ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციაში დეპოლარიზაცია ერთადერთი პუნქტია, რომელიც არც უკრაინის და არც მოლდოვას მიმართ არანაირი ფორმით არ მოხვედრილა, მაგრამ ჩაიწერა საქართველოსთან მიმართებაში. ხელისუფლებაში თვლიან, რომ რადიკალური დღის წესრიგის შეცვლა არის ყველაზე მოკლე, მარტივი და სწორი გზა, რომ დეპოლარიზაციის კუთხით დასახული მიზნები შესრულდეს, თუმცა ოპოზიცია ფსონს პროცესების რადიკალიზაციაზე დებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან ოპოზიციასთან თამაშის გარკვეულ წესზე შეთანხმდნენ.
„ოპოზიციის მხრიდან არ გვინახავს არც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ისინი გამოდიან, საუბრობენ, თან ვინ - ძალა, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია, პირქით, შეგნებულად აფერხებს ამ პროცესს. ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, სად ვიქნებოდით, ძალიან კარგად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. პირველი პირობა, შევახსენებ ჩვენს ოპოზიციას, მათი შესასრულებელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მმართველი გუნდი ოპოზიციას ულტიმატუმს უყენებს. კერძოდ, ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა „პრორუსული მთავრობა“, „პუტინისტური რეჟიმი“. როგორც კი ამას გააკეთებენ, ამით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პირველ ნაბიჯს გადადგამენ დეპოლარიზაციისკენ.
„კარგი იქნება, თუ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯს გადადგამს. ჯერჯერობით ამის მზაობას ვერ ვხედავთ, პირიქით, მათი ყველა ნაბიჯი პოლარიზაციისკენ არის მიმართული. ვნახოთ, ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ დასრულდება, რა თქმა უნდა, დაველოდებით ოპოზიციის ქმედებებს. დეპოლარიზაცია, პირველ რიგში, გულისხმობს დამოკიდებულებას პოლიტიკურ სუბიექტებს შორის და მათ ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ უნდა გადადგან სწორედ რიტორიკის ცვლილებით. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სჭირდება აღიარება მათი მხრიდან.
ჩვენ ეს არაფერში გვჭირდება, მაგრამ დეპოლარიზაციას სჭირდება ის, რომ ოპოზიციამ აღიაროს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ასეთ დროს ისინი რას აკეთებენ? პირიქით, საუბრობენ რაღაც პრორუსულ მთავრობაზე, „პუტინისტური რეჟიმი“, „დემოკრატიული უკუსვლა“ - სრული „ფეიკი“. ეს სრული სიცრუეა და ასეთი სიცრუით ისინი, ბუნებრივია, დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობენ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს მათი დამოკიდებულება და ამის შემდეგ შეიძლება განხილული იყოს ნებისმიერი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკუთარი პირობები აქვს ოპოზიციას, სადაც თვლიან, რომ პოლარიზაციის შემცირებას სჭირდება პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, თავისუფალი სასამართლოს არსებობა და ის ნაბიჯები, რაც ჩამოთვლილია საგზაო რუკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ვერ დაინახა ვერც ერთი პუნქტის შესრულების რეალური, ადეკვატური განხორციელების ნება და გეგმა, მათ შორის ვერც დეოლიგარქიზაციის.
„ღარიბაშვილის ტონი განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ საღამოს ადამიანები არ მისულიყვნენ აქციაზე. პირველი, რასაც ვიზამდი, ეს იქნებოდა თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის ღია განაცხადი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომაზე იქნებოდა დამტკიცებული, რაც სამწუხაროდ, არ სურთ.
