„სირცხვილიას“ უსირცხვილო განაცხადი - „ხელისუფლების აყირავება“

„სირცხვილიას“ უსირცხვილო განაცხადი - „ხელისუფლების აყირავება“

ფსევდო მედასავლეთე ოპოზიცია საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის სახელით, რევოლუციურ სცენარს სთავაზობს. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიგი მაქარაშვილი 24 ივნისს დასახულ გეგმებზე საუბრობს. ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მოპოვებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერში მაქარაშვილი აცხადებს, რომ 24 ივნისის აქციაზე ხალხს მოუწოდებენ ხელისუფლება გაყარონ. ამისთვის კი ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ დაიძრებიან. ხალხს წინ გაუძღვებიან და ხელისუფლებაც „შეშინებული“ გაიქცევა. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიცია ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგებას შეეცადოს, ისე როგორც ეს 2019 წლის 20 ივნისს გააკეთეს.

არადა ევროსაბჭომ ისტორიაში პირველად, ჩანაწერით დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება. მიუხედავად ამისა 24 ივნისს უკვე ღიად „ნაციოანლური მოძრაობა“ მოსახლეობას 20 საათზე რუსთაველის მოედანზე ევროპის სახელით, ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს. ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებამდე კი ქვეყნის „აყირავებაზე“ დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

ხელისუფლება თუ რეფორმებს და რეკომენდაციებს არ განახორციელებს, უნდა „ააყირაონ“.

„პირდაპირ ვამბობ, უნდა ავაყირაოთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, „თუ რეფორმებსა და რეკომენდაციებს არ განახორციელებს ხელისუფლება, პარლამენტში ყოფნის აზრს ხედავთ? გამოხვალთ პარლამენტიდან? – ჩარკვიანი პასუხობს: „არავითარს, აბა, რა, რა თქმა უნდა“.

მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ოპოზიცია საუბრობს, უბრალოდ, დიდი სიფრთხილე და სწორი გათვლაა საჭირო.

„ნუ დავასწრებთ მოვლენებს, რადგან დამიჯერეთ, ახლა არასწორი იქნება. ზედმეტი არასწორი მოძრაობა ივანიშვილისთვის იქნება დაგორება ჩვენგან, აი, როგორ გითხრათ, დავუსვამთ როგორც იტყვიან დუ-შაშს და არ მინდა, ასე გავაკეთოთ. საჭირო იქნება, მზად ვართ, რომ ყველა გამოვიდეთ, არ გეგონოს, რომ არა, დევი მეთანხმება ვხედავ, მაგრამ როცა იქნება საჭირო, ამას გავაკეთებთ ოპოზიცია. გვაცალეთ, გვაქვს სწორი რამ ჩაფიქრებული. არ ავყვეთ ახლა რაღაცას, სწორი გეგმით მივდივართ და უნდა მოვერიოთ. ოღონდ, იცოდეთ, ძალა ერთობაშია, კონა უნდა იყოს შეკრული, ხალხნო!“ – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

„ამ რეჟიმის, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენ ქვეყანას ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ძალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის უნდა გაერთიანდეს.

„ამ რეჟიმის, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენ ქვეყანას ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს. ამისკენ უნდა მოვუწოდოთ მოქალაქეებს. ამის მიღწევას ჭირდება აქტიური მოქალაქეების დიდი რაოდენობა. არა ერთი და ორი აქცია, არამედ შესაძლოა, კარგა ხანი ამ რეჟიმის მშვიდობიანი პროტესტით რყევისთვის და მწვავე და მტკიცე ფორმით, ამ რეჟიმის გაძევებისა, ერთადერთი ვითარება, როდესაც ამ რეჟიმთან და ივანიშვილთან საჭირო იქნება კომუნიკაცია, ეს არის, როდესაც ვითარება იქნება გადატეხილი, ისინი უკვე იქნებიან ზღვარზე და იქნება ივანიშვილი შეგუებული, რომ ძალაუფლება უნდა დათმოს. მხოლოდ მაშინ შეიძლება მათთან საუბარი, რომ ისე წავიდეს ეს კაცი და მისი გარემოცვა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დააზარალოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ოპოზიცია 2019 წლის 20 ივნისის მსგავს აქციას ამზადებდეს. თუმცა აქციაზე წამსვლელი ადამიანებიც და თავად ორგანიზატორებიც უნდა ხვდებოდნენ, რომ ეს ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ასეთ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება და შიდა არეულობა უდიდეს რისკებს შექმნის.

„რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ეს ხელისუფლება, პოლიტიკოსს გონება უნდა ეყოს და საკუთარი ინტერესების იქითაც უნდა იყურებოდეს. გეოპოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ ახლა საქართვლოც ბეწვის ხიდზე გადის. ზედმეტი ექსცესი სიტუაციას გაართულებს. საქმე იმაშია, რომ ამ ხელისუფლებას თავის მხარდამჭერები ჰყავს. არავინ რომ არ ჰყავდეს, კიდევ შეიძლება, რომ მსგავს ექსცესებს ქვეყანა შეეგუოს. მეორე მხარესაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ისინი ოპოზიციის მიმართ არც თუ კეთილგანწყობილები არიან.

ამიტომ ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს. გიგა მაქარაშვილი და მისი ე.წ. სამოქალაქო მოძრაობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, რაც არ უნდა იძახონ, რომ დამოუკიდებლები არიან. ენმ-ის წინააღმდეგ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილში ძალიან უარყოფითი განწყობა არსებობს. შესაბამისად, ქვეყანაში ძალიან დიდი საფრთხე არსებობს იმის, რომ სამოქალაქო დაპირსპირებამდე მივიდეთ. ამიტომ რაღაცა კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, რომ ქვეყანა არსად გადავჩეხოთ“, - ამბობა არეშიძე.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელიდან ამ შანსს არ გაუშვებს და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილით განმსჭვალული მოსახლეობის მანიპულირებას დაიწყებს. არეშიძე აცხადებს, რომ ენმ-ის მთავარი იდეაა, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების დემონტაჟი მოახდინონ. მათი მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ამისთვის კი ნებისმიერ თემას იყენებენ.

„ნაციონალების იდეების კულტივირება სამოქალაქო სექტორის მეშვეობით ხდება. ეს არაფერი ახალი არ არის და ყველამ კარგად დაინახა 20 ივნისის აქციის უკან ვინც იდგა. როგორ იმალებოდნენ კულისებს მიღმა გაკოტრებული პოლიტიკოსები. ეს იქ მისულმა ხალხმაც კარგად იცოდა, მაგრამ იქ ხალხი მივიდა არა „ნაციონალების“ გამო, არამედ იდეის გამო, რომლის ირგვლივაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილია გაერთიანებული. ამათ კი სურვილი აქვთ, რომ ეს ხალხი საკუთარი მერკანტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ. აქციაზე სხვადასხვა ტიპის ხალხი იყო თავმოყრილი. იყვნენ, როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერებიც. იმდენად მნიშვნელოვანი იყო საერთო ქართული საქმე, რომ ხალხმა ორგანიზატორებს ყურადღება არ მიაქცია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას გააშიშვლებენ და მისი მართვის სადავეებს ხელში აიღებენ, ხალხი მათ ისევ მხარს დაუჭერს. არ მგონია მათ რადიკალურ მოწოდებებს ბრმად გაყვნენ“, - ამბობს არეშიძე.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე კი მიიჩნევს, რომ „ნაცოანლური მოძრაობა“ ვა-ბანკზე მიდის, რადგან მათ კარგად იციან, არჩევნების გზით უკან, ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდებიან. ამიტომ ფიქრობენ, რომ ახლა ყველაზე კარგი მიზეზი აქვთ იმისთვის, რათა არეულობა დაიწყონ.

„იმის მაგივრად, რომ პარტია გარდაქმნან, შემოიყვანონ გაუსვრელი ხალხი და თუნდაც ერთხელ მაინც, გულწრფელად ჩადენილი დანაშაულებების გამო ხალხს ბოდიში მოუხადონ, ისევ რევოლუციურ სცენარს გეგმავენ. უკვე ვა-ბანკზე მიდიან. ევროპული კურსის თემა დაითრიეს და რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ მათი თემაა. ამ ეტაპზე საზგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ყველაზე პოპულარული თემა გამონახეს. პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთი მესამედი ამომრჩევლის მხარდაჭერით სარგებლობს, ორი მესამედის არჩევანს იბრალებს.

მოაჯდნენ ამ თემას და ევროპული კურსის ირგვლივ საზოგადოების მობილიზება მოახერხეს. თუმცა ეს ხალხი მათი მხარდამჭერი არაა, საზოგადოება 20 ივნისს გაერთიანდა არა ამ „სირცხვილიას“ და „ნაციონალების“ გარშემო, რომლებიც კულისებში იმალებოდნენ, არამედ იდეის გარშემო. ამიტომ ამით ახლა გაყოყოჩებულები ფიქრობენ, რომ 24 ივნისს ქვეყნის ამოყირავებას შეძლებენ.  ფაქტია, 20 ივნისამდე და მის შემდეგ ხალხის მისვლით გაგულისებულები აკეთებდნენ იმ განცხადებებს, რასაც აკეთებდნენ. არადა კარგად იციან, რომ ეს ხალხი მათ გამო არ მისულა. თუმცა ეს იყო რევოლუციური სცენარის ნაწილი, სადაც ენმ-ს უნდა შეექმნა განაცხადი, რომ ეს ხალხი მათი მხარდამჭერია. მანიპულირება ამ ხალხით უბრალოდ არაკეთილსინდისიერებაა“, - ამბობს სალუქვაძე.

მისივე თქმით, გავრცელდა ვიდეო, სადაც ყველამ კარგად დაინახა ვინ რას წარმოადგენს. ილუზია იმის, რომ აქციაზე სტუდენტები და ახალგაზრდები იდგნენ, ტყუილი აღმოჩნდა. იქ იდგნენ „ნაციონალური მოძრაობის“ შვილები, რომლებიც ახალგაზრდულ პარტაქტივს წარმოადგენენ.

„გადახედეთ ბოლო 2-3 აქციას, როცა აქამდე რუსთაველზე იყო მცდელობები, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ. თუმცა როგორც კი ავანგარდში „ნაციონალები“ და მათი მარგინალიზებული პოლიტიკური სახეები გამოჩდნენ, ხალხი მაშინვე დაიშალა. ამიტომ თავიდანვე ჩაიფიქრეს, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რათა სცენაზე ეს პოლიტიკური ლიდერები არ ასულიყვნენ. მიშა სააკაშვილის ბანერის გაშლის გამო კაცი სცენიდან ორჯერ ჩამოაგდეს. ეს ხომ გასაგებია რასაც ნიშნავს. ახალგაზდებს თვალს უხვევენ, რომლებიც მარტივად იჯერებენ, რომ ამ ხალხს მართლა ევროკავშირი ადარდებთ და საკუთარი ინტერესები გვერდით გადადეს. ფაქტი ისაა, რომ აქციის დამფინანსებელი და ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაა“. სცენაზე კი სალაპარაკოდ საკუთარ შვილებს უშვებენ. სცენარი კი რევოლუციურია. მათი მიზანია ქვეყანაში მაიდანის გამეორება.

ეს არ არის არც „ვარდების რევოლუცია“ და არც „ნარინჯისფერი“. მაიდანი იყო მოედანზე სისხლისღვრა და სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება, რაც ძალიან დიდი მსხვერპლით დამთავრდა. მაიდანმა მოიტანა ყირიმის დაკარგვა და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. იანუკოვიჩს კი არ ვამართლებ, აქ ვსაუბრობ იმ ფორმაზე, რის შედეგადაც უკრაინამ დიდი ზიანი მიიღო. იუანუკოვიჩთან ჩვენს ხელისუფლებას ვერ გააიგივებენ, რადგან იმ კაცმა ასოცირების ხელშეკრულებას ფულის გამო არ მოაწერა ხელი. ჩვენი ხელისუფლება კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იხვეწება და ამის გამო არაერთი რეფორმა აქვს ქვეყანაში განხორციელებული“, - ამბობს სალუქვაძე.



 

amo " აქციის დამფინანსებელი და ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაა“. სცენაზე კი სალაპარაკოდ საკუთარ შვილებს უშვებენ, რათა შექმნან ილუზია იმის, რომ აქციაზე სტუდენტები და ახალგაზრდები არიან , სცენარი კი რევოლუციურია. მათი მიზანია ქვეყანაში მაიდანის გამეორება. მაიდანმა მოიტანა ყირიმის დაკარგვა და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. ი
ა ნ უ კ ო ვ ი ჩ თ ა ნ ჩვენს ხელისუფლებას ვერ გააიგივებენ, რადგან იმ კაცმა ასოცირების ხელშეკრულებას ფულის გამო არ მოაწერა ხელი. ჩვენი ხელისუფლება კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იხვეწება და ამის გამო არაერთი რეფორმა აქვს ქვეყანაში განხორციელებული“, - ამბობს ს ა ლ უ ქ ვ ა ძ ე. ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს მხრიდან მედია საშუალებებით ხალხის მეტი ინფორმირებაა საჭირო.
2 წლის უკან