„ომის შემდეგ კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერეთ ხელი, რუსეთს ათეულობით სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი  მიყიდეთ, ცალმხრივად გააუქმეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის“

„ომის შემდეგ კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერეთ ხელი, რუსეთს ათეულობით სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი მიყიდეთ, ცალმხრივად გააუქმეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის“

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე წარიმართა. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დაიწყო საუბარი, გამოსვლას ანა წითლიძისა და ხატია დეკანოიძის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა. ოპოზიციას რეპლიკები არც პრემიერმა დააკლო. საბოლოოდ, ღარიბაშვილმა დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა.

მისი ანგარიში რამდენიმე პუნქტისაგან შედგებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს 10 წლის შედეგები გააცნო, რომელიც კონკრეტულ რეიტინგებშია ასახული. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

„ახლა, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს 10 წლის შედეგები, გამოხატული კონკრეტულ რეიტინგებში. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საშუალო შემოსავლის ქვეყნების სიაში ჩვენი ქვეყანა არის წამყვან ხუთეულში.

„მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას და ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ვართ მე-4 ადგილზე. გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და უსწრებს საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს. ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, წელს პირველად, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ მოლდოვას და უკრაინას რეკომენდაციაში, დათქმებში ჩაუწერეს საჯარო სამსახურის რეფორმა და მათ შორის, გამჭვირვალობაზეა აქ მინიშნება და ძალიან ბევრი რეკომენდაციაა ჩაწერილი, შედარებისთვის. ამ მიღწევით, ვინაიდან ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, ქვეყანა საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა კაპიტულანტურ რეზოლუციას, რუსეთს მიყიდა ათეულობით სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

„ომის შემდეგ, არსად არავითარი სამუშაო არ ჩაუტარებიათ არსად, რომ დაემობილიზებინათ საერთაშორისო თანამეგობრობა და დაეწესებინათ სანქციები რუსეთისთვის, ვინმეს რამე გახსენდებათ? არაფერი, იმიტომ რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. პირიქით, მოაწერეთ კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი, ომის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში, რუსეთ ათეულობით სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი  მიყიდეთ და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მისი გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გააუქმეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. პირადად მივიდა ეს მანიაკი, მასხარა კაცი საზღვარზე და პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ომის შემდეგ. დღეს ესენი მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, რუსეთს კი არა, საკუთარ ხალხს, მეგობრებო. მეორე ფრონტი გავხსნათ აქ თურმე. მათი და უკრაინაში მათი კოლეგების სურვილი იყო, - საჯაროდ გამოვიდა მათი მეგობარი არახამია, დენილოვი, რომელიც არის ოფიციალურად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი და მან ღიად თქვა, აღიარებითი ჩვენება მისცა ყველას, რომ მათი სურვილი იყო, ეხილათ მეორე ფრონტი საქართველოში. მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენო, ეს იყო მათი, ასე ვთქვათ, აღიარება. ამ ყველაფრის შემდეგ, კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები, რომ ერთი - ითხოვდნენ საკუთარი ხალხისთვის დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები; მეორე - ითხოვდნენ ჩარტერული რეისებით, მთავრობას უნდა გაეშვა მეომრები, მათი დაქირავებული მოხალისეები, რა თქმა უნდა, ტელევიზიების ფონზე. ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა, ძვირფასო ოპონენტებო“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ქება არ დავიწყებია.

„მინდა, მოკლედ ვთქვა და ვუპასუხო მათ ცილისწამებას, ბრალდებას: დადიან, ლაპარაკობენ ევროპაში და მათი სიტყვით რომ ვთქვა, „აღქმებს ქმნიან“, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბატონი ივანიშვილი, კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და ამ მანიაკალური, დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას, ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ. ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი!“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის პარლამენტში ანგარიშის წარდგენას და ბრალდებას უკრიანიდან უმალვე „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა.

„ვავრცელებ ამ ვიდეოს, რათა გავამჟღავნო სიმართლე იმ ფეიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. პარლამენტში გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ თითქოს არახამია ევროპასა და ამერიკაში ვიზიტებისას დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი. პირველი - ევროპაში არახამია არ ყოფილა. მეორე - ამერიკაში იმყოფებოდა იმიტომ, რომ განევითარებინა ის კონცეფცია, რომ ივანიშვილი პრორუსული ორიენტაციის/გეგმის ოლიგარქია, რომელსაც ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს, რომელსაც ევროპა უნდა, ატყუებს“ , - განაცხადა არახამიამ.

