„ვულოცავ ქართველ ხალხს! ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - წერს შარლ მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
გადაწყვეტილება მიღებულია. კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, ნათელი ევროპული პრესპექტივა - საქართველოს. ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის თანხმად, რომელსაც 529 მომხრე, 45 მოწინააღმდეგე ჰყავდა, სამიტში მონაწილე სახელმწიფოები ანალოგიურად უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებაში მას შემდეგ, რაც საქართთველოს მთავრობა ევროკომიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა კი ასე ახსნეს, რომ ევროპას კიევის ვალი აქვს და ვერ დატოვებდნენ რუსეთის პირისპირ, რაც შეეხება მოლდოვას, ითქვა, რომ დესტაბილიზაციის დიდი საშიშროებაა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული პერსპექტივა ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექტსში. მისივე თქმით, უკრაინასა და მოლდოვას შემდეგ, ასევე საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როდესაც დააკმაყოფილებენ იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა ევროპულმა კომისიამ.
„ჩვენ ვალი გვაქვს უკრაინელების წინაშე, ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის, თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. მოლდოვას პოზიციას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ, ეს იქნება ხანგრძლივი გზა, იქნება ძალიან ბევრი პირობა. მზად ვიქნებით, დავეხმაროთ ნებისმიერ რეფორმებში პრეზიდენტ მიშელს. ძალიან დიდი რისკი აიღო საკუთარ თავზე ჩრდილოეთ მაკედონიამ უკანასკნელ კვირებში.
ჩვენ გარღვევას უნდა მივაღწიოთ ალბანეთთან მიმართებაში. გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ, ვლაპარაკობთ რა უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე. უფრო მნიშვნელოვანია ეს საუბრები, რადგან ომი დაბრუნდა ევროპის მიწაზე. დესტაბილიზაცია მიმდინარეობს ჩვენ სამეზობლოში და ამ კონტექტსში ჩვენ საღამოს განვიხილავთ თანამშრომლობის ფორმებს გაფართოების თვალსაზრისით, ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზირსით“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფონზე, აძლიერებს ევროკავშირს.
„რა თქმა უნდა, საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას. ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ შეასრულონ საჭირო რეფორმები. არა იმიტომ, რომ მათ მოეთხოვებათ ევროპისკენ მიერთების გზაზე წინ სიარული, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს რეფორმები არის კარგი ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის.
იგი აძლიერებს კონკურენტუნარიანობას სამივე ქვეყნისა და საბოლოოდ ეს არის ძალიან კარგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, გვაძლიერებს ყველას, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფონზე და აძლიერებს ევროკავშირს, რადგან კიდევ ერთხელ ანახებს მსოფლიოს, რომ ევროკავშირი არის გაერთიანებული და ძლიერი გარე საფრთხის პირისპირ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობენ ევროპელი ლიდერები, რომელთა შეფასებით, არავინ დავობს ქართველების პროევროპულობის საკითხზე, თუმცა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარკვეული პირობების საფუძველზე მოხდება. კერძოდ, როდესაც საქართველო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება, საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ.
„უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, რომელზეც ძალიან ვწუხვართ“, - აღნიშმა ჯოზეფ ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის და მზად არის განახორციელონ ყველა პრიორიტეტი, რათა ქვეყანამ მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ უკრაიანსა და მოლდოვას. მადლობა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს“ , - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს იმსახურებდა საქართველო, ეს არის ქართველების მიერ გაღებული სისხლი, ბრძოლა და ომი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წელს ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა.
„სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. გასაგებია მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს რომ ეომა, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მისცემდნენ კანდიდატის სტატუსს. როგორც კობახიძე განმარტავს, საქართველო ყველა მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ არის.
„ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ საქართველო ყველა პარამეტრით მოწინავეა. საქართველო ყველა მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ არის. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი. მაკრონმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს. მგონი, ომს სჯობდა გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა, აღიარებული პერსპექტივით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენი უტვინო ხელისუფლება უფრო მეტი სულისკვეთებით, უფრო მეტი მონდომებით და უფრო მეტი ოსტატობით გაააგრძელებს იმათ დაკრულზე ცეკვას ----------აი, აი იმათ დავალებებს ყველაფერს რომ კარგად შევასრულებთ, ჩვენც მიგვიღებენ ევროპაშიო. კამფეტის მოლოდინში ესენი უფრო მეტ სირობებს ჩაიდენენ, უფრო მეტი ენერგიით მისცემენ დასავლეთს
სამი სქესიო თუ ოთხი დედა---მამაო შეიძლება მართლა დაგვინერგონ ისედაც განადგურებულ სკოლებში
ისე კი ეხლა რომ არ მოგვცეს თავიაანთი პარტბილეტი ეგ ძალიან კარგია..ამჯერად გადავრჩით..... მომავალში კიდევ რა იქნება კაცმა არ იცის შეიძლებვა კიდევ მანამ ჩვენ ასე ვთქოთ ,,საიმათო ჭკვაზე მოვალთ,, მანამდე ეს ევროპა ისე დაიშალოს რომ დედა შვილს ვეღარ სცნობდეს--ისეთი ლებედ რაკ და შუკა აააქვთ ატეხილი....................................და წესით რუსეთიც ზედ უნდა მიჰყვეთ
მოკლედ ისევ ღმერთის იმედი მაქვს, წესით და ლოგიკით ამ ფანდარსტობებს უნდა გადავრჩეთ.....
ეს ომი უბრალოდ მიზეზი გაუხდათ, თორე სინამდვილეში მაინც უარს გვეტყოდნენ
ბოლო ბოლო ,,კაცურ,, მიზეზს თუ ვერ გვიპოვნიდნენ , მერე გვეტყოდნენ --- რატო ქუდი არ გახურიათო...
ისე კი ხალხო---------------------- რუსისს ტრაკიდან იმიტომ გავმოვძვერით რომ ამათ ტრაკში შევმძვრალიყავიით??
რათა?? მართლა დამოუკიდებლები რომ ვიყოთ და არავის ტრაკში არ შევძვრეთ, არ შეიძლებაააა???ამდენი ჯახირ ჯახირი იმიტომ გამოვიარეთ რომ რუსების მერე, ფრანგული დუხის სუნისთვის , ეხლა ევროპის ტრაკში ვდურთოთ თავიიი?/
ისე კი ძალიანაც კაი რომ არ მიგვიღეს........................................პირდაპირ ააააააააააააააააღღღღღღღღღღრრრფრთოვანებული ვარ
ეხლა ფანდარასტების ცემის უფლება გვაქვს ----ევროპაში მიღებით ვეღარ დაგვამუნათებენ.....
მოკლედ მალადეც და დიდი მადლობა........ კანდელაკებს, სამადაშვილებს, ქუთელიებს და ყველა ჩათლახ ნაცს-----საქრთველოში ევრო რემონტი რომ არ ჩააატარებინეს.... წარმოიდგინეთ ჯერ მაგ სიფანდი ევრო ევრო და ნატო ნატოს ძახილით რა დედას გვტირობდნენ და ევრორემონტი რო ჩაეტარებინათ, მერე რაღას გვიზამდნენ??
მოკლედ მაღარიჩი, მაღარიჩი გვეკუთვნის
ხალხნოოო................. მაგათი სულიერი და სისხლისმიერი შვილები ნაცები არიან, ნაცები......ისევ ისინი უნდა გვტირობდნენ დედას, ისევ მიშასეული
დემოკრატია უნდათ მაგათ საქართველოში და იმიტომაც ცდილობებ თუნდაც არეულობით, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას.../.იმიტომაც უჩხიკინებენ ამ დებილებს, იმიტომაც არ მოსწონთ ამათი არაფერი...იქნებ როგორმე გადააგდონ ეს ხელისუფლება, რომ ნაცები მოიყვანონ
პლიუს ატკაცებს დაიბრუნებენ
ლევან ნიკოლეიშვილი:
სავარაუდოდ, ერთ-ერთ ბერკეტად და ზეწოლის მექანიზმად, კანდიდატობის თემის სახით, ამერიკელებმა და ევროპელებმაც ერთგვარი ნაკვერჩხალი შეინახეს, რომლის გახურებასაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ეცდებიან
ანუ ამ ხელისუფლების ნაცებით შესაცვლელად....ხოოო??
ესე იგი ნაკვერჩხალს ინახავენ რომ შიგა და შიგ საქმე სათავისოდ აგვირიონო
ე. იგი ეგენი ვინ გამოდიან ჩვენთვის-------- მეგობრები თუ მტრები?
თუ შიგა და შიგ თუ ჩვენი არევა უნდათ ეგენი მეგობრები როგორ გამოდიან ?
მტრები არიან მტრები, რუსზე უარესები........
ჭირს მოგცემ, ჭირს დაგავიწყებო..........ზუსტად ისეა
ამირეჯიბის თუთაშხიაში რომაა, დათა რო შეწუხდება არქიფოს მრევლის საცოდაობით და მიაძახებს: "ხალხო რას გევხართო, რაც დაგამსგავსათ არიფომ და თაბაქარმაო"
ე ისე არ მოგივიდეს შენც და არ გადაგიარონ არქიფოს ტყუპის ცალმა მრევლმა, თვარა მერე მოგიწევს ამათ უფასო დემონკრატიულ კლინიკაში ფულების ხდა