ეს დიალოგი პირადად ჩემს თავზე გამოვცადე, ჩემი შეურაცხყოფით, როდესაც პარლამენტში ღარიბაშვილი იყო მოსული. მე და ჩემს კოლეგებს ათასნაირი და საშინელი ეპითეტით გვამკობდა. ახლა ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად ღარიბაშვილმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა კატასტროფაზე, რომელიც გუშინ მოხდა. ესაა პასუხისმგებლობა, რომელიც არის მძიმე, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ღარიბაშვილის ცვლილების არ მჯერა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციის მიზანი, რომ პროცესების რადიკალიზაცია არის, ეს ცხადია, რადგან პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი ბერკეტია. ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. ერთი მხრივ, ქვეყანაში არსებობს ხელისუფლებისთვის მებრძოლი გავლენის აგენტურა და მეორე მხრივ, მათზე აყოლილი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო ადამიანების ნაწილი.
„არსებობს ხელისუფლების გაუგებარი პოლიტიკა, იდეოლოგიური გაურკვევლობა ხელისუფლებაში, გარდა იმ უშუალო მიზეზთან, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ომთან და საქართველოს პოზიციასთან, ანუ, ხელისუფლების მიერ კოლექტიური დასავლეთის მიმართ გაჯიუტებამ სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით - ამ ყველაფერმა ჯამში მოიტანა ის, რასაც ვხედავთ - ყველა ელექტრონული მედია არის ოპოზიციური და შედეგიც არის - ინფორმაციული ომი წაგებულია. ვხედავთ დესტაბილიზაციის საფრთხეს ქვეყანაში. ეს რა შედეგებსაც მოიტანს, ძნელი საპროგნოზო არ არის“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ამ პროცესებში ოპოზიცია უბრალოდ ინსტრუმენტია. განზრახვა არის ახალი მაიდანის მოწყობა, რასაც არავინ არ მალავს. მისი თქმით, მაიდნის მოწყობის მიმართ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი მწყობრი პოზიცია.
„9 წლის განმავლობაშვი ვხედავდით კოჰაბიტაციას, ვხედავდით გაურკვეველ საკადრო პოლიტიკას ყველა მიმართულებით და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ხალხს გონია, რომ მართლა ევროპაში შესვლისთვის იბრძვიან და თან იმის მიუხედავად, რომ ევროპის წამყვანი სახელმწიფოს პრეზიდენტმა მაკრონმა ღიად თქვა, რომ თქვენ არ ომობთ, ომობს უკრაინა და ამიტომაც ვაძლევთ მეომარ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსს და თქვენ კიდევ ხელს გიშლით გეოგრაფიაო.
ნუ, ახლა როცა ადამიანებს არ ესმით, რომ გეოგრაფია უძრავი რამ არის, მაგალითად შეუძლებელია კახეთის გადატანა სილეზიაში. როცა ასეთი ადამიანია ქვეყანაში, იმ ქვეყნის მომავალი სამწუხაროდ გამოიყურება, ეს არის რეალობა, რომელშიც ვართ. ჩვენ მუდმივად ვიბრძვით ქიმერებისთვის და ქიმერებისთვის ბრძოლას რაც მოჰყვება, ამას ვხედავთ დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე. ნუ, დღესაც რა შედეგებს მოიტანს, ვნახავთ, ალბათ. ღმერთმა ქნას, რომ ამ დესტრუქციის შეჩერება მოხერხდეს. თუ ვერ მოხერხდება, შედეგებს ყველა ერთად მოვიმკით“, - ამბობს სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია დათანხმდება ირაკლი კობახიძის მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში თვითონ ხელისუფლებამაც უნდა შეწყვიტოს საუბრები იმაზე, რომ ოპოზიცია რუსული დაკვეთების შემსრულებელია, რომ იქიდან ფინანსდება და მათ დავალებებს ასრულებს. იმისთვის, რომ ასეთ საკითხებზე შეთანხმდენენ, პოლიტოლოგის შეფასებით, აუცილებელია თანამშრომლობა, დიალოგი ყველა მიმართულებით.
„მე ვფიქრობ, რომ ამის მზაობა არც ხელისუფლებას არ აქვს და არც ოპოზიციას. ვინც საქართველოს და მის უახლოეს წარსულს იცნობს, დამეთანხმება, რომ ძალიან ძნელია ორი დაპირისპირებული ძალა რაღაცაზე შეთანხმდეს. ასეთი რამ ისტორიაში ნაკლებად ჩანს. ახლაც წარმოუდგენელია, რომ ქვეყნისა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცაზე შეთანხმდნენ. სხვათა შორის, ამას მთელ რიგ დასავლეთის ქვეყნებშიც ვერ ახერხებენ, ამის მაგალითია ბაიდენის და ტრამპის ბანაკი. იგივე არის გერმანიაში. ამათი დეპოლარიზაცია დაიძლევა კანონის უზენაესობით და ხალხის პოლიტიკურ პროცესში ჩართულობით.
საქართველოში ეს წარმოუდგენელია. მოგეხსენებათ, რომ 30 წელია ხალხი გაძევებულია პოლიტიკური პროცესებიდან, ხალხს არავინ არაფერს არ ეკითხება. ეს ხალხი არის კვერის დამკვრელი მარტო იმ გადაწყვეტილების, რომელიც ყველაზე ძლიერი მხარის მიერ იქნება მიღებული, რომელიც დაკავშირებულია რომელიმე უცხოურ ძალასთან. ეს იქნება დასავლეთი, თუ რუსეთი. ამიტომ, როცა ხალხს არაფერს ეკითხები და ყველა სოციოლოგიური კვლევა რომ დაკვეთაა, ვინ უნდა განსაზღვროს?“, - ამბობს ვაჟა ბერიძე.
პოლიტოლოგის განცხადებით, თუ ოპოზიცია მიაღწევს იმას, რომ წლის ბოლომდე ივანიშვილი იყოს მთავარი თემა და თუ მიაღწევენ მის გაძევებას ქვეყნიდან, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ქუჩაში უკმაყოფილების ტალღამ უფრო დიდ მასშტაბს მიაღწიოს. მისი თქმით, მხოლოდ ასეთი აქტივაციის, რადიკალიზაციის და დესტაბილიზაციის ფონზე არის შესაძლებელი ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა.
„დეპოლარიზაცია არა, მაგრამ დეპოპულარიზაციაში გვაქვს დიდი წარმატებები. ქვეყნის მოსახლეობა, ფაქტობრივად, განახევრებულია. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ემიგრანტები ჩართონ არჩევნებში. მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. ისინი რომ ჩაერთონ არჩევნებში, ეს ურთულესი ამბავი იქნება და შეიძლება არც დასავლეთს მოეწონოს ასეთი არჩევნების შედეგები, არც ქართველ ხალხს და არც ოკუპანტ მეზობელს.
ასე რომ, ეს არარეალური თემაა. აქ ლაპარაკი არაა პოლიტიკური პროცესის დემოკრატიზაციაზე, ლაპარაკია იმაზე, რომ დეპოლარიზაცია დასრულდება მაშინ, როდესაც ივანიშვილს გააძევებენ ქვეყნიდან. ფიზიკურად წავა ქვეყნიდან და, რომ ხელისუფლებიდან ჩამოცილებული იქნება „ქართული ოცნება“ და რა გზით, ეს კიდევ სხვა თემაა და პოლიტიკურ სცენაზე დარჩება ერთადერთი პოლიტიკური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მოკავშირეებითურთ.
თუ ხალხს არ ვეკითხებით და შევთანხმდეთ, რომ ხალხს არაფერს არ ვეკითხებით, ამ პირობებში ქუჩა და რადიკალიზაცია გვრჩება ერთადერთ იარაღად. დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას გაუჭირდება ამის მიღწევა, მაგრამ შეუძლებად არ მეჩვენება, რომ ასეთი გზით წავიდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძემ.
თვითონ ჭრიან და კერავენ
კიდე ის მიკვირს------ უკრაინასი ამდენი ხალხი იღუპება და მსოფლიო კიდევ ......................... ....იქაც ბანტიო......პირიქით .... მიდი .... მიდიო აქეზებენ
ზემდგომებისთვი ამ ხალხის დახოცვა მხოლოდ სტატისტიკააა........მავანთათვის არანაირი ფასი აღარა ააქვს ადამიანი სიცოცხლეს........
არადა რამდენი ოჯახი..... რამდენი უბედურება.......
და ამ ყველაფერს კაი კინოსავით უყურებენ
სავარაუდოდ, ერთ-ერთ ბერკეტად და ზეწოლის მექანიზმად, კანდიდატობის თემის სახით, ამერიკელებმა და ევროპელებმაც ერთგვარი ნაკვერჩხალი შეინახეს, რომლის გახურებასაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ეცდებიან
ანუ ამ ხელისუფლების ნაცებით შესაცვლელად....ხოოო??
ესე იგი ნაკვერჩხალს ინახავენ რომ შიგა და შიგ საქმე სათავისოდ აგვირიონო
ე. იგი ეგენი ვინ გამოდიან ჩვენთვის-------- მეგობრები თუ მტრები?
თუ შიგა და შიგ თუ ჩვენი არევა უნდათ ეგენი მეგობრები როგორ გამოდიან ?
მტრები არიან მტრები, რუსზე უარესები........
ჭირს მოგცემ, ჭირს დაგავიწყებო..........ზუსტად ისეა
დემოკრატია უნდათ მაგათ საქართველოში და იმიტომაც ცდილობებ თუნდაც არეულობით, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას.../.იმიტომაც უჩხიკინებენ ამ დებილებს, იმიტომაც არ მოსწონთ ამათი არაფერი...იქნებ როგორმე გადააგდონ ეს ხელისუფლება, რომ ნაცები მოიყვანონ
პლიუს ატკაცებს დაიბრუნებენ
რომ ისევ ძველებურად ტანჯონ და აწამონ ნაცებმა ქართველი ხალხი
ეს ბოლომდე ჩამქრალი ოპოზიცია (ნაცები) ისევ იმათ გაააცოცხლეს .... სული ჩაჰბერს.... რომ საქართველოში ისევ არეულობა და ხოცვა ჟლეტა მოაწყონ იმიტომაც ინახავდნენ მიშას ამდენი წელი
90--იან წლებში ნამეტნავად აფხაზეთის მერე...საქართველოში ესეთი მოარული ვერსია დადიოოდა----------
------- რომ რუსეთი არის ორნაირი--ერთი რეაქციული და ჩათლახი რუსეთი და მეორე შაქარი და მურაბა, ჩვენი ძმა დემოკრატიული რუსეთი.(ქუნემ ორივე)...................რომ რასაც ჩვენ გვჩათლახობდნენ იმას რეაქციული რუსეთი გვიკეთებდა და რომ ,,კაი რუსეთი,, იმას არავითარ შემთხვევაში არ გვიზამდა, რომ ჩვენ თავს დამტყდარ უბედურობების გამო დემოკრატიული რუსეთი აღშფოთებულია და სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდა
და ესეთი ზღაპრები
გახსოოოოვთ??? საქმე საქმეზე რომ მიდგა ხო აღმოჩნდა რომ ორივე რუსეთი ჩათლახი იყო და არის?/
ჰოოდა დამიჯერეთ ესეთ ხიბლში ხართ ევროპისგანაც...................ეგენიც განურჩევლად დედალ-=-მამალისა ორივე ჩათლახია!!!!
იმიტომ რომ ეგენი ,,ორივე მხარე,, მენტალურად ჩვენ ვერასოდეს ვერ გაგვიგებს../ეგენი ყოველთვის მაინც თავისას გარეკავენ
რუსეთი რომელმაც ჩვენი ავიც გადასარევად იცოდა და კარგიც, მაინც თავისას ერეკებოდა და ეგენიიიი??
განათლება მაგათ არაააქვთ და გონი, (ინგლისურის ცოდნა განათლება არაა) აბა მაგათ რა უნდა გაააგებინოს ქართველმა ??
მაგათთვის ქართველი არი ულვაშებ დაწკეპილ--დაკაპიწებული კოსტაია.......და თან უნდა ვეძახოთ ანტრე ბატონო, რა მოგართვათო
გამოვა მერე ესე რამეეე??