პრემიერ-მინისტრს პარლამენტში გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც დაუწუნა და საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა: „მე მგონი, მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც ვარ გაოგნებული და მე მინდა, აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს“.

ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში გამოსვლას ანალიტიკოსთა ნაწილი უწონებს, ნაწილი აკრტიკებს და ზოგიერთ მათგანმა კი არც იცოდა, რომ პრემიერი პარლამენტის წინაშე უნდა წარმდგარიყო.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლით აღფრთოვანებულია. მისთვის ღარიბაშვილის გამოსვლიდან მოსაწონი „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატებად გამოცხადება აღოჩნდა.

 „ჩემთვის ყველაზე მთავარი პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან იყო ის რომ, მან ქვეყნის მოღალატეები და ის ძალა დაასახელა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგი არიან - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები „ლელოებისა“ და სხვა პარტიების სახით“. ამ ეროვნულმა კაცმა სიტყვა-სიტყვით ყველას განუმარტა, თუ რა მოხდა ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების დროს. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამის ერთ-ერთი შემოქმედი იყო ის ძალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ჰქვია“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ღარიბაშვილის მიმართ დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება.

 „არახამიას გამოხმაურება არის ასეთი - „არამკითხე მოამბეო, მიტყპიბე და მიაგდეო“. მას ისტორიიდან შევადარებდი პოლიტიკურ ვიგინდარებს, როგორიც იყო მამის მკვლელი კონსტანტინე მირზა. კონსტანტინე მირზასა და არახამიას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. ასეთი მოღალატეები, მედროვეები სულ იყვნენ, არიან და იქნებიან“ - აღნიშნა for.ge-თან ედიშერ გვენეტაძემ და იქვე პრეზიდენტის შეფასებაც გააკეთა: „ბოლო დროს პრეზიდენტი მოვლენებს აცდენილია. ვერ ათვიცნობიერებს, რომ ის არის ქართველი ხალხის პრეზიდენტი და არა „ნაცმოძრაობის“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-თან იმ მინუსებზე საუბრობს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლისას დაინახა. ჩიტაძე პრემიერს აკრიტიკებს იმ კონტექსტში, როდესაც მან ოპოზიციის მიმართ სხვადასხვა რეპლიკები წარმოთქვა. ასევე ანალიტიკოსი თვლის, რომ ღარბაშვილი პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად, მას აღვივებს.

„პრემიერის გამოსვლამ აჩვენა ქვეყანაში როგორი პოლარიზაცია არსებობს. ამის დასტურია ის, როდესაც პრემიერი ოპოზიციის წარმომადგენლებს პირად შეურაცხყოფას აყენებდა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, პირიქით, ნათლად ჩანდა ღარიბაშვილი როგორ აღრმავებდა. ამით ჩანს ის, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლარიზაციის დასრულების სურვილი. ასევე, სამწუხაროდ, ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. გამოვყოფდი ამ ტყუილებიდან რამდენიმეს, მაგალითად, პრემიერი ერთ-ერთ ოპოზიციონერს, სამადაშვილს აბრალებდა, რომ ის ბრიუსელში დადიოდა და ევროკავშირის წარმომადგენლებს არწმუნებდა, რათა საქათველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭეინათ. ამ შემთხვევაში ბრალეულობა მოდის „ქართულ ოცნებაზე“, რადგან მათ სასამართლოს დამოუკიდებლობა ვერ მოახერხეს, ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ მოახერხეს და ა.შ. პლუს ოლიგარქებად ბიზნესმენების მოხსენება - ხაზარაძე, ჯაფარიძეზე მაქვს საუბარი. ბიზნესმენი სხვაა და ოლიგარქობა კი სხვა. ასევე პრემიერმა სხვადასხვა ინდექსებზე ილაპარაკა, მაგრამ რეალურობა ცოტათი განსხვავებულია, რომელიც ქვეყანაში არსებობს“, - განუცხადა ჩიტაძემ for.ge-ს.

ანალიტიკოსს პრეზიდენტის პრემიერის კრიტიკა არ გაჰკვირვებია. „ველოდი, რომ პრეზიდენტი პრემიერს გააკრიტიკებდა, რადგან ვხედავდით ზურაბიშვილი ღარიბაშვილს როგორ უპირისპირდებოდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტიც გულწრფელი არ არის. ის ცდილობს ითამაშოს კონსტრუქციული როლი, მაგრამ რეალობას ესეც არ შეესაბამება. მან რამდენიმე დღის წინ ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის წინაშე ვერ დაიცვეს. თუ ხელისუფლების პრობლემა ეს არის, რომ ივანიშვილი ვერ დაიცვეს, დღეს პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი ერთგულება დაუმტკიცოს ივანიშვილს, ამით ეშმაკურ თამაშს თამაშობს. სურს ქულები დაიწეროს, როგორც ევროკავშირში, ისე ივანიშვილის წინაშე“- აღნიშნა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, პრემიერის გამოსვლას ევროკავშირში აუცილებლად გამოხმაურება ექნება.

„ევროკავშირში პრემიერის გამოსვლას მეტად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება. იქ დაინახავდნენ როგორ აყენებდა შეურაცხყოფას პრემიერი ოპონენტებს. ღარიბაშილის გამოსვლას რამდენიმე ევროპარლამენტარის გამოსვლაც მოჰყვა, მათ შორის მარკეტა გრეგორავასი, რომელმაც განაცხადა, რომ ღარიბაშვილი იტყუება“ - განუცხადა for.ge-ს ჩიტაძემ.

ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა მოეწონა ანალიტიკოს ირაკლი ლატარიას.

„ღარიბაშვილს არ სჩვევია სხვანაირი გამოსვლა და ახლაც არ შეუცვლია - პირდაპირი ადამიანია. პრემიერის გამოსვლა ევროპარლამენტარებს გააზრებულად უნდა მოესმინათ. მარტო ევროპარლამენტს კი არა, მთელს საქართველოს უნდა დაენახა, რომ საქართველოს პარლამენტში არიან ის ძალები, რომლებიც ევროპასთან გაფიქრების დონეზეც კი ვერ უნდა მიდიოდნენ. მათი ერთადერთი ამოცანაა დესტაბილიზაცია. პრემიერმა ხშირად ახსენა, რომ როგორმე შეგვეძლო პოლარიზაცია დაგვესრულებინაო, მაგრამ მეორე მხრიდან მხოლოდ ხელების ბრახუნი იყო. ასეთ საზოგადოებაში პოლარიზაციის მიღწევა რთულია. პრემიერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორი ბოროტი ძალაა“, - უთხრა ლატარიამ for.ge-ს.

მისივე თქმით, თუკი ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, მაშინ პრემიერის გამოსვლას ყურადღებას არ მიაქცევენ.

„ევროპარლამეტში ყველამ კარგად იცის ქვეყანას ათი წლისწინ ვინ მართავდა და სწორედ, ამიტომ მხოლოდ საქართველოს მოსთხოვეს პოლარიზაციის დასრულება. ევროპარლამენტში კარგად იციან, რომ 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ დესტაბილიზაციისკენ იყვნენ მიმართული ის ძალები, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან. ამიტომ, გამორიცხული არ არის, ევროკავშირზე „ნაციონალური მოძრაობის“ „შტურმმა“ რაღაც დონეზე იმოქმედოს“, - აღნიშნა ლატარიამ.

trampi ეგ ყველაფერი ნაცებისთვისაც და მათი პატრონებისთვბის აქამდე უნდა თქმულიყო
ზუსტად ასე მკვახედ, პირდაპირ და შეულამაზებლად
იმ ე.წ. დასავლეთის ,,ხათრით,,(უფრო სწორად მოთხოვნით, -შიშით) უთქმელობამ და ჩურჩულ კურკურმა ამოაგდო ეს ქვეყანა.......
ჟღენტისა არ იყოს ----- საკუთარ სახლშიც არ გვათქმევინებენ სიმართლეს
დიახაც......., ეგ ყველაფერი აქამდე უნდა თქმულიყო--- რომ ყველამ კარგად დაინახოს, რომ ქართველი ხალხი შტერი და დებილი არაა და რომ ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს
რომ ე,წ, დასავლეთის წყალობით ათასნაირი უბედურება გვჭირს და რომ მათ მიერ, ჩვენზე ასე ათასნაირ ექსპერიმენტების ტარება არ შეიძლება
კამფეტს მოგცემთ კამფეტსო...............................და ბოლოს გვითხრეს არა გვაააქო...
პირველ რიგში ეს ყველაფერი ნაცების დაუსჯელობიდან მოდის .....ამ ე.წ. დასავლეთის მოთხოვნით დამნაშავე ნაცები (იმათი სულიერი შვილები) რომ კანონს(ვიმეორებ კანონს) არ დაასჯეინეს და ყველაფერი ხახვივით შეარჩინეს, სწორედ იმ დაუსჯელობიდან მოდის და იქიდან იწყება ეს ყველაფერი
კინგის ნათქვამი ,,თუ არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობაო,,----რააა არ იცოდნეენ?..იცოდნენ მაგრამ საქართველო მათთვის მეცხრე ხარისხოვანი ქვეყანა იყო და იქნება კიდეც
მიშას დროს ერთმა პატარა საწყალმა ბიჭმა, სამი ცარიელი შტოფი მოიპარა მეზობელის პადვლიდან, ჩასაბარებლად, ( ალია ბალია ალბათ 30 ლარს მისცემდნენ) --------12 წელი მისცეს..ერთი შტოფი 4 წელიო და სამჯერ ოთხი 12 ---იო....
და ნაცების მოპარულ, შეჭმულ--გაჩუქებული??
და ამ ყველაფრის ფონზე.........................კოხაბიტაციაააა|????
დიახაც ასე ხმამაღლა უნდა თქმულიყო სიმართლე....
და ბოლოს ამ კაცმა რამე ტყუილი თქვააა?კონკრეტულად??
არ უნდა ეთქვააა?რატომ ?? უზრდელობაა?უკულტურობაააა
ამ ,,ზრდილობიანობამ,, კიდე სადამდისაც მიგვიყვანა კარგად ვხედავთ, უკვე რამდენი წელია ერთ წრეზე გვატრიალებენ--ვტრიალებთ
კანეშნა .......... საქართველოს დაულაგებლობა აწყობთ, ადვილად გვარეფორმირებდნენ და პლიუს თან მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭირება....
2 წლის უკან
trampi საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
--დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს!--
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.

