გადავდოთ გვერდზე, რადგან 2008 წელს მედვედევი იყო პრეზიდენტი. გასაგებია, მაშინაც და დღესაც რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას პუტინი განაგებდა. რა თქმა უნდა, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე,  ნატოს პოზიცია საქართველსოთან მიმართებაში ერთადერთი, რითაც იყო განპირობებული, ეს იყო რუსეთისა და პუტინის მიმართ შიში. ვერ გარისკეს და ძირითადად, ეს ქვეყნები იყო გერმანია და იტალია, რომელთაც მოწინავე სიტყვა ეთქმით ნატოს წინაშე. საკმარისი იქნებოდა ძირითადი მოთამაშეების პოზიციის გათვალისწინება იმისთვის, რომ ნატო ერთსულოვანი ყოფილიყო“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

საგარეო ურთიერთობის საკითხებში ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემამ ომის მოცემულობიდან გამომდინარე წამოიწია. მისივე თქმით, 2008 წელს, როდესაც ნატომ საქართველოს მაპი არ მიანიჭა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. „პირველ რიგში ვიტყვი, რომ უკრაინას სტატუსი ომის გამო არ მიენიჭა. ზოგადად, სტატუსის თემა წამოიწია ომის მოცემულობიდან გამომდინარე. ანუ, ის, რომ აპლიკაციის შეტანა ახლა გახდა შესაძლებელი, ეს მოცემულობა ომის შედეგად დადგა. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. კარგია, რომ 2008 წელი გაიხსენეთ. მართალია, 2008 წელს ნატომ მაპი არ მოგვცა და ეს იყო შეცდომა, რომელზეც დღეს ბევრი ღიად საუბრობს. ნატომ მაშინ ვერ გათვალა ის ნაბიჯები, რაც შეიძლება რუსეთს გადაედგა და ეს იყო ძალიან არასწორი გზავნილი. სხვათა შორის, ამაზე იმ ქვეყნების ექსპერტებიც საუბრობენ, რომლებიც მაშინ წავიდნენ მაპის მინიჭების წინააღმდეგ. თუმცა, მაშინ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა - პოლონეთმა და შვედეთმა ევროკავშირის კონტექსტში შეიმუშავეს აღმოსავლეთპარტნიორობის ინიციატივა. როგორც დღეს ომის შედეგად წარმოიშვა მოცემულობა, რომ დაძრულიყო აპლიკაციის თემა, მაშინ შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობა. 2008 წელს ევროკავშირის ასოცირებული წევრი არ ვიყავით, რადგან ასოცირება არ არსებობდა. მაშინ შეიქმნა ეს ინიციატივა და უკვე შემდგომ, ერთი წლის შემდეგ, პრაღის სამიტზე, ოფიციალურად გამოცხადდა. ანუ, ეს იყო ის ნაბიჯი, რომელიც მაშინ გადაიდგა ამ მიმართულებით. ვერ გეტყვით, ეს საკმარისი იყო თუ არა, ან ქვეყნის დაცულობისთვის, ან რუსეთის შესაჩერელად, მაგრამ თქმა იმისა, რომ მაშინ არაფერი არ მოხდა, ასეც არაა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ევროკავშირს უფრო მეტი ნაბიჯი გადაედგა“ - განუცხადა ფხალაძემ for.ge-ს.

ანალიტიკოსი განმარტავს, 2008 წელს ნატომ საქართველოს მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები რატომ არ გადადგა, როგორც ეს თუნდაც ევროკავშირმა და ნატომ უკრაინის მიმართ გადადგეს.

„მაშინ ბევრი რამ მოხდა. ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ შეიცვალა ბევრი რამ, მათ შორის შეერთებულ შტატებში, სადაც ხელისუფლება შეიცვალა და ილუზია ჰქონდათ, რომ რუსეთთან გადატვირთვით რამეს მიაღწევდნენ. გვახსოვს ობამას ცნობილი პოლიტიკა, რომელიც კრახით დასრულდა. მან ის შედეგები ვერ მოიტანა, რაც უნდა მოეტანა, პუტინის აგრესიული ამბიციები კიდევ უფრო გააძლიერა. მაშინ რუსეთი არ განიხილებდა ნატოს მხრიდან როგორც საფრთხე. ეს ის პერიოდია, როდესაც ნატო მუშაობს ახალ კონცეფციაზე, რომელიც ლისაბონის სამიტზე, 2010 წელს იქნა მიღებული. თუ ამ კონცეფციას ჩავხედავთ, იქ, სამწუხაროდ, აღქმა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, ასეთი რამ არაა. პირიქით, ნატო რუსეთს როგორც პარტნიორს, ისე განიხილავდა. იყო ასეთი ილუზია, რომ გადატვირთვით, ურთიერთობის დათმობით სიტუაცია შეიცვლებოდა და საკითხები გადაწყდებოდა. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომით რუსეთთან ურთიერთობები არ რეგულირდება“ , -აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.          

ლაზი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის იგორ ჟოვკვას განცხადებით, უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ამის შესახებ მან Financial Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჯოვკვას განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ნატოში წევრობა შეუძლებელია.
„ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. არაფერ სხვას ამ მიმართულებით აღარ გავაკეთებთ“,- განაცხადა ჟოვკვამ.
„თუ ნატოელები არ გაასაჯაროვებენ რეალურ ვითარებას იმის შესახებ, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მაშინ ეს დოკუმენტი იქნება სხვა დოკუმენტი, აბსოლუტურად არააქტუალური“,- განაცხადა ჟოვკვამ. ბმული
ა ბატონო, ვიღაც მოადგილე, ნატოს აძლევს დირექტივებს.
ჩვენმა პრემიერმა, მორიდებულუ უკმაყოფილებაც კი თუ გამოთქვა რომელიმე რიგითი ევროპარლამენტარის მიმართ, ერთი ამბავი ატყდება - ევროკავშირის კურსი შეიცვალაო
2 წლის უკან
ლაზი 2010 წელს, ამერიკას, სხვა, უფრო დიდი საფრთხეების შიში ჰქონდა, ამიტომ გამოაცხადა რუსეთი მოკავშირედ, თორემ არც მაშინ ეხატებოდათ გულზე.
ის საფრთხეები ახლა მისუსტებულია, მაგრამ არა ლიკვიდირებული. თუ სიტუაცია შეიცვალა, უკრაინა ყველას მიავიწყდება და ისევ რუსეთს დაუწყებენ ლაციცს, რადგან მის გარეშე, იმ საფრთხეებთან ბრძოლა არ შეუძლიათ.
ასე რომ, დიდ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს.
სჭირდები? - პარტნიორი და მეგობარი ხარ. არ სჭირდები? - მტერი ხარ. ეს არის რეალური პოლიტიკა,. ყველაფერი დანარჩენი, სიტყვის მასალაა. ყოველთვის ასე იყო. ამაში გასაკვირი არაფერია.
2 წლის უკან
leviko ლაზის იმიტომ რომ მარტო ნაციონალური მოძრაობა ამბობს ყველაფერს სწორს და მეტი სხვა არავისნ როცა 12 პუნქტი გაჟღერდა ევრო კავშირში კანდიდატის მიღების წინა შესასრულებელი მათ ჩათვალეს რომ ეს მათ არ ეხება და დანარჩენს ყველას ხოდა ეს არის მარტო ნაციონალები არიან რომლებიც ურევენ ქვეყანაში ყველაფერს
2 წლის უკან
trampi ხალხნოოო................. მაგათი სულიერი და სისხლისმიერი შვილები ნაცები არიან, ნაცები......ისევ ისინი უნდა გვტირობდნენ დედას, ისევ მიშასეული
დემოკრატია უნდა ჩუხჩუხობდეს საქართველოში და იმიტომაც ცდილობებ თუნდაც არეულობით, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას.../.იმიტომაც უჩხიკინებენ ამ დებილებს, იმიტომაც არ მოსწონთ ამათი არაფერი...იქნებ როგორმე გადააგდონ ეს ხელისუფლება, რომ ნაცები მოიყვანონ
პლიუს ატკაცებსაც დაიბრუნებენ
2 წლის უკან