პრეზიდენტის პოლიტიკური კეკლუცობა დასავლეთისთვის?

პრეზიდენტის პოლიტიკური კეკლუცობა დასავლეთისთვის?

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევ ნეიტრალური ფიგურის თამაშს ცდილობს და კვლავ ხელისუფლების კრიტიკით არის დაკავებული. ზურაბიშვილი 24 ივნისამდე, როცა ევროკავშირის სამიტამდე სულ 1 დღეა დარჩენილი, ხელისუფლებას და პრემიერს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებაში ადანაშაულებს. თუმცა არაფერს ამბობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელმაც პარლამენტში მოხსენების გასაკეთებლად მისულ პრემიერს ფაქტობრივად, დებოში მოუწყო. ვის ელაპარაკება რეალურად ზურაბიშვილი და მისი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ქვეყანაში არსებულ ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ხომ არ ამწვავებს? პოლიტიკური კეკლუცობა დასავლეთის თვალში, ასე გამოიყურება ქალბატონი პრეზიდენტის საქციელი, რომლითაც ის ცდილობს ევროპას აჩვენოს, რომ „ოცნებისგან“ განსხვავებულია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანა გზაგასაყარზე დგას. მისი თქმით, ორ დღეში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რათა თავისი სათქმელი თქვას და ორშაბათს გამართულ აქციაზე მათ მკაფიო გზავნლებიც გააკეთეს.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება და ხმუარი შეაფასა. მან ასევე პირველად პრეზიდენტობის განმავლობაში ვეტო გამოიყენა. როგორც პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი განმარტებით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

„სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე. მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, რაც პარლამენტში მოვისმინე. რაც დავინახეთ ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც საზოგადოებამ აჩვენა. საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა.

დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა ყოფილა, რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და გზავნილს - ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი, ალბათ, იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არა. აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით.

შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სულ მცირე, მოგეთხოვება ორი რამ – ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას და მეორე, რომ შენ გაიგო შენგან რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ და მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად და არა დაპირისპირებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.

ვინც მოუსმინა?! მგონი გაოგნებულია დღევანდელი დღით. მეც ვარ გაოგნებული. მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლოების ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, თუ საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუკი ის არსებულ სიტუაციას უფრო ფართოდ გააანალიზებდა. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ზედაპირზე არსებულ „ნაციოანლური მოძრაობის“ დესტრუქციასაც ჯეროვნად შეფასებდა.

„პოლარიზაცია სააკაშვილის ომის პარტიიდან მოდის და არც ევროკომისის რეკომენდაციის შემდეგ შეუწყვეტიათ ეს პოლარიზაცია. დიდი ხანია ამ პარტიამ ომი საკუთარ ხალხს და სახელწმიფოს გამოუცახადა. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, ამიტომ პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არსებული კონსტიტუციური ნორმებით ის ერთგვარი არბიტრია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მას ობიექტურობა და მიუკერძოებლობა უფრო მეტად მოეთხოვება. სამწუხაროდ, ეს მის განცხადებაში ვერ დავინახე.

როცა მთავრობის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტში „ნაციონალების“ დეპუტატები დებოშს უწყობენ და თუ ეს პრეზიდეტმა ვერ დაინახა, მაშინ მის ან ანალიტიკურ სამსახურს და მრჩევლებს აქვთ რეალობის აღქმის პრობლემა, ან თავად პრეზიდენტს. ამ სამწუხარო ტრაგიკულ საცირკო შოუს, რომელიც სააკაშვილის მარიონეტმა დეპუტატებმა დადგეს, ადეკვატური შეფასება ხომ უნდა მოჰყოლოდა? ეს იყო სრული უმსგავსობა და ამის ვერდანახვა, ძალიან უპატიებელია პრეზიდენტის ინსტიტუტისგან, რომელსაც ნამდვილად ევალება, ქვეყანაში მიმდინარე პროსეცები ობიექტურად შეაფასოს“,-აცხადებს აბაშიძე.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს 2018 წლიდან ერთგვარი კომპლექსი აქვს, რომ „ოცნების“ მხარდაჭერის მიუხედავად ის დამოუკიდებელი ფიგურაა, მაგრამ როდესაც დამოუკიდებლობაზე არის პრეტენზიები, მაშინ მან ობიექტური შეფასებები უნდა გააკეთოს. აბაშიძე ამბობს, რომ არ არის პრობლემა, როცა ინსტიტუტებს შორის კინკლაობა ხდება, ეს ევოპაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა, თუმცა, როცა შეფასებებზეა საუბარი, პრეზიდენტმა პროცესები ობიექტურად უნდა შეაფასოს, მით უმეტეს, როცა ეს 24 ივნისის ევროკავშირის სამიტამდე ხდება. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სიტუაციას არაფრით შეცვლის. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მისი ეს ქმედება მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზეა გათვლილი. ის ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ ქვეყანაში არსებობს სახელისუფლებო ინსტიტუტი პრეზიდენტის სახით, რომელიც გარკვეულწილად არბიტრის და ნეიტრალური ფიგურის როლს ასრულებს. გამოსდის თუ არა ეს უკვე სხვა საკითხია.

„ზურაბიშვილი უკვე რამდენი ხანია „ოცნებისგან“ დისტანცირებას ცდილობს. როგორც ჩანს, მას ამ მესიჯებს და პოლიტიკურ ხაზს ვიღაც ურჩევს. კი ბატონო, მისი განცხადებები ბოლო დროს სწორია, მაგრამ ეს ქვეყნის პოლიტიკას ვერაფრით ცვლის. მას თავს ესხმიან, როგორც ოპოზიციიდან ასევე ხელისუფლებიდან. თუმცა მისი გათვლა ის არის, რომ დასავლეთს ელაპარაკოს. მათ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არის ინსტიტუტი, რომელიც ისე არ ფიქრობს, როგორც მაგალითად, „ქართული ოცნება“. არ ვიცი ეს რამდენად გამოსდის, მაგრამ მისი მცდელობა რაც არის, ფაქტია. სამწუხარო ისაა, რომ პრემიერი არ უნად წამოეგოს ოპოზიციის მიერ დაგებულ ხაფანგს. მას მეტი თავშეკავებულება მართებს, მით უმეტეს 24 ივნისამდე არაფერი აღარ არის დარჩენილი. გასაგებია, რომ ოპოზიცია მის გამოწვევას ცდილობდა, მაგრამ ის ხომ ხელისუფლების მეთაურია. მით უმეტეს ევროკავშირიდან რეკომენდაციაა, რომ ეს პოლარიზება უნდა დასრულდეს. ხელისუფლებამ აჩვენოს, რომ ამას ასრულებს. შესაბამისად, პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი პრემიერიც არ გახდებოდა. კი ბატონო, 24-მდე რეალურად არაფერი აღარ შეიცვლება, მაგრამ იმ ხალხმა რაღაცა ხომ უნდაა დაინახოს, ამაშია საქმე და პრეზიდენტიც ამის თქმას ცდილობს“, - ამბობს ძაბირაძე.

amo "იმ ხალხმა რაღაცა ხომ უნდაა დაინახოს, ამაშია საქმე და პრეზიდენტიც ამის თქმას ცდილობს“, - ამბობს ძაბირაძე. ბ-ნო ვახტანგ, იმ ხალხისთვის ის ობსტრუქცია, რაც ოპოზიციამ მოაწყო ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩვენი ხალხისთვის მიუღებელი. ე.ი. თქვენ თვლით რომ სანამ ასეთი ქმედებები ჩვენთვის მისაღები არ იქნება, მანამ ევროპა არ მიგვიკარებს? გვინდა კი ეგეთი ევროპა? იმასაც ხომ გააჩნია ვინ ყავს ოპოზიციას პარლამენტში, ბევრი მათგანი უბრალოდ სამკურნალოა, ზოგს ელემენტარული აღზრდა აკლია. იდეაში მართალი ბრძანდებით, მაგრამ ეგ დაწყობილი ქვეყნის პრეროგატივაა.
2 წლის უკან
trampi საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
--დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს!--
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.

ლექსი იციო?!-- ჰკითხეს საქართველო,
პატარა საქართველოს, პატარას---თვალცრემლიანს...
ვიციო!--უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
--პატარა საქართველოს პალეროიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

-ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,-
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..

ბოლოს როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო,ობოლი საქართველო
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
-------------------------------------------------------------


ესეც ესეეეე....
მერამდენედ ათქმევინეს საქართველოს ლექსი, თანაც სულ გამოთქმით
მერე ხეირი??
2 წლის უკან
trampi ჰოოოდა......................... აღარ გაუშვათ ჩვენი ბიჭები ე.წ. სამშვიდობო მისიებში....ისე ეგ მისიები რა სამშვიდობოებიცაა კი ვიცით
თან ამბობთ 35 დაიღუპა და 500 მძიმედ დაიჭრაო....რისთვის??----- კამფეტს მაინც არ იძლევიან
ეგენი რომ მართლა სამშვიდობო მისიები იყოს ეგ ხალხი არ დაიღუპებოდა ---დაიჭრებოდა. ის საწყალი ხალხი სინამდვილეში ამერიკის ინტერესებს შეეწირა.... მოკლედ მაგათ გინდ წინ მოუჯვით გინდა უკან ........ მაინც ვერაფერს ვერ დაანახებთ .......... მათთვის მეცხე ხარისხოვანი ქვეყანა ვართ ...დააახლოებით აფრიკა

გაიგეთ ხალხნოოოოო........................ ჩვენ მაგათ მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებით და მისიებში საზარბაზე ხორცად ..სულ ეგაა ჩვენი ფუნქცია აგე ეხლა ჩვენი ომში ჩათრევა უნდოდათ და არ გამოუვიდათ.....
პლიუს კიდე კოსტაიასავით მაჯაზე ტილო ჩამოკიდებულები უნდა ვემსახუროთ და ვუთხრათ --ანტრე ბატონო, - რა გნებავთ, რა მოგართვათ--- თქო-
გაიგეთ და დაიმახსოვრეთ სულ ესააა ჩვენი ფუნქცია მათთვის
სწორედ ამას გავიძახი აქ სულ ---თერთმერტი წელია

აქ ნაცებს მიშას დროს, ერთი ჩათლახი ტრენერი ჰყავდათ მარკ მალენი, გამჭირვალე გიგაურის დამაარსებელი............
...იმან ჟურნალ ლიბერალში პირდაპირ გვითხრა......... თქვენ იმდენადა ხართ ჩვენთვის საჭირონი, რამდენადაც რუსების მეზობლად მდებარეობთო---ანუ იმან ჩემი ტერმინოლოგიოით რო ვთქვათ პირდაპირ გვითხრა თქვენ ჩვენთვის მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ყოფნის ფუნქცია გააქვთო(შეგიძლიათ ნახოთ ჟურნალ ლიბერალის ძველი ნომრები)
....ამერიკიდან ჩამოვიდა უქონელი და აქედან 53 მილიონიანი ბიზნესებით წავიდა...ტელევიზიაშიც იყო მის ჩათლახობებზე გადაცემა
2 წლის უკან