ლექსი იციო?!-- ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას---თვალცრემლიანს...
ვიციო!--უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
--პატარა საქართველოს პალეროიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

-ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,-
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..

ბოლოს როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო,ობოლი საქართველო
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
-------------------------------------------------------------


ესეც ესეეეე....
მერამდენედ ათქმევინეს საქართველოს ლექსი, თანაც სულ გამოთქმით
მერე ხეირი???



ჰოოოდა......................... აღარ გაუშვათ ჩვენი ბიჭები ე.წ. სამშვიდობო მისიებში....ისე ეგ მისიები რა სამშვიდობოებიცაა კი ვიცით
თან ამბობთ 35 დაიღუპა და 500 მძიმედ დაიჭრაო....რისთვის??----- კამფეტს მაინც არ იძლევიან
ეგენი რომ მართლა სამშვიდობო მისიები იყოს ეგ ხალხი არ დაიღუპებოდა ---დაიჭრებოდა. ის საწყალი ხალხი სინამდვილეში ამერიკის ინტერესებს შეეწირა.... მოკლედ მაგათ გინდ წინ მოუჯვით გინდა უკან ........ მაინც ვერაფერს ვერ დაანახებთ .......... მათთვის მეცხე ხარისხოვანი ქვეყანა ვართ ...დააახლოებით აფრიკა

გაიგეთ ხალხნოოოოო........................ ჩვენ მაგათ მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებით და მისიებში საზარბაზე ხორცად ..სულ ეგაა ჩვენი ფუნქცია აგე ეხლა ჩვენი ომში ჩათრევა უნდოდათ და არ გამოუვიდათ.....
პლიუს კიდე კოსტაიასავით მაჯაზე ტილო ჩამოკიდებულები უნდა ვემსახუროთ და ვუთხრათ --ანტრე ბატონო, - რა გნებავთ, რა მოგართვათ--- თქო-
გაიგეთ და დაიმახსოვრეთ სულ ესააა ჩვენი ფუნქცია მათთვის
სწორედ ამას გავიძახი აქ სულ ---თერთმერტი წელია

აქ ნაცებს მიშას დროს, ერთი ჩათლახი ტრენერი ჰყავდათ მარკ მალენი, გამჭირვალე გიგაურის დამაარსებელი............
...იმან ჟურნალ ლიბერალში პირდაპირ გვითხრა......... თქვენ იმდენადა ხართ ჩვენთვის საჭირონი, რამდენადაც რუსების მეზობლად მდებარეობთო---ანუ იმან ჩემი ტერმინოლოგიოით რო ვთქვათ პირდაპირ გვითხრა თქვენ ჩვენთვის მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ყოფნის ფუნქცია გააქვთო(შეგიძლიათ ნახოთ ჟურნალ ლიბერალის ძველი ნომრები)
....ამერიკიდან ჩამოვიდა უქონელი და აქედან 53 მილიონიანი ბიზნესებით წავიდა...ტელევიზიაშიც იყო მის ჩათლახობებზე გადაცემა
2 წლის უკან