რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი აქცია გაიმართა, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“, სადაც მოძრაობა „სირცხვილიამ“ ერთგვარი სამოქალაქო მოძრაობის გეგმა წარადგინა, ევროპულ გზაზე თუ რა უნდა გაკეთდეს ახლო მომავალში. მოსალოდნელია, რომ ამ აქციებმა უწყვეტი ხასიათი მიიღოს. გაჩნდა მოსაზრება, რომ 20 ივნისის აქცია რეპეტიცია იყო ხელისუფლების დამხობის გეგმის აღსასრულებლად და კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს არა საქართველოს ევროპული მომავალი, არამედ ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „დაიწყეს აქციები მთავრობის გადადგომის, დამხობის და რევოლუციის მოთხოვნით, ეს სასაცილოა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების, სურვილების და ოცნებების თაობაზე, რომელიც ისევე ჩაფლავდება, როგორც სხვა დანარჩენი“.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან ოპოზიციასთან თამაშის გარკვეულ წესზე შეთანხმდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ახსენებს, რომ „პირველი პირობა მათი შესასრულებელია“.
„ჩვენ გვინდა განვაცხადოთ საჯაროდ, გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა მზაობა, რომ თამაშის გარკვეულ წესებზე, იმ რაღაც მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. თუ ეს წესები არ შეთანხმდა, თუ მათი ეს პოლიტიკა მხოლოდ მიზანმიმართული იქნება იმაზე, როგორ არიონ ქვეყანა, როგორ დაანგრიონ, როგორ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, მზად ვართ, დიახაც, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს რეალური დებატები, რეალური, საქმიანი, შინაარსიანი და არა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ჩხუბი.
კითხვა იყო, რატომ არის დღეს განსხვავებული ფორმატი და ასე ვთქვათ, სტილი - ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. როცა ადამიანს ცილს გწამებენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ობსტრუქციის მოწყობას და ათას უმსგავსობას, ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება განცდა იმისა, რომ იქ ყოველგვარი კონსტრუქციული ელემენტი გამოცლილია და მათი სურვილი არ არის კონსტრუქციული დიალოგის გამართვა. მე თქვენთან მაქვს დღეს აბსოლუტურად ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგი და ყოველთვის ვიქნებით ამისთვის მზად.
მათი (ოპოზიციის) მხრიდან არ გვინახავს არც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ისინი გამოდიან, საუბრობენ, თან ვინ - ძალა, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია, პირქით, შეგნებულად აფერხებს ამ პროცესს. ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, სად ვიქნებოდით, ძალიან კარგად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. პირველი პირობა, შევახსენებ ჩვენს ოპოზიციას, მათი შესასრულებელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციები საქართველოსთვის, საჭიროებს სისრულეში მოყვანას და ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ამ აქციებზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნამ გაიჟღერა, ოპოზიცია ისევე ჩაფლავდება ამ პროცესში, როგორც აქამდე გვინახავს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, პერმანენტული აქციების წარმოწყება არასწორი ნაბიჯი იქნება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ პუნქტების შესრულებისკენ უბიძგობს ოპოზიციამ ხელისუფლებას, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაშია აღნიშნული. როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, აქციაზე ტრიბუნიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შედეგად, იმ მოქალაქეებმა, ვინც ევროპული მომავლის რეალური მოთხოვნით დგას რუსთაველის გამზირზე, ქუჩიდან შესაძლოა, კვლავ სახლში გადაინაცვლონ.
„მოთხოვნების შესრულებას აქციები ხელს არ უშლის. დღეს პრემიერი რასაც ლაპარაკობდა - შერიგება - ეს პრობლემა არ არის დღეს, სხვა მხრიდან უნდა დაიწყოს, არ არის აუცილებელი რიგითობით შესრულდეს ის 12 მოთხოვნა, რა რიგითობითაც არის ჩამოწერილი. საკმაოდ დიდი უნდობლობაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ეს ერთ-ორ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ მოგვარდება. ხელისუფლებამ ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს, რომ მას სერიოზულად უნდა ამ პრობლემების მოგვარება და ამის უნარი აქვს. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაზე სწრაფად მოგვარებადი პრობლემით უნდა დაიწყოს, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, ამის შემდეგ დანარჩენი გაგრძელდეს. პრემიერის გამოსვლა და საერთოდ პარლამენტის სხდომა, სადაც მან ანგარიში წარადგინა, იყო კატასტროფა. აქ მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, არამედ ოპოზიციასაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლარიზაციის რა დონე არის ქვეყანაში.
რაც შეეხება საკითხს, აქციები გაგრძელდება თუ არა, დღესაც იქნება ხალხი, ალბათ იმდენი არა, რაც 20 ივნისს იყო, თუმცა, თუ ოპოზიციამ შეცდომები არ დაუშვა და სტრატეგიულად სწორად გათვალა მიზანი, მაშინ ყველაფერი ნორმალურად იქნება. თუ პერმანენტულ აქციებზე და დაუმორჩილებლობაზე დაიწყებენ საუბარს, შესაბამისად, სასწრაფოდ მოინდომებენ ამის უზრუნველყოფას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მუხტი ისევ ჩაქრება და საპროტესტო აქციაზე გამოსული ხალხი ისევ ქუჩიდან სახლში დაბრუნდება. ამიტომ, ოპოზიციას ჭკვიანური მოქმედება მართებს.
თუ ოპოზიცია პროცესს სწორად წაიყვანს, მაშინ ხელისუფლება იძულებული იქნება, რაღაც ნაბიჯები გადადგას. თუ არ გადამდგამს, მაშინ ეს უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ თუ ახლავე დაიწყებენ პერმანენტულ პროტესტს, მაშინ შეიძლება სერთოდ ვერაფერს მიაღწიონ. ოპოზიციამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.
ოპოზიციამ ხელისუფლებისგან უნდა მოითხოვოს გრაფიკი, გეგმა, როდის რას და როგორ აკეთებს, აკონტროლოს ამ გეგმის შესრულება და ეს უნდა უთხრას იმ ხალხსაც, ვინც ქუჩაში გამოვა. მაშინ ეს გეგმა იქნება შესრულებადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იქნება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, ის მუხტი, რაც გაჩნდა, ნელ-ნელა შემოეცლება ოპოზიციას.
ოპოზიციამ უნდა იმუშაოს, მაგრამ იმუშაოს მიზანმიმართულად, ყოველ პუქტთან დაკავშირებით ხელისუფლებაზე უნდა იყოს ზეწოლა. ხელისუფლებას არ უნდა მისცეს იმის საბაბი, რომ მან დაიწყოს ისეთივე მანევრირება, რაც შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მოახდინა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
სავარაუდოდ, ერთ-ერთ ბერკეტად და ზეწოლის მექანიზმად, კანდიდატობის თემის სახით, ამერიკელებმა და ევროპელებმაც ერთგვარი ნაკვერჩხალი შეინახეს, რომლის გახურებასაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ეცდებიან
ანუ ამ ხელისუფლების ნაცებით შესაცვლელად....ხოოო??
სამწუხაროდ მაგ ევროებზე მწარე სიმართლეს ამბობ ....................ეგრეა!!!!!!!!!!!!!!!!
პრაქტიკულად ევროებმა მასე ნაცებს ბეზატკაზნი მაშველი რგოლი გადმოუგდეს ანუ ... ეს ჩაძირული ნაცები იმათ ფაქტიურად გააცოცხლეს
და როცა იმათ საქმეს მოუნდება ნაქცების დახმარებით მაშინ უნდა აგვირიონ ქვეყანაში საქმე.....
ანუ ფაქტიურად ეს მთავრობა იმათ ასე უნდა აჯანჯღარონ, აჯანჯღარონ და აჯანჯღარონ მანამ არ გაააგდებენ??
ან კიდევ ჩვენი ხელისუფლება ბოლომდე, ვიმეორებ ბოლომდე, იმათი ყურმოჭრილი მონა უნდა გახდეს, საქართველოს ინტერესების გაწირვის ხარჯზე
მოკლედ ამ უტვინო ახალგარდების შემყურე და იმ ევროების შესაძლებლობლების გათვალისწინებით ......ძაან ცუდ ხასიათზე ვდგები
ვაი და................????
ეს ხელისუფლება რომ სალაპარაკოც არააა, გასაგებია, მაგრამ რაც გინდა იყოს ................................................. ნაცებიიიიი??