ოლიგარქია - მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს, რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. მმართველობის ეს ფორმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის პრობლემაა. ოლიგარქი ეს არის მდიდარი ადამიანი, რომელიც აწარმოებს პოლიტიკას და რომლის ნება პოლიტიკაში არის გადამწყვეტი. არიან ქვეყნები, სადაც ოლიგარქები განსაკუთრებით ჩანან თავისი პოლიტიკური ნების გამოხატვის და ინტერესების ლობირების თვალსაზრისით.
მაგალითისთვის ცნობილია ამერიკის სამხედრო სამრეწველო კორპუსი თავისი მფლობელებით. მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰქონდეთ მუდმივად შეკვეთები, შესაბამისად, ცდილობენ ისეთი ადამიანები მოიყვანონ ამერიკის ხელისუფლების სათავეში, როგორც სენატორები, ასევე უფრო მაღალი ჩინის ადამიანები, რომლებიც მათ ინტერესებს დაიცავენ.
ირიბად ისინი ქმნიან პოლიტიკას აშშ-ში. ასეა ბევრ ქვეყანაში და არიან ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში და მხოლოდ მათ ნებაა გადამწყვეტი. ასეთი შემთხვევა იყო მოლდოვაში, სადაც პოლიტიკას ქმნიდა ცნობილი ოლოგაქი პლახატნიკი, რომელსაც ჰყავდა როგორც ჯიბის პრეზიდენტი, ასევე პარლამენტი და პარტიები.
როგორც ცნობილია, ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობები წამოუყენა. ჩამონათვალში მე-5 პუნქტად მითითებულია დეოლიგარქიზაცია. „განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით“, - წერს ევროკომისია ვალდებულებების ჩამონათვალში.
რას გულისხმობს კონკრეტულად ეს პირობა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ამ პირობების შესასრულებლად, ტრადიციულად ყველამ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით გაიგო. ოპოზიცია, რომელიც ოლიგარქების თავშესაფარი გახდა, ხელისუფლებისგან ითხოვს მმართველობას ჩამოაშორონ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ასევე უნდა შეწყვიტოს „ქართული ოცნების“ დაფინანსება. ბრალდებას არ ღებულობს ხელისუფლება. მთავრობის მეთაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც წლიური ანგარიშით წარსდგა, ოპოზიციის რიგებში მყოფი ოლიგარქები დაასახელა: მამუკა ხაზარაძე, კობა ნაყოფია, დავით კეზერაშვილი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავარი ოლიგარქი მიხეილ სააკაშვილი თავისი ოჯახით არის ქვეყნის და ხალხის მთავარი პრობლემა.
„დადასტურებული ასი მილიონის ქონება აქვს გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა. ვინ არის დავით კეზერაშვილი? - დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს სამივე ტელევიზიას „მთავარს“, „ფორმულას“, „ტვ პირველს“, აფინანსებს მათ ხელფასებს და ა.შ. ბატონი კეზერაშვილი მოპარული, ნაძარცვი ფულით... კითხვა რატომ არავის უჩნდება, მათ შორის „იპიპის“ სამას დეპუტატს? ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავის კოლონით... კეზერაშვილი როგორც კი წავიდა მთავრობიდან, როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება საკუთარ ანგარიშებზე? კითხვა არ გიჩნდებათ მეგობრებო? კითხვა არ უჩნდებათ ჩვენ ვითომ ევროპელ მეგობრებს?
აუდიტის დასკვნის დოკუმენტი იქნა გამჟღავნებული 2013 წელს. კეზერაშვილის კომპანიას ერთი მილიარდის ბრუნვა ჰქონდა 2012 წელს. კითხვას გისვამთ ყველას, აქ რომ ხართ და წარმოაჩენთ, თითოს დიდი ევროპული დემოკრატიის მხარდამჭერები ხართ და მინდა, მივმართო თქვენს ლობისტებს – როგორ ხდება, რომ თავდაცვის მინისტრი მიდის, კაცი, რომელიც მოვიდა არაფრით და გახდა ასეულობით მილიონი დოლარის მფლობელი? კეზერაშვილი არის ოლიგარქი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სისტემური კორუფცია მოსპო, მაგრამ გზა გაუხსნა ელიტარულ კორუფციას, კარგად დამუშავებული კორუფციული საქმეების წყალობით, 8 წლის მანძილზე „ნაცმოძრაობის“ ფავორიტი ბიზნესმენები მდიდრდებოდნენ. ერთ-ერთი ასეთია დავით კეზერაშვილი, რომელიც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო და 2008 წელს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ოფიციალურად ააწყო ბიზნესი. დავით კეზერაშვილი საქართველოში ყველაზე წარმატებული ოლიგარქია. კეზერაშვილი არა მხოლოდ საკუთარი ფინანსებითაა საინტერესო და მიმზიდველი, არამედ მედიარესურსითაც. ტელეკომპანია „ფორმულა“ სწორედ მისი ფინანსებით დაარსდა და დღემდე არსებობს.
Tribune De Geneve-ს თანახმად, 10 დღეში მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა ათმა რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა. Panama Papers-ის თანახმად, შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ამასთან, ამავე გზით მოხვდა დაახლოებით 25 მლნ სხვა ანგარიშებზე.
შვეიცარიული გაზეთის თანახმად, მას შემდეგ, რაც 2013 წელს კეზერაშვილის მიმართ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, ამ უკანასკნელის რწმუნებულმა პანამის იურიდიულ კომპანიას დოკუმენტების რეგისტრაციისა და მათი ძველი რიცხვით დათარიღების თხოვნით მიმართა. გაზეთის თანახმად, პროცესის დაწყებამდე კეზერაშვილმა თანხა სხვა ორი ოფშორული კომპანიის ანგარიშებზე გადაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ 2017 წელს დავით კეზერაშვილზე თქვა, რომ მან მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა. დღეს კი, როგორც მელია ამბობს, კეზერაშვილი „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.
ანალიტიკოს მამუკა არეშიძის განცხადებით, კეზერაშვილის თემა სათავეს 2005-2006 წლიდან იღებს, როცა საგადასახადოს უფროსი და მერე თავდაცვის მინისტრი გახდა.
„მახსოვს, კეზერაშვილი ჯერ კიდევ საკრებულოდან, სააკაშვილის თანაშემწე იყო და დასცინოდნენ, რომ არაფერს არ აკეთებს, მთელი დღე ბურთებით თამაშობს კომპიუტერშიო. განსაკუთრებით „გამოიჩინა“ თავი მაშინ, როდესაც ის გახდა თავდაცვის მინისტრი. მთავარი, რაზეც არის ეჭვიტანილი, ეს არის იარაღის უკანონო ვაჭრობა. ჰილარი კლინტონის ჩანაწერებში, რომელიც „ვიკილიკსში“ აღმოჩნდა, პირდაპი დასახელებულია იმ ადამიანების სახელები, ვინც იარაღის ვაჭრობაშია ჩართული და მათ შორის იყო კეზერაშვილი.
რაც შეეხება 2008 წლის ომს, აქ ძალიან ღრმად ჩანს კეზერაშვილის გვარი. მისმა გვარმა გაიჟღერა იმ დასკვნაში, რომელიც მოამზადეს უკრაინის რადის წევრებმა და ვგულისხმობ იარაღის უკანონო ვაჭრობას, არასწორ შეკვეთებს და იმ იარაღის მესამე ქვეყნებში გაყიდვას, რომელიც საქართველოსთვის იყო განსაზღვრული. ასევე, აღმოჩენილია ოფშორული ფირმა, სადაც ხდებოდა ფულის გათეთრება. ძალიან სერიოზული თემები იყო, იგივე იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებით“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, იარაღი, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოსთვის და კერძოდ, საჰაერო თავდაცვის იარაღი, რომელიც იყო მოძველებული და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში ჩაწერილ შინაარსს, ამ შესყიდული იარაღის ნაწილი აღმოჩნდა მესამე ქვეყანაში.
„ამ იარაღის კვალს მიაგნეს აფრიკის და აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში. ასეთი უკანონო ვაჭრობებით კეზერაშვილი გახდა ძალიან მდიდარი ადამიანი. როგორც ამბობენ, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარის დაგროვება მოახერხა თავდაცვის მინისტრობის მერე. ძალიან ჩუმად იქნა განთავისუფლებული და მერე გახდა პარტიის ხაზინადარი. რაც შეეხება მის პოლიტიკაში ჩარევას, ის არის ტელოკომპანია „ფორმულას“ მფლობელი. ასევე, ბევრჯერ გაჟონა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ის არის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის დამფინანსებელი. ოპოზიციური პარტიების დაფინანსება ეს ნიშნავს პოლიტიკაში ჩართულობას, რაც ოლიგაქრობის ერთ-ერთი ნიშანია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, 2022 წელს უკრაინაში რადამ მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ ოლიგარქად ითვლება ადამიანი, რომელიც ერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს მასმედიის საშუალებებზე.
„ეს კანონი შეიქმნა დასავლეთის უშუალო კონსულტაციების შედეგად და ჩავთვალოთ, რომ უკრაინაში უკვე მიღებულ კანონში წერია ოლიგარქის განმარტება. მოდით, ამ ფილტრიში გავატაროთ საქართველოს მდიდარი ადამიანები და ვნახოთ, ვინ გაიჭედება ამ ფილტრში. გაიჭედება ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამ წლის თებერვალში ბრძანა, რომ ეს არის გავლენის და ავტორიტეტის მქონე პიროვნება, მეცენატი, ქველმოქმედი, რომელმაც დიდი კონტრიბუცია ჩადო ქვეყნის განათლების განვითარებაში და რომელიც დღეს პოლიტიკიდან წავიდა, ამიტომ მასთან, როგორც პოლიტიკურ პირთან ურთიერთობა აღარ გამაჩნია. ანუ, აშშ-მა გაატარა ივანიშვილი უკრაინაში მიღებულ კანონის ამ ფილტრში და დავინახეთ, რომ ვერც ერთ ამ პუნქტს ვერ მიუსადაგებენ ივანიშვილს.
მაგრამ ამ პუნქტში თავისუფლად ჯდებიან სამივე ტელევიზიის დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი და თანადამფინანსებელი მილიონერი ადამიანები, როგორიც არიან ავთანდილ ჭუტა წერეთელი, მამუკა ხაზარაძე, რომლებიც როგორც მინიმუმ, განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენენ ტელევიზიებისა და მასმედიების მუშაობაში და, რომლებიც ერევიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეიძლება მონოპოლისტი საწარმოს ბენეფიციარ მფლობელებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სამ პუნქტს თავისუფლად მიესადაგებიან. ამიტომ, დიახ, საქართველოში თურმე გვყოლია ოლიგარქები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამ კანონმდებლობით მინიჭებულ კლასკიურ განმარტებას არ მიესადაგება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ამ საკითხს ნაკლებად ემოციურად უნდა მიუდგეთ და ეს საკითხი უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური კონიუნქტურისგან. მისი თქმით, საქართველოში და უკრაინაშიც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კონტექსტი აქვს. უკრაინაში ოლიგარქად განისაზღვრება ადამიანი, რომელსაც აქვს 100 მილიონი დოლარის ქონება, რომლითაც ის აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკურ ძალებს, ან ქმნის გარკვეულ მონოპოლიებს, რომლითაც იძენს ქვეყანაში სიტუაციაზე გავლენის ბერკეტებს.
„მოდით, ასეთი კითხვა დავსვათ, არის თუ არა კახა ოქრიაშვილი ოლიგარქი? რომელიც არის მულტიმილიონერი, რომელსაც სამ სხვა კომპანიასთან ერთად მონოპოლია აქვს დაწესებული ფარმაცევტულ ბაზაზე? ასევე, მას აქვს საკუთარი პარტია, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, ის აფინანასებს ამ პოლიტიკურ ძალას, მას ფაქტობრივად ნაყიდი აქვს დმანისის რეგიონი, სადაც მას აქვს გავლენები ძირითადად ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ოლიგარქის. ადამიანი აქტიურად ჩართულია პოლიტიკაში.
ასევე, რაღაცა პარამეტრები შეიძლება მივუყენოთ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, რომლებიც ასევე არიან მულტიმილიონრები, აქვთ პოლიტიკური პარტია, რომლებიც შესაძლოა, აფინანსებდნენ კონკრეტულ მედიასაშუალებას, ამას, რა თქმა უნდა, დადასტურება და გამოკვლევა სჭირდება. იგივე კობა ნაყოფია, რომელიც ასევე არის მულტიმილიონერი, რომელიც არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი.
კეზერაშვილი, - რომელიც არის ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი. მერე რა, რომ საქართველოში არ ცხოვრობს, მას აქვს საქართველოში სხვა ბიზნესები და პირდაპირ განაცხადა, რომ ოფიციალურად შემოდის პოლიტიკაში, რომ დაამხოს ხელისუფლება და ამიტომაც შექმნა ეს ტელევიზიები. სწორედ ეს არის ოლიგარქის ერთ-ერთი ნიშანთვისება“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ კეზერაშვილი აფინანსებდეს პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიზირებულ ჯგუფებს, რომლებსაც გააჩნიათ პოლიტიკური დღის წესრიგი. მათ შორის „სირცხვილიას“ და რადიკალურ ჯგუფებს.
„ახლა, მოდით, ვნახოთ, ბიძინა ივანიშვილი რამდენად არის ოლიგარქი. მას აქვს დიდი ფინანსური რესურსი, მაგრამ გავიდა პოლიტიკიდან. ის თემა, რასაც ოპონენტები ატრიალებენ, რომ ივანიშვილი თურმე შეიძლება აფინანსებდეს „ქართულ ოცნებას“, დამტკიცებას საჭირობეს. ის, რომ თავისი პროექტებით ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციაზე, აქაც გააჩნია პასუხი. როგორ შეიძლება ადამიანს აუკრძალო საქველმოქმედო საქმიანობა?
ამიტომაც, ძალიან რთული თემაა და შეიძლება ამან საზოგადოებაში დაპირისირების მუხტიც გააჩინოს. როდესაც ადამიანს ანიჭებ ოლიგარქის სტატუსს ე.ი. მას შეზღუდვებს უწებს და შესაბამისად, მას შეიძლება არ ჰქონდეს იმ პროექტების განხორციელების საშუალება. ამიტომაც მე მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ოლიგარქიზაციის თემას წმინდა პარტიული გადმოსახედიდან უყურებენ. ხოშტარია ამბობს, რომ მოივლის ვაშინგტონის, ბრიუსელის ქალაქებს და მიაღწევს იმას, რომ ივანიშვილს დაუწესონ სანქციები. ბუნებრივია, თუ ივანიშვილის მიმართ პირადი გართულება არ აქვს ვინმეს, დაუსვამენ კითხვებს რის საფუძველზე ითხოვს სანქციებს?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
--დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს!--
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
ლექსი იციო?!-- ჰკითხეს საქართველო,
პატარა საქართველოს, პატარას---თვალცრემლიანს...
ვიციო!--უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
--პატარა საქართველოს პალეროიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
-ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,-
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო,ობოლი საქართველო
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
-------------------------------------------------------------
ესეც ესეეეე....
მერამდენედ ათქმევინეს საქართველოს ლექსი, თანაც სულ გამოთქმით
მერე ხეირი???
ჰოოოდა......................... აღარ გაუშვათ ჩვენი ბიჭები ე.წ. სამშვიდობო მისიებში....ისე ეგ მისიები რა სამშვიდობოებიცაა კი ვიცით
თან ამბობთ 35 დაიღუპა და 500 მძიმედ დაიჭრაო....რისთვის??----- კამფეტს მაინც არ იძლევიან
ეგენი რომ მართლა სამშვიდობო მისიები იყოს ეგ ხალხი არ დაიღუპებოდა ---დაიჭრებოდა. ის საწყალი ხალხი სინამდვილეში ამერიკის ინტერესებს შეეწირა.... მოკლედ მაგათ გინდ წინ მოუჯვით გინდა უკან ........ მაინც ვერაფერს ვერ დაანახებთ .......... მათთვის მეცხე ხარისხოვანი ქვეყანა ვართ ...დააახლოებით აფრიკა
გაიგეთ ხალხნოოოოო........................ ჩვენ მაგათ მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებით და მისიებში საზარბაზე ხორცად ..სულ ეგაა ჩვენი ფუნქცია აგე ეხლა ჩვენი ომში ჩათრევა უნდოდათ და არ გამოუვიდათ.....
პლიუს კიდე კოსტაიასავით მაჯაზე ტილო ჩამოკიდებულები უნდა ვემსახუროთ და ვუთხრათ --ანტრე ბატონო, - რა გნებავთ, რა მოგართვათ--- თქო-
გაიგეთ და დაიმახსოვრეთ სულ ესააა ჩვენი ფუნქცია მათთვის
სწორედ ამას გავიძახი აქ სულ ---თერთმერტი წელია
აქ ნაცებს მიშას დროს, ერთი ჩათლახი ტრენერი ჰყავდათ მარკ მალენი, გამჭირვალე გიგაურის დამაარსებელი............
...იმან ჟურნალ ლიბერალში პირდაპირ გვითხრა......... თქვენ იმდენადა ხართ ჩვენთვის საჭირონი, რამდენადაც რუსების მეზობლად მდებარეობთო---ანუ იმან ჩემი ტერმინოლოგიოით რო ვთქვათ პირდაპირ გვითხრა თქვენ ჩვენთვის მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ყოფნის ფუნქცია გააქვთო(შეგიძლიათ ნახოთ ჟურნალ ლიბერალის ძველი ნომრები)
....ამერიკიდან ჩამოვიდა უქონელი და აქედან 53 მილიონიანი ბიზნესებით წავიდა...ტელევიზიაშიც იყო მის ჩათლახობებზე გადაცემა