ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გამიჯნოს თუ რა არის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ხალხის კეთილშობილური სწრაფვა აქეთკენ და რა არის ამ პრობოლშევიკური ძალების რეალური ინტერესი ამ კონკრეტულ სიტუაციაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები არ არის საინტერესო.
„ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები მათთვის აბსოლუტურად არ არის საინტერესო. პირიქით, მათი მხრიდან ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ რამე შეფერხება ჰქონოდა ევროკავშირში საქართველოს. რათა შემდგომში ასეთი რევოლუციური არეულობის, გადატრიალებისა და ქვეყნის ქაოსში შეყვანის გეგმა განეხორციელებინათ და ამით აეღოთ ძალაუფლება ხელში, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გამიჯნოს, თუ რა არის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ხალხის კეთილშობილური სწრაფვა აქეთკენ და რა არის ამ პრობოლშევიკური ძალების რეალური ინტერესი ამ კონკრეტულ სიტუაციაში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ერთ-ერთმა მოქალაქემ „ქრონიკას“ ვიდეომასალა მიაწოდა, რომელშიც ასახულია 20 ივნისის აქციის დროს „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტის საუბარი 24 